sozar subari

პოლიტიკა • 1791175924

,,4 ოქტომბერს იყო პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის ძალიან აშკარა მცდელობა, ამას ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონოდათ გარედან ძალიან მკაფიო მხარდაჭერა” - სოზარ სუბარი

 2025 წლის 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებს პოლიტიკურ სპექტრში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, სოზარ სუბარი აცხადებს, დღემდე ევროკავშირიდან არ ყოფილა არცერთი განცხადება, რომელიც დაგმობს შეჭრას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში."4 ოქტომბერს იყო პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის ძალიან მკაფიო და აშკარა მცდელობა. ისინი ამას ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონოდათ გარედან ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, ძალიან ძლიერი მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა გრძელდება დღესაც და ამის მკაფიო დასტურია ისიც, რომ დღემდე ევროკავშირიდან არ ყოფილა არცერთი განცხადება, რომელიც დაგმობს შეჭრას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში, შეჭრის მცდელობას პრეზიდენტის შენობაში და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას," - აღნიშნა სოზარ სუბარმა."ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ერთი წლის წინ კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში ჩართული პირები საგარეო დაკვეთითა და ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ.ხელისუფლების შეფასებით, სწორედ ამ კავშირით აიხსნება ის, რომ ბრიუსელის ოფიციალური პირები დედაქალაქში მომხდარ ძალადობასა და პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას დღემდე არ გმობენ.შეგახსენებთ, რომ ამავე თემაზე გუშინ ვრცელი წერილი გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკა • 1791175015

ეს იყო ძალიან დიდი შავი ლაქა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის პროცესში, როდესაც ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გადატრიალებას დაუჭირა მხარი" - ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე

2025 წლის 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებს მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ერთი წლის წინ კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში ჩართული პირები საგარეო დაკვეთითა და ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ.ხელისუფლების შეფასებით, სწორედ ამ კავშირით აიხსნება ის, რომ ბრიუსელის ოფიციალური პირები დედაქალაქში მომხდარ ძალადობასა და პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას დღემდე არ გმობენ."ევროკავშირის გარკვეული პოლიტიკური ძალები და ბიუროკრატია, იმის მაგივრად, რომ სწორედ დემოკრატიას უჭერდეს მხარს, მხარს უჭერს სახელმწიფო გადატრიალებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან დიდი შავი ლაქა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის პროცესში, როდესაც ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა არა დემოკრატიულ არჩევნებს, არამედ გადატრიალებას დაუჭირა მხარი.ბოდიშს ვერ იხდიან, რადგან ძალიან რთულია საკუთარი მძიმე ქმედების აღიარება და შემდგომ უკვე ბოდიშის მოხდა," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.შეგახსენებთ, რომ ამავე თემაზე გუშინ ვრცელი წერილი გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თამაზ ელიზბარაშვილი

პოლიტიკა • 1791112839

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი პატიმრობაში მყოფ თამაზ ელიზბარაშვილს სოციალურ ქსელში მის მიერ გამოგზავნილ წერილზე პასუხობს და ელიზბარაშვილს სასამართლოში უჩივის. ლომიშვილი ელიზბარაშვილს ქალების დევნაში, ბულინგში ადანაშაულებს და წერს, რომ ის ზიზღის, სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევა.უფლებადამცველი თავის პოსტში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ელიზბარაშვილის ყოფილ ადვოკატზე, იაკო კვანტალიანზე. ლომიშვილი კითხვას სვამს, თუ რატომ არ დაიცვა ელიზბარაშვილმა ბავშვობის მეგობარი და ადვოკატი, როდესაც მას, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სცემა. უფლებადამცველის თქმით, ელიზბარაშვილმა იაკო კვანტალიანი საქმეს ტექნიკურად ჩამოაშორა, რადგან მას არ აწყობდა ბინის ჩხრეკის პროცესის პირდაპირ ეთერში გაშუქება. გარდა ამისა, თამილა ლომიშვილი ეჭვქვეშ აყენებს ელიზბარაშვილის პოლიტიკურ პატიმრობას და ინტერესდება, მაშინ რატომ ჰყავს დამცველად მმართველი გუნდის მომხრე ადვოკატი. უფლებადამცველი ასევე, აქვეყნებს ფეისბუქ „სქრინებს“, სადაც ელიზბარაშვილი შეურაცხმყოფელი კომენტარებით მიმართავს მას.„პასუხი თაგვა(ზ) გველიზბარაშვილს ციხიდან გამოგზავნილ წერილზე. თაგვაზ, ველოდი, რომ გატყდებოდი, უფრო სწორად, ყველა ხელისუფლების დროს გატეხილი ხარ! ფაქტია, ყველაზე მარტივი სამართავი ხარ იმ სინდიკატში, სადაც საკუთარი თავისა და შენსავე გარემოცვის ლუსტრაციაზე გამუშავებენ და გიყენებენ! ჯერ დავიწყებ იქედან, რომ უპირველესად გულწრფელ მადლობას ვუხდი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს, რომ აგაგდო ჩემი პერსონის და ორგანიზაცია ,,სოლიდარობის სახლის" საპიაროდ. გამოწვევა მიღებულია. რა თქმა უნდა, შენს წერილს მოჰყვება პასუხად საინფორმაციო ომის გაგრძელება, სადაც ძალიან, ძალიან ბევრი სიმყრალე შენს ნაბიჯებზე ნაღმებად ამოიფრქვევა... ასევე, გულწრფელ მადლობას ვუხდი შენს ახლანდელ ადვოკატს, თუ ადვოკატებს, რომელმაც სუს-თან ერთად, ნებსით თუ უნებლიედ, დამეხმარა იმაში, რომ ფეისბუქზე ჩემს მიერ გავრცელებული სტატუსზე (საჯაროდ, სოცსივრცეში გავრცელებული და გადმოტანილი) შენი ბინიდან 7 მილიონამდე ფულის ამოიღების შესახებ ინფორმაცია მოგაწოდა. ამით ადვოკატმა პასუხის დასაბრუნებლად ჩემი პროვოცირება განახორციელა და მადლობა მას ამ მოტივაციისთვის. თუმცა, ადვოკატთან ერთი მოკრძალებული თხოვნა მაქვს, ჩემს სხვა სტატუსებზეც, სადაც შენი გარყვნილი შინაარსის მქონე კომენტარები გაქვს დაწერილი, პასუხის პასუხად დაგაწერინოს ღია წერილები გამოსაქვეყნებლად...გავაგრძელოთ. თა-(მაზ)გვუნა, შენ ის ხარ, რომელიც გარყვნილი, უხამსი, ბილწი, ზიზღის, სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი. შენ ის ხარ, ვინც უმეტეს წილად ქალებს დევნი, აბულინგებ, შეურაცხყოფას აყენებ, ამცირებ, აკნინებ. ფაქტიურად არავის ეყო გამბედაობა მოეთხოვა სამართლებრივად პასუხი. ამის მიზეზი იყო შენი არამდგრადი ხასიათისგან გამომდინარე შიში, როგორც საშიშროების მქონე პირისა. შენ კი ეს აგივარდა თავში, ჩათვალე, ჩემი ეშინიათო და ბრექით მიადექი ხალხს და ლამის ყველა ლაივში უბილწესი სიტყვებით ლანძღე და შეურაცხჰყავი დედაბუდიანად. ხოდა, ახლა ზიხარ და ჭუჭრუტანიდან მოთქვამ, დედიკო მინდაო. შენი დედა დედაა და სხვის დედებს გული რომ გაუგლიჯე, ისინი დედები არ არიან? მერე კიდევ, ახლა გაგახსენდა, რომ იწერები, მილიციამ ცემა ჩემი ადვოკატი იაკო კვანტალიანი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ, ჩემი მეგობარიაო. არ გრცხვენია ამის აღიარება? აი, აქაც ჩანს შენი კაცობა. თუ პოლიციამ შენს თვალწინ ბავშვობის მეგობარი ადვოკატი გოგო ცემა, შენ იდექი და უყურებდი, არც დაიცავი, არც ხმა არ ამოიღე, ამას ეძახი მეგობრობას და კაცობას? ეზოში რომ გამოგაცუნცულეს, იქ მაინც გეყვირა ყველას გასაგონად, ჩემი ადვოკატი ცემესო. არადა, იაკომ მაინც გააგრძელა შენი დაცვა. გოგომ გაჯობა ვაჟკაცობაში, გოგომ გაჯობა. ანდა, შენმა ფანებმა რატომ არავინ არ დაიცვა შენი ადვოკატი? რატომ არ გაუგზავნე არზა წერილი, დაიცავით ჩემი ადვოკატიო? რატომ შენმა სხვა ადვოკატებმა არ გააპროტესტა ან კოლეგიალობის, ან, როგორც შენი მეგობრის, როგორც შენს ადვოკატზე ძალადობა თუ შენ ამის სურვილი გქონდა?ფუ, ამის მერე შენ რა კაცობაზე უნდა იქადაგო? იაკო კვანტალიანს არაერთხელ გადაუარეს და აბულინგეს შენი დაცვის გამო და არც შენ და არც შენს ოჯახს და არც შენ კლასტერს სიტყვაც არ დაგიძრავთ მის დასაცავად. ტექნიკურად მოტეხეთ საქმიდან. რატომ ნეტავი?!... ვაჟკაცი კაცი თავს შეაკლავდა მის თვალწინ მეგობარი გოგო რომ ვინმეს ეცემა. თუნდაც, პოლიციის წინააღმდეგობაც რომ დაგჭირვებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და სულ სამუდამო პატიმრობაზე ფაქაჩულიყავი, მართლაც რომ კაცური კაცის სახელით ჩაჯდებოდი და დარწმუნებულჯ ვარ, მთელი საქართველო შენს დასაცავად დადგებოდა, მათ შორის, მეც, მიუხედავად იმისა, რომ გამამწარე. მაგრამ შენ ვინ მოგცა სიმამაცე, მეგობრის დასაცავად საკუთარ თავს საფრთხე შეუქმნა, როცა ბიზნესი გაქვს დასაცავი? უფრო მეტს გეტყვი. სავარაუდოდ, შენ არ გაწყობდა, რომ ლაივით გადაცემულიყო ბინის ჩხრეკის პროცესი და იაკო მოატეხინე, რადგან ის იღებდა ლაივს, რასაც საზოგადოება უწყვეტად უყურებდა. იაკო, რომელიც მთელი ცხოვრება გიცავდა, ისე ტექნიკურად ჩამოაშორე შენს საქმეს, რომ არც გაგიპროტესტებია და არც მოგითხოვია მისი დაბრუნება. შენი სისხლის სამართლის ბრალდება სახელმწიფო დანაშაული და გრიფით საიდუმლო ხომ არ არის, რომ ხელს გიშლიდა საქმეში იაკო? აი, ამ კითხვებს გაეცი პასუხი და არა თავის დასაძვრენად იტრაბახო, იაკო ჩემი მეგობარაო. რაში გამოიხატა შენი მეგობრობა? შენი მეგობრობა არის ღალატთან მეგობრობა.პოლიტიკური ნიშნით დამაპატიმრესო, რომ გაიძახი, თუ ოცნებამ იმიტომ დაგაპატიმრა, რომ პოლიტიკური ოპონენტი ხარ, ოცნების მომხრე თავგადაკრული ადვოკატი (არანაირი პირადული ინტერესი, ლოგიკას მივყვები), რატომ გყავს დამცველად? მე კი ვიცი, რატომაც, მაგრამ საზოგადოებას აუხსენი თვითმარქვია ოპოზიციონერო გველიზბარაშვილო. შენ საკუთარ ღირსებას თავადვე მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიორების ამბავი მე მოვიგონეო. ჯერ ერთი, როგორ უნდა გაგიელვოს ადამიანს თავში ასეთი სიბინძურე მოიფიქრო, დაგეგმო და გაავრცელო? და კიდევ, თუ ძალოვანი სტრუქტურების პირველი პირი გელა გელაძე შენი უახლოესი ოჯახის ნათესავი და მეგობარია და ლოგიკურად შენ გფარველობს, როგორც ცხოველთა დამცველმა რატომ არ გამოიყენე მისი გავლენა გამოგეაშკარავებინა ფაქტები ძაღლების ცოცხლად დაწვისა და მკვლელობების შესახებ? საჩივრებს რაღაზე წერდი? იქნებ პოლიტიკური ჰიპერტონიის და საბოტაჟის ასაწევად ცხოველთმოყვარულებში? მარტო შენი ბიზნესი კი არ უნდა დაკრიშო? ან ძაღლების სახელი გამოიყენო ქველმოქმედის სტატუსის ასარტყამად და ხელშეუხებლობის იმუნიტეტად? როდესაც პოლიციამ დაგიბარა ჩემი საჩივრის საფუძველზე, რატომ აარიდე თავი და რატომ არ გამოცხადდი განყოფილებაში? ახლა ყველაფერს რომ ითხოვ ციხიდან, ერთიც დაამატე და მოითხოვე, გამომძიებელმა გამოგკითხის ჩემი საჩივრის საფუძველზე. თამაზ, ჭკუა რომ გქონოდა, იმაზეც უნდა მგლის ფიქრით გეფიქრა, ისეთი შევჭამო, აქეთ არ დამასწროს და არ შემჭამოსო... პ.ს. ბოლოს დავწერ, რომ სიცოცხლის ფასად, ჩემი მისამართით არც შენგან გამოსროლილ შეურაცხყოფას შეგარჩენ და უკან დაგიბრუნებ სასამართლოზე, არც იაკოსა და ჩემს შორის ჩადგომას გაპატიებ. მეგობრის მოღალატევ და ქალების ამწიოკებელო.“- წერს უფლებადამცველი.   

ლორან ნუნიესი

მსოფლიო • 1790968807

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: როდესაც ვითარება მასობრივ არეულობასა და ქუჩის ძალადობაში გადადის, ჩვენ ყველა სპეციალურ საშუალებას ვიყენებთ მის აღსაკვეთად

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა ტელეკომპანია TF1-ის ეთერში განაცხადა, რომ პოლიციისა და უსაფრთხოების ძალებისთვის არანაირი ინსტრუქცია არ მიუციათ თავშეკავებისა თუ სპეციალური საშუალებების გამოყენების შეზღუდვის შესახებ.„როდესაც ვითარება მასობრივ არეულობასა და ქუჩის ძალადობაში გადადის, ჩვენ ყველა სპეციალურ საშუალებას ვიყენებთ მის აღსაკვეთად“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.ნუნიესმა ხაზი გაუსვა, რომ ის უბრალოდ „თავის მოვალეობას ასრულებს“.„ჩემი ამოცანაა არეულობისა და ვანდალიზმის აღკვეთა პროპორციული და ზომიერი ძალის გამოყენებით“, - დასძინა მან.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1790948676

ლევან მაჭავარიანი მსჯავრდებულ დავითაძის საქმეზე: რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე - ციხეებში ყველაფერი არის ისე, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერება და ვერანაირი ასეთი კამპანია ვერ იმუშავებს

 აქაც რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. ის ასე გამოეხმაურა დეზინფორმაციას, თითქოს, №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას.მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ საქართველოში ციხეებში ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის და ამგვარი კამპანიები ვერ იმუშავებს.„კამპანიური სახე მიიღო, საია-მაც სხვათა შორის, ტყუილი გააგზავნა გაერო-ს მომხსენებელთან, რომ ჩვენს ციხეებს დაარტყან, თითქოს გაუსაძლისი პირობებია, თითქოს, წამებაა ციხეებში. ციხეებში ყველაფერი არის ისე, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერება და ვერანაირი ასეთი კამპანია ვერ იმუშავებს - ერთი დღეც ვერ მუშაობს, დროა, გონს მოეგონ და 15-წუთიან ტყუილებს თავი დაანებონ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას. პენიტენციურმა სამსახურმა გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებიც გაასაჯაროვა. მოგვიანებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი ადგილი არ ჰქონია. 

კლინიკა

სამართალი • 1790943821

ქობულეთში, ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტმა და მისმა მეგობარმა სამედიცინო პერსონალს სცემეს - ბრალდებულები დააკავეს

ქობულეთში, ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტმა და მისმა მეგობარმა სამედიცინო პერსონალს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციამ ორივე პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი კლინიკაში ხელის არეში არსებული მსუბუქი დაზიანებით მივიდა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. კლინიკიდან გასვლის შემდეგ, პაციენტი უკან დაბრუნდა და პერსონალს ფიზიკურად გაუსწორდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მაქსიმოს ხარაკოპულოსი

პოლიტიკა • 1790939813

მაქსიმოს ხარაკოპულოსი: ევროკავშირს აქვს სამართლებრივ-პოლიტიკური ინსტრუმენტები და პროცედურები, რათა ევროკავშირის აღმშენებლობის ცენტრში ქრისტიანული ღირებულებები დააბრუნონ

2022 წელს გამართულ კონფერენციაზე დავინახეთ ქრისტიანული ღირებულებების, როგორც ევროპელი ხალხების იდენტობისა ნაწილის უგულებელყოფა, ვიგრძენით მოვალეობა, აქტიურად ჩავრეულიყავით და მიგვეთითებინა ევროპულ ღირებულებათა ჩარჩოში ქრისტიანული ღირებულებების არარსებობაზე, – ამის შესახებ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, მაქსიმოს ხარაკოპულოსმა განაცხადა.მისივე თქმით, ევროკავშირს აქვს სამართლებრივ-პოლიტიკური ინსტრუმენტები და ინსტიტუციური პროცედურები, რათა ევროკავშირის აღმშენებლობის ცენტრში ქრისტიანული ღირებულებები დააბრუნონ.„დღეს ვიმყოფები ულამაზეს ქალაქ თბილისში, ქართველი ერის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ეს გახლავთ გარდამტეხი მოვლენა, რომელმაც წარუშლელი ბეჭედი დაასვა ქართველობის იდენტობას, მათ მდიდარ კულტურასა და ისტორიას. ჭეშმარიტად გვიხარია, რომ ქართული მიწის ყოველ კუთხეში აღმართულია მშვენიერი ტაძრები. ისინი მოწმობენ მათ მკვიდრთა ურყევ რწმენას, რომელიც ვერ გატეხა ვერცერთმა ძალაუფლებამ. ამასთანავე, საბჭოთა ტოტალიტარიტიზმის  განსაცდელიდან საქართველოს ეკლესია გამოვიდა კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული, უფრო დიდი ავტორიტეტით, რათა სამწყსოს მეშვეობით თავისი მოვალეობა შეესრულებინა ნეტარხსენებული პატრიარქის, ილია მეორის ნახევარსაუკუნოვანი შეუდარებელი მოღვაწეობის წყალობით. ამას დღეს ღირსეულად აგრძელებს მისი მემკვიდრე პატრიარქი, შიო მესამე. საქართველოს ეკლესია განიცდის თავისებურ გაზაფხულს ღვთის სადიდებლად.მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპამ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის შესაშურ გარემოს მიაღწია მსოფლიო ისტორიაში. ეს პროცესი ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანებით კიდევ უფრო გაფართოვდა, მიუხედავად ამისა, ევროპული აღმშენებლობა ამავდროულად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რომლებიც მის პოლიტიკურ იდენტობასაც უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანია მცდელობა, რომ უგულებელყოფილ იქნეს ქრისტიანობის, როგორც ევროპული ცივილიზაციის მთავარი ბოძის მნიშვნელობა, იგნორირებულ იქნეს ქრისტიანული პრინციპები და ღირებულებები. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება ევროპელ მოქალაქეთა უმრავლესობის პოზიციას. ჩვენ მოწმენი ვართ სახიფათო რევიზიონისმისა, რომელიც მიზნების მიღწევის საშუალებად ძალადობას ამკვიდრებს და უგულებელყოფს როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ისე კატასტროფულ შედეგებს. უპირველეს ყოვლისა, ამას ვხედავთ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში. გარდა ამისა, საქართველოს ასეთი მოქმედებები  თავის უახლოეს წარსულში აქვს განცდილი. პატივს ვცემთ რა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ პრინციპებს, ასევე გვმართებს, ვიშრომოთ საერთაშორისო კანონიერების აღდგენისთვისაც და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ შერიგების, ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და მშვიდობის ქრისტიანულ პრინციპებს.თბილისში ჩვენი დღევანდელი ყოფნა წარმოადგენს იმ შეხვედრის გაგრძელებას, რომელიც ევროპარლამენტის შტაბ-ბინაში გაიმართა ბრიუსელში. იქ მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის ინიციატივით, სხვადასხვა ქვეყნის დეპუტატებთან, ევროპარლამენტარებთან და რელიგიურ ორგანიზაციებთან გვქონდა შესაძლებლობა, რომ განგვეხილა სწორედ ეს თემა, ქრისტიანული ღირებულებების როლი თანამედროვე ევროპულ რეალობაში. ეს შეხვედრა ერწყმის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის იმ ინიციატივებს, რომლებიც უკანასკნელ წლებში ხორციელდება. ჩვენი გადაწყვეტილების გარდამტეხ წერტილად იქცა 2022 წლის მაისში ჩატარებული კონფერენცია ევროპული მომავლის შესახებ, სადაც დავინახეთ ქრისტიანული ღირებულებების, როგორც ევროპელი ხალხების იდენტობისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილის სრული უგულებელყოფა.  ამის ნათელი დასტურია ის ფაქტი, რომ 300-გვერდიან ტექსტში არცერთხელ არ არის ნახსენები ევროპის ქრისტიანული ღირებულებები და მისი ფესვები. ჩვენ ვიგრძენით მოვალეობა, რომ აქტიურად ჩავრეულიყავით საჯარო დისკუსიაში და მიგვეთითებინა ევროპულ ღირებულებათა ჩარჩოში ქრისტიანული ღირებულებების არარსებობაზე.2024 წელს, ევროპარლამენტის არჩევნების წინა დღეს, ევროპის ეკლესიათა კონფერენციასთან, ევროკავშირის ეპისკოპოსთა კონფერენციების კომისიასთან და ორგანიზაციის, „ერთად ევროპისკენ“ თანამშრომლობით, თესალონიკში ორგანიზება გაუკეთდა საერთაშორისო კონფერენციას თემაზე – პოლიტიკა როგორც ყოველდღიურობის ქრისტიანული ღირებულებების გამოხატვის სივრცე. კონფერენციაში მონაწილეებმა ხელი მოვაწერეთ მიმართვის ტექსტს პოლიტიკური ჯგუფებისადმი, რათა ევროპული განვითარების საძირკველად ქრისტიანული ღირებულებები აღიარონ. ამ ინიციატივამ გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ევროპის ხალხთა პარტიის კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგის და ევროპარლამენტის რელიგიის, რწმენისა და ცნობიერების, სინდისის თავისუფლების ინტერჯგუფის გააქტიურებაში, რომლის აღდგენაშიც მართლმადიდებლობის ასამბლეამ წამყვანი როლი შეასრულა. გარდა ამისა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ამავე მიზნისთვის თანამშრომლობს საპარლამენტთაშორისო კავშირთანაც, ჩვენ ცალმხრივად ვუჭერთ მხარს საპარლამენტთაშორისო კავშირის დეკლარაციებსა და მოწოდებებს, რომლებიც მიღებულ იქნა მარაკესა და რომში. ამ ტექსტებით ეროვნულ პარლამენტებსა და მსოფლიოს პარლამენტარებს  მოუწოდებენ, ძალისხმევა მიმართონ საპარლამენტო და რელიგიურ ინსტიტუტებს შორის დიალოგის მშენებლობისაკენ.საპარლამენტთაშორისო კავშირის დეკლარაციების მიზნების განხორციელების ძალისხმევაში ჩვენი ასამბლეის წვლილი აღიარებულია საერთაშორისო და ევროპულ დონეზე. პოლიტიკური და ინსტიტუციური თვალსაზრისით. ასეთი ინიციატივის წარმატებით განხორციელებისათვის ყველაზე მომწიფებული სივრცე ევროკავშირი გახლავთ, რომელსაც სამართლებრივ-პოლიტიკური ინსტრუმენტები და ინსტიტუციური პროცედურები აქვს, რათა ევროკავშირის აღმშენებლობის ცენტრში ქრისტიანული ღირებულებები დააბრუნონ, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მეჩვიდმეტე მუხლი ითვალისწინებს ევროკავშირის ღია, რეგულარულ და გამჭვირვალე დიალოგის დამკვიდრებას რელიგიებთან და იძლევა საუკეთესო საფუძველს, რომ სული და ხორცი შევასხათ საპარლამენტთაშორისო კავშირის წინადადებებს და საპარლამენტო რელიგიურ ინსტიტუტებს“, – განაცხადა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა.მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

პენიტენციური სამსახური გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

სამართალი • 1790937032

პენიტენციური სამსახური, გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს.საუბარია ეპიზოდზე, როცა მსჯავრდებულის განცხადებით, მასზე სექსუალური ძალადობა მოხდა.“სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს, რა დროსაც, მსჯავრდებულის განცხადებით, მოხდა მასზე სექსუალური ძალადობა, რაც არის სრული სიცრუე. აქვე განვმარტავთ პროცედურას, როგორ ხდება მსჯავრდებულის განთავსება დეესკალაციის ოთახში. პენიტენციური დაწესებულების დებულებისა და პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება - დათვალიერებას, რაზეც მსჯავრდებულმა დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა. კადრებშიც ჩანს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით.კადრების გასაჯაროებისგან აქამდე თავს ვიკავებდით ერთადერთი მიზეზით – საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და არ გვინდოდა, ჩვენი ქმედება ვინმეს მიერ გამოძიებაზე ზეწოლის მცდელობად ყოფილიყო აღქმული. თუმცა, საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, საქმის განსაკუთრებული სენსიტიურობის და მსჯავრდებულის ოჯახის მხრიდან უწყების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობის გათვალისწინებით, პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.გარდა ამისა, როგორც მიმდინარე წლის 23 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, 2026 წლის 3 მარტიდან დღემდე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ნებისმიერი გადაადგილების ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა დაარქივებულია და სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად არის, აღნიშნული მასალებიც, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად, გადასცეს ყველა დაინტერესებულ მხარეს”, - ნათქვამია განცხადებაში.

პენიტენციური

სამართალი • 1790929169

„ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება“ - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

 სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას."ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება.აქვე აღვნიშნავთ, რომ, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მზად ვართ, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, გავასაჯაროოთ შესაბამისი ვიდეოჩანაწერები, რათა საზოგადოებას თავად მიეცეს შესაძლებლობა, იხილოს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებულ დავითაძის მოთავსების და იქ ყოფნის პერიოდის ამსახველი კადრები.სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ უწყების თითოეული თანამშრომლის მხრიდან ნებისმიერი სახის ძალადობა ან ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა დაუშვებელია და მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, თუმცა, როგორც დავითაძის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, აღნიშნული ვიდეომასალა დათვალიერებულია როგორც გამოძიების, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ და დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა. არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკუშა შენგელაია

მსოფლიო • 1790883180

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაპოვართან დაკავშირებით.მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან სწორ დროს ჩაერთო პოლიტიკაში.„ის ავტორიტარული რეჟიმი მიუღებელი იყო ქართველი ხალხისთვის. ეს დაგროვილი იყო ხალხში. უბრალოდ, ვერ ხერხდებოდა, სანამ ბატონი ბიძინა არ ჩაერთო პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა ზუსტად ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში.მაშინ ოპოზიცია შეიკრიბებოდა, იშლებოდა. ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს. ასეა ყოველთვის, ლიდერის გარეშე ძალიან რთულია მხოლოდ პარტიებითა და პროგრამებით ასეთ რეჟიმთან გამკლავება. გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, როგორც ძლიერი ლიდერი და მოიკრიბა თავის გარშემო. რაც მთავარია, ხალხი იყო მზად იმიტომ, რომ უყურებდა წლობით ძალადობას, უყურებდა შიშის იდეოლოგიას. ამას აღუდგა იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ძალიან მძაფრად რეაგირებს, როდესაც მის ღირსებას შელახავ, როცა თესავ შიშს; როცა გინდა, რომ ხელი გადაუგრიხო; როცა აწამებ პატიმრებს. ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა ზუსტად იმ დროს, როდესაც საზოგადოებას დაღლა გვეტყობოდა, მოიკრიბა [ხალხი] და ძალიან ჭკვიანურად მართა ეს პროცესები“, - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.მისი თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის პრაგმატული და სწორი ნაბიჯებით გახდა შესაძლებელი, რომ ქვეყანას ჩამოეცილებინა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი.„მას ეს უნარი აქვს, რომ გათვალოს და ძალიან გრძელი ვადაში დაალაგოს ისეთი პოლიტიკური თემები, რომელიც... ჩვენ ხანდახან სულსწრაფები ვართ და ემოციურად ვუყურებთ საკითხებს. დღემდე ფაქტია, რომ მოვედით, როდესაც რეგიონში რა ხდება, კარგად ვიცით, როგორი არეულობაა. ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს მშვიდობა“, - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მთავარი ფსონი დადო უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნებაზე.

აქცია საფრანგეთში

მსოფლიო • 1790859738

სკოლის მოსწავლეების პროტესტის გამო, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი კრიზისულ საკითხებზე უწყებათაშორის თათბირს მართავს

სკოლის მოსწავლეების პროტესტის გამო, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნიუ კრიზისულ საკითხებზე უწყებათაშორის თათბირს მართავს.აქციის მონაწილეები, მიუხედავად ძალადობისა, საშუალო სკოლის მოსწავლეებსა და უკვე უნივერსიტეტის სტუდენტებს მობილიზაციის „მეორე ეტაპისკენ“ მოუწოდებენ. საფრანგეთის განათლების მინისტრის, ედუარდ ჯეფრის განცხადებით, ვინც ამ ძალადობას სჩადიან, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ და დაისაჯონ.ფრანგული მედიის თანახმად, რუანში აქციების დროს ორი დირექტორი დაშავდა. სახელმწიფოს მოთხოვნით, სტრასბურგში შეჩერებულია ტრამვაის მოძრაობა, რაც ხელისუფლების თქმით, ვანდალებისა და მომიტინგეების გადაადგილების შეზღუდვას ისახავს მიზნად.ვრცელდება ინფორმაცია რენში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შესახებ. ტულუზაში აქციების ადგილას რამდენიმე ლოკაციაზე ცეცხლი გაჩნდა. მარსელში სახანძრო სამსახურის მანქანა გაძარცვეს და შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს.ბოლო მონაცემებით, დააკავეს 625 ადამიანი, დაშავდა 83 პოლიციელი და ჟანდარმი. ბლოკადების დაწყების შემდეგ ასევე დაშავდა 119 მოსწავლე და სკოლის თანამშრომელი.

ლადო სადღობელაშვილი

პოლიტიკა • 1790856377

ლადო სადღობელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოებების მიერ 1-ელ ოქტომბერს აქციების დაანონსება სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების ისტორიული მეხსიერების აბუჩად აგდება და იმ მილიონზე მეტი მოქალაქის შეურაცხყოფა, რომელმაც 14 წლის წინ მოძალადე რეჟიმს საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა

ამ სიმბოლურ დღეს, იმ ძალის წარმომადგენლები, რომლებმაც წლების განმავლობაში საკუთარი მოქალაქეების ტერორში ყოფნით გაითქვეს სახელი, კვლავ ცდილობენ პოლიტიკური პროვოკაციების მოწყობას - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას. როგორც სადღობელაშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოებების მიერ 1-ელ ოქტომბერს აქციების დაანონსება სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების ისტორიული მეხსიერების აბუჩად აგდება და იმ მილიონზე მეტი მოქალაქის შეურაცხყოფა, რომელმაც 14 წლის წინ მოძალადე რეჟიმს საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა.„1-ლი ოქტომბერი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში გარდამტეხი თარიღია — დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით უარი თქვა ძალადობაზე, სისტემურ უსამართლობასა და სიცრუეზე. 2012 წლის ეს გამარჯვება იყო ხალხის ნების გაერთიანება იმ იდეალების გარშემო, რასაც ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება ჰქვია. სწორედ ამ სიმბოლურ დღეს, იმ ძალის წარმომადგენლები, რომლებმაც წლების განმავლობაში საკუთარი მოქალაქეების ტერორში ყოფნით გაითქვეს სახელი, კვლავ ცდილობენ პოლიტიკური პროვოკაციების მოწყობას. „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოებების მიერ 1 ოქტომბერს აქციების დაანონსება სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების ისტორიული მეხსიერების აბუჩად აგდება და იმ მილიონზე მეტი მოქალაქის შეურაცხყოფა, რომელმაც 14 წლის წინ მოძალადე რეჟიმს საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა. დღეს, როდესაც ეს პოლიტიკური ჯგუფები კვლავ ცდილობენ დესტაბილიზაციის შემოტანას, საზოგადოების პასუხი უნდა იყოს მკაფიო: 2012 წლის 1 ოქტომბრის მონაპოვარი და ხალხის არჩევანი ხელუხლებელია, ხოლო პოლიტიკური რევანშის ყოველი მცდელობა ისევ და ისევ ხალხის მტკიცე პოლიტიკურ პასუხს შეეჯახება“,- წერს სადღობელაშვილი.

✕