ახალციხეში არასრულწლოვანს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს - დაწყებულია გამოძიება

policiis lenti

ახალციხეში, არასრულწლოვნებს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურში გადაიზარდა. სკოლის მოსწავლეს დაზიანებები თანატოლებმა მიაყენეს. 

ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 16 წლის ბიჭი ოთხმა არასრულწლოვანმა სცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 126–ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.