„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს
1790970843
პოლონეთში, პოზნანის მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევას, სავარაუდოდ, 3 ქართველი ემსხვერპლა.
პოლონური მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ქართველი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 5 დაშავდა.
დაშავებულები ვერტმფრენით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი და სამართალდამცველები.