ირანმა კატარში განლაგებული ამერიკული ავიაბაზის მიმართულებით, ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
1750697563
სამხრეთ კაროლინას წყლებთან 12 წლის გოგონას ზვიგენი დაესხა თავს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, თავდასხმა სამშაბათს, 17 ივნისს მოხდა.
დაზარალებულს, რომლის ვინაობა საჯაროდ არ გახმაურებულა, ადგილზე დახმარება სახანძრო-სამაშველო სამსახურმა გაუწია. შემდეგ იგი ვერტმფრენით ჯორჯიის შტატის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა გოგონას ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არ იყო.
თინეიჯერი გოგონას ჭრილობა „მარჯვენა ფეხის ქვედა ნაწილში, მუხლის ქვეშ“ ჰქონდა მიყენებული.
ეს ჰილტონ ჰედში მომხდარი მეორე ინციდენტია. პირველი შემთხვევა გასულ კვირას მოხდა, როდესაც ბავშვმა ფლორიდის სანაპიროსთან ზვიგენის თავდასხმის შედეგად ხელი დაკარგა.