მოზარდები

ტექნოლოგიები • 1791794400

სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს

12 წლის ასაკში საკუთარი სმარტფონის ქონამ მოზარდებში  კვებითი დარღვევების განვითარების რისკი, შესაძლოა, საგრძნობლად გაზარდოს.  ამ დასკვანამდე ამერიკელი მეცნიერები მასშტაბური კვლევის შემდეგ მივიდნენ, რომლის დროსაც 9000-მდე ბავშვის მონაცემები შეისწავლეს.ახალ ნაშრომში  სპეციალისტებს ყურადღების გამახვილება იმ ასაკზე სურდათ, როდესაც არასრულწლოვნები ტელეფონის გამოყენებას  აქტიურად იწყებენ. მათი მიზანი იყო გაეგოთ, რამდენად მოქმედებდა ეს ყველაფერი მომავალში კვებითი დარღვევების განვითარებაზე.შედეგებმა აჩვენა, რომ ისინი, ვინც სმარტფონით ადრეული ასაკიდანვე სარგებლობდა, 14 წლისას კვებითი დარღვევების სულ მცირე ერთი სიმპტომი მაინც უვლინდებოდათ. ისინი სხეულის მასას პირდაპირ უკავშირებდნენ  იმას, თუ რამდენად ღირებულნი იყვნენ. შესაბამისად,  დაბალკალორიული საკვების მიღებითა თუ გადაჭარბებული ვარჯიშით  წონის გაკონტროლებას უფრო ხშირად ცდილობდნენ. იმ მოზარდებში კი, რომლებსაც 12 წლის ასაკში ტელეფონი არ ჰქონდათ, ეს მაჩვენებელი 16%-ით ნაკლები იყო. 

სალია

სამართალი • 1791652003

„დაწესებულებაში მოხვედრისას ადამიანს ეზღუდება თავისუფლება, თუმცა ის ინარჩუნებს ღირსებას... სწორედ ეს არის ამოსავალი პრინციპი ჩვენი პენტენციური სისტემის საქმიანობისთვის დღეს და სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა“ - პაატა სალია

„სახელმწიფოს პასუხისმგებლობა პენტენციურ სისტემაში ადამიანის მიმართ არ შემოიფარგლება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით. პენტენციურ დაწესებულებაში მოხვედრისას ადამიანს ეზღუდება თავისუფლება თუმცა ის ინარჩუნებს ღირსებას. მას აქვს ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება და ა.შ. სწორედ ეს არის ამოსავალი პრინციპი ჩვენი პენტენციური სისტემის საქმიანობისთვის დღეს და სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.მინისტრის თქმით, როდესაც საუბარია  დღევანდელი სისტემის შეფასებაზე, აუცილებელია, გავიხსენოთ რა ვითარება იყო პენიტენციურ სისტემაში 2012 წლამდე.„საიდან დავიწყეთ ხომ ყველას გვახსოვს?! როგორი იყო ვითარება 2012 წლამდე ქართულ ციხეებში  - პატიმართა წამებას, ღირსების შემლახველ მოპყრობას ჰქონდა სისტემური ხასიათი.  ძალიან დიდი იყო გადატვირთულობა ციხეებში, იყო ინფრასტრუქტურული და მძიმე საყოფაცხოვრებო პრობლემები.  ამ ყველაფრის გადაბარება მოუწია ,,ქართულ ოცნებას" და ამ პერიოდის შემდგომ მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა. მე როცა ვამბობ, რომ პატიმართა წამებას და ღირსების შემლახველ მოპყრობას სისტემური ხასიათი ჰქონდა,  ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, ეს არის დადასტურებული ფაქტი. ამაზე მეტყველებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ-ერთ საქმეზე საქართველოსთან დაკავშირებით. ეს არის საქმე სახელწოდებით „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ მომჩივანის წამება იყო იმდროინდელი  პრაქტიკის ნაწილი, სისტემური პრაქტიკის ნაწილი და ეს არის უშუალო დადასტურება იმისა, რომ წამებას და არასათანადო მოპყრობას ქართულ ციხეებში სისტემური ხასიათი ჰქონდა.ეს ყველაფერი რადიკალურად, ფუნდამენტურად არის შეცვლილი 2012 წლის შემდეგ. რამდენიმე რეფორმა განხორციელდა სასჯელაღსრულების სისტემაში, მიღებულ იქნა ახალი პენტენციური კოდექსი, გაუმჯობესდა, განვითარდა უფლების დაცვის მექანიზმები, განვითარდა ჯანმრთელობის დაცვის სერვისები, რეაბილიტაციის, განათლების მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული. ასევე, ძალიან დიდი ინვესტიციებია განხორციელებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით და, რაც ყველაზე მთავარია, - შეიცვალა სახელმწიფოს დამოკიდებულება პატიმრის მიმართ. დღეს სახელმწიფოს ამოცანა არ არის მხოლოდ და მხოლოდ უზრუნველყოს სასჯელის აღსრულება, არამედ ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ადამიანს, რომ ის პერიოდი, რომელსაც ის ატარებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გამოიყენოს თავის ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად, შეიძინოს ის უნარ-ჩვევები, ცოდნა, რაც მას გამოადგება უკვე საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად დაბრუნებისათვის“, -  განაცხადა პაატა სალიამ.

კობახიძე

პოლიტიკა • 1791634740

პრემიერი - 2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის სწორედ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრება და ამ ფონზე, სამწუხაროა, რომ ევროპული ბიუროკრატია კვლავაც მისტირის იმ აგენტურას, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას და რომელიც, სწორედ, სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელყოფით იყო გამორჩეული

ეს ადამიანი დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს უწოდებს იმ უმსგავსობას, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ წლების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე - ეს იყო რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა, რასაც ღიად უჭერდა მხარს, სამწუხაროდ ევროპული ბიუროკრატია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც პაველ ჰერჩინსკის განცხადებას შეეხებოდა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო განუხრელად იცავს იმ პრინციპებს, რასაც ჰქვია სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და 2012 წლის შემდეგ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა სწორედ ეს არის.„ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, რა არის ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ, ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა და ანალიზი. საქართველო განუხრელად იცავს ამ პრინციპებს, რასაც ჰქვია სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებები. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის სწორედ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრება და ამ ფონზე, სამწუხაროა, რომ ევროპული ბიუროკრატია კვლავაც მისტირის იმ აგენტურას, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას და რომელიც, სწორედ, სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელყოფით იყო გამორჩეული. ამ ადამიანებს უნდათ, ხელისუფლებაში დააბრუნონ, სწორედ, ის ძალა, რომლის ხელწერაც იყო და არის ადამიანის უფლებების დარღვევა, დემოკრატიის უგულებელყოფა, სამართლის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა. ეს, რა თქმა უნდა, სათანადოდ აისახება ქართული საზოგადოების დამოკიდებულებასა და განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ,“- აღნიშნა პრემიერმა.

ზაპოროჟიე

ომი უკრაინაში • 1791619637

რუსმა სამხედროებმა ქალაქ ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი

რუსი სამხედროები ქალაქ ზაპოროჟიეს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია, ხოლო 11 დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან 14 წლის გოგონა და 12 წლის ბიჭი.რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად მთლიანად განადგურდა სამსართულიანი შენობის შესასვლელი, ასევე დაზიანდა სხვა შენობები და კერძო სახლები. მაშველებმა ხანძარი ჩააქრეს, ამჟამად ნანგრევებს წმენდენ და გადარჩენილებს ეძებენ.როგორც ზაპოროჟიეს ოლქის თავდაცვის საბჭოს თანათავმჯდომარემ, ივან ფედოროვმა განმარტა, რუსებმა რეგიონულ ცენტრზე მართვადი ბომბები დილით ადრე დაიწყეს.

პრემიერი

პოლიტიკა • 1791378559

პრემიერი: თუ ამა თუ იმ სუბიექტს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიას მიაჩნია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, შეუძლია, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს

თუ ამა თუ იმ სუბიექტს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიას მიაჩნია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მას შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ ქვეყანაში არის დადგენილი მსგავსი პროცედურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, სარჩელის მთავარი საფუძველი არის ის, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, თავისი არსით არიან არაკონსტიტუციური."როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა არის ანტიკონსტიტუციური, ეს ნიშნავს, რომ მათ არც სამართლის ესმით რაიმე და არც პოლიტიკის. ნებისმიერ ქვეყანაში არის დადგენილი მსგავსი პროცედურა. თუ ამა თუ იმ სუბიექტს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიას მიაჩნია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მას შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის კონსტიტუციური პროცედურა და როგორ შეიძლება, კონსტიტუციური პროცედურა წარმოაჩინო არაკონსტიტუციურად. პროცედურა, რომელიც კონსტიტუციით არის დადგენილი. ჩვენ გვქონდა უფლება, მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ეს უფლება არის დადგენილი კონსტიტუციით, გამოვიყენეთ ეს უფლება, დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი. მთავარი საფუძველი არის ის, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, თავისი არსით არიან არაკონსტიტუციური. ამაზე მეტყველებს მათი პოლიტიკური წარსული, 2012 წლამდე, 2012 წლის შემდეგ და მათი პოლიტიკური დღევანდელობა. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, რაც არის მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი", - განაცხადა პრემიერმა.

პაატა სალია

პოლიტიკა • 1791215956

პაატა სალია: გასატარებელი რეფორმები არის, მაგრამ მათ გეგმაზომიერად ვახორციელებთ. რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსჯავრდებულების უფლებებისა და მათი ღირსების დაცვის თვალსაზრისით

„2012 წლიდან არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა სასჯელაღსრულების მიმართულებით. ორიოდე წლის წინ დამტკიცდა ახალი პენიტენციური კოდექსი, არაერთი ახალი პენიტენციური დაწესებულება აშენდა. მნიშვნელოვნად შეიცვალა დამოკიდებულება პატიმრების მიმართ. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პენიტენციური სისტემა იცავს მსჯავრდებულების, ბრალდებულების უფლებებს, მათ ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ღირსებას. ამ რეფორმების შედეგია ის, რომ არაერთი პროგრამა მუშაობს პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით. ბევრი ადამიანი დღეს პროფესიით გამოდის სასჯელაღსრულების ადგილებიდან. არსებითად შეიცვალა დამოკიდებულება პატიმრის მიმართ", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.იუსტიციის მინისტრმა პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობაზეც ისაუბრა:"გახსოვთ, რა ხდებოდა ციხეებში 2012 წლამდე, სადაც 5-კაციან საკანში შეიძლება 50-60 და 100 ადამიანიც ყოფილიყო და მათ რიგ-რიგობით უწევდათ მოსვენება. დღეის მდგომარეობით, როცა გადატვირთულობაზე ვსაუბრობთ, ფაქტიურად, არ ვცდებით საერთო ლიმიტს... არის სულ 3 დაწესებულება, სადაც მცირედ ვცდებით ვროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის ლიმიტის რაოდენობას. მთავრი გამოწვევა, რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურა, რომელსაც მუდმივად ვაუმჯობესებთ. ახლახან დავასრულეთ პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა ქალაქ რუსთავში, დაახლოებით 150 ადამიანზე", - განაცხადა მან.პაატა სალიამ იმ რეფორმების შესახებაც ისაუბრა, რომელიც 2012 წლიდან პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა:"2012 წლიდან დღემდე პერიოდში ძალიან დიდი შრომა იქნა გაწეული, ძალიან დიდი ცვლილებები განხორციელდა და დღეს საუბარია ერთეულ შემთხვევებზე მაშინ, როდესაც ათასობით შემთხვევა იყო. ამის დასტური არის თუნდაც საქმეების ის რაოდენობა, რაც იგზავნებოდა პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში. 2012 წლის შემდგომ პერიოდზე არცერთი საჩივარი არ არის პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით... ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველთან. ამ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, რომ ძალიან ბევრი პრობლემა გამოსწორდა და ეს არის მუდმივი პროცესი.ვერავინ იტყვის მსოფლიოს ვერცერთ ქვეყნაში, რომ პენიტენციური სისტემა, ან რომელიმე სხვა სისტემა, არის იდეალური და მას არ სჭირდება რეფორმირება. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გაცილებით წინ ვართ ბევრ სახელმწიფოსთან შედარებით, გასატარებელი რეფორმები არის, მაგრამ მათ გეგმაზომიერად ვახორციელებთ. რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსჯავრდებულების უფლებებისა და მათი ღირსების დაცვის თვალსაზრისით", - აღნიშნა სალიამ.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1791191321

კახა კალაძე: 2012 წლიდან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი, პრინციპულია, რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი და ხელშეუხებელი

„დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოს მხრიდან ამ კონკრეტული ადამიანის ან ბიზნესის მიმართ არასამართლიანი დამოკიდებულება ვერ და არ იქნება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილი დეპუტატის, ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობა ხელშეუხებელია, რაც მმართველი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.„საკითხს არ ვიცნობ და გამიჭირდება, რაიმე კონკრეტული ვთქვა, თუმცა ამდენი წელია ხელისუფლებაში ვართ და ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ „ქართულ ოცნებას“ ბიზნესი დაერეკეტებინოს, ვინმესთვის რამე წაერთმია, ვიღაცასთან არასამართლიანი დამოკიდებულება ჰქონოდა. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოს მხრიდან ამ კონკრეტული ადამიანის ან ბიზნესის მიმართ არასამართლიანი დამოკიდებულება ვერ და არ იქნება. შემიძლია, ჩამოგითვალოთ უამრავი ადამიანი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი, ოპოზიციურ პარტიებს აფინანსებს, შეიძლება პოლიტიკაშიც იყოს, თუმცა ჩვეულებრივად განაგრძობს ბიზნესსაქმიანობას. ბიზნესი ხელშეუხებელია ამ ქვეყანაში. 2012 წლიდან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი, პრინციპულია, რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი და ხელშეუხებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე განმარტებით, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, თუმცა კანონის ფარგლებში, შეურაცხყოფის გარეშე.„ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება, გამოხატოს თვისი პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ამაზე შეზღუდული არავინაა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ეს გააკეთოს ზომიერების ფარგლებში, შეურახყოფის და ბულინგის გარეშე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

პრემიერი

პოლიტიკა • 1791055446

ირაკლი კობახიძე - მოქმედებდა რეჟიმი, რომელსაც მიაჩნდა, რომ დამნაშავე და არადამნაშავე, ყველა იყო ყველაფრის ღირსი, ჩვენთვის ადამიანი პატიმარია, მსჯავრდებულია, პროფესორია, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ყველას აქვს ერთნაირად ღირსება, ეს არის პრინციპული განსხვავება ჩვენს ხელისუფლებასა და იმდროინდელ რეჟიმს შორის

2012 წლის შემდეგ, არ არსებობს ადამიანის წამების ან არაადამიანური მოპყრობის არც ერთი დადასტურებული ფაქტი, როცა მანამდე არსებობდა ასობით და ათასობით ფაქტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადამიანი პატიმარია, მსჯავრდებულია, პროფესორია, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის, ან საქმიანობის მიმდევარი, ყველას აქვს ერთნაირად ღირსება.„რაც შეეხება ციხეებში არსებულ მდგომარეობას, კონკრეტული შემთხვევებიც იყო ჩამოთვლილი და როდესაც განცხადებები კეთდება კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით, უნდა არსებობდეს მტკიცებულება. როცა ვსაუბრობდი მე 2012 წლამდე რა ხდებოდა, იქ იყო უმარავი მტკიცებულება კონკრეტულ დანაშაულებთან დაკავშირებით, რასაც ჩადიოდნენ ციხეებში და ციხეებს გარეთ რეჟიმის წარმომადგენლები. როცა საუბრობთ კონკრეტულ შემთხვევებზე მტკიცებულებაც უნდა გქონდეთ რომ იქ ნამდვილად იყო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ დანაშაული ჩადენილი. თქვენ ამის მტკიცებულება არა მგონია, რომ გქონდეთ, რადგან ასეთი მტკიცებულება არ არსებობს.ადამიანი ეძებს სამართალს, რადგან შეიძლება, ეჭვი ჰქონდეს რაიმესთან დაკავშირებით, მაგრამ არავის არ აქვს მტკიცებულება, რომ აქ კონკრეტული დანაშაულები იქნა ჩადენილი. მერწმუნეთ, დანაშაული რომ ყოფილიყო ჩადენილი და ამის მტკიცებულება რომ გვქონოდა, შესაბამისი პირები თუ პირი აუცილებლად დაისჯებოდა.2012 წლამდე ციხეებში არსებულ მდგომარეობასა და დანაშაულებზე მქონდა საუბარი. 2012 წლის შემდეგ, არ არსებობს ადამიანის წამების ან არაადამიანური მოპყრობის არც ერთი დადასტურებული ფაქტი, როცა მანამდე არსებობდა ასობით და ათასობით ფაქტი. ფაქტი, მტკიცებულებით გამყარებული, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულების დონეზე.თუ ხელისუფლების დამოკიდებულებაზეა საუბარი, სწორედ ეს არის ჩვენი ხელწერა, მაშინ მოქმედებდა რეჟიმი, რომელსაც მიაჩნდა, რომ დამნაშავე და არადამნაშავე, ყველა იყო ყველაფრის ღირსი. ასეთი სტანდარტი არსებობდა. ჩვენი სტანდარტი, რატომ არ არის დადგენილი არც ერთი ფაქტი წამების თუ არაადამიანური მოპყრობის ციხეებში, ჩვენთვის ადამიანი, პატიმარია, მსჯავრდებულია თუ პროფესორია, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის, თუ საქმიანობის მიმდევარი, ყველა ერთია. ყველას აქვს ერთნაირად ღირსება. ეს არის პრინციპული განსხვავება ჩვენს ხელისუფლებასა და იმდროინდელ რეჟიმს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი

პოლიტიკა • 1791055103

პრემიერი - იმედიც კი არ არსებობდა, ისეთი ავტორიტარული რეჟიმი იყო შექმნილი და ამ დროს გამოჩნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც, პირველ რიგში გააჩინა იმედი უმძიმეს მდგომარეობაში და ეს იმედი აქცია რეალობად, როდესაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები

უმძიმესი დანაშაული, ეს იყო 2008 წლის ომის დაწყება, რასაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა, ე.წ. აღიარება, 30 ათასი ადამიანი დევნილობაში, დაიღუპნენ ადამიანები, 400-ზე მეტი, როგორც სამხედრო პოლიციელი, ისე სამოქალაქო პირი, - მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  რომ ნული პროგრესი იყო ყველა მიმართულებით.„უმძიმესი დანაშაული, ეს იყო 2008 წლის ომის დაწყება, რასაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა, ე.წ. აღიარება, 30 ათასი ადამიანი დევნილობაში, დაიღუპნენ ადამიანები, 400-ზე მეტი, როგორც სამხედრო პოლიციელი, ისე სამოქალაქო პირი. ასევე საგარეო პოლიტიკა ბოლოს, ნული პროგრესი ყველა მიმართულებით. ევროკავშირი, ნატო, არავითარი კონკრეტული ნაბიჯი არ გადადგმულა არცერთი მიმართულებით მაშინ, როდესაც ეს ჰქონდათ გამოტანილი გაცხადებულ მთავარ პრიორიტეტულ მიზნად.  სულ ბოლოს, ამ ყველაფრის ფონზე, ყველაზე მძიმე რა იყო, რომ ქვეყნის გარედან ამ რეჟიმს ჰქონდა ანთებული მწვანე შუქი ყველაფერზე, ამ მკვლელობებზეც, წამებაზე, იგივეს აკეთებდნენ ამ უცხოელების ადგილობრივი აგენტებიც და ვგულისხნობ აქ NGO-ებს და სხვა შესაბამის სუბიექტებს. სრული მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული სისხლიან ავტორიტარულ რეჟიმს. ესეც ცალკე სამსჯელო საკითხია და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ეს ვითარება იყო, პოლიტიკურ ველზე შემოვიდა 2011 წლის ბოლოს ბიძინა ივანიშვილი. იმედი გვქონდა ყველას დაკარგული, იმედი არ არსებობდა საზოგადოების იმ ნაწილში, რომელსაც ბუნებრივად არ მოსწონდა ეს ყველაფერი. იმედიც კი არ არსებობდა, ისეთი ავტორიტარული რეჟიმი იყო შექმნილი და ამ დროს გამოჩნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც, პირველ რიგში გააჩინა იმედი უმძიმეს მდგომარეობაში და ეს იმედი უკვე აქცია რეალობად, როდესაც პირველ ოქტომბერს, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები. მთავარი შედეგი ამ არჩევნების და პირველი ოქტომბრის გამარჯვების იყო დემოკრატიული გარდატეხა, თავისუფლების დაბრუნება ხალხისთვის, ღირსების დაბრუნება და ყველა დანარჩენი მიღწევა, რაც გვქონდა, არის სწორედ პირველ რიგში დემოკრატიის, თავისუფლებისა და ღირსების დაბრუნების დამსახურება. ამაშინ გადამწყვეტი როლი შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ერთპიროვნულად აიღო პასუხისმგებლობა იმ მომენტში, როდესაც იმედი არ ჩანდა. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, გარდამტეხი შედეგები ყველა მიმართულებით, როგორც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით, ისე ეკონომიკის, სოციალური მიმართულებით, საგარეო პოლიტიკის კუთხით, ყველა მიმართულებით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვეყანამ აღიდგინა რეალური სუვერენიტეტი. დღეს სახელმწიფო იმართება არა აგენტურის მიერ, არამედ სუვერენული ხელისუფლების მიერ. ეს ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი

პოლიტიკა • 1791051186

ირაკლი კობახიძე - იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის არაერთი მცდელობა, იგივე „გამჭვირვალობის კანონთან“, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა რომ არ დამდგარიყო მოწოდების სიმაღლეზე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავძლევდით ამ პრობლემებს

2012 წელს, ვინც არ უნდა ყოფილიყო ლიდერი, რა პოლიტიკური ძალაც არ უნდა ყოფილიყო ოპოზიციური მოძრაობის სათავეში მაშინ, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა პირველი ოქტომბრის გამარჯვების მიღწევა და ეს გამარჯვება პირველ რიგში იყო ქართველი ხალხის გამარჯვება, რომელიც გათავისუფლდა უმძიმესი სისტემისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.მისივე თქმით, იგივე შეეხება 2022 წლის შემდგომ პერიოდსაც, ვინაიდან საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა რომ არ დამდგარიყო მოწოდების სიმაღლეზე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე ხელისუფლება ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაძლევდა არსებულ პრობლემებს.„რომ არა საზოგადოების მხარდაჭერა, ურთულესი პროცესები გამოვიარეთ. იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის არაერთი მცდელობა. ააღელვეს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, იგივე „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით. აქაც, საბოლოო ჯამში, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა რომ არ დამდგარიყო მოწოდების სიმაღლეზე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და სწორად რომ არ გაეაზრებინა რეალური შინაარსი იმ პროცესების, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავძლევდით ამ პრობლემებს, ამიტომ საზოგადოების როლი არის უმთავრესი, ვინც არ უნდა იყოს ლიდერი, რომელი პარტიაც არ უნდა იყოს, საზოგადოებას ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვა ქვეყნის განვითარებაში. ასე იყო 2012 წლის პირველ ოქტომბერსაც და ასე იყო 2022 წლის შემდეგაც და შუალედშიც,“- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერი

პოლიტიკა • 1791050477

2012 წლამდე ეკონომიკური კუთხით იყო უმძიმესი მდგომარეობა, მაშინდელი ეკონომიკა იყო დაახლოებით 4-ჯერ ნაკლები დღევანდელზე, უმუშევრობა დაახლოებით 2-ჯერ მეტი, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1 120 000-ზე მეტი ადამიანი, ბიზნესის რეკეტს ამართლებდნენ ეკონომიკური ინტერესებით, წარმოიგინეთ რა დონის ფარსთან გვქონდა საქმე - პრემიერი

ეკონომიკური კუთხით იყო ასევე უმძიმესი მდგომარეობა, - მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, მაშინდელი ეკონომიკა იყო 28 მლრდ ლარი, დაახლოებით 4-ჯერ ნაკლები დღევანდელზე.„ეკონომიკური კუთხით იყო ასევე უმძიმესი მდგომარეობა. ხშირად ამართლებდნენ ხოლმე ეკონომიკური ინტერესებით, მათ შორის ბიზნესის რეკეტს, წარმოიდგინეთ რა დონის ფარსთან გვქონდა საქმე. მაშინდელი ეკონომიკა იყო 28 მლრდ ლარი, დაახლოებით 4-ჯერ ნაკლები დღევანდელზე. 27% იყო უმუშევრობა, დაახლოებით 2-ჯერ მეტი დღევანდელზე. საშუალო ხელფასი იყო 712.5 ლარი. ეს იყო საშუალო ხელფასი 2012 წლისთვის. სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1 120 000-ზე მეტი ადამიანი. წარმოიდგინეთ, თან ადამიანის უფლებების,  ღირსების შელახვის კუთხით უმძიმესი მდგომარეობა და ამას ემატება ასევე უმძიმესი ვითარება ეკონომიკის თვალსაზრისით“, -  განაცხადა პრემიერმა

პრემიერი

პოლიტიკა • 1791050376

პრემიერი - აბსოლუტურად ყალბი კამპანია ააგორეს ციხეებთან დაკავშირებით, მინდა ყველას შევახსენო, თუ რა მდგომარეობა იყო 2004 წლიდან 2012 წლის ბოლომდე - პატიმრები სასჯელს იხდიდნენ უმძიმეს პირობებში, მთავარი პრობლემა იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა, პატიმრების რაოდენობა იყო 24 500, რაც ახლა ორჯერ ნაკლებია

დღეს აქტუალური თემაა ციხეები და იცით, რომ აბსოლუტურად ყალბი კამპანია ააგორეს ამ თემასთან დაკავშირებით, - მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა იყო ციხეებში 2004 წლიდან 2012 წლის ბოლომდე წლამდე. მისი თქმით, პატიმრებს სასჯელის მოხდა უმძიმეს პირობებში უწევდათ და ამასთან ერთად მთავარი პრობლემა იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა.„პირველ რიგში, მინდა ყველას შევახსენო, თუ რა მდგომარეობა იყო სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილი 2004 წლიდან 2012 წლის ბოლომდე. იყო გადავსებული ციხეები, იყო უმძიმესი მდგომარეობა, ინფრასტრუქტურაც უმძიმეს მდგომარეობაში იყო და პატიმრებს უწევდათ სასჯელის მოხდა უმძიმეს პირობებში. ხშირად, ერთ საკანში, რომელიც მაგალითად 8 პატიმრისთვის იყო განკუთვნილი, მოთავსებული იყო 40 და მეტი პატიმარი. ასეთი უმძიმესი მდგომარეობა იყო, მორიგეობით უწევდათ ძილი პატიმრებს და ეს ყველაზე მსუბუქი პრობლემაა იმ ყველაფერთან შედარებით, რაც ხდებოდა. მთავარი პრობლემა იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა, რასაც ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი, ამის უამრავი ფაქტი არსებობს. პატიმრების რაოდენობა იყო 24 500 და ახლა იცით, რომ ორჯერ ნაკლებია. და ყველაფერზე მეტყველებს სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც იყო 130-ზე და 140-ზე მეტი, წლის განმავლობაში. ბოლო დროის სტატისტიკა არის დაახლოებით 24-25 პატიმარი, რაც უკვე შესატყვისობაშია საერთაშორისო სტატისტიკასთან. წარმოიდგინეთ რამხელა სხვაობაზეა საუბარი. წლის განმავლობაში, 130-ზე და 140-ზე მეტი პატიმარი იღუპებოდა, სწორედ ამ გაუსაძლისი პირობების გამო და პირველ რიგში - წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო, რასაც ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი ციხეებში,“- აღნიშნა პრემიერმა.

✕