ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ავარია ბათუმში

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. რუსთაველის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე კაცს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.