ალექსანდრე მაისურაძემ ეუთო/ოდირის დირექტორთან შეხვედრა გამართა

პოლიტიკა 1773333886

ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმი „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონის გაუქმებას ითხოვს - "ეს ეხება გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების აკრძალვას და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ნიშნის შეცვლის აკრძალვას"

ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმების რეკომენდაცია მიეცა.როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეუთოსთვის მიუღებელია ერთნაირსქესიანთა ცნებების პოპულარიზაციის აკრძალვა, ასევე, გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურებისა და სქესის ნიშნის აკრძალვა. "გაუქმდეს კანონი „ოჯახური ღირებულებების შესახებ“. ეს ეხება (თუმცა არ შემოიფარგლება) ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებისა და ტრანსგენდერის იდენტობის გათანაბრებას ინცესტთან, ამ ცნებების „პოპულარიზაციის“ აკრძალვას (მათ შორის შეკრების მეშვეობით), გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების აკრძალვას და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ნიშნის შეცვლის აკრძალვას," - ნათქვამია მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომაზადებულ ანგარიშში.

ეუთო

პოლიტიკა 1773332010

ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშით მოთხოვნილია, საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმოს „ოჯახური ღირებულებების“ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონები და შეავიწროოს სახელმწიფო ღალატის დანაშაულის საფუძვლები

გამოქვეყნდა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას, სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა.კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას. ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.საქართველოს ხელისუფლებისთვის, მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გაცემული რეკომენდაციები შემდეგია: "გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები.მომხსენებელს მიაჩნია, რომ შეუძლებელია, მიზნობრივი შესწორებებით ეს კანონები მოვიდეს შესაბამისობაში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან, ვინაიდან არსებობს ფართო შეუსაბამობა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გააუქმებს ამ კანონებს, ისინი მინიმუმ უნდა შეიცვალოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.ეს გულისხმობს: აღნიშნული კანონმდებლობის სუბიექტების ბენეფიციარებისა და თანამშრომლების შესახებ სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულების ამოღებას; სანქციების შემცირებას; „უცხოური ძალის აგენტად“ რეგისტრაციის ვალდებულების მნიშვნელოვან შეზღუდვას იმის გათვალისწინებით, მოქმედებს თუ არა სუბიექტი რეალურად უცხოური მითითებებით. გარდა ამისა, ამ კანონებში გამოყენებული ენა ბევრად უფრო ზუსტი უნდა გახდეს. ანალოგიურად, უნდა გაუქმდეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას (მუხლი 54).გაუქმდეს კანონი „ოჯახური ღირებულებების შესახებ“. ეს ეხება (თუმცა არ შემოიფარგლება) ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებისა და ტრანსგენდერის იდენტობის გათანაბრებას ინცესტთან, ამ ცნებების „პოპულარიზაციის“ აკრძალვას (მათ შორის შეკრების მეშვეობით), გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების აკრძალვას და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ნიშნის შეცვლის აკრძალვას.სახელმწიფო ღალატის დანაშაულის საფუძვლები უნდა შევიწროვდეს და გახდეს უფრო კონკრეტული, რათა გამოირიცხოს ისეთი ინტერპრეტაცია, რომელიც საშუალებას იძლევა, მოხდეს ხელისუფლების კრიტიკის გამო იმ სუბიექტების დევნა, რომლებიც ექცევიან „აგენტების კანონის“ ან FARA-ს მოქმედების ქვეშ. გაუქმდეს რეგულაციები, რომლებითაც დემონსტრაციების დროს სახის დაფარვა სრულად აიკრძალა. სხვა რეგულაციები, რომლებიც არაპროპორციულად ზღუდავენ შეკრების უფლებას (როგორიცაა ავტომატური დაკავება და არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები), უნდა გაუქმდეს ან გადაიხედოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო ბალანსი ამ უფლებასა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებს შორის. უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესში დაცული უნდა იყოს აკადემიური ინსტიტუტების ავტონომია."

ევროპარლამენტი

მსოფლიო 1770908298

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, „ტრანსგენდერი ქალები ქალებად სრულად აღიაროს“

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს „ტრანსგენდერი ქალები ქალებად სრულად აღიაროს“.რეზოლუციას მხარი 340-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 141 წინააღმდეგი იყო. 68 ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.„ხაზგასასმელია ტრანსგენდერი ქალების ქალებად სრული აღიარების მნიშვნელობა და აღსანიშნავია, რომ მათ ინკლუზიურობას აქვს დიდი მნიშვნელობა გენდერული თანასწორობისა და ძალადობასთან ბრძოლის ნებისმიერი პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის; მოვუწოდებთ აღიარონ ტრანსგენდერი ქალები და მათ თანაბარი წვდომა მიეცეს დაცვისა და მხარდაჭერის სერვისებზე“, - აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.

კანადა

მსოფლიო 1770873605

კანადის ერთ-ერთ სკოლაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც რამდენიმე ადამიანი მოკლა, 18 წლის ტრანსგენდერი აღმოჩნდა

თავდამსხმელი, რომელმაც დედის და ძმის მკვლელობის შემდეგ, ცეცხლი გახსნა კანადის ქალაქ ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლის ბიბლიოთეკაში, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,  18 წლის ტრანსგენდერი, ჯესი ვან რუტსელაარი აღმოჩნდა.გამოცემა Dailymail-ი აქვეყნებს კანადის ისტორიაში სკოლაში განხორციელებული მეორე ყველაზე სისხლიანი სროლის ავტორის ფოტოს, რომელზეც მას ხელში ავტომატი უჭირავს.რუსტელაარის თავდასხმის შედეგად, მოკლული იქნა მასწავლებელი, ასევე 13-დან 17 წლამდე ასაკის სამი გოგონა და ორი ბიჭი.მსროლელმა სკოლაში თავი მოიკლა. მანამდე კი, CTV News-ის ცნობით, მან დედა, ჯენიფერი, და ძმა, ემეტი, მათსავე სახლში მოკლა.კანადის პოლიციის განმარტებით, რუსტელაარმა საკუთარი თავის ქალად იდენტიფიცირება ექვსი წლის წინ, 12 წლის ასაკში დაიწყო და წლების განმავლობაში, მის სახლში არაერთი გამოძახება დაფიქსირდა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

დონალდ ტრამპი

მსოფლიო 1770315203

დონალდ ტრამპმა 17 მაისს ამერიკელები ვაშინგტონში საყოველთაო ლოცვაზე მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 2026 წლის 17 მაისს ამერიკელები საყოველთაო ლოცვაზე მიიწვია.როგორც ტრამპმა განაცხადა, 17 მაისს ვაშინგტონში, ეროვნულ მოედანზე, ღონისძიების ჩატარებას გეგმავს, რომლის მიზანიც იქნება „ამერიკის ხელახლა გამოცხადება ღმერთის წინაშე ერთიან ერად.“აღნიშნული ღონისძიება, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიანი საჯარო რელიგიური შეკრება იქნება. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მან რელიგია და ქრისტიანობა ამერიკული პოლიტიკისა და კულტურის ცენტრში დააბრუნა. ტრამპმა ხაზი გაუსვა ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა სკოლებში ლოცვის მხარდაჭერა, ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა და თეთრ სახლში რწმენის საკითხებზე პასუხისმგებელი ოფისის შექმნა, სხვა ქმედებებთან ერთად. წერს usatoday.

ბრიჯიტ მაკრონი

მსოფლიო 1767611051

პარიზის სასამართლომ, საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის კიბერბულინგში 10 ადამიანი დამნაშავედ ცნო

პარიზის სასამართლომ ათი ადამიანი საფრანგეთის პირველი ლედის კიბერბულინგში დამნაშავედ ცნო. მათ რვა თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.როგორც მედია წერს, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დამნაშავეების მიერ გაკეთებულ „განსაკუთრებით დამამცირებელ და ბოროტ კომენტარზე“, რომელიც ეხებოდა ბრიჯიტ მაკრონს და ამტკიცებდა, რომ საფრანგეთის პირველი ლედი ტრანსგენდერია.აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებულთაგან რვა მამაკაცი და ორი ქალია. მათი ასაკი 41-დან 65 წლამდე მერყეობს და ბრალი ედებათ „ბოროტი განზრახვით მრავალი  კომენტარის გაკეთებაში“, რომლითაც ამტკიცებდნენ, რომ ემანუელ მაკრონის მეუღლე მამაკაცად დაიბადა, ასევე, ადანაშაულებდნენ პედოფილიაში, ვინაიდან ემანუელ მაკრონსა და ბრიჯიტ მაკრონს შორის 24-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. მედია იუწყება, რომ პუბლიკაციების ნაწილი ათასობით ადამიანმა ნახა.თავად ბრიჯიტ მაკრონი აცხადებდა, რომ სასამართლოს მიმართა, რათა ეჩვენებინა მაგალითი, როგორი აუცილებელია კიბერბულინგთან ბრძოლა

ლიზ ტრასი

მსოფლიო 1765718471

ლიზ ტრასი: ჩვენ უნდა გავწმინდოთ ბრიტანეთის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც ხელში აქვს ჩაგდებული "ვოუქ“ იდეოლოგიას, რომელსაც ბრიტანული საზოგადოების დიდი უმრავლესობა უბრალოდ არ ეთანხმება

მოულოდნელად გაჩნდა პოლიცია, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც მზად იყვნენ, უძველესი ბრიტანული თავისუფლებების ჩახშობის ხელშეწყობისა და წახალისებისთვის. პოლიცია და სასამართლო, ოდესღაც ტრადიციონალისტური მმართველი კლასის ბასტიონები, "ვოუქ" იდეოლოგიის მემარცხენეებმა დაიპყრეს. ტრანსგენდერი იდეოლოგები, ისლამისტები და ნეომარქსისტები ახლა მაღალი რგოლის დონეზე დომინირებენ. ახლა პოლიციელად, მოსამართლედ ან პროკურორად მხოლოდ მაშინ დაგაწინაურებენ, თუ DEI-ს, როგორც ბანალური ჭეშმარიტების შესახებ. მაშინ, როდესაც პოლიციის უფროსებს  შინაგან საქმეთა მინისტრი ნიშნავდა და ათავისუფლებდა, ახლა ისინი თავად არიან კანონი,  -  ამის შესახებ ბირტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, საკუთარი შოუს მეორე ეპიზოდში განაცხადა.ლიზ ტრასმა ისაუბრა ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებულ კრიზისზე და აღნიშნა, რომ მიღებულია კანონები, რომლებიც გამოიყენება ჩვეულებრივი მოქალაქეების წინააღმდეგ, ხოლო, ის ინსტიტუციები, რომლებსაც ერთ დროს ადამიანები ენდობოდნენ, რადიკალიზებული და "ვოუქ" იდეოლოგიის მქონე გახდა."ცხადია, რომ ბრიტანეთი სიტყვის თავისუფლების ამ კრიზისში ჩაძირულია. მიღებულია კანონები, რომლებიც ახლა გამოიყენება ჩვეულებრივი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ონლაინ რეჟიმში სრულიად ნორმალურ შეხედულებებს გამოთქვამენ. იქნება ეს საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ კანონი, იქნება ეს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი, კანონმდებლობის მთელი სერია ეფექტურად ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას. ისიც ვნახეთ, რომ ხელისუფლება, რომელსაც ადამიანები ერთ დროს ენდობოდნენ, მაგალითად, პოლიცია, სასამართლო, რადიკალიზებული გახდა. მათ მიიღეს „ვოუქ“ იდეოლოგია - იქნება ეს ტრანსგენდერული იდეოლოგია, იდეა, რომ ქალი შეიძლება გახდეს კაცი და პირიქით, თუ ანტირასისტული იდეოლოგია, რომელიც უარყოფს ნებისმიერ კომენტარს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ისლამი." - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა.მისივე განცხადებით, სიტყვის თავისუფლების დაბრუნების გარდა, საჭიროა, ბრიტანეთის სახელმწიფო ინსტიტუტების გაწმენდა, რომელიც ხელში აქვს ჩაგდებული "ვოუქ" იდეოლოგიის მქონე პოლიტიკურ კლასს."მე მჯერა, რომ ბრიტანეთში გვჭირდება [აშშ-ის კონსტიტუციის] პირველი შესწორების სტილის კანონმდებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, ის უნდა იყოს სიმბოლო, პოლიტიკურმა პარტიებმა კი არჩევნებზე ვალდებულება უნდა აიღონ, რათა უზრუნველყონ ჩვენი სიტყვის თავისუფლების დაცვა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეურაცხმყოფელია ის. მაგრამ უფრო მეტიც, ჩვენ უნდა გავწმინდოთ ბრიტანეთის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც დატყვევებულია. ისინი ხელში აქვს ჩაგდებული "ვოუქ“ იდეოლოგიას, რომელსაც ბრიტანული საზოგადოების დიდი უმრავლესობა უბრალოდ არ ეთანხმება." - განაცხადა ლიზ ტრასმა.

გევინ ნიუსომი

მსოფლიო 1765435123

კალიფორნიის გუბერნატორი: მსურს ვიხილო ტრანსგენდერი ბავშვები. მე მყავს ტრანსგენდერი ნათლული

ჩვენ ტრანსგენდერი სპორტსმენების თემას არ შევხებივართ. ეს არის საკითხი, რომლის მოსმენაც არავის სურს, რადგან მსმენელთა 80 პროცენტი არ ეთანხმება ჩემს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ჩემი გულიდან მოდის და არა მხოლოდ გონებიდან, - ამის შესახებ კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა "ნიუ იორკ თაიმსის" პოდკასტში, "ეზრა კლაინის შოუ" განაცხადა.ნიუსომის თქმით, მას სურს, ტრანსგენდერი ბავშვები იხილოს. როგორც მან აღნიშნა, ტრანსგენდერებისთვის სასარგებლო ყველაზე მეტი კანონი აქვს მიღებული და ამ ჯგუფის ძლიერი დამცველია."მინდა ვნახო ტრანსგენდერი ბავშვები. მყავს ტრანსგენდერი ნათლული. არ არსებობს გუბერნატორი, რომელსაც ჩემზე მეტ ტრანსგენდერებისთვის სასარგებლო კანონმდებლობაზე აქვს ხელი მოწერილი და არავინ ყოფილა ამ ჯგუფის უფრო ძლიერი დამცველი. მაგრამ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ იმ ადამიანების რეალობა, ვისაც უფლებები ჩამოერთმევათ, როდესაც ჩვენ წინ წავიწევთ ტრანსგენდერი საზოგადოების უფლებებს სპორტული შეჯიბრებების სამართლიანობის თვალსაზრისით", - განაცხადა გევინ ნიუსომმა, რომელიც აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, დემოკრატების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევა.

ბრიჯიტ მაკრონი

მსოფლიო 1761648620

საფრანგეთში ათი ადამიანი დააკავეს ონლაინ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომლის თანახმადაც, პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი მამაკაცია

საფრანგეთში ათი ადამიანი დააკავეს ონლაინ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომლის თანახმადაც პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი მამაკაცია. ამის შესახებ საფრანგეთის პროკურატურაზე დაყრდნობით BFMTV იტყობინება. ორშაბათს და სამშაბათს ათი ადამიანი წარდგება პარიზის სასამართლოს წინაშე, საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლის, ბრიჯიტ მაკრონის წინააღმდეგ კიბერბულინგის საქმეზე, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის სამიზნე გახდა.ამ ინფორმაციის მიხედვით, საფრანგეთის პირველი ლედი ტრანსგენდერი ქალია. პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები 41-დან 60 წლამდე ასაკის არიან.ისინი ეჭვმიტანილები არიან ბრიჯიტ მაკრონის შესახებ მრავალი შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთებაში, მის „გენდერზე“, „სექსუალობაზე“ მითითებაში და ქმართან მისი ასაკობრივი სხვაობის გამო „პედოფილიასთან“ გაიგივებაშიც კი.

ჩარლი კირკი

მსოფლიო 1757792325

ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელის პირადი ცხოვრების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელი, ტაილერ რობინსონი ტრანსგენდერ პარტნიორთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც მამრობითი სქესიდან მდედრობით სქესზე გადასვლის პროცესში იყო. ეს ინფორმაცია გამოცემა New York Post-ს სამართალდამცავმა წყარომ დაუდასტურა.ფედერალურმა აგენტებმა ბრალდებულის დაკავება შეძლეს ტრანსგენდერი პირის მიერ 22 წლის რობინსონთან გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებებისა და სხვა სახის კომუნიკაციების წყალობით.აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელს სასამართლო სიკვდილით დასჯას გამოუტანს.კონსერვატორ აქტივისტზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ „კირკი იყო შესანიშნავი ადამიანი და ის ამას არ იმსახურებდა“.

ბჰ

საზოგადოება 1757565548

ტრამპის მხარდამჭერს, 31 წლის ჩარლი კირკს იუტას შტატში, უნივერსიტეტში გამოსვლისას ესროლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

 ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი სროლის მსხვერპლი გახდა საჯარო შეხვედრის დროს. შემთხვევამდე რამდენიმე წამით ადრე, კამერებზე დაფიქსირდა, როგორ პასუხობდა ის აუდიტორიის შეკითხვას ტრანსგენდერ ადამიანებზე და მათ კავშირზე მასობრივ სროლებთან ამერიკაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.აუდიტორიის წევრი: იცით, რამდენი ტრანსგენდერი ამერიკელი იყო მასობრივი მსროლელი ბოლო 10 წლის განმავლობაში?კირკი: ძალიან ბევრი.მკითხველმა დააზუსტა, რომ ეს რიცხვი ხუთია და შემდეგ იკითხა, იცოდა თუ არა კირკმა, რამდენი მასობრივი სროლა მოხდა აშშ-ში იმავე პერიოდში.კირკი: ბანდების ძალადობას ჩავთვლით თუ არა?ამის შემდეგ რამდენიმე წამში, ვიდეოში ისმის გასროლის ხმა.გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კეშ პატელმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.დღევანდელი საშინელი სროლის სუბიექტი, რომელმაც ჩარლი კირკის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაკავებულია. მადლობას ვუხდით ადგილობრივ და შტატის უწყებებს FBI-სთან თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა კეშ პატელმა.

რობერტ კენედი

მსოფლიო 1756468399

მინეაპოლისის კათოლიკურ ეკლესიაში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედიის გამო, ჯანდაცვის დეპარტამენტი ტრანსგენდერებისთვის დანიშნული მედიკამენტების მოზარდებზე გავლენას გამოიკვლევს

მინეაპოლისის კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარი ტრაგედიის გამო, აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტი ტრანსგენდერებისთვის დანიშნული მედიკამენტების მოზარდებზე გავლენას გამოიკვლევს, - განაცხადა ჯანდაცვის მდივანმა რობერტ კენედი უმცროსმა.კენედი უმცროსის თქმით, მან ამის თაობაზე ბრძანება უკვე გასცა. მისი ცნობით, დასადგენია, იქონია თუ არა გავლენა ტრანსგენდერი მკვლელის მიერ მიღებულმა პრეპარატებმა მის ფსიქიკაზე.რობერტ კენედი აღნიშნავს, რომ ეს ტრანსგენდერის მიერ სკოლაში ცეცხლის გახსნის პირველი შემთხვევა არ არის.„დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანების მასობრივი მკვლელობები ჯანმრთელობის კრიზისით არის გამოწვეული. ჩვენ პირველად სერიოზულ კვლევას ვატარებთ, რათა დავადგინოთ, რაში მდგომარეობს ასეთი მკვლელობების იდეოლოგია. ჩვენ პირველად შევისწავლით ფსიქოტროპულ პრეპარატებს“, - აღნიშნა კენედიმ პრესკონფერენციაზე.