ლიზი

საზოგადოება 1778618450

"ვაი შენს დედას, ეს რა ტრაგედია დატრიალდა..." - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მიწამ როგორ უნდა მიგიღოს... გლოვობს ჩემი ბათუმი... პატარა ანგელოზო, ვაი შენს დედას,  ეს რა ტრაგედია დატრიალდა... არ არსებობს სიტყვები, რომელიც ამ ტკივილს შეამსუბუქებს…“, -  ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე წერს.„პატარა ანგელოზი ლიზი ცეცხლაძე, რომელმაც უკვე მოასწრო სიყვარულის დატოვება ამ სამყაროში, ძალიან ადრე წავიდა…მისი ღიმილი, მისი პატარა ნაბიჯები, მისი სითბო – სამუდამოდ დარჩება იმ ადამიანების გულებში, ვინც მას იცნობდა და უყვარდა.ასეთი ნათელი სული არასოდეს ქრება — ის უბრალოდ ცას ანათებს…ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ აუტანელ დანაკარგს.ვიზიარებთ თქვენს ტკივილს და ვლოცულობ, რომ ღმერთმა მოგცეთ ძალა ამ მძიმე დღეების გასავლელად.მშვიდად განისვენე პატარა ანგელოზო ლიზიკო. "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს  და სამძიმარს უცხადებს ოჯახს"შვილმკვდარი დედა და მამა რით უნდა ანუგეშო და როგორ უნდა დაამშვიდო?... ტკივილსაც გაძლება ხომ უნდა?... მიწაში რომ ჩადებს ასეთ  ანგელოზ შვილს ის დედა და მამა რით უნდა ანუგეშო და როგორ უნდა დაამშვიდო?...გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ახლადშესვენებული ლიზიკოღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს.. ... მშვიდათ განისვენე,  უკვე უფალთან ხარ... მისი სული ავიდა ანგელოზთა დასში.უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი."ღმერთმა ნათელში ამყოფოს პატარა უმანკო ანგელოზის ლამაზი სული.(ის იწვა მშვიდი, ისეთი მშვიდი თითქოს მხოლოდ არ იცხოვრა ამქვეყნად.... თითქოს იმქვეყნად ელოდნენ და იცოდა სად მიდიოდა...)(ის იმდენად ლამაზი იყო,  სანთლებთან ერთად ანათებდა...  ახლა გაიგეს პატარა მზის ჩაქრობის ამბავი...ის კი იწვა, ლამაზი, ლამაზი, ლამაზი, ღმერთო ჩემო, როგორი ლამაზი და ანათებდა...  "ყვავილების მდინარეს კუბო  ცისკენ მიჰქონდა" ))))დღეს დიდი სიმწარე და ტრაგედია ტრიალებს ცეცხლაძეების  ოჯახში ამ უმძიმეს ტრაგედიას რა სიტყვები აღწერსნაადრევი,  მოულოდნელი და მოუშუშებელი სიმწარე ხარ პატარავ.ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ანგელოზი სული.გამძლეობას გისურვებთ ოჯახს.ლიზი ცეცხლაძე ანგელოზად იქცა“, -  წერს შოთო სიხარულიძე. 

გივიკო

საზოგადოება 1778529855

„შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ბიჭი მოულოდნელად გარდაიცვალა.„მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო... ვერ გაუძლო შენმა პატარა, მაგრამ საოცრად დიდმა და კეთილმა გულმა...მიწისთვის მენანები გივიკო, შენთან სიკვდილს რა უნდოდა, ვინ დაგვწყევლა, რა ხდება ჩვენს თავს? ამდენი ნარჩევი ახალგაზრდა რატომ?ვაი შენს დედას შვილო, ყოველ დღე გული გახეთქვას მაქვს, სად გვყავს დასაკარგი ახალგაზრდობა... მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ნუთუ მიწას არ შერცხვება შენი, ღმერთო, ხანდახან რა სასტიკია წუთისოფელი.შეგრცხვეს სიკვდილო! დაგვანებე თავი ცოტა ხანს“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

ნუკა ბარამიძე

საზოგადოება 1778505600

„როგორ მჯეროდა, რომ გამოჯანმრთელდებოდი, როგორ ვლოცულობდით შენზე“ - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გარდაიცვალა ნუკა ბარამიძე კიდევ ერთი სიცოცხლე გაფრინდა ღმერთთან, ნიინ როგორ მეწყინა,როგორ მჯეროდა რომ გამჯანმრთელდებოდი როგორ ვლოცულობდით შენზე,უფალმა გაცხონოს და დაუმკვიდროს შენს სულს სასუფეველი... ნინის (ნუკას) სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა, დასრულდა…. შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა მოგისპო სიცოცხლე. ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, წახვედი და თან გაიყოლე შენს ოჯახზე ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები.‘შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.”როგორ სჯეროდა ყველას  შენს ოჯახს შენს ძვირფასს ადამიანება რომ ეს დღე არ დადგებოდა, რომ დაამარცხებდი მაგ ვერაგ დავადებას ,შენხომ მებრძოლი და უშიშარი  იყავი რატო არიბრძოლე. განსაკუთრებული იყავი კეთილი თბილი ,სხვანაირად გიყვარდა ყველა. რატო დატოვე შენი საყვარელი ადამიანები  ოჯახი და მეგობრები მხარჩამოგდებული. ძალიან ადრე იყო შენი ამ ქვეყნიდან წასვლა. ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი. როგორ სჯეროდა ყველაფერი კარგად იქნებოდა“, - წერს შოთო სიხარულიძე. 

გლოვა ლენტი

საზოგადოება 1778274743

„რამდენი ტკივილი და მონატრება წაიყოლე...“ - საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

„ემიგრანტი გარდაიცვალა საბერძნეთში ათენში მადონა თოლორდავა უფალმა ნეთელი არ მოაკლოს მის სულს. სახსალამათი სიცოცხლით სავსე, ამის შესახებ შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს. „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. თბილო, კეთილო, უბოროტო, როგორ გვატკინე გული როგორ დაასრულე ეს ცხოვრება უცხო მიწაზე, რამდენი ტკივილი, მონატრება და ჯავრი წაიყოლე...ღმერთო მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად. რომ არა უფალი, ამდენ მწუხარებას ჩვენ ვერ გავუძლებდით. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა. ათენის ემიგრაციას სამწუხაროდ კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი ქალბატონი გამოაკლდა. ნათელი არ მოაკლოს უფალმა დიდებული ქალბატონის სულს“,- წერს შოთო სიხარულიძე.  

ახალგაზრდა

საზოგადოება 1778273063

„მიწისთვის მენანები... სიტყვები ზედმეტია, ისეთი ტკივილია…“ - ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

პნევმონიით ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „ისევ გლოვობს ჩემი წყალტუბო… ოფშკვიტი სულ რჩეულ ახალგაზრდებს კარგავს… ლაშა გაბუნია…შეგრცხვეს, სიკვდილო… დაგვანებე თავი ცოტა ხნით.რატომ წახვედი იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან… როგორ გაგიმეტა ცხოვრებამ ასეთი უსასრულობისთვის…ყველასთვის თბილი, მოსიყვარულე და კეთილი იყავი…ნუთუ ასეთი დაუნდობელია ცხოვრება, რომ ასეთ ტკივილს გვტოვებს…როგორ უნდა იყოს დახუჭული შენი ლამაზი თვალები…მიწისთვის მენანები… ნუთუ მიწას არ შერცხვება შენი…გარდაიცვალა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ლაშა გაბუნია…მიწამ როგორ უნდა მიგიღოს…სიტყვები ზედმეტია… ისეთი ტკივილია…“, - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში. 

საბა ტორაძე

საზოგადოება 1778100558

„ყველას ძალიან გვატკინე გული, სიცოცხლით სავსე ბიჭო...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

წყალტუბოში 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„გლოვობს ჩემი წყალტუბო, ოფშკვიტი, 25 წლის საბა ტორაძეს. მიწამ როგორ უნდა მიგიღოს საბუ... სიკეთის ბიჭი... ნეტა არ გამეცანი ბიჭო, შოთო სიხარულიძეს ასე ძლიერად არ ეტკინებოდა გული.სიყვარულის, გვერდში დგომის და რა კარგი სიტყვაც მომხვდება პირზე ყველაფრის დაწერა შემიძლია, მარტო იმიტომ, რომ ასეთი იყო.თანაგიგრძნობთ ყველას, ვინც იცნობდით თუ არ იცნობდით ამ სიყვარულის კაცის აღარ ყოფნას. როგორ გვატკინე გული ყველას, საუკეთესო ადამიანი იყავი... მშვიდად განისვენე იქ, სადაც მართალი განისვენებენ...დაუჯერებელია ნამდვილად, სიცოცხლით სავსე ბიჭო“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

ნიკა

საზოგადოება 1777926669

„გლოვობს ჩემი ბათუმი სიკეთით სავსე ოქროს ბიჭს...“ - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ბათუმში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. ქალაქი ემშვიდობება ახალგაზრდა ნიკა ბასილაძეს, რომლის ნაადრევმა გარდაცვალებამ საზოგადოება დაამწუხრა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„ნიკაა. ისევ გლოვობს ჩემი ბათუმი კიდევ ერთ ახალგაზრდას, ნიკუშა ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ცა ჩამოიქცა... ნიკა ბასილაძე. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის ლამაზ სულს და მის მშობლებს გამძლეობა მისცეს უფალმა. გლოვობს ჩემი ბათუმი სიკეთით სავსე ოქროს ბიჭს. შენთან რა უნდა სიკვდილს... „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს  ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული,  დასანანია ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან და ძალიან სამწუხაროა.  სიტყვები უძლურია გამძლეობა ოჯახს...,- წერია სამძიმრის პოსტში.

ქალი

საზოგადოება 1777752861

,,სიკვდილს რა უნდოდა ამ ულამაზეს ეშხიან არსებასთან...“ - ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალის, ქეთი  უსანეთაშვილის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ირკვევა ქალს სარკომის დიაგნოზი ჰქონდა.ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.,,გარდაიცვალა ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ქეთი უსანეთაშვილი.ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. ვახ სიკვდილს რა უნდოდა ამ ულამაზეს, ეშხიან არსებასთან ეჰ დაიწვას ამ ცხოვრების სამართალი ! ან რისთვის აჩენ არ რისთვის კლავ ადამიანს, რომელსაც სიცოცხლე ჯერ წყალივით სწყუროდა“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში. 

ჟანა

საზოგადოება 1777532331

ალბათ განგებამ მეტი ვერ გაიმეტა - ხონში სამი შვილის დედა გარდაიცვალა

ხონის მუნიციპალიტეტში,  35 წლის, სამი შვილის დედა, ჟანა ლოგუა გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით ჟანა ლოგუას გული გაუჩერდა. „გარდაიცვალა 3 შვილის დედა ჟანა ლოგუა 35 წლის. გლოვობს ჩემი ხონი...იშვიათი წესიერების და კეთილშობილების ადამიანი :(( ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე."შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს  ოჯახსა და ახლობლებს.  ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.ღმერთო მიეცი ძალა, მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.შენი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს დრო ვერ გააყუჩებს სიცარიელეა შენი ოჯახის წევრების გულებში. წახვედი და დაუტოვე ყველას უსასრულო სევდა ვინც გიცნობდა და ვისაც უყვარდი..35 წელი და 3 პატარა შვილი... პატარა დროა ბედნიერებისთვის.... ალბათ განგებამ შენთვის მეტი ვერ გაიმეტა....  მეხის გავარდნას ჰგავს შენი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე... ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა?  თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი"დარჩნენ საყვარელი დედიკოს გარეშე. ჟანა რატომ დატოვე შენი პატარები ახლა რა ეშველებად უდედოდ😥😢💔ჟანა ლოგუამ ბევრი იბრძოლა ვერ მოერია  ვერ დაამარცხა სიკვდილი.შენს სახლში სანთლები ტირიან, შებრალებას ითხოვენ... შენ, შენ რატომ არ შეგებრალა შენი ოჯახი..ტაძარი ჩუმია უტყვი, მდუმარე, აქაც სანთლები ტირიან. იღვენთებიან ხატის წინაშე. სათქმელი ბევრია... თხოვნა იგივე... ფიქრი ძნელია, ძალიან ძნელი, უშენოდ...დრო ნელია, ალბათ, არც მიდის...ცრემლები? _ ცრემლები, რამდენიც გინდა, ბევრი, ულევი... " შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა“, - წერს შოთო სიხარულიძე. 

ემიგრანტი

საზოგადოება 1777338589

„დიდ ტკივილს ატარებდა...“ - იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს

 იტალიაში 65 წლის სამტრედიელი ემიგრანტი, იზო არველაძე, საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.იზო არველაძე წლების განმავლობაში ჯერ თურქეთში, შემდეგ კი იტალიაში მუშაობდა, რათა ოჯახსა და დაობლებულ შვილიშვილებზე ეზრუნა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გარდაიცვალა ემიგრანტი იტალიაში სამტრედიელი 65 წლის იზო არველაძე. იზო წლეები  მუშაობდა თურქეთში  შემდეგ  იტალიაში წავიდა მას დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, გოგო შვილი გარდაეცვალა  ძალიან დიდ ტკივილს ატარებდა გულით და სამ ობოლს ზრდიდა,  მისი სიძე ნაადრევად დაიღუპა და ეხმარებოდა თუმცა  შემდეგ შვილიც დაკარგა... ეხლა კი თვითონ საწოლში ნახეს ამ დილით გარდაცვლილი .  მშობლებმა ახლა გაიგეს იზოს გარდაცვალების ამბავი. გაუმწარდათ კიდევ უარესად სიბერე. ჯერ შვილიშვილის ქმარი  შემდეგ შვილისშვილი და ახლა ემიგრანტი შვილიც გარდაეცვალათ. მიზეზი ჯერ არ იციან გარდაცვალების...შენი მონატრებული შვილი და სიძე ჩაგიხუტებს ზეცაში და შეხვდებით ერთმანეთს. დაუჯერებელია ეს შემზარავი ამბავი ჯანმრთელი საღსალამათი ძალიან კეთილი თბილი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო იზო მიუხედავად ამხელა ტკივილისა მაინც  შეძლო და 3 ობოლს აპურებდა. დაუჯერებელია ის რაც მოხდა ასე უეცარი გარდაცვალება..."შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები  ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ეს საშინელი ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას თუ რა რთულ პირობებში უხდებათ ქართველ ემიგრანტებს ფულის შოვნა და ოჯახების დაპურებაეს ტრაგედია, ყველა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტების ნაწილია!მეხის გავარდნას ჰგავდა შენი უეცარი გარდაცვალება რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი  და მუხანათი სიკვდილის მოახლოვება იქნებ ამიტომაც ვერ გაიგე?! ლამაზი და მშვენიერი წაგიყვანა იქ სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია… “ახლაც ის დროა,როცა ქართველი,გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო”“.

ემიგრანტი

საზოგადოება 1777064457

ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა გიორგი ფახურიძე მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა, დასრულდა უცხო მიწაზე…. შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა მოგისპო სიცოცხლე. ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, წახვედი და თან გაიყოლე შენს ოჯახზე ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები“, - წერის „ფეისბუქ“ პოსტში. 

ქართველი ემიგრანტი

საზოგადოება 1777064128

„უფალმა სამოთხის კარი გაგიღო...“ - საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაჩო ქადეიშვილი მძიმე სენს ებრძოდა.„გარდაიცვალა ახალგაზრდა ემიგრანტი საფრანგეთში ბაჩო ბაჩანა ქადიეშვილი გლოვობს ჩემი ოზურგეთიუკეთილშობილესი ადამიანი. შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.ვუსამძიმრებ, ყველას ვისაც სიცოცხლეში უყვარდი და გული ატკინე შენი მოულოდნელი წასვლით.უფალს ებარებოდე უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა მოგისპო სიცოცხლე. ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, წახვედი და თან გაიყოლე შენს ოჯახზე მეუღლეზე პატარა შვილებზე ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები...“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.