ევროპა ლამაზი, მაგრამ ფრაგმენტირებული კალეიდოსკოპია - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული ქვეყნების მისამართით კრიტიკული განცხადებები გააკეთა.

მან ევროპას „ლამაზი, მაგრამ ფრაგმენტირებული“ კალეიდოსკოპი უწოდა, რომელიც „მცირე და საშუალო“ ძალებისგან შედგება.

„იმის ნაცვლად, რომ ევროპამ დაიკავოს წამყვანი პოზიცია მსოფლიოში თავისუფლების დაცვაში - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამერიკის ფოკუსი სხვაგან ინაცვლებს - ევროპა დაბნეული ჩანს და ცდილობს დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი შეიცვალოს, თუმცა ის არ შეიცვლება“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.