ცოლ-ქმარი წარუმატებელი დიეტის შემდეგ ერთმანეთს დაშორდა

პიცა

დაქორწინებული წყვილი ერთობლივი დიეტის შემდეგ ერთმანეთს დაშორდა. მიზეზი გახდა ის, რომ კაცმა შეძლო გახდომა, ხოლო ცოლმა - ვერ. ამის შესახებ გამოცემა The Mirror-ი წერს.

ფორუმ Reddit-ის მომხმარებელმა ფსევდონიმით jimboyt65 აღიარა, რომ მან ცოლთან ერთად ცხოვრების სტილის შეცვლა გადაწყვიტა მას შემდეგ რაც გაიაზრეს, რომ თითოეული მათგანის წონა 136 კილოგრამი იყო და ერთად არსად დადიოდნენ.

„არ დავდიოდით დასასვენებლად, არ ვსეირნობდით, არაფერს ვაკეთებდით.  უბრალოდ ვუყურებდით ტელეფონის ეკრანს და საჭმელად გავდიოდით", - ჰყვება კაცი.

მისი თქმით, თავისით საჭმელს არ ამზადებდნენ, არამედ დღეში სამჯერ იძახებდნენ რესტორნიდან, ხოლო სექსუალური ცხოვრება თავიდან "დისკომფორტული" იყო, ხოლო მოგვიანებით კი საერთოდ აღარ ჰქონდათ.

პირველად ცხოვრების სტილის შეცვლა ქმარმა გადაწყვიტა: გადმოწერა მობილურში სავარჯიშო აპლიკაცია, დაიწყო ტრენაჟორებზე სიარული და კვების რაციონი შეცვალა, ხოლო ცოლი რამდენიმეკვირიანი მცდელობის შემდეგ დანებდა და მეუღლეს მიმართ აგრესია გაუჩნდა. თანდათანობით, ცოლ-ქმარი ერთმანეთს უკვე აღარ ეკონტაქტებოდა, ცოლმა კი Facebook-ზე დაიწყო პოსტების წერა, სადაც აცხადებდა, რომ "მთავარია შეცვალო შენი შინაგანი სამყარო, და არა სხეული". ერთ დღესაც, ცოლმა ქმარს მისწერა, რომ აღარ უყვარდა და 12 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორება მოითხოვა.

კაცმა პორტალის მომხმარებლებს რჩევისთვის მიმართა, თუ როგორ დაიბრუნოს მეუღლე, თუმცა კომენტატორები ეუბნებიან, რომ ცოლი მას უსამართლოდ მოექცია და "მისი დაბრუნება არ ღირს".