სასამართლომ გიორგი გახარიასთვის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა
1767872857
პარიზში "მსურველთა კოალიციის" წევრი ქვეყნების, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც ომის დასრულების შემდეგ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, დოკუმენტი ომის დასრულების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს, მომდევნო შესაძლო აგრესიის შეკავების მიზნით, გათვალისწინებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაიარაღებაც, მოკავშირეები შეთანხმდნენ მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთის ახალი თავდასხმის შემთხვევაში.
ამასთან, პარიზმა, ლონდონმა და კიევმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში ჯარის განლაგებას ითვალისწინებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, ეს გარანტიები იურიდიულად სავალდებულო უნდა გახდეს.
"დღეს მონიტორინგის საკითხზე ამერიკელების გუნდთან საფუძვლიანი და შინაარსობრივი საუბარი გვქონდა, იმისთვის, რომ მშვიდობის დარღვევა არ მოხდეს. ამერიკა მზად არის ამ მიმართულებით იმუშაოს. მჯერა, რომ "მსურველთა კოალიციის" უსაფრთხოების გარანტიები ქმედითი იქნება. ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს გარანტიები იურიდიულად სავალდებულო გახდეს. ყველაზე რთული საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ დასამუშავებელია, ტერიტორიებია. ჩვენ განვიხილეთ გარკვეული იდეები, რომლებიც შესაძლოა ამ პროცესში დაგვეხმაროს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.