მელანო

საზოგადოება • 1791139899

კორბოულის მეორე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

კორბოულის მეორე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.„სიტყვები უძლურია იმ უდიდესი ტკივილის გამოსახატავად, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი გრძნობს... არსებობენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ თავისი ყოფნითაც კი სამყაროს უკეთესს ხდიან. სწორედ ასეთი იყო ქალბატონი მელანო - საოცარი, სათნო, თბილი და არაჩვეულებრივი ადამიანი. ის იყო უერთგულესი მეგობარი, რომლის გვერდით ყოფნაც უდიდესი საჩუქარი იყო. როგორც პედაგოგმა, მან უამრავ გულში დატოვა სიკეთის, სიყვარულისა და წიგნიერების წარუშლელი კვალი. მისი სახით ჩვენ დავკარგეთ ადამიანი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს სითბოსა და იმედს გვჩუქნიდა. მისი წასვლით დატოვებულ ცარიელ ადგილს ვერაფერი შეავსებს. ეს არის აუნაზღაურებელი დანაკლისი ყველასთვის, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია მასთან შეხების ბედნიერება.ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, შვილებს, ახლობლებსა და კოლეგებს.მისი კეთილი სახელი, თბილი ღიმილი და ნათელი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში. ღმერთმა გაანათლოს მისი ლამაზი სული და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი...მისი კეთილი სახელი და ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩება კორბოულის N2 საჯარო სკოლის ისტორიაში და ჩვენს გულებში. ნათელში იყოს მისი სული...“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.

სინდი კროუფორდი და რენდი გერბერი

მსოფლიო • 1791120748

შვილის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, სინდი კროუფორდი და მისი მეუღლე ჰოლივუდის დატოვებას განიხილავენ

შვილის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, სინდი კროუფორდი და მისი მეუღლე, რენდი გერბერი ჰოლივუდის დატოვებასა და საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას განიხილავენ. მათ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ოჯახის დიდი ხნის მეგობარი, ჯორჯ კლუნიც. როგორც მსახიობი ამბობს, ამ მძიმე ამბის შემდეგ, წყვილისთვის გარემოს შეცვლა, შესაძლოა, სასიკეთო აღმოჩნდეს.უცხოური მედიის ცნობით, 19 სექტემბერს პრესლი გერბერმა ექიმს დაურეკა და უთხრა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ის სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა, გერბერმა მათი მიღება დაწესებულებაში მისვლის შემდეგაც გააგრძელა. ადგილზე სასწრაფო დახმარება მაშინვე გამოიძახეს, თუმცა, პრესლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის 27 წლის იყო.

თამაზ ელიზბარაშვილი

პოლიტიკა • 1791112839

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი პატიმრობაში მყოფ თამაზ ელიზბარაშვილს სოციალურ ქსელში მის მიერ გამოგზავნილ წერილზე პასუხობს და ელიზბარაშვილს სასამართლოში უჩივის. ლომიშვილი ელიზბარაშვილს ქალების დევნაში, ბულინგში ადანაშაულებს და წერს, რომ ის ზიზღის, სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევა.უფლებადამცველი თავის პოსტში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ელიზბარაშვილის ყოფილ ადვოკატზე, იაკო კვანტალიანზე. ლომიშვილი კითხვას სვამს, თუ რატომ არ დაიცვა ელიზბარაშვილმა ბავშვობის მეგობარი და ადვოკატი, როდესაც მას, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სცემა. უფლებადამცველის თქმით, ელიზბარაშვილმა იაკო კვანტალიანი საქმეს ტექნიკურად ჩამოაშორა, რადგან მას არ აწყობდა ბინის ჩხრეკის პროცესის პირდაპირ ეთერში გაშუქება. გარდა ამისა, თამილა ლომიშვილი ეჭვქვეშ აყენებს ელიზბარაშვილის პოლიტიკურ პატიმრობას და ინტერესდება, მაშინ რატომ ჰყავს დამცველად მმართველი გუნდის მომხრე ადვოკატი. უფლებადამცველი ასევე, აქვეყნებს ფეისბუქ „სქრინებს“, სადაც ელიზბარაშვილი შეურაცხმყოფელი კომენტარებით მიმართავს მას.„პასუხი თაგვა(ზ) გველიზბარაშვილს ციხიდან გამოგზავნილ წერილზე. თაგვაზ, ველოდი, რომ გატყდებოდი, უფრო სწორად, ყველა ხელისუფლების დროს გატეხილი ხარ! ფაქტია, ყველაზე მარტივი სამართავი ხარ იმ სინდიკატში, სადაც საკუთარი თავისა და შენსავე გარემოცვის ლუსტრაციაზე გამუშავებენ და გიყენებენ! ჯერ დავიწყებ იქედან, რომ უპირველესად გულწრფელ მადლობას ვუხდი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს, რომ აგაგდო ჩემი პერსონის და ორგანიზაცია ,,სოლიდარობის სახლის" საპიაროდ. გამოწვევა მიღებულია. რა თქმა უნდა, შენს წერილს მოჰყვება პასუხად საინფორმაციო ომის გაგრძელება, სადაც ძალიან, ძალიან ბევრი სიმყრალე შენს ნაბიჯებზე ნაღმებად ამოიფრქვევა... ასევე, გულწრფელ მადლობას ვუხდი შენს ახლანდელ ადვოკატს, თუ ადვოკატებს, რომელმაც სუს-თან ერთად, ნებსით თუ უნებლიედ, დამეხმარა იმაში, რომ ფეისბუქზე ჩემს მიერ გავრცელებული სტატუსზე (საჯაროდ, სოცსივრცეში გავრცელებული და გადმოტანილი) შენი ბინიდან 7 მილიონამდე ფულის ამოიღების შესახებ ინფორმაცია მოგაწოდა. ამით ადვოკატმა პასუხის დასაბრუნებლად ჩემი პროვოცირება განახორციელა და მადლობა მას ამ მოტივაციისთვის. თუმცა, ადვოკატთან ერთი მოკრძალებული თხოვნა მაქვს, ჩემს სხვა სტატუსებზეც, სადაც შენი გარყვნილი შინაარსის მქონე კომენტარები გაქვს დაწერილი, პასუხის პასუხად დაგაწერინოს ღია წერილები გამოსაქვეყნებლად...გავაგრძელოთ. თა-(მაზ)გვუნა, შენ ის ხარ, რომელიც გარყვნილი, უხამსი, ბილწი, ზიზღის, სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი. შენ ის ხარ, ვინც უმეტეს წილად ქალებს დევნი, აბულინგებ, შეურაცხყოფას აყენებ, ამცირებ, აკნინებ. ფაქტიურად არავის ეყო გამბედაობა მოეთხოვა სამართლებრივად პასუხი. ამის მიზეზი იყო შენი არამდგრადი ხასიათისგან გამომდინარე შიში, როგორც საშიშროების მქონე პირისა. შენ კი ეს აგივარდა თავში, ჩათვალე, ჩემი ეშინიათო და ბრექით მიადექი ხალხს და ლამის ყველა ლაივში უბილწესი სიტყვებით ლანძღე და შეურაცხჰყავი დედაბუდიანად. ხოდა, ახლა ზიხარ და ჭუჭრუტანიდან მოთქვამ, დედიკო მინდაო. შენი დედა დედაა და სხვის დედებს გული რომ გაუგლიჯე, ისინი დედები არ არიან? მერე კიდევ, ახლა გაგახსენდა, რომ იწერები, მილიციამ ცემა ჩემი ადვოკატი იაკო კვანტალიანი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ, ჩემი მეგობარიაო. არ გრცხვენია ამის აღიარება? აი, აქაც ჩანს შენი კაცობა. თუ პოლიციამ შენს თვალწინ ბავშვობის მეგობარი ადვოკატი გოგო ცემა, შენ იდექი და უყურებდი, არც დაიცავი, არც ხმა არ ამოიღე, ამას ეძახი მეგობრობას და კაცობას? ეზოში რომ გამოგაცუნცულეს, იქ მაინც გეყვირა ყველას გასაგონად, ჩემი ადვოკატი ცემესო. არადა, იაკომ მაინც გააგრძელა შენი დაცვა. გოგომ გაჯობა ვაჟკაცობაში, გოგომ გაჯობა. ანდა, შენმა ფანებმა რატომ არავინ არ დაიცვა შენი ადვოკატი? რატომ არ გაუგზავნე არზა წერილი, დაიცავით ჩემი ადვოკატიო? რატომ შენმა სხვა ადვოკატებმა არ გააპროტესტა ან კოლეგიალობის, ან, როგორც შენი მეგობრის, როგორც შენს ადვოკატზე ძალადობა თუ შენ ამის სურვილი გქონდა?ფუ, ამის მერე შენ რა კაცობაზე უნდა იქადაგო? იაკო კვანტალიანს არაერთხელ გადაუარეს და აბულინგეს შენი დაცვის გამო და არც შენ და არც შენს ოჯახს და არც შენ კლასტერს სიტყვაც არ დაგიძრავთ მის დასაცავად. ტექნიკურად მოტეხეთ საქმიდან. რატომ ნეტავი?!... ვაჟკაცი კაცი თავს შეაკლავდა მის თვალწინ მეგობარი გოგო რომ ვინმეს ეცემა. თუნდაც, პოლიციის წინააღმდეგობაც რომ დაგჭირვებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და სულ სამუდამო პატიმრობაზე ფაქაჩულიყავი, მართლაც რომ კაცური კაცის სახელით ჩაჯდებოდი და დარწმუნებულჯ ვარ, მთელი საქართველო შენს დასაცავად დადგებოდა, მათ შორის, მეც, მიუხედავად იმისა, რომ გამამწარე. მაგრამ შენ ვინ მოგცა სიმამაცე, მეგობრის დასაცავად საკუთარ თავს საფრთხე შეუქმნა, როცა ბიზნესი გაქვს დასაცავი? უფრო მეტს გეტყვი. სავარაუდოდ, შენ არ გაწყობდა, რომ ლაივით გადაცემულიყო ბინის ჩხრეკის პროცესი და იაკო მოატეხინე, რადგან ის იღებდა ლაივს, რასაც საზოგადოება უწყვეტად უყურებდა. იაკო, რომელიც მთელი ცხოვრება გიცავდა, ისე ტექნიკურად ჩამოაშორე შენს საქმეს, რომ არც გაგიპროტესტებია და არც მოგითხოვია მისი დაბრუნება. შენი სისხლის სამართლის ბრალდება სახელმწიფო დანაშაული და გრიფით საიდუმლო ხომ არ არის, რომ ხელს გიშლიდა საქმეში იაკო? აი, ამ კითხვებს გაეცი პასუხი და არა თავის დასაძვრენად იტრაბახო, იაკო ჩემი მეგობარაო. რაში გამოიხატა შენი მეგობრობა? შენი მეგობრობა არის ღალატთან მეგობრობა.პოლიტიკური ნიშნით დამაპატიმრესო, რომ გაიძახი, თუ ოცნებამ იმიტომ დაგაპატიმრა, რომ პოლიტიკური ოპონენტი ხარ, ოცნების მომხრე თავგადაკრული ადვოკატი (არანაირი პირადული ინტერესი, ლოგიკას მივყვები), რატომ გყავს დამცველად? მე კი ვიცი, რატომაც, მაგრამ საზოგადოებას აუხსენი თვითმარქვია ოპოზიციონერო გველიზბარაშვილო. შენ საკუთარ ღირსებას თავადვე მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიორების ამბავი მე მოვიგონეო. ჯერ ერთი, როგორ უნდა გაგიელვოს ადამიანს თავში ასეთი სიბინძურე მოიფიქრო, დაგეგმო და გაავრცელო? და კიდევ, თუ ძალოვანი სტრუქტურების პირველი პირი გელა გელაძე შენი უახლოესი ოჯახის ნათესავი და მეგობარია და ლოგიკურად შენ გფარველობს, როგორც ცხოველთა დამცველმა რატომ არ გამოიყენე მისი გავლენა გამოგეაშკარავებინა ფაქტები ძაღლების ცოცხლად დაწვისა და მკვლელობების შესახებ? საჩივრებს რაღაზე წერდი? იქნებ პოლიტიკური ჰიპერტონიის და საბოტაჟის ასაწევად ცხოველთმოყვარულებში? მარტო შენი ბიზნესი კი არ უნდა დაკრიშო? ან ძაღლების სახელი გამოიყენო ქველმოქმედის სტატუსის ასარტყამად და ხელშეუხებლობის იმუნიტეტად? როდესაც პოლიციამ დაგიბარა ჩემი საჩივრის საფუძველზე, რატომ აარიდე თავი და რატომ არ გამოცხადდი განყოფილებაში? ახლა ყველაფერს რომ ითხოვ ციხიდან, ერთიც დაამატე და მოითხოვე, გამომძიებელმა გამოგკითხის ჩემი საჩივრის საფუძველზე. თამაზ, ჭკუა რომ გქონოდა, იმაზეც უნდა მგლის ფიქრით გეფიქრა, ისეთი შევჭამო, აქეთ არ დამასწროს და არ შემჭამოსო... პ.ს. ბოლოს დავწერ, რომ სიცოცხლის ფასად, ჩემი მისამართით არც შენგან გამოსროლილ შეურაცხყოფას შეგარჩენ და უკან დაგიბრუნებ სასამართლოზე, არც იაკოსა და ჩემს შორის ჩადგომას გაპატიებ. მეგობრის მოღალატევ და ქალების ამწიოკებელო.“- წერს უფლებადამცველი.   

ფოტო

საზოგადოება • 1790883869

„ცრემლი მომადგა, სიამაყისგან ჟრუანტელმა დამიარა...“ - ქართველი, რომელმაც პილოტის სიცოცხლე იხსნა, ცნობილი კარდიოლოგის შვილია

 „პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად ჩაწერა ქართველი ექიმის, შოთა მუსაევის, ბავშვობის მეგობარი ალა მარზუმანიანი, რომელიც მის ბავშვობაზე, გურჯაანში გატარებულ წლებსა და ოჯახზე გვიყვება.ალა მარზუმანიანი ემოციურად იხსენებს Flydubai-ს რეისზე განვითარებულ მოვლენებს და შოთას მიერ გამოჩენილ განსაკუთრებულ სიმამაცეს, როცა მან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მძიმედ დაჭრილ პილოტს დახმარება გაუწია და თვითმფრინავში მყოფი ადამიანები გადაარჩინა.„შოთიკო გაიზარდა გურჯაანში, მამამისი იყო ცნობილი კარდიოლოგი, ანზორი მუსაევი. გურჯაანში მას ყველა იცნობდა, ყველას უყვარდა, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია. შოთიკოს დედა ჰყავდა საოცარი ადამიანი, სოხუმელი ებრაელი იყო, ნამდვილი არისტოკრატი ქალი, ყველას უღიმოდა, საოცარი მშვიდი საუბარი ჰქონდა. შოთიკოს დედ-მამა გარდაცვლილი ჰყავს. შოთიკო ძალიან ჰგავს დედას, ყველას მოუსმენს, ყველას გაუგებს, ყველას დაეხმარება.სანამ ისრაელში წავიდოდა შოთა, აქ, გურჯაანში ჰქონდა თავისი სტომატოლოგიური კლინიკა, ბევრ ადამიანს ეხმარებოდა, უსასყიდლოდ უწევდა სამედიცინო დახმარებას. ისრაელში საკმაოდ წარმატებული ექიმია, ლექციებს კითხულობს საზღვარგარეთ, თავისი კლინიკა აქვს. ჰყავს ქართველი მეუღლე, ქუთაისელი ებრაელი და სამი შვილი - მაიკლი, დევიდი და ადელი“.შოთა მუსაევი ოჯახთან ერთად ალა მარზუმანიანი ამბობს, რომ შოთას გმირობა მისთვის უდიდეს სიამაყეს იწვევს.„მისი გმირობა კი გვიხარია ყველას, მაგრამ რამხელა რამეს გადარჩნენ, სიკვდილს, ფაქტობრივად. ჩვენი რძლისთვისაც ემოციური იქნებოდა მომხდარი. ხშირად ჩამოდის შოთიკო საქართველოში, ჩვენც ხშირად ჩავდივართ მასთან. როცა გავიგე მის თავს ასეთი ამბავი ხდებოდა, ცრემლი მომადგა, შიშიც ვიგრძენი, რომ ვიფიქრე, რამე დამართნოდა... მეორეც, ისეთი ამაყი ვიყავი, სულ ჟრუანტელმა დამიარა. ახლა, ამ დროში, ასეთი სითამამე, ასეთი ვაჟკაცობა გამოიჩინა. ხომ შეეძლო, უბრალოდ მჯდარიყო, ცოლისთვის გადაეხვია ხელი და დაემშვიდებინა. მაგრამ ამდენ ხალხში ასეთი გმირობა გამოიჩინა, სიცოცხლის ფასად, პილოტს დაეხმარა და ამდენი ადამიანი გადაარჩინა. ძალიან ვამაყობ, რომ შოთიკოს ვიცნობ...“, - გვიყვება ალა მარზუმანიანი. 

მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა • 1790862465

მიხეილ სააკაშვილი: გრაფ მონტე-კრისტოს და ნელსონ მანდელას კატეგორიაში მიხდება გადასვლა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ხალხის 80% აზრზეა მოსული

ექსპრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავი სერვანტესსა და მანდელას შეადარა.„აქამდე თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ჩემი საყვარელი მწერალი სერვანტესი და ჩემი უახლოესი მეგობარი და პოლიტიკური მოკავშირე ჯონ მაკკეინიც ხუთი წელი იყვნენ დატყვევებული. ახლა უკვე გრაფ მონტე-კრისტოს და ნელსონ მანდელას კატეგორიაში მიხდება გადასვლა და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, როგორც არასდროს, ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, იმიტომ, რომ ხალხის 80% აზრზეა მოსული“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ქალი და ძაღლი

მსოფლიო • 1790749860

ლეკვმა პატრონი ხანძრისას გააღვიძა და სიკვდილისგან იხსნა (უცხოეთი)

აშშ-ში ლეკვმა პატრონი ხანძრის შესახებ გააფრთხილა და ოჯახის სიცოცხლე იხსნა. ამის შესახებ Ksn.com-ი წერს.პორტალის ინფორმაციით, შემთხვევა კანზასის შტატის ქალაქ ჰატჩინსონში მოხდა. ლეკვის პატრონი სარან პოტერი მისმა უჩვეულოდ ხმაურიანმა ყეფამ გააღვიძა. ცხოველი მის გარშემო დახტოდა და ძალიან შეშინებული ჩანდა.თავდაპირველად ქალმა იფიქრა, რომ მისი მეგობარი კაცი მოვიდა, თუმცა ოთახიდან გასვლის შემდეგ დაინახა, რომ სახლის ნახევარი ალში იყო გახვეული და ცეცხლი იმ ოთახს უახლოვდებოდა, სადაც მის შვილს ეძინა.ამის შემდეგ ქალმა ბავშვი სასწრაფოდ ხელში აიყვანა და ლეკვთან ერთად ქუჩაში გავიდა, საიდანაც სახანძროში დარეკა. 

მზია ტალიაშვილი

საზოგადოება • 1790692044

ახმეტელის თეატრის ლეგენდა, დიდებული მსახიობი - მზია ტალიაშვილი გარდაიცვალა

ახმეტელის თეატრის ლეგენდა, დიდებული მსახიობი - მზია ტალიაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა.„ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი თეატრის ლეგენდა, დიდებული მსახიობი - მზია ტალიაშვილი.ქალბატონი მზიას შემოქმედებითი გზა ქართული თეატრალური ხელოვნებისა და ახმეტელის თეატრის გამორჩეული მატიანეა. მისი მრავალმხრივი ნიჭი და სცენური ოსტატობა მაყურებლის საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას იმსახურებდა.ახმეტელის თეატრის დაარსების პირველივე დღიდან ის იყო ჩვენი დასის განუყოფელი ნაწილი, ერთგული მეგობარი და პროფესიონალიზმის მაგალითი. მისი წასვლა დიდი დანაკლისია როგორც ჩვენი თეატრისთვის, ისე მთელი ქართული კულტურისთვის.სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს“

გატაცება

მსოფლიო • 1790600100

ეჭვიანმა ქალმა ქმრის ძმაკაცი გაიტაცა - რუსეთში მომხდარი უჩვეულო ინციდენტის დეტალები

მოსკოველმა ქალმა ქმრის მეგობარი უკანონოდ დააკავა, რათა მამაკაცებს ერთმანეთთან ურთიერთობა შეეწყვიტათ. ამისთვის მან ინტერნეტის საშუალებით ოთხი თანამზრახველი მოძებნა და ბინა წინასწარ იქირავა, - ინფორმაციას მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.გამოძიების ვერსიით, ქალს ქმრის მეგობრის მიმართ პირადი ანტიპათია ჰქონდა და მისი ქმრისგან ჩამოშორება სურდა.გეგმის განსახორციელებლად ერთ-ერთ თანამზრახველ ქალს მამაკაცთან სოციალურ ქსელში გაცნობა და მისი ნდობის მოპოვება დაავალეს.18 სექტემბერს მან დაზარალებული ტვერსკაიას ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში შეხვედრაზე მიიწვია.როდესაც მამაკაცი ბინაში მივიდა, კარი ჩაკეტეს. ცოტა ხნის შემდეგ იქ ორგანიზატორი ქალი და ჯგუფის სხვა წევრებიც მივიდნენ.გამოძიების ინფორმაციით, თანამზრახველებმა თავი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებად წარადგინეს, მამაკაცს ხელბორკილები დაადეს, ტელეფონი წაართვეს და ბინის დატოვების უფლება არ მისცეს.მამაკაცი ბინაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჰყავდათ უკანონოდ დაკავებული.ქმრის მეგობარს თავისუფლება მხოლოდ მას შემდეგ აღუდგინეს, რაც მან პირობა დადო, რომ ორგანიზატორი ქალის მეუღლესთან ურთიერთობას აღარ გააგრძელებდა.გამომძიებლებმა ქალი და მისი სამი სავარაუდო თანამზრახველი დააკავეს.მათ ბრალი წაუყენეს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, იარაღად გამოყენებული საგნების გამოყენებით ჩადენილ უკანონო თავისუფლების აღკვეთაში.კიდევ ერთ სავარაუდო თანამზრახველს სამართალდამცველები ამჟამად ეძებენ.საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გაგრაში გაუჩინარებული ტურისტი მოკლული იპოვეს

კრიმინალი • 1790596213

გაგრაში გაუჩინარებული ტურისტი მოკლული იპოვეს

აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაგრაში გაუჩინარებული ორენბურგის ოლქის მცხოვრები, ამინა ბიკბოვა, მოკლულია.მკვლელობის საქმეზე გუდაუთის მცხოვრები, 2001 წელს დაბადებული ედგარ აბუხბა დააკავეს, რომელიც დროებით გაგრაში ცხოვრობდა და მუშაობდა.უწყების ცნობით, დაკითხვისას ეჭვმიტანილმა მკვლელობა აღიარა.დაღუპული ამინა ბიკბოვას დედის თქმით, გაუჩინარებამდე ქალიშვილი მას ყოველდღიურად უკავშირდებოდა და დილაობით წერილობითაც ესაუბრებოდა.გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე ამინა გაგრაში მამაკაცს გაეცნო, რომელმაც გოგონები ყავაზე დაპატიჟა.26 წლის ქალის მეგობარმა უარი თქვა, რის შემდეგაც ამინა მამაკაცთან ერთად მარტო წავიდა.ქალის გაუჩინარების შემდეგ მისი მეგობრები რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ გაერკვიათ, რა შეემთხვა მას. ერთ-ერთი მათგანი მივიდა ნაქირავებ ბინაში, სადაც, არსებული ინფორმაციით, ტრაგედია მოხდა. ბინაში ამინას ნივთები დარჩა.დედის თქმით, მოგვიანებით მეგობარი შეხვდა მამაკაცსაც, რომლის შემდეგაც ამინა გაუჩინარდა. მისი თქმით, მამაკაცი მათ შეცდომაში შეყვანას ცდილობდა და ამბობდა, რომ გოგონა უცნობმა პირმა წაიყვანა.

მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა • 1790589619

მიხეილ სააკაშვილი: დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს ძალიან მალე მოხდება, მგლები დაიზარდნენ, ემზადებიან, რათა დაასრულონ ტურებისა და ჰიენების მმართველობა

გუშინ იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში უდიდესი ტრაგედიის – სოხუმის დაცემის დღე. მუდმივად ვიხსენებთ იმ ტრაგიკულ მოვლენებს, ჩვენი მტერიც მუდმივად გვახსენებს მათ და ამით გვეუბნება: არც კი გაბედოთ ბრძოლა, ხელის განძრევა, რადგან  მაინც წააგებთ, მაინც დაგაჩმორებთ. მე მოვედი აქ, რათა გითხრათ – ჩვენს გენეტიკურ კოდში არაა ჩმორობა. ჩვენ არ ვართ ჩმორები და ვერ დაგვაჩმორებთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.სააკაშვილის თქმით, ქართველი ერი დაბადებულია თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, გამარჯვებისა და წარმატებისთვის.„ახლაც გამარჯვების გარდა, ჩვენ გამოსავალი არც გვაქვს. რომ დავუბრუნდეთ სოხუმს და აფხაზეთს: რაც მოხდა იქ, იყო კულმინაცია იმისა, რაც მოხდა 90-იან წლებში, კერძოდ – გადატრიალებამ, სახელმწიფოს არქონამ, კრიმინალმა, ღალატმა, დანაწევრებამ, საერთაშორისო იზოლაციამ მიგვიყვანა სწორედ სოხუმის და აფხაზეთის ტრაგედიამდე. მე მაშინ, 1992-ში, 93 წლის ზაფხულამდე, ხშირად დავდიოდი სოხუმში, აფხაზეთში, ვმუშაობდი ამ თემების გარშემო, მე არ მეჭირა ხელში იარაღი, ვეხმარებოდი გია ბარამიძეს ტყვეების გადაცვლაში. სხვათაშორის, მის საპატივცემულოდ, სოლიდარობის ნიშნად მოვიზარდე წვერი, იმიტომ, რომ ბოლო ხანებში სულ ვაკრიტიკებდი წვერის გამო, მეგონა, წვერი აბერებდა. სხვათა შორის, იგივე გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც, ლევანიც არის წვერ-ულვაშიანი.მე კარგად მახსოვს მაშინდელი სოხუმი. მე ჯერ მახსოვს ჩემი ბავშვობის სოხუმი. დედაჩემთან ერთად აჭარული ხაჭაპურის ჭამა სოხუმის ბულვარში, ჩემს დიდ ბებია და ბაბუასთან ერთად დავდიოდი გაგრაში, სილაღე, სიფერადე და მე მახსოვს ომისდროინდელი სოხუმი – სრულიად შავ-თეთრი, მკვდარი ქალაქი. მაშინ დავდიოდი ტყვეების გაცვლაზე. მახსოვს სოხუმის დაცემის დღე.ეს რეჟიმი ხშირად ადარებს აფხაზეთის ომს 2008 წლის ომს. ერთადერთი რამ იყო საერთო – ჩვენი ხალხის არნახული გმირობა. სხვა ყველაფერში 2008 წელი იყო სრულად საპირისპირო. განსხვავებით 90-იანებისგან, ამჯერად გვყავდა ნამდვილი ჯარი. რუსეთს მოუწია ნიღბის მოხსნა, მთელი თავისი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია და ღია აგრესიის განხორციელება, რითაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა საკუთარ რეპუტაციას. შემოვიდა, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს დასაპყრობად, ჩემს მოსაკლავად, ქართული რეფორმების შესაჩერებლად, ქართული წარმატების ისტორიის, ერის ნამდვილი იმედების და ოცნებების დასასრულებლად, საქართველოს კურსის რადიკალურად შესაცვლელად. და ეს 2008 წლის 8 აგვისტოს კონდოლიზა რაისთან საუბარში პირდაპირ თქვა ლავროვმა: „ჩვენი მიზანია საქართველოს სრული განადგურება“. მაშინ საქართველო ვერც გაანადგურეს და ვერც დააჩმორეს, მათ ვერ შეძლეს ვერცერთი საკუთარი მიზნის განხორციელება. ქართული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება გადარჩნენ და ჩვენ სწორედ ომის შემდეგ დავადექით ევროპული განვითარების კურსს.სწორედ 2008 წლის ომის შემდეგ, ორიოდ წელიწადში გავხდით მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი. ამას ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ბრძოლა, პირველ რიგში, არის ბრძოლა სიმართლისათვის – მათ შორის ისტორიული სიმართლისათვის – სიცრუის დასამარცხებლად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, „სიმართლე არის ის, რომ 2008 წელს რუსეთი კატასტროფულად დამარცხდა“.„აბა, სხვა რა ჰქვია იმას, როცა ტრილიონჯერ უფრო დიდი ქვეყანა ესხმის პატარა მეზობელს, ძვრას ვერ უყოფს მის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, პოლიტიკურ კურსს და ვერცერთ საკუთარ მიზანს ვერ ასრულებს. 2008 წელი არის სწორედ ჩვენი არ და ვერდაჩმორების ბრწყინვალე მაგალითი.რუსეთი მაშინ დამარცხდა, რადგან ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუციები იყო ძლიერი, ხალხი – ერთიანი და ჩვენ გვყავდა ბევრი ძლიერი მეგობარი, ვინაიდან საქართველო იყო თავისუფლების და დემოკრატიის შუქურა მთელი მსოფლიოსათვის. სწორედ ეს ვერ მოუნელებია პუტინს, სწორედ ამიტომ მახსენებენ მუდმივად მედვედევი და ლავროვი. სწორედ ამის გამო სრულიად უდანაშაულოდ უკვე მე-6 წელიწადია, ვარ ციხეში და ამ მუდმივ ცირკში, რომლის შემსრულებლადაც თქვენ გაქციეს. ხოლო „ქოცები“ – ჩმორების, ფლიდების, მოღალატეების რუსულ კოლონიურ ინკუბატორში სპეციალურად გამოყვანილი ჯიში – მუდმივად ატრიალებს 2008 წლის თემას, რათა გადაფაროს ის ტრაგედია, რაც ახლა რეალურად ხდება ჩვენს თავს, კერძოდ: 90-იანი წლების ჭაობში, ქაოსში, უპერსპექტივობაში საქართველოს ხელახლა ჩაძირვის მცდელობა.90-იანი წლები იყო დრო, როცა საქართველოში გამეფებული იყო კრიმინალი, ახალგაზრდების დიდი ნაწილი ჯაბა იოსელიანმა შესვა კრიმინალზე და ნარკოტიკებზე, ხალხს აყაჩაღებდნენ, როგორც ბანდები, ასევე, სამართალდამცავი ორგანოები. „ვარდების რევოლუციამ“ ამ ყველაფერს დაუსვა დიდი წერტილი. ორგანიზებული დანაშაული ნულზე დავიდა, ქუჩის კრიმინალი განეიტრალდა, საქართველოში გაჩნდა ახალი სამართალდამცავი სისტემა, რომელიც იცავდა ხალხს და იყო კორუფციისგან თავისუფალი. ივანიშვილმა, როგორც ჯაბამ, ახალგაზრდობა შესვა ისევ ნარკოტიკებზე, დაასაქმა მძარცველურ ქოლცენტრებში, პოლიციას და უშიშროებას დაავალა ამ ყველაფრის კონტროლი, წილების მასთან ატანა. ლილუაშვილმა როცა ეს წილი მოუტეხა, ის დაისაჯა. სულ არ არის შემთხვევითი, რომ შევარდნაძის დროის შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე, რომელმაც ჩამოაყალიბა 90-იანების მთავარი კრიმინალური სინდიკატი, ახლახან დაუნათესავდა ივანიშვილის ოჯახს.90-იანებში ხალხი მასობრივად გადიოდა საქართველოდან. ჩემი პრეზიდენტობის დროს უფრო მეტი ბრუნდებოდა, ვიდრე გადიოდა, რადგან გაჩნდა იმედი. ივანიშვილმა მოკლა ეს იმედი და ღიად მოუწოდა ქართველებს, დატოვონ ქვეყანა. ასევე აშენებს არაბულ ქალაქებს, სადაც ქართველები ცხვირს ვერ შეყოფენ, მომსახურე პერსონალიც კი ინდოეთიდან და ბანგლადეშიდან იქნება ჩამოყვანილი. მინდა, შევახსენო, ვისაც არ ახსოვს: თავის დროზე თბილისი არაბული ქალაქი იყო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში და დავით აღმაშენებელს 30 წელი დასჭირდა მის გასათავისუფლებლად და ქართველებისთვის დასაბრუნებლად. უფრო მეტიც, ჩვენი ორი ქალაქი – თბილისი და ბათუმი – სრულად ხელმიუწვდომელი ხდება ქართველებისთვის, რომელთაც ძველი კორპუსების ხედს უბნელებენ ახალი ცათამბჯენებით, სადაც ბინების ფასი 20 მილიონი დოლარია. ამ ქალაქებში პროდუქტები ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ ზუსტად სამჯერ გაძვირდა, მშრომელი ქართველები ვეღარ ირჩენენ თავს საკუთარი შრომით და იძულებული ხდებიან, სოფელში გადავიდნენ ან, რაც უფრო რეალისტურია, უცხოეთში გაიქცნენ, მათ ადგილს იკავებენ ბუმებით მტაცებელი რუსები თავიანთი ბიზნესებით და ცხოვრების წესით, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ყველაფერი, რაც მოეწონებათ, მათი უნდა იყოს, ვერ იტანენ ვერავის მათგან განსხვავებულს. ამ ტერმინს ჰქვია ჯენტრიფიკაცია – ქალაქების გაწმენდა ძირძველი მოსახლეობისგან.90-იან წლებში აფხაზეთიდან იარაღის ძალით თუ გამოგვყარეს, ახლა გვყრიან ჩვენი ქვეყნიდან რუსული და არაბული ფულით, ივანიშვილების, ფხაკაძეების, გილაურების, ჩხარტიშვილების ფულით. რა უფლება აქვს ივანიშვილს, გაგვაგდოს ქვეყნიდან? რა უფლება აქვთ რუსებს და არაბებს, გაგვყარონ მაშინ, როცა ქართველებს არ აქვთ არცერთი სხვა ქვეყანა, საქართველოს გარდა. ნუთუ, აჭარა იმიტომ გამოვგლიჯეთ 90-იანი წლების პრორუს სეპარატისტ-ფეოდალ ასლან აბაშიძეს და რუსულ ჯარსა და რაზმებს ხელიდან, იმიტომ განვავითარეთ ასე სწრაფად, რომ ივანიშვილმა მიჰყიდოს არაბებს და რუსებს? რისთვის გავუხსენით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ამდენ ნიჭიერ ახალგაზრდას გზა, რომ ქვეყანას ისევ თავზე მოჯდომოდა ღარიბაშვილის და მდინარაძის მსგავსი ჭუჭყი? ჩემ დროს მთლიანად ამოვძირკვე ნარკოტიკები: სუბუტექსის ერთი ტაბლეტი 3 ათასი დოლარი ღირდა და არ იშოვებოდა. ივანიშვილმა ყველა ხის ქვეშ დაყარა ნაირ-ნაირი მკვლელი ნარკოტიკები და თან თითქმის უფასოდ. ჩვენ ავაყვავეთ განათლება, გავწმინდეთ ის წინა ათწლეულების კორუფციისგან და წავიყვანეთ ევროპისკენ. ივანიშვილმა დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი, დახურა ილიაუნი და დააბრუნა აღებ-მიცემობა სკოლებში და ქაოსი უმაღლეს განათლებაში.ივანიშვილი ვერ შედგა ვერაფერში, მათ შორის ვერ შედგა, როგორც დიქტატორი, ვინაიდან ნამდვილი დიქტატურა გულისხმობს მკაცრ, ზოგჯერ სასტიკ წესრიგს და გამორიცხავს ქაოსს. ჭორვილელი ყოველდღიურად გენერირებს ქაოსს და მას დიქტატურა ადამიანების – კიდევ უფრო მეტი ადამიანების – ციხეში ჩაყრა ჰგონია და ამის იქით პრაქტიკულად ვერაფერს მართავს. უნდა პირდაპირ ვთქვა, რომ ჩვენ გარდავიქნებით შეუმდგარ ქვეყნად, რომელსაც თავზე მოასკუპდა შეუმდგარი დიქტატორი. ეს ყველაფერი ეფუძნება იმ ცნებას, რაც რუსებმა მოგვახვიეს თავს: რომ ქართველები დაბადებული ვართ კრიმინალისთვის, კორუფციისთვის, რუსების მომსახურებისა და გართობისთვის, და თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა მათთვის დაუშვებელი ფუფუნებაა, იმიტომ რომ ქართველები არიან ერთუჯრედიანი ჩმორები. მე კი გეუბნებით: ჩვენ არ ვართ ჩმორები. ჩვენ უნდა ხმამაღლა ვთქვათ: „ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები. ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ერეკლეს, ილია ჭავჭავაძის, ქართული სოციალ-დემოკრატიის, ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის, „ვარდების რევოლუციის“ და სულ ახლახან გამართული მრავალრიცხოვანი გამოსვლების ერი. ჩვენ ვართ მე-17 საუკუნის ქართლ-კახეთის და გურიის მე-19-მე-20 საუკუნეების აჯანყებების, 100 წლის წინანდელი თბილისისა და ბათუმის მუშათა მოძრაობის, 1924 წლის აჯანყების და 1978 წლის 14 აპრილის, 9 აპრილის ერი. ამიტომაც არ და ვერ ვიქნებით ჩმორები, და თან ვისი – დასუსტებული იმპერიის და მისი კომიკური „სტავლენიკის“, ბორია ივანიშვილის ჩმორები? ნურას უკაცრავად. მე, მიხეილ სააკაშვილი გეუბნებოდით, რომ 90-იანი წლების უბედურების რესტავრაციას დავასრულებთ, უსაფრთხოება დაბრუნდება და ნარკოტიკები და კრიმინალი გაქრება ჩვენს ეზოებში, ქუჩებში, სკოლებში.კორუფცია სამუდამოდ ამოიშანთება ჩვენი ყოფიერებიდან და მენტალიტეტიდან. ამას ვამბობ ლიდერი, რომლის ე.წ. დამალული ქონება მთელ მსოფლიოში დაძებნეს და ერთი მოპარული თეთრი ვერ იპოვეს – რაც არ არსებობს, იმას როგორ იპოვიდნენ? ამას ვამბობ იდეალისტთა იმ დიდი ჯგუფის სახელით, რომელიც არასოდეს გაიყიდა. საქართველოში აღარ აშენდება 20-მილიონიანი ბინები, მაგრამ ყველა ქართულ ოჯახს ექნება ღირსეული ბინა და სამსახური. საქართველოში ჩამოვა ბევრი უცხოელი, მაგრამ ჩამოვა როგორც ტურისტი, როგორც სტუმარი – სტუმარი ღვთისაა – და არა როგორც აქაურობის ბატონ-პატრონი. დღევანდელი კლინიკების 100% აშენებულია ჩემ მიერ და ეს კლინიკები მოემსახურება ხალხს მთლიანად უფასოდ. ამ კლინიკების წუწკი მფლობელების ჯიბეში კი აღარ დაილექება მთელი შემოსავალი, არამედ გადანაწილდება ექიმებზე, ექთნებზე, სანიტრებზე. ჩვენს გლეხებს აღარ მოუწევთ ხელგაწვდილი დგომა და ისინი აღჭურვილი იქნებიან თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც მათ მოუტანს მაღალ შემოსავალს. და რაც მთავარია: ხელისუფლების შიში აღარასდროს უნდა განაპირობებდეს ჩვენს საქციელს და მოტივაციას – კანონისა და ადამიანობის დაცვა კი, ხელისუფლების შიში არა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი მთავარი სისუსტე, ისევე როგორც მთავარი სიძლიერე, არის სამშობლოს სიყვარული.„სწორედ ამ სიყვარულმა გადმომატარებინა ზღვა ზუსტად ხუთი წლის წინ სრულიად უიმედო სიტუაციაში, მაშინ, როცა ხალხი არ იყო ბოლომდე მზად. მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. ახლა მსურს, ასი პროცენტით დაგიდასტუროთ, რომ საქართველო ასი პროცენტით არის მზად ცვლილებებისთვის, ისე როგორც არასდროს. ჩვენს გენეტიკურ კოდში არაა ჩმორობა, არამედ, ეს არის თავისუფლების სიყვარული, მონობასთან შეუგუებლობა. მე არავის მოვუწოდებ რეჟიმის დამხობისკენ. უბრალოდ გეუბნებით: რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩასვათ, ვინც დამხობისკენ მოუწოდებს, ეს არაფერს შეცვლის. ამას გეუბნებით, როგორც გარდაუვალ ფაქტს – ჭორვილური ორღობის დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს ძალიან მალე მოხდება. ვერშემდგარ დიქტატორს იცავს ფინიების, ტურებისა და ჰიენების ამქარი. არადა, ჩვენი სახელი, რომლითაც მსოფლიო გვიცნობს, სპარსული „გორგისგან“ (მგლისგან) წარმოდგება – გეორგია, გორგასალი. „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“… მგლები დაიზარდნენ, მგლები ემზადებიან, რათა დაასრულონ ტურებისა და ჰიენების მმართველობა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.სიტყვით დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა სასამართლო დარბაზში საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

თეოფილე მალაქია

საზოგადოება • 1790451811

ვინ არის თეოფილე მალაქიას მეუღლე, კაცის, რომლის სახელსაც საქართველოდან 28 ადამიანის გაუჩინარება უკავშირდება - რეზონანსული და მისტიკური ისტორიის დეტალები

„ფეისბუქგვერდი“, რომელიც თეოფილე მალაქიასა და მისი სტუდენტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს. ამჯერად პოსტი ბატონი რეზო ბაქრაძის მეუღლეს, მარიკა ბაქრაძეს ეხება. „თავი რომ არ მოგაბეზროთ, ცოტა ხნით შეგასვენეთ და დღეს გადავწყვიტე, გაგაცნოთ ბატონი რეზო ბაქრაძის მეუღლე - ქალბატონი მარიკა.თუმცა, „გაცნობა“ შესაძლოა ხმამაღლა ნათქვამიც კი იყოს. ერთი მოკლე პოსტით მისი პიროვნების სრულად წარმოჩენა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მაგრამ შევეცდები, რაც შემიძლია, იმ მცირედით მაინც შეგიქმნათ წარმოდგენა, თუ როგორი ადამიანია ქალბატონი მარიკა.მარიკა - მართლაც საოცარი ადამიანი, ქალი, მეუღლე, დედა, მეგობარი და, უბრალოდ, ერთგული პიროვნება.ადამიანი, რომელმაც თითოეულ ჩვენგანში განსაკუთრებული სითბო და სიყვარული დათესა.მსგავს ადამიანს მართლაც იშვიათად შეხვდებით. და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის.ქალბატონმა მარიკამ 1994 წელს, ბატონ რეზოსთან, მათ 12 წლის ვაჟიშვილთან და ბატონი რეზოს დისშვილთან ერთად დატოვა საქართველო.მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ოჯახის ემიგრაცია არ იყო. მათთან ერთად საქართველო დავტოვეთ ჩვენც — 28 ახალგაზრდამ, რომელთა შორის იყვნენ დები, და-ძმები, რამდენიმე დაოჯახებული წყვილი და ასაკით განსხვავებული, თუმცა ყველა სრულწლოვანი ადამიანი, რომელთა უმრავლესობას უმაღლესი სასწავლებლები უკვე დამთავრებული გვქონდა.მე პირადად ბატონი რეზოს ოჯახთან ერთად 2001 წელს ჩამოვედი კანადაში. ეს ნიშნავს, რომ ქალბატონ მარიკასთან ერთად შვიდი წელი ვიცხოვრე.ამ შვიდი წლის განმავლობაში მასთან ერთად ვიმოგზაურე საქართველოდან თურქეთში, თურქეთიდან არგენტინაში, არგენტინიდან რუსეთში, რუსეთიდან კვლავ თურქეთში და საბოლოოდ - თურქეთიდან კანადაში.ამ წლების განმავლობაში ქალბატონმა მარიკამ თავი გაგვაცნო, როგორც გამორჩეულმა მეუღლემ, რომლის სახეს ღიმილი მაშინაც კი არ მოშორებია, როდესაც ბატონმა რეზომ პირველ ნაკადთან ერთად კანადაში წამოსვლაზე უარი თქვა - მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ, დანარჩენები, მარტო არ მივეტოვებინეთ. მერწმუნეთ, ეს მართლაც გმირობის ტოლფასი იყო, როგორც ბატონი რეზოს მხრიდან, ასევე მისი მეუღლის.იმ დროს არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა გარანტია, რომ ოდესმე კანადაში მოვხვდებოდით. ბატონი რეზოს რწმენა, ეს იყო ერთადერთი იმედი, რომელიც გვამხნევებდა - რომ „ღმერთის მოიმედე ადამიანს ღმერთი არასოდეს მიატოვებს“.ქალბატონი მარიკას ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულება იყო მეუღლისადმი პატივისცემის, სიყვარულის და მისი რწმენისადმი ნდობის ძალიან ბუნებრივი გამოხატულება.და ეს დამოკიდებულება მხოლოდ ერთ დიდ გადაწყვეტილებაში არ გამოჩენილა. ყოველდღიური ცხოვრების უმცირეს დეტალებშიც კი იგრძნობოდა მისი სითბო და თანაგრძნობა.ქალბატონმა მარიკამ თავი გაგვაცნო, როგორც მზრუნველმა მეგობარმა.თურქეთში ცხოვრების ხუთი წლის განმავლობაში იგი ყოველდღიურად ამზადებდა სადილს ჩვენთვის — ზოგჯერ 15 ადამიანისთვის, ზოგჯერ 20-ისთვის, ზოგჯერ კი 28 ადამიანისთვისაც კი, იმისდა მიხედვით, თუ ვინ რა გრაფიკით და სად მუშაობდა.მახსოვს მისი სიტყვები:„მოდი, ამ სადილსაც მოვამზადებ. რა უჭირს თუ დავიღლები - სამაგიეროდ, რომ მოვლენ, თბილი კერძი დახვდებათ და გაუხარდებათ.“ხოლო მათთვის, ვინც უფრო დატვირთულად მუშაობდა, ხშირად დამატებით საკვებსაც ინახავდა:„ენერგია სჭირდებათ ბიჭებს.“ეს უბრალო სადილის მომზადება არ ყოფილა. ეს იყო ზრუნვის ის ფორმა, რომელსაც სიტყვები ნაკლებად სჭირდება.მისი გემრიელი კერძები და ღიმილიანი მომსახურება, ამშვენებდა ჩვენს სადღესასწაულო სუფრებსაც და ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებას ალამაზებდა.ქალბატონმა მარიკამ თავი გაგვაცნო, როგორც საოცრად მგრძნობიარე ადამიანმა, რომელსაც თითოეული ჩვენგანის ტკივილი გულთან მიჰქონდა. გვესაუბრებოდა, გვისმენდა, გვამხნევებდა და გვეფერებოდა.ის არის მეგობარი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით.ადამიანი, რომელიც გვერდით ედგა არა მხოლოდ საკუთარ მეუღლეს, შვილს თუ ნათესავს, არამედ ჩვენ ყველას.იმ 28 ახალგაზრდიდან, რომელთა გვერდით ყოფნაც, უამრავ სირთულესთან და პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული, მან ყველას სიყვარული, პატივისცემა და ნდობა დაიმსახურა.მე ვერ წარმოვიდგენ, რომ ჩვენს შორის თუნდაც ერთი ადამიანი აღმოჩნდეს, რომელიც ჩემს გულისნადებს არ გაიზიარებს - ადამიანი, რომელსაც ქალბატონი მარიკას პიროვნებამ გული არ გაუთბო და ნამდვილი მეგობრობის რწმენა არ შეუტანა.და ალბათ, სწორედ ამაშია მისი განსაკუთრებულობაც - ის უბრალოდ კარგი ადამიანი კი არ იყო ჩვენთვის; ის ჩვენთვის მეგობარი გახდა.დღესაც, კანადური ცხოვრების რიტმში, ქალბატონი მარიკა ბატონი რეზოს გვერდით დგას და ეხმარება მას ქართულენოვან სივრცეში განათლების განვითარების პროექტის განხორციელებაში“ასევე წაიკითხეთ: „გზა, რომელმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა...“ - თეოფილე მალაქიას სტუდენტი წლების შემდეგ დუმილს არღვევს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აზერბაიჯანის მილი მეჯლისში შეხვედრები გამართა

პოლიტიკა • 1790337540

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აზერბაიჯანის მილი მეჯლისში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქში იმყოფება.საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის კომიტეტების წარმომადგენლებთან და ორ ქვეყანას შორის პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების საკითხი მიმოიხილეს და პარლამენტების კომიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი."შეხვედრებისას იმ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე ვისაუბრეთ, რომელიც აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს მიმართ მუდმივად არსებობს. ორი ქვეყნის თანამშრომლობას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რაც დაკავშირებადობას აძლიერებს. ეს არის "შუა დერეფნის" ფუნქცია, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება. საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენ, ორი ქვეყანა ერთმანეთს ვაძლიერებთ. ერთობლივი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები თითოეული ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას და ზოგადად, რეგიონის მყარ პოზიციონირებას ემსახურება", - განაცხადა ნინო წილოსანმა.საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების არაღიარების და დაგმობის გამოხატვის გამო, მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს.აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისში გამართულ შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და მეგობრობის ჯგუფის წევრები - ანტონ ობოლაშვილი, სავალან მირზოევი და ზაურ დარგალი.

✕