„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა...“ - საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
1791920869
ავტოსაგზაო შემთხვევას დღეს, სოფელ წნისთან ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.
მაღალი სიჩქარით მომავალი მანქანა საპირისპიროდ მოძრავ BMW-ს მარკის ავტომანქანას შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ნაწვიმარ გზაზე მოცურდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მძღოლი გარდაცვილილი დახვდა.
დაშავებულთაგან ერთი გადაყვანილია იმედის კლინიკაში, სამმა კი ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.