„ამწეს წყლის მილი ჩაუვარდა და კაცი მოიყოლა“ - ტრაგედია სამეგრელოში

პოლიციის ლენტი

სენაკში უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. 

არსებული ინფორმაციით, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, ამწეს წყლის მილი დაუვარდა და კაცს დაეცა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.