მეუფე შიო

საზოგადოება • 1791115945

შიო მესამე: იქ, სადაც არის ქრისტეს რწმენა, ადამიანს ეხსნება გონება და ის აცნობიერებს, რომ მოვალეა ღვთის წინაშეც და მოყვასთა წინაშეც რომ იცხოვროს პატიებით, სიყვარულით, ლმობიერებით, გულმოწყალებით, რადგან ეს თვისებებია, რომელიც გზას გვიკვალავს სიკეთისკენ, სიხარულისკენ, ბედნირებისკენ და სულის ხსნისკენ

კათოლიკოს-პატრიარქმა მიტევების მნიშვნელობაზე იქადაგა და სახარებისეული იგავი გაიხსენა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ღმერთი ადამიანს პატიობს მაშინ, როდესაც ის თავადაც მიუტევებს სხვებს. წირვის დასრულების შემდეგ, შიო მესამემ გვარები დალოცა.„გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, ჯვართამაღლების შემდგომ კვირას და სულთმოფენობიდან მე-11 კვირას. ისეთი თვისებებია სიყვარული და პატიების უნარი, რომლის გარეშეც არანაირი სამართლიანობა არ არსებობს და ვერც იარსებებს. მხოლოდ მაშინ, იქ, სადაც არის ქრისტეს რწმენა, ადამიანს ეხსნება გონება და ის აცნობიერებს, რომ უსაზღვროდ ვალდებულია, მოვალეა ღვთის წინაშეც და მოყვასთა წინაშეც და ხვდება ასეთი ადამიანი, რომ სულ სხვაგვარად უნდა იცხოვროს. არა როგორც ის უმოწყალო მოვალე ცხოვრობდა, არამედ სულ სხვაგვარად, პატიებით, სიყვარულით, ლმობიერებით, გულმოწყალებით, რადგან ეს თვისებებია, რომელიც გზას გვიკვალავს სიკეთისკენ, სიხარულისკენ, ბედნირებისკენ და სულის ხსნისკენ. რა გინდ ცოდვის უფსკრულში იყოს ჩავარდნილი ადამიანი, უფალს ძალუძს მისი სწრაფად ამოყვანა იქიდან“, - განაცხადა შიო მესამემ.

ბაგრატიონები საპატრიარქოში

საზოგადოება • 1790957404

ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ

ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ, - ინფორმაციას და ფოტოებს საპატრიარქო ავრცელებს.„ამა წლის 2 ოქტომბერს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები მიიღო.შეხვედრას ესწრებოდნენ: ბატონი იოანე და ქალბატონი ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელები, ლიხტენშტეინის პრინცესა მარია-იმაკულატა, ბატონი ზურაბ ძიძიგური და ქალბატონი ლალი ვაშაკიძე.შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ სტუმრები დალოცა და საჩუქრად საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით დამზადებული საიუბილეო ჯვრები გადასცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში

საზოგადოება • 1790944740

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა.საერთაშორისო კონფერენცია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (IAO) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნა.„საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პარლამენტისა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ეგიდით იმართება. დისკუსია შეეხება ისეთ უმნიშვნელოვანეს თემებს, როგორიც არის ქრისტიანობის როლი საქართველოსა და ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში და ამ მემკვიდრეობის მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საბერძნეთის პარლამენტის წევრმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა მიმართეს.

შიო მესამე

საზოგადოება • 1790927644

შიო მესამე: ათასგვარი საცდური ცდილობს, ჩაანაცვლოს რწმენა და ფასეულობები, ასეთ დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის სიყვარული და სამართლიანობა ის ზნეობრივი ღირებულეებებია, რომელთა არსიც არ იცვლება

გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. მივესალმები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამობრძანებულ სასულიერო პირებს, საპარლამენტო დელეგაციების ევროპის ქრისტიანული ეკლესიებისა და საერთაშორისო საეკლესიო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იზიარებენ ამ საიუბილეო წლის სიხარულს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, შიო მესამემ საერთაშორისო კონფერენციაზე – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, დღევანდელი კონფერენცია გამორჩეული ისტორიული მოვლენის გახსენებასთან ერთად, ქართველთა მრავალსაკუნოვანი ქრისტიანული გზის, იმ სულიერი და სახელმწიფოებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრებაა, რომელმაც ჩამოაყალიბა ერის სახე და მისი თვითმყოფადობის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად იქცა.„1700 წლის წინ ჩვენი წინაპრების მიერ მიღებულმა მტკიცე გადაწყვეტილებამ, საქართველოს მყარად განუსაზღვრა თავისი კუთვნილი ადგილი მსოფლიო ცივილიზაციათა შორის. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში უფლის კვართის ფლობითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობით ჩაეყარა საფუძველი ქრისტეს სიყვარულით ნასაზროდებ ამ მრავალსაუკუნოვან გზას. წმინდა მოციქულთა ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელის და მატათას ქადაგებებით ეზიარა ქართველი ხალხი ქრისტეს ნათელს, მოგვიანებით კი, მეოთხე საუკუნეში, მოციქულთა სწორის ქალწულ ნინოს ღვაწლით სამარადჟამოდ დაიმარხა ჩვენმა ერმა გულში მაცხოვრის რწმენა. ქრისტიანობა იქცა არა მხოლოდ ადამიანის სულიერი ცხოვრების, არამედ მთელი ქვეყნის კულტურული და საზოგადოებრივი აზროვნების განმსაზღვრელად. მან ჩამოაყალიბა უძველესი და უნიკალური კულტურის მქონე ქართველი ერის მსოფლმხედველობა და ეროვნულ სარწმუნოებრივი იდენტობა, ქრისტიანულ ფესვებზე აღმოცენდა და განვითარდა მთელი შემდგომი ქართული მწერლობა, ხელოვნება, კულტურა, განათლება და საზოგადოებრივი აზროვნება.ქრისტიანობამ მოგვცა უამრავი მოღვაწე და წმინდანი, დიდი და თავდადებული ადამიანი. მას შემდეგ მრავალმა ქარტეხილიანმა საუკუნემ განვლო, მრავალი დიდი თუ მცირე ქვეყანა აღიგავა პირისაგან მიწისა და ჩაიკარგა დროის მდინარებაში, მაგრამ ქრისტეს რწმენით ნასაზრდოებმა და ქრისტიანული ღირებულებებით შეჭურვილმა ქართველმა ერმა, მაინც შეძლო, შეენარჩუნებინა სარწმუნოება, ენა და მამულო. ქრისტიანულმა აზროვნებამ და რწმენამ შესძინა სულ სხვა სულიერი და ზნეობრივი შინაარსი ევროპულ ცივილიზაციას. ჩვენი ქვეყანა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და ისტორიით ოდითგანვე სხვადასხვა კულტურის და ცვილიზაციის გზაჯვარედინზე მდებარეობდა. საქართველო საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა ბიზანტიის, ქრისტიანული აღმოსავლეთის და ევროპის მდიდარი საღვთისმეტყველო ინტელექტუალური და კულტურული აზროვნების საერთო სივრცეში. ამ კავშირით ქართველმა ერმა, ერთი მხრივ, შეინარჩუნა თავისი თვითმყოფადობა, ამავე დროს კი, გამორჩეული წვლილი შეიტანა მსოფლიო ქრისტიანობის სულიერ საგანძურში.თანამედროვეობა ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს – ომები, დაპირისპირება, შუღლი, ათასგვარი საცდური ცდილობს, ჩაანაცვლოს რწმენა და ზნეობრივი ფასეულობები. ასეთ დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარული, მოწყალება, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, შემწყნარებლობა, კაცთა შორის მშვიდობისკენ სწრაფვა, ქრისტიანულ სწავლებაზე დაფუძნებული ის ზნეობრივი ღირებულეებებია, რომელთა არსიც დროის წარმავლობის მიუხედავად არ იცვლება.დიდად მისასალმებელია, რომ ამ კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ მნიშვნელოვან ფასეულობებს, როგორებიცაა ოჯახის ინსტიტუტი, ტრადიციული ღირებულებები. ოჯახი არის ის გარემო, სადაც ადამიანი სწავლობს სიყვარულს, ერთგულებას, პასუხისმგებლობას, პატივისცემას და სხვაზე ზრუნვას. ოჯახი არა მხოლოდ პირადი სივრცე, არამედ ზნეობის და ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს. დღეს საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება, რომ ეკლესიამ, საზოგადოებრივმა და სახელმწიფო ინსტიტუტებმა ურთიერთპატივისცემით შეძლონ მსჯელობა ასეთ თემებზე. ეს დიდად შეეწევა თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ქრისტიანულ სწავლების უფრო ღრმად გააზრებას და ოჯახის ინსტიტუტის მხარდაჭერას და მომავალი თაობების მიმართ პასუხისმგებლობის გაძლიერებას.გისურვებთ, კონფერენციის მუშაობა სწორედ ამ ხედვით წარიმართოს და კიდევ ერთხელ წარმოჩნდეს საქართველოს, როგორც ოცსაუკუნოვანი ქრისტიანული ისტორიის მქონე ქვეყნის ადგილი და მნიშვნელობა ევროპულ ცივილიზაციაში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთი მშვიდობისა იყავნ თქვენთანა, ამინ“, – განაცხადა შიო მესამემ.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1790926304

ირაკლი კობახიძე: თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, ილია მეორის დამსახურება ეპოქალურია, მან დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა, შექმნა ხიდი, რომელიც მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობასთან აკავშირებს

თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დამსახურება ჭეშმარიტად ეპოქალურია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პატრიარქმა ილია მეორემ დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა და შექმნა ის მყარი ხიდი, რომელიც მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობასთან აკავშირებს.„თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დამსახურება კი - ჭეშმარიტად ეპოქალურია. სწორედ მისმა სიყვარულითა და სიბრძნით გამსჭვალულმა წინამძღოლობამ განაპირობა ქრისტიანული ფასეულობების ღრმად დამკვიდრება ახლად აღდგენილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს საძირკველში. პატრიარქმა ილია მეორემ დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა და შექმნა ის მყარი ხიდი, რომელიც ჩვენს მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობასთან აკავშირებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრა

საზოგადოება • 1790874318

პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.„ამა წლის 1 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავსტრიის მიტროპოლიტი და უნგრეთისა და ცენტრალური ევროპის ეგზარქოსი არსენი (კარდამაკისი) საქართველოს საპატრიარქოს ეწვია ქორეპისკოპოს მაქსიმესთან ერთად.დელეგაციის წევრებს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ უმასპინძლა.შეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.მხარეებმა ეკლესიებს შორის ურთიერთობებსა და იმ დახმარებაზე ისაუბრეს, რომელსაც მიტროპოლიტი არსენი უწევს ავსტრიაში ქართულ სამრევლოს, რისთვისაც მას საქართველოს ეკლესიის მეთაურმა და შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს.შეხვედრაზე ასევე გაიხსენეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს.სტუმრებმა მის უწმინდესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტ არსენთან ერთად საქართველოში 50-მდე მომლოცველი იმყოფება, რომლებიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩვენი ქვეყნის სიწმინდეებს მოილოცავენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

shio

საზოგადოება • 1790511788

შესრულდა 33 წელი სოხუმის დაცემიდან. მახსენდება კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიტყვები, რომ იმ ომში გამარჯვებული არავინაა. თუ გვინდა, რომ ეს ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ, რომ ჩვენი ერი კვლავ გაერთიანდეს და გადარჩეს, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა - შიო მესამე

კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას აფხაზეთში დაღუპული გმირების თავდადება გაიხსენა. შიო მესამემ დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამების საკათედრო ტაძარში მყოფებს დაურიგეს ჯვრები. მანამდე უწმინდესმა ლიტურგია აღავლინა.„დღეს ვფიქრობთ უფლის ჯვარზე, მის მნიშვნელობაზე და ძალაზე. შეგვეწიოს ძალა და მადლი ცხოველმყოფელისა ჯვარისა. როდესაც თაყვანს ვცემთ მაცხოვრის ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ პირველ რიგში ამ დიდი თავგანწირული სიყვარულის ღვაწლს. სწორედ ეს სიყვარული, ღვაწლი აღსრულდა ჯვარზე.ჩვენ ვიხსენებთ სამწუხარო და ტრაგიკულ მოვლენას უახლესი ისტორიისა. შესრულდა 33 წელი სოხუმის დაცემიდან. ამ საშინელმა ომმა მოიტანა 30000-მდე დაღუპული ადამიანი. მახსენდება კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვები, რომ იმ ომში გამარჯვებული არავინაა. თუ გვინდა, რომ ეს ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ, რომ ჩვენი ერი კვლავ გაერთიანდეს და გადარჩეს, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა“, - განაცხადა შიო მესამემ.მართლმადიდებელი ეკლესია, ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. მაცხოვრის ჯვარცმიდან თითქმის სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი სიწმინდე - უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის საშუალება მიეცათ.

ლოცვა

საზოგადოება • 1790504731

ლოცვა, რომელიც ჯვართამაღლებას უნდა წაიკითხოთ

27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ. ეს დღე მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც სამასი წლის  განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახადაამაღლა. ეს ფაქტი 326 წელს მოხდა.კონსტანტინე დიდი რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.ამ დღეს წასაკითხი ლოცვა:აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.

ჯვართამაღლება

საზოგადოება • 1790453701

დღეს ჯვართამაღლებაა - რა ლოცვა უნდა წაიკითხოს მრევლმა

27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ 27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ.ეს დღე მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც სამასი წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა. ეს ფაქტი 326 წელს მოხდა. კონსტანტინე დიდი რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.ამ დღეს წასაკითხი ლოცვა:აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.

პატრიარქი შიო III

საზოგადოება • 1790337960

გიორგი ჭყონდიდელმა აღუზარდა ქვეყანას არა მხოლოდ დიდი მეფე და პოლიტიკოსი, არამედ დიდი ქრისტიანული სულიერების მქონე მმართველი. რომ არა გიორგი ჭყონდიდელი, არ გვეყოლებოდა ასეთი დავით მეფე - პატრიარქი

გიორგი ჭყონდიდელმა აღუზარდა ქვეყანას არა მხოლოდ დიდი მეფე და პოლიტიკოსი, არამედ დიდი ქრისტიანული სულიერების მქონე მმართველი. რომ არა გიორგი ჭყონდიდელი, არ გვეყოლებოდა ასეთი დავით მეფე, - განაცხადა ქადაგებისას პატრიარქმა შიო მესამემ მარტვილში, სადაც დავით აღმაშენებლის აღმზრდელის გიორგი ჭყონდიდლის ისტორიულ ღვაწლს გაუსვა ხაზი.პატრიარქმა ჭყონდიდელობის საერო და ეკლესიურ დღესთან დაკავშირებით ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა.„გიორგი ჭყონდიდელმა აღუზარდა ქვეყანას არა მხოლოდ დიდი მეფე და პოლიტიკოსი, არამედ დიდი ქრისტიანული სულიერების მქონე მმართველი. რომ არა გიორგი ჭყონდიდელი, არ გვეყოლებოდა ასეთი დავით მეფე [აღმაშენებელი]. რომ არა ის, არ დაგვიდგებოდა ოქროს ხანა, რომლითაც ყველა ვამაყობთ. დღეს ვიმყოფებით ძალიან წმინდა ადგილას, მარტვილის დიდებულ მონასტერში, სადაც მოღვაწეობდა წმინდა გიორგი ჭყონდიდელი, სადაც მასთან პირადად მოდიოდა დავით აღმაშენებელი, ეკითხებოდა მას რჩევებს, იღებდა ლოცვა-კურთხევას, თათბირობდნენ, ოთახიც კი მიაშენეს ამ ტაძარს, სადაც განმარტოვდებოდნენ და საუბრობდნენ საქვეყნო საქმეებზე“, - აღნიშნა პატრიარქმა.წირვა დილის 10:00 საათზე დაიწყო და მას მრევლთან ერთად სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირები დაესწრნენ.

შიო მესამე

საზოგადოება • 1790335800

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

უფლისგან ჩვენდამი მინდობილი და ბოძებული ვენახი სიმბოლურად არის ყოველი ჩვენგანის ცხოვრება, ყოველი ჩვენგანის მისია და საქმიანობა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მარტვილში წირვისას განაცხადა.როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ქვეყნის გამთლიანებისა და გაძლიერებისთვის, მხოლოდ ადამიანური გარჯა საკმარისი არ არის და ასევე საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა.„უფლისგან ჩვენდამი მინდობილი და ბოძებული ვენახი რა არის? სიმბოლურად, რა ვენახი მოგვანდო? ეს არის ყოველი ჩვენგანის ცხოვრება, ყოველი ჩვენგანის მისია და საქმიანობა. ეს საქმე უნდა კეთდებოდეს ისე, რომ უფალმა დაინახოს კეთილი ნაყოფი ჩვენი საქმიანობიდან და ეს იქნება დიდი საქმე, თუ უმნიშვნელო საქმეც, ისე უნდა ვაკეთოთ, როგორც ღვთის წინაშე გასაკეთებელი. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ყოველთვის გვხედავს, ყველაფერი იცის და ელოდება ჩვენგან აი, ამ ნაყოფს. და ადამიანი თუ ასე იცხოვრებს, მისი ცხოვრება ნამდვილად ქრისტიანული გახდება და ის ჰპოვებს სიმშვიდეს, განსვენებას. ამაოდ კი არ უთქვამს იესო ქრისტეს, რომ თქვენი თმანიც კი დათვლილია თავზე. რას ნიშნავს ეს, რომ უფალს ისე ვუყვარვართ, რომ გვიფრთხილდება და გვიცავს, როგორც თვალის ჩინს. და აი, თუ ჩვენ ასე ვიცხოვრებთ, მაშინ ჩვენ მონდობილ, ღვთისგან მონდობილ ვენახში ვიქნებით, როგორც კეთილი მუშაკები, რომლებიც თავის დროზე მივართმევთ უფალს კეთილ ნაყოფს. აი, ამის საუკეთესო მაგალითები იყვნენ წმინდა დავით აღმაშენებელი და წმინდა გიორგი ჭყონდიდელი, რომელთა ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ და ვფიქრობთ მათ ღვაწლზე, ჩვენს ქვეყანაზე, ყოველ ჩვენგანზე. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძალიან წმინდა ადგილას, მარტვილის დიდებულ მონასტერში, სადაც მოღვაწეობდა წმინდა გიორგი ჭყონდიდელი, სადაც მასთან პირადად მოდიოდა დავით აღმაშენებელი, ეკითხებოდა მას რჩევებს, იღებდა ლოცვა-კურთხევას. ისინი თათბირობდნენ, აქ ოთახიც კი მიაშენეს ამ ტაძარს, სადაც განმარტოვდებოდნენ და საუბრობდნენ საქვეყნო საქმეებზე. ისინი ერთმანეთის ღვაწლს ავსებდნენ. და ამიტომაც ეღირსნენ ღვთისგან ასეთ დიდ შეწევნას და წყალობას, რომ შემდეგ უკვე დავით აღმაშენებელმა განავრცო საქართველო ნიკოფსიიდგან დარუბანდამდე. დადღეს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ საქართველოს აწმყოზე და მომავალზე და ამ ორი დიდი მოღვაწის ცხოვრების მაგალითზე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ბიბლიურ ჭეშმარიტებაში, რომ თუ ჩვენ გვეგონება, მხოლოდ ჩვენი ძალებით, მხოლოდ ჩვენი ჭკუით შევძლებთ ქვეყნის გადარჩენას, გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, თუ ასე ვიფიქრებთ და სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ. რადგან არ არის საკმარისი მხოლოდ ადამიანური გარჯა და ძალები, არამედ რა არის კიდევ საჭირო ამისთვის? ღვთის ნება და ღვთის შეწევნა. და ეს შესანიშნავად უწყოდნენ მეფე დავითმაც და წმინდა გიორგი ჭყონდიდელმაც. ამიტომაც მიიღეს ასეთი საოცარი, საამაყო ნაყოფები. და აი, დღეს ვილოცოთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ვთხოვოთ უფალს, ვთხოვოთ წმინდა დავით მეფეს, წმიდა გიორგი ჭყონდიდელს, რომ მათი ლოცვით უფალმა მოგვმადლოს ასეთი სინერგია ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და გამთლიანების მიზნისკენ მომართული. აი, ამ მიზნით გაერთიანებულიყოს მთელი ერი, ყოფილიყოს შეკრული. და რა თქმა უნდა, აი ამ სანუკვარ მისაღწევ ჩვენს მიზანში, აი ამ დიდ საქმეში უდიდესი როლი აქვს იმ მხარეს, რომელშიც ჩვენ აქ დღეს ვიმყოფებით, სამეგრელოს. სამეგრელო მუდამ უნდა იყოს ქვეყნის ერთიანობის სადარაჯოზე და იცავდეს საქართველოს ერთიანობას და მთლიანობას და ჩვენ ყველანი დარწმუნებულნი ვართ, რომ სამეგრელო ამ უდიდეს მისიას, როგორც ასრულებდა საუკუნეების განმავლობაში, ასე შემდგომშიც შეასრულებს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ამაში. კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოს ჭყონდიდის ეპარქია, ღმერთმა დალოცოს სამეგრელო, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მოგვანიჭოს გამთლიანება, გადარჩენა, მშვიდობა და წყალობა ღვთისა, ამინ, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.

შიო მესამე

საზოგადოება • 1789996530

შიო მესამე: უკიდურესი დაცემაა, როდესაც ადამიანი ცოდვებისგან გამოწვეულ სულიერ ტკივილს ვეღარ გრძნობს, ამაზე უნდა დავფიქრდეთ

უკიდურესი დაცემაა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს, კარგავს ღვთის შიშს, როცა ადამიანი მისი ცოდვებისგან გამოწვეულ სულიერ ტკივილს ვეღარ გრძნობს, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ჩვენ ამაზე უნდა დავფიქრდეთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ აჭარაში ქადაგებისას განაცხადა.პატრიარქმა მრევლს ღვითისმშობლობის დღესასწაული მიულოცა და დალოცა.„გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს, ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს, ჩვენ საქართველოში განსაკუთრებული სიხარულით აღვნიშნავთ ყოველთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს, მათ შორის რა თქმა უნდა, შობასაც, რადგან ჩვენი ერი არის წილხვედრი დედა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვადიდებთ მას,  ვმადლობთ და თაყვანს ვცემთ ამისთვის, რომ ინება მისი წილხვდომილი ყოფილიყო ჩვენი სამშობლო, ჩვენი ერი. დიდება და მადლობა უფალს, რომ მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში დედა ღვთისმშობელი გვმფარველობს ჩვენ, ჩვენს ქვეყანას. ამის მრავალი მაგალითია ჩვენს ისტორიაში და მისი მფარველობა დღესაც გრძელდება. ის მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს. დღეს ხარობს ცა და მიწა, ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესიაც. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტროპარში შობამან შენმა ღვისმშობელო ქალწულო სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა. მთელ მსოფლიოს ეუწყება ეს სიხარული. ეს არის სიხარული იმისა, რომ  უფალმა მოავლინა ამ ქვეყნად დედა ღვთისმშობელი, რომელიც გახდა დედა განკაცებული ძე ღმერთისა, სოფლის მხსნელისა. ჩვენ ძვირფასო ძმებო და დებო, როდესაც გვესმის ასეთი სიხარულისკენ მოწოდება, ასეთი სიხარულის უწყება, საეკლესიო დღესასწაულებზე, საეკლესიო ლოცვებში, ყოველთვის უნდა შევამოწმოთ ჩვენი თავი. რა გვიხარია ჩვენ, რა გვწყინს. ვხარობთ თუ არა ჩვენ ამ სულიერი სიხარულით, რადგან ჩვენი სიხარულის მიზეზი ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის უღირსი. უფრო მიწიური ღირებულებების გამო ვხარობთ ჩვენ ხშირად. თუ ღვთისმშობლის შობა, დედა ღვთისმშობლის მოვლინებისა არის მიზეზი ჩვენი სიხარულის, მაშინ ეს არის ის, რისკენაც მოგვიწოდებს უფალი. მაგრამ ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე არასწორი სიხარული, უფრო მიწიერი მოვლენების გამო. ეს რას ნიშნავს? ეს მეტყველებს ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე. როგორია ჩვენი სულიერი მდგომარეობა, რომ ვერ ვგრძნობთ ამ სიხარულს, ნამდვილ სულიერ სიხარულს“, – განაცხადა შიო მესამემ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, ადამიანს უნდა უხაროდეს და სწყინდეს ისე, როგორც შეეფერება ქრისტიანულ სულიერ ცხოვრებას.„თქვენ ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ საკმარისია გულში გავივლოთ უმართებულო სირცხვილი ჩვენი რწმენის გამო, ან გამოვავლინოთ ეს, ან გულცივობა, გულგრილობა გამოვავლინოთ, იკარგება ჩვენში ეს სიხარული, ნელდება უცებ, თითქოს მადლი გვშორდება. ალბათ, მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, გულგრილად გულცივად, რომ ძალიან შორს არის ეს ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ხშირად გვსმენია როცა ადამიანები ამბობენ, არ მახსოვს ჩემი ცოდვებიო, ან ისეთს არაფერს ვცოდავ დიდსო. ვერ გრძნობენ თავის ცოდვებს. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ეს უგრძნობელობა ძალიან მძიმე მდგომარეობა ყოფილა. მაგალითად, ღირსი ეფრემ ასური წერს ამას რომ ერიდეთ ამ გაქვავებულ უგრძნობელობას, რადგან ეს არის უკიდურესი დაცემა. როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს ტკივილს თავისი ცოდვებისა და კარგავს ღვთის შიშს. ადამიანი მაგალითად, როცა ფიზიკურად სტკივა რამე როგორ ვართ ხოლმე? ყოველთვის გვახსოვს ეს ტკივილი და ვცდილობთ, მალე განვიკურნოთ, როცა ადამიანი სულიერ ტკივილს ვეღარ გრძნობს მისი ცოდვებისგან გამოწვეულს, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ჩვენ ამაზე უნდა დავფიქრდეთ, გვაქვს თუ არა ესეთი უგრძნობელობა ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ. თუ ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ჩვენთვის არის პირადი სიხარული მაშინ ჩვენ სწორ გზაზე ვართ და თუ ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს და ვერ ვგრძნობთ ამ სულიერ სიხარულს მაშინ უნდა გონს მოვიდეთ, გამოვსწორდეთ და უფალს უნდა ვევედროთ, დედა ღვთისმშობელს უნდა ვევედროთ, რომ გვიხსანს ამ გაქვავებული უგრძნობელობისგან და გვასწავლოს გვიხაროდეს და გვწყინდეს ისე, როგორც შეეფერება ქრისტიანულ სულიერ ცხოვრებას“, განაცხადა შიო მესამემ.შიო მესამემ აჭარაში ქადაგებისას განაცხადა, რომ აჭარლებმა მრავალი განსაცდელი გამოიარეს, მტერი მუდამ ცდილობდა, საქართველოსთვის აჭარა ჩამოეშორებინა, მოეწყვიტა ქრისტიანობისგან, თუმცა აჭარელმა ხალხმა თავისი სისხლის ფასად, სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა ქართული სულიც და სარწმუნოებაც.„დღეს ჩვენთვის არის დიდი სიხარული ძვირფასო მეუფენო, ძვირფასო დიმიტრი, აჭარის კურთხეულ მიწაზე ყოფნა და მსახურება. მის უწმინდესობა და უნეტარესობას კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს უთქვამს ,რომ აჭარა არის  განმანათლებელი საქართველოსი. კარიბჭე ჩვენი ცხოვრების, რადგან პირველად აქედან დაიწყო სახარების ქადაგება, აქ გაისმა პირველად საქართველოში სახარების სიტყვები. აქ იქადაგეს მოციქულებმა, ანდრია პირველწოდებულმა სიმონ კანანელმა  მატათამ, რომლის საფლავიც გადმოცემით აქ ახლოს არის, აქ მდებარეობს გონიოს ციხის ტრრიტორიაზე და ამიტომ აჭარა არის ჩვენთვის განსაკუთრებით წმინდა მხარე მთელი საქართველოსთვის. მრავალი ტკივილი, განსაცდელი და წამება გამოიარეს  აჭარელებმა, მტერი მუდამ ცდილობდა, რომ ჩამოეშორებინა აჭარა საქართველოსთვის, მოეწყვიტა ქრისტიანობისგან, მაგრამ აჭარელმა ხალხმა თავისი სისხლის ფასად, სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა ქართული სულიც და სარწმუნოებაც. ჩვენ ვხედავთ, როგორი შემობრუნებაა უფლისკენ, ქრისტესკენ და ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ აჭარელ ხალხში. ბოლო ათწლეულების განმავლობაში. განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ საქმეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომელიც დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში იყო ღვდელმთავარი, ამ ეპარქიის, აჭარის. მაშინ შემოქმედის ეპარქია ეწოდებოდა, ბათუმ შემოქმედის. მან შემოიარა ფეხით თითქმის მთელი აჭარა  ხვდებოდა ხალხს, უქადაგებდა სარწმუნოებას და შედეგად დაიწყო ასობით და ათასობით ადამიანის შემობრუნება და მონათვლა და უბრუნდებოდნენ თავიანთი წინაპრების  სარწმუნოებას მართლმადიდებლობას, აჭარელები. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი დღესაც გრძელდება. რა დიდი აღმშენებლობაა მას შემდეგ კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის აქ მოღვაწეობის შემდეგ როგორ გრძელდება ეს აღმშენებლობა. რამდენი ტაძრები აშენდა, რამდენი მონასტერი რამდენი ადამიანი მოინათლა კიდევ და კიდევ, როგორი საგანმანათლებლო და სოციალური მუშაობა მიმდინარეობს და ამ ყველაფერს სათავეში უდგას მისი მაღალ ყოვლად უსაღვმდელოესობა ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი“, – განაცხადა შიო მესამემ.პატრიარქმა ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.„თქვენ ძვირფასო მეუფე უკვე 30 წელია, აქ მოღვაწეობთ. ასეთი დიდი რუდუნებით დიდი ენერგიით და აგრძელებთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის  საქმეს აჭარაში და მე მინდა ჩვენი სინოდის სახელით და პირადად ჩემი სახელით, სინოდის სახელით მადლობა გადაგიხადოთ ასეთი ერთგული და ღვაწლისთვის და მოშურნეობისთვის. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო თქვენი საქველმოქმედო საქმიანობა თქვენი საგანმანათლებლო საქმიანობა იმ მოწყალების სავანეებში სასწავლებლებში ჩვენი ახალგაზრდობა ღებულობს ძალიან ღირსეულ განათლებას და ზრუნვა მოკლებული ბავშვები თუ მოხუცები ღებულობენ ნუგეშს დახმარებას და ეს არის თქვენი დიდი გულის, ენერგიის და მზრუნველობის შედეგი და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისთვის დიდი სიყვარულით. დიდი მადლობა ყველას. თქვენ იცით რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ  ჩვენ აქ დღეს შევიკრიბეთ აჭარაში. აჭარის გულში საქართველოს განმანათლებელ აჭარაში, საიდანაც დაიწყო ქრისტიანობა ჩვენთან აქ მსახურწბისთვის და წირვა ლოცვის ჩასატარებლად. მინდა, ძვირფასო მეუფე ნიშნად ჩემი სიყვარულისა ჩვენი დიდი ძმური ურთიერთობისა და პატივისცემისა  გისახსოვროთ ყოვლად წმინდა ღბთისმშობლის ანაღია, ყოფილიყოს თქვენი მფარველი და მეოხი დედა ღვთისმშობელი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს. ღვთისმშობლის შობის ღვთისმშობლის მეოხებით მისი ლოცვით უფალმა დალოცოს აჭარა, უფალმა დალოცოს ბათუმის და ლაზეთის ეპარქია  უფალმა დალოცოს მეუფე დიმიტრი  ამ ეპარქიის საღვმდელოება, სამონაზვნო დასი, მრევლი, ყოველი თქვენგანი და დედა ღვთისმშობლის მეოხებით და ლოცვით ღმერთმა გადაარჩინოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო ამინ“, – განაცხადა შიო მესამე.

✕