ნახეთ ცვლილებები, რომელიც დღეიდან საქართველოში ამოქმედდა
1756710528
ვერძი
დღის უმეტესი ნაწილი ყურადღების ცენტრში ყოფნა მოგიწევთ. სამწუხაროდ, გადაღლა თქვენს პირად ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება. ამ დღეს ვერძებს არა მხოლოდ საკუთარ ქცევებსა და გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება, არამედ მათ ირგვლივ განვითარებული მოვლენების კონტროლიც მოუწევთ.
კურო
მზად იყავით ფინანსურ საკითხებში მოსალოდნელი სირთულეებისთვის. თუ საქმეს გონივრულად მიუდგებით, წარმატებას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ. ამ დღეს პროფესიულ ვალდებულებასა და დიდი ხნის ნანატრ დასვენებას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ.
ტყუპები
პირად ურთიერთობებში იმედგაცრუება გელით. უთანხმოება შეიძლება უბრალო წყენას ან ეჭვიანობას მოჰყვეს. ნერვული დაძაბულობისა და დაღლილობის მოსახსნელად, ასევე ძალების აღსადგენად სასურველია, რომ საღამო ერთგული ადამიანების წრეში გაატაროთ.
კირჩხიბი
ამ დღეს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ცვლილებები გელით. დღის მეორე ნახევარში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია, გაწუხებთ, პასუხს იპოვით. ამაში ძველი ნაცნობები დაგეხმარებიან. სასურველია, კოლეგებს თქვენი მოსაზრება თავზე არ მოახვიოთ. ნურც თქვენი სიმართლის დამტკიცებას ეცდებით – ეს მალე ისედაც ცხადი გახდება.
ლომი
ხელსაყრელი დროა რთული ამოცანების გადასაჭრელად, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში სამომავლოდ ინახავდით. ენერგიით სავსე ხართ, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ეს დღე მარტოხელა ლომებისთვის ხელსაყრელია სასიყვარულო შეხვედრებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ მსუბუქი, ფლირტი თქვენთვის მნიშვნელოვან და ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
ქალწული
დღის განმავლობაში შესანიშნავ განწყობაზე იქნებით, რაც მუშაობაში დაგეხმარებათ. სამაგიეროდ, პირად ცხოვრებაში მცირე სირთულეები გელით - გამოიჩინეთ მოთმინება, სიბრძნე და სიმშვიდე. თუ შესაძლებელია, ურთიერთობები შეამცირეთ, რათა მოსალოდნელი კონფლიქტი და გაუგებრობა თავიდან აიცილოთ, სასურველია, ღამით დასაძინებლად დროულად დაწვეთ, რათა რთული დღის შემდეგ ძალები აღიდგინოთ.
სასწორი
ერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს და კოლექტიურ ღონისძიებებში მონაწილეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხარე კამათისა და დაპირისპირების ცენტრში აღმოჩნდეთ. ამ დღეს ახალი ნაცნობობა თქვენს ცხოვრებაში კარგს და სასარგებლოს არაფერს მოიტანს. ასევე, არასასურველია საქმიანობის სფეროს ან სამუშაო ადგილის შეცვლა.
მორიელი
თქვენში არსებული ენერგია და პოზიტიური განწყობა ყველაფრისთვის საკმარისი იქნება. მოემზადეთ საინტერესო შეხვედრისთვის, რომელიც მალე ნათელ და თვალისმომჭრელ რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება. გაითვალისწინეთ, რომ თუ ახალი რჩეულის მიმართ ყურადღებას არ გამოიჩენთ, ეს ურთიერთობა მალე დასრულდება.
მშვილდოსანი
სცადეთ, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოთ და ემოციური იმპულსები აკონტროლოთ, რათა სირთულეებს ცივი გონებით მიუდგეთ. ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც შეიძლება თავიდან მოგეჩვენოთ. პირად სფეროში გაჩენილ პრობლემებს ნუ მიიყვანთ სულიერ დისკომფორტამდე - ეცადეთ მინიმუმამდე შეამციროთ ნეგატიური ზეგავლენა, შეზღუდოთ კომუნიკაცია და დრო საკუთარ ფიქრებთან მარტო გაატაროთ.
თხის რქა
მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტებში ჩართვას და ის აკეთეთ, რაც კარგად გამოგდით ან გსიამოვნებთ. ეცადეთ, ნაკლებად მომთხოვნი იყოთ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. დღეს თქვენი მოლოდინები შეიძლება რეალობას არ დაემთხვეს.
მერწყული
მეგობრების მხარდაჭერა და კეთილგანწყობა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება სამომავლოდ გადადოთ. დაელოდეთ, სანამ სიტუაცია დამშვიდდება.
თევზები
დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია პროვოკაციები კოლეგების ან პარტნიორების მხრიდან. სიმშვიდის შენარჩუნებით თქვენ მათ უკან დახევას აიძულებთ. აქტივობები, მათ შორის სპორტულიც, სხვა დღისთვის უნდა გადადოთ, რადგან დღეს ტრავმის მიღების ალბათობა მაღალია. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი დრო დაუთმოთ.