„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ, გადააგდეთ…“ - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს
1761929604
                                                                თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ათი ქალაქი დაზარალდა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი სულ 100-ს აჭარბებს. დაღუპულთა რიცხვი შეიძლება, კიდევ გაიზარდოს.
თურქი სეისმოლოგები მიწისძვრის სიმძლავრეს 7.4 მაგნიტუდად აფასებენ, აშშ-ის გეოლოგიური სამსახური კი 7,8 მაგნიტუდად. სტიქიას მოჰყვა განმეორებითი ბიძგებიც.
დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები. ნანგრევებში რჩებიან დაზარალებულები.
წითელ ჯვარში აცხადებენ, რომ დაზარალებულების დასახმარებლად რესურსების მობილიზებას ახდენენ.
თურქეთთან ერთად მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია მეზობელ სირიაშიც. ბიძგები იგრძნობოდა ლიბანში, კვიპროსსა და ღაზის სექტორშიც.