წყალი 10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართი
1769087962
„ჩვენ დავპირდით საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე ძალიან დეტალურ შესწავლას გავაკეთებთ. უკვე ვხედავთ გარკვეულ წერტილებს, სადაც შესაძლებელია ფასების შემცირება. ეს პროცესი თავიდან ბოლომდე იქნება გამჭვირვალე, როგორც სამთავრობო კომისია, ასევე, პარლამენტში შექმნილი კომისიაც," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი განცხადებით, დიდი ალბათობით, აპრილის თვეში სურსათის ფასების შემცირება დაიწყება.
"ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა ტიპის კარტელური გარიგებები გამორიცხოს. სუსი სასამართლო განჩინების საფუძველზე რამდენიმე ობიექტში შევიდა, რათა ამ ფასწარმოქმნასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოეთხოვა. როგორც ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, აპრილის თვისთვის ძალიან დიდი ნაწილი ამ სამუშაოსი მორჩენილი იქნება. ზუსტად მაგ პერიოდისთვის, ჩვენი მოქალაქეები იგრძნობენ მუშაობის შედეგს, ვინაიდან, ძალიან დიდი ალბათობით, მაგ პერიოდისთვის ფასების შემცირება დაიწყება," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, სუპერმარკეტების ქსელსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი შევიდა.