ევროპის ჩემპიონატზე დღეს 6 ქართველი იასპარეზებს

ძიუდო

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.

საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს მედლებისთვის ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე (ორივე -73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე - 70 კგ), იბრძოლებენ.

კონტინენტის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება.