ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელსაც შესაძლოა, სექტემბერში წარმოუდგენლად გაუმართლოს
1756907940
ლისაბონში, ერთ-ერთ ფუნიკულიორზე ავარიის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 18 დაშავდა.
როგორც მედია წერს, ფუნიკულიორ „გლორიაზე“ ვაგონი რელსებიდან გადავიდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია.
პორტუგალიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან ხუთი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო 13-ს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.
ქვეყნის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ დაღუპულთა შორის არიან როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ისე პორტუგალიელები. როგორც „ბიბისი“ წერს, აღნიშნულ ფუნიკულიორს, ლისაბონელებთან ერთად, მრავალი ტურისტი იყენებს.
პორტუგალიის პრეზიდენტმა, მარსელო რებელო დე სოუზამ მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ მთავრობა მალე მიაწოდებს ინციდენტის შესახებ მკაფიო ინფორმაციას.
ფუნიკულიორი „გლორია“ 275 მეტრის მანძილს ფარავს და მგზავრობა სამ წუთს გრძელდება.