„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი, ქალი და კაცი, ადგილზე დაიღუპა.
დაშავებულები საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ მათთან შეყვანილ ორ მამაკაცს თავის არეში ნაკვეთი ჭრილობები აქვს და ქირურგიული დამუშავება მიმდინარეობს, ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხოლო შემთხვევის ადგილიდან სამედიცინო ცენტრში შეყვანილ მცირეწლოვანს გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.