1748675716
არაბეთის ზღვაში ჩაიძირა გემი, რომელსაც ნავთობპროდუქტები და ქიმიკატები გადაჰქონდა

ინდოეთის ნაპირებთან, არაბეთის ზღვაში კონტეინერმზიდმა Sujata კატასტროფა განიცადა. ავარიის შედეგად წყალში დაიქცა ნავთობპროდუქტები და ქიმიკატები, რომლებიც ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემს გადაჰქონდა.
BBC-ს ცნობით, ავარიის მიზეზი ხომალდის ერთ-ერთ განყოფილების დატბორვა გახდა. მაშველებმა ბორტზე მყოფი 24-ვე ადამიანის ევაკუირება მოასწრებს.
ხომალდს 640 კონტეინერი გადაჰქონდა, მათ შორის 13 ქიმიკატებით, 12 კალციუმის კარბიდით - ეს ნივთიერება ზღვის წყალთან კონტაქტისას საწვავ გაზს გამოყოფს. ასევე ბორტზე იყო 84 ტონა დიზელის საწვავი და 367 ტონა მაზუთი.
ინდოეთის ხელისუფლება შიშობს, რომ ნავთობპროდუქტები და ქიმიკატები ზიანს მიაყენებს სანაპიროსთან მცხოვრებ ადამიანებსა და ზღვის ბინადრებს. მოქალაქეებს სთხოვეს არ შეეხონ კონტეინერებს და საწვავს, რომლებიც შესაძლოა ნაპირზე გამორიყოს.