ნაკრები

სპორტი 27 აგვ 17:15

სექტემბრის მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს.ვილი სანიოლის გუნდი პირველი სექტემბრიდან თბილისში შეიკრიბება. საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის საწყის ორ ტურში საკუთარ მოედანზე თურქეთისა და ბულგარეთის ნაკრებებს უმასპინძლებს. მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა.მათ შორის, ორი დებიუტანტია.21 წლამდე ნაკრების ყოფილი წევრები, ფრანგული მეცის ფეხბურთელი გიორგი აბუაშვილი და პორტუგალიური ეშტორილის ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაქაბი-ნეთანია, ისრაელი)ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნი-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი, საფრანგეთი).2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 4 სექტემბერი | საქართველო - თურქეთი | 20:00 დინამო არენა 7 სექტემბერი | საქართველო - ბულგარეთი | 17:00 დინამო არენა

კვარა

სპორტი 27 აგვ 15:40

კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა.24 წლის გარემარბმა საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურის შეხვედრა, რომელიც მისმა გუნდმა „ანჟერთან“ გამართა და 1:0 მოიგო, კუნთის პრობლემების გამო გამოტოვა.კვარაცხელიამ გასულ ხუთშაბათს გამართულ ვარჯიშზე მცირე დისკომფორტი იგრძნო და კლუბის სამედიცინო შტაბმა გადაწყვიტა, არ გაერისკა. ქართველი ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა და მოედანს დაუბრუნდა. Back at the PSG Campus! 🔙⚽️ pic.twitter.com/LpS4VJz7MK — Paris Saint-Germain (@PSG_English) August 26, 2025 ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ის ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით მოიგო და 6 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. ლუის ენრიკეს გუნდს მომდევნო შეხვედრა 30 აგვისტოს ელის. თბილისის დროით, 23:05-ზე პსჟ სტუმრად „ტულუზას“ დაუპირისპირდება, რომელსაც ასევე ორიდან ორი მოგება აქვს.შეგახსენებთ, რომ „ტულუზასთან“ მატჩის შემდეგ სანაკრებო პაუზა მოდის და საქართველოს ნაკრებს ორი შეხვედრა ელის. 4 სექტემბერს, „ჯვაროსნები“ თურქეთს დაუპირისპირდებიან, 7-ში კი ბულგარეთს ეთამაშებიან.

საქართველოს ნაკრები

სპორტი 27 აგვ 11:34

ვილი სანიოლმა თურქეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი პირველი სექტემბრიდან თბილისში შეიკრიბება. საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის საწყის ორ ტურში საკუთარ მოედანზე თურქეთისა და ბულგარეთის ნაკრებებს უმასპინძლებს.მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის ორი დებიუტანტია - 21 წლამდე ნაკრების ყოფილი წევრები, ფრანგული „მეცის“ ფეხბურთელი გიორგი აბუაშვილი და პორტუგალიური „ეშტორილის“ ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაქაბი-ნეთანია, ისრაელი)ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნი-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი, საფრანგეთი).

ფენ შუი

საზოგადოება 25 აგვ 20:52

რომელ თითზე უნდა ვატაროთ ბეჭედი, რომ სიყვარულის ენერგიები გავააქტიუროთ - ფენ-შუის რჩევები

ფენ შუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია გადაცემაში "შუადღე" საუბრობს, რომელ თითზე უნდა გაიკეთონ ადამიანებმა ბეჭედი, რომ სასიყვარულო ენერგიები გაააქტიურონ:თუ თქვენ გველის, დრაკონის, კურდღლისა და ვეფხვის წელს დაიბადეთ და ქორწინების ბეჭედი არათითზე გიკეთიათ, გსურთ, რომ სიყვარული მოიზიდოთ და ურთიერთობებში მეტი ჰარმონია შეიტანოთ, გირჩევთ, რომ ერთი ბეჭედი საჩვენებელ თითზეც დაიმატოთ. ეს თქვენს ენერგიას კიდევ უფრო მეტად გაააქტიურებს. გველების, დრაკონების, კურდღლებისა და ვეფხვების სიყვარულის ენერგეტიკული ცენტრი საჩვენებელ თითზე მდებარეობს. თუ თქვენ ცხენისა და ხარის წელს ხართ დაბადებული, მაშინ აუცილებელია, ბეჭედი შუა თითზე გეკეთოთ. გარდა იმისა, რომ არათითზე გიკეთიათ, შუა თითზეც აუცილებლად გაიკეთეთ.თუ თქვენ თხისა და ვირთხის წელს ხართ დაბადებული, მაშინ თქვენი სასიყვარულო ცენტრი ხელის მტევანზე გახლავთ არათითი, რომელზეც შეგიძლიათ, ბეჭედი გაიკეთოთ.თუ თქვენ მაიმუნის, მამლის, ძაღლისა და ტახის წელს ხართ დაბადებული, მაშინ თქვენი სასიყვარულო ცენტრი ნეკა თითზე მდებარეობს და აუცილებლად ნეკა თითზეც დაიმატეთ პატარა ბეჭედი.თუ თქვენ ამას ხშირად გააკეთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სასიყვარულო ენერგიას გაააქტიურებთ. 

damarcxeba

სპორტი 24 აგვ 9:21

მიქაუტაძის „ლიონმა“ აბუაშვილისა და წიტაიშვილის „მეცი“ დაამარცხა

უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთის ლიგა 1-ში – მოედანზე ერთდროულად სამი ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდა „ლიონისა“ და „მეცის“ დაპირისპირებაში, რომელიც მასპინძლებმა 3:0 მოიგეს.„ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გიორგი მიქაუტაძემ ითამაშა, ხოლო სტუმართა შორის ასპარეზობდნენ გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი. ორივე მათგანი 62-ე წუთზე შეცვალეს. აბუაშვილმა ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა.„ლიონმა“ პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა – 25-ე წუთზე ანგარიში მალიკ ფოფანამ გახსნა, ხუთ წუთში კი კორენტინ ტოლისომ სტუმართა კარი მეორედ აიღო. საბოლოო შედეგი 83-ე წუთზე ადამ კარაბეცმა დააფიქსირა. მიქაუტაძეს სეზონში მეორე გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა 76-ე წუთზე მეკარემ სტუმრები გადაარჩინა. ორი ტურის შემდეგ „ლიონს“ ექვსი ქულა აქვს და, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენჟერმენთან“ ერთად, ლიგა 1-ის ლიდერია

„კვარაცხელია შიმშილის ქართული განმარტებაა“ - ფრანგული მედიის გამოხმაურება

სპორტი 23 აგვ 6:10

„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ში მეორე მატჩიც მოიგო - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის გამო თამაში გამოტოვა

„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში „ანჟერი“ 1:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში გამოტოვა, მას კუნთის მცირე ტრავმა აქვს.„პსჟ“-მა 6 ქულა დააგროვა და გათამაშების ლიდერია. ხვიჩა კვარაცხელია კი გუნდს, სავარაუდოდ, შემდეგ ტურში დაუბრუნდება.

ნო

ტაბლოიდი 22 აგვ 15:27

როგორ აღნიშნეს კვარამ და ნიცამ შვილის იუბილე - კადრები

ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ვაჟი, დამიანე იუბილარი იყო. მას 1 წელი შეუსრულდა. კვარამ და ნიცამ კადრები სოციალურ ქსელში გამომწერებს გაუზიარეს.

კვარა

სპორტი 22 აგვ 9:48

ხვიჩა კვარაცხელია ანჟერთან მატჩს გამოტოვებს - ნახეთ, მიზეზი

Geo Team-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს წინა კუნთზე მცირე დისკომფორტი ჰქონდა, თუმცა საგანგაშო არაფერია - მატჩის შემდგომ პსჟ-ს 2-დღიანი დასვენება ექნება და ორშაბათიდან კვარა გუნდთან ერთად ვარჯიშს სრული დატვირთვით დაიწყებს.იმის ფონზე, რომ კლუბმა წინასასეზონო შეკრება ვერ გაიარა, პსჟ-ს არ სურს არანაირი რისკი ფეხბურთელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გრძელი სეზონის ფონზე.სამწვრთნელო შტაბმა ხვიჩა კვარაცხელიას ანჟერთან დასვენების გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.

კახა კალაძე  ლევან კობიაშვილი

დედაქალაქი 21 აგვ 17:11

ჩვენ არათუ ვქმნით ახალ პროექტებს, არამედ ვიბრუნებთ წლების წინ გასხვისებულ სპორტულ სივრცეებს და რეკრეაციულ არეალებს, რადგან ეს ყველაფერი ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისაა - კახა კალაძე

დიღმის მასივში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი საფეხბურთო ცენტრი „ავაზა“ გაიხსნა.ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაესწრო.დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას ცენტრალურ ხელისუფლებასა და პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.„მიხარია, რომ კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატა ჩვენს დედაქალაქს. რამდენიმე წლის წინ საზოგადოებას დავპირდით, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული კომპლექსი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რეალურად შევცვალეთ ის მავნე დამოკიდებულება, რაც 2012 წლამდე იყო სპორტის, ქართული ფეხბურთის, რეკრეაციული სივრცეების მიმართ. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ არათუ ვქმნით ახალ პროექტებს, არამედ ვიბრუნებთ წლების წინ გასხვისებულ სპორტულ სივრცეებს და რეკრეაციულ არეალებს, რადგან ეს ყველაფერი არის ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების.დარწმუნებული ვარ, ეს კონკრეტული საფეხბურთო მოედანი გაზრდის ძალიან ბევრ ვარსკვლავს, ისეთებს, როგორებიც იყვნენ: ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, არველაძეები, ხვიჩა კვარაცხელია და ბევრი სხვა. ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ფეხბურთის ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობით, იმ მნიშვნელოვანი პროგრამების გამოყენებით, რომლებიც ფიფა-ს და უეფა-ს აქვს, შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა სპორტისთვის. მერწმუნეთ, მომდევნო წლების განმავლობაში, ბევრ კიდევ ასეთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.აღნიშნული ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში არსებობდა, თბილისის მერიამ მუნიციპალიტეტს დაუბრუნა და 2022 წელს ფეხბურთის ფედერაციას საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადასცა.კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო სტანდარტული და მინი მოედნები ტრიბუნითა და განათებით. ასევე, აშენდა ადმინისტრაციული კორპუსი გასახდელებით. ახალი ინფრასტრუქტურის გამოყენებას ბავშვთა ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები უფასოდ შეძლებენ.პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფა-ს პროგრამა FORWARD-ისა UEFA-ს პროგრამა Hattrick-ის დაფინანსებით განხორციელდა.ღონისძიებას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი, ფიფა-სა და უეფა-ს წარმომადგენლები, ასევე, ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ. 

დამიანე

ტაბლოიდი 21 აგვ 15:38

დამიანე კვარაცხელია 1 წლის გახდა

ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ვაჟი, დამიანე იუბილარია. მას 1 წელი შეუსრულდა. „ჩემი სიხარული 1 წლისაა!!  გილოცავ ბებოს გულო!!“ - დაწერა მაკა ლუკავამ.ცნობისთვის, დამიანე კვარაცხელია ჩაჩავაში დაიბადა. იმ დროს, „ნაპოლიმ“ გუნდის ლიდერს, ამ საპატიო მიზეზით, საქართველოში გამგზავრების უფლება დართო, რათა პირველი შვილის დაბადებას დასწრებოდა.

გგ

faceამბები 20 აგვ 7:27

ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯანო ანანიძეს ოჯახური შეკრება

ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ჯანო ანანიძემ მეუღლეებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს.ფოტო მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში და უამრავი გულთბილი კომენტარი დაიმსახურა.„ორი ლეგენდა“ „თვენ გენაცვალეთ“,- წერენ კომენტარებში. 

კვარა პსჟ

სპორტი 14 აგვ 18:08

„ვნანობ, რომ ხვიჩა კვარაცხელია არ ავიყვანეთ“ - „ინტერის“ სპორტული დირექტორი

ხვიჩა კვარაცხელიას დამატების შანსით ვერ ვისარგებლეთ და ამას ვნანობ, – ამის შესახებ „ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა, პიერო აუსილიომ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში განაცხადა.50 წლის პიერო აუსილიო „ინტერში“ 1998 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს, მათ შორის ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში – სპორტული დირექტორის პოსტზე.„ყველაზე მეტად ვამაყობ მატეო კოვაჩიჩისა და მარსელო ბროზოვიჩის ტრანსფერებით, რომლებიც მარკო ბრანკას ყოფნის დროს ავირჩიეთ. ასევე, ანდრე ონანას გარიგებით, რომელიც უფასოდ დავიმატეთ და ერთი წლის შემდეგ 55 მილიონ ევროდ გავყიდეთ. რა თქმა უნდა, ამ სიაში დავასახელებ ლაუტარო მარტინესს, იან ბისეკს და მარკუს ტურამს.მაგრამ, გარკვეული სინანული მაინც დამრჩა ფეხბურთელზე, რომელმაც თავისი კვალი უკვე დატოვა „ნაპოლისა“ და „პარი სენ-ჟერმენში“. კვარაცხელია იტალიის ბევრ დიდ კლუბს შესთავაზეს, ასე რომ, ეს მხოლოდ ჩემი შეცდომა არ იყო.რატომ გახდა მისი აყვანა პრობლემა? ჩვენ 3-5-2 სქემით ვთამაშობდით, ხოლო ის 4-3-3 სქემაზე იყო მორგებული, ამიტომ ვერ გავბედეთ. მე კი გუნდის ჩამოყალიბებისას მწვრთნელის იდეებს პატივს ვცემ“, – განაცხადა „ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა.1TVSPORT