ტრაგედია გლდანში - 5 წლამდე ბავშვი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა
1761070653
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.
32 წლის კაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მკვიდრია.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თანასოფლელების თქმით, გარდაცვლილი გზის ამ მონაკვეთზე ხშირად ვარჯიშობდა.
მამაკაცს ოჯახის წევრებმა ორდღიანი ძებნის შემდეგ, შემოვლით გზაზე, მას შემდეგ მიაგნეს, რაც გზის პირას მისი ავტომობილი შენიშნეს.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.