1759573255
ავარია რიკოთზე - არის მსხვერპლი

რიკოთზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიის გამო ავტომაგისტრალზე იყო საცობიც. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. გარდაცვლილია მძღოლი. დანარჩენი დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარიის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.