1714116616
ბორჯომის ტყეში კაცი სავარაუდოდ, ხის დაცემისგან გარდაიცვალა
ბორჯომის ტყეში კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.
გავრცელებული ცნობით, კაცს ტყეში სავარაუდოდ, ხე დაეცა. გარდაცვლილი ბორჯომის მცხოვრებია.
უცნობია მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები. „პრაიმტაიმი“ დეტალებს შსს-ში არკვევს.