ავარია წყალტუბოში - დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

სასწრაფო

წყალტუბოში, სოფელ ქვიტირთან ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და შესაბამისი სამსახურები.