დედოფლისწყაროში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

პოლიციის ლენტი

დედოფლისწყაროში ხანძარს 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ალადაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში მოხდა.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს ანთებული სიგარეტით ხელში ჩაეძინა, რამაც შენობაში აალება გამოიწვია.

სახლის მეორე სართულზე მყოფი კაცი ცეცხლში ჩაიწვა.

ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო- სამაშველო სამსახურმა აალებული შენობიდან უსაფრთხოდ გაიყვანა გარდაცვლილის ასაკოვანი დედა, რომელიც პირველ სართულზე იმყოფებოდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას, მათ შორის ცეცხლის, აფეთქების ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალების გამოყენებით გულისხმობს.