ბათუმში, კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძარი

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ცნობისთვის, ხანძარი მრავალსართულიანი კორპუსის მე-19 სართულზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.