„სამი სიცოცხლე ერთდროულად ჩაქრა...“ - ცეკვის აკადემია „დიდგორი“
1784198497
ოკუპირებულ გალში ახალგაზრდა მამაკაცს გლოვობენ. 38 წლის ბაჩანა ბეკვერია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა, ახლობლები მის ჰოსპიტალიზაციას ცდილობდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა, გზაში გარდაიცვალა.
ცნობილი ხდება, რომ წლების წინ, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა მისი ძმა.
„ეს რა გავიგე, რომეო საკმარისი არ იყო ამ ოჯახისთვის? სიტყვებით აუხსნელი, უსამართლო და დაუნდობელი ტრაგედიაა. როგორ მტკივა გული, გამძლეობა მოგცეთ უფალმა“, - წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.
ბაჩანა ბეკვერიას ცხედარს აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოასვენებენ.