ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა - ავარია თბილისში

ავარია თბილისში

თბილისში, აეროპორტის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 3 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთი მანქანა გზის გამყოფ ბორდიურზეა ავარდნილი. 

როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სასწრაფოსა და პოლიციის ჯგუფები.