ბათუმში ავარიის შედეგად კურიერი დაშავდა

პოლიციის ლენტი

ბათუმში, ბაგრატიონისა და გუდიაშვილის ქუჩების კვეთაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „გლოვოს“ კურიერი დაშავდა, რომელიც მოპედით გადაადგილდებოდა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

პირველადი ინფორმაციით, მოპედი სავარაუდოდ გზაზე მოცურდა. დაშავებული მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

✕