ერთმანეთს მანქანა და მოტოციკლი შეეჯახა - დაშავებულია ახალგაზრდა კაცი

პოლიცია

რუსთავის ავტობანზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, შემთხვევის დროს მოტოციკლის მძღოლი, 26 წლის კაცი დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.