ბოლო ცნობები სტიქიის ეპიცენტრიდან - ავსტრალიაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ქალაქი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

ბოლო ცნობები სტიქიის ეპიცენტრიდან

ავსტრალიაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ქალაქი გარესამყაროს არის მოწყვეტილი, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ძლიერი წვიმა სამი დღის წინ დაიწყო და ათასობით სახლი გაანადგურა.

საგანგებო სამსახურების ცნობით, დაახლოებით 50 000 ადამიანი კვლავ გარესამყაროს არის მოწყვეტილი. დახურულია 100-ზე მეტი სკოლა.

ყველაზე მეტად დაზარალდა ახალი სამხრეთ უელსის შტატის, ჰანტერისა და მიდ ნორთ ქოსტის რეგიონების დასახლებები. ზოგიერთ ტერიტორიაზე ბოლო 24 საათის განმავლობაში ოთხი თვის ნალექი მოვიდა. ადიდებულია მდინარეები.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზმა განაცხადა, რომ დღეს დატბორილ ქალაქებში ჩავა.

„ეს საკმაოდ შემზარავია. ეს მართლაც სერიოზული სიტუაციაა“, – განაცხასა ალბანეზმა.