აბსოლუტურად ყველას აქვს პროტესტის უფლება, თუმცა ვაფრთხილებთ, ვინც შეეცდება, სიტუაცია დაძაბოს და გაცდეს კანონის ფარგლებს, იქნება იდენტიფიცირებული და დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით - ლევან მაჭავარიანი

მაჭავარიანი

მზადება საპროტესტო აქციისთვის - ოპოზიციის ნაწილი საკუთარ გეგმებზე საუბრობს. შეკრების ორგანიზატორების მხრიდან ბოლო პერიოდში მუდმივად ისმოდა განცხადებები და მოწოდებები ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით.

მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ აფრთხილებს ყველას, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას პასუხი გაეცემა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

"ჩვენ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, ვინაიდან რადიკალური ძალები გეგმავენ რაღაც ტიპის პროვოკაციებს მთელი დღის განმავლობაში, თუმცა ჩვენი სამართალდამცველი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან - ისინი ფლობენ ინფორმაციას, აღკვეთილი იქნება აბსოლუტურად ყველანაირი ძალადობა, რომელსაც დააპირებენ რადიკალები.

ყველას ვაფრთხილებთ, რომ აბსოლუტურად ყველას აქვს გაპროტესტების უფლება და შეუძლიათ წლობით აპროტესტონ, თუ რაიმე არ მოსწონთ ამ ქვეყანაში და არავინ მათ ხელს არ შეუშლით. ამის ნათელი მაგალითია, როცა 30-40 ადამიანი კეტავს რუსთაველის გამზირს. მე არ ვიცი, თუ ასეთი რამ სხვა რომელიმე ქვეყნის დედაქალაქში ხდება ხოლმე, თუმცა ყველას ვაფრთხილებთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება, რომ სიტუაცია დაძაბოს და გაცდეს კანონის ფარგლებს, ის იქნება იდენტიფიცირებული და დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი.