ჰაკიმი კვარა

Crystalsport 1779361895

„გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია“ - ჰაკიმიმ კვარაზე ისაუბრა

პსჟ-ს მარჯვენა მცველმა, აშრაფ ჰაკიმიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდში მისი ყოფნით ბედნიერია.  ჟურნალისტის კითხვაზე, იმსახურებს თუ არა ქართველი ზედმეტსახელს - „კვარადონას“, ჰაკიმიმ ასეთი პასუხი გასცა:  „მან ნეაპოლში დაუჯერებელი წლები გაატარა და ახლა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. აქ მოსვლის დღიდანვე გახდა ჩვენი...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

დუე კვარა

Crystalsport 1779361764

„ვარჯიშებზეც და თამაშებშიც მუდამ მაოცებს“ - დუემ კვარაზე ისაუბრა

გუშინ, „პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მედია-დღე ჰქონდა, სადაც გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა, მათ შორის დეზირე დუემ „არსენალთან“ მატჩის შესახებ ისაუბრეს.  ფრანგ შემტევს მისაბაძი მაგალითების შესახებ ჰკითხეს, რა დროსაც ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე და ბრედლი ბარკოლა გამოარჩია:  „ჩემი მისაბაძი მაგალითები? ყველა ამ გუნდშია: თავდამსხმელები, რომლებიც ჩემ გვერდით არიან და ასევე რამდენიმე ფეხბურთელი სხვა პოზიციებზე. მაგრამ, როცა იმის ბედნიერება მაქვს, რომ უსმანთან, ბარკოლასთან და კვარაცხელიასთან ერთად ვითამაშო... ისინი არაჩვეულებრივი ფეხბურთელები არიან. და გულწრფელად რომ ვთქვა, მათი ყოველდღიურად ხილვა ერთი დიდი სიამოვნებაა.“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარაცხელია

Crystalsport 1779274800

„ანალიტიკოსს სულ ვთხოვ კვარას ვიდეოები გამომიგზავნოს“ | ჯონათან როუს კომენტარი

„ბოლონიას“ ინგლისელმა გარემარბმა, ჯონათან როუმ The Athletic-ს ინტერვიუ მისცა. 23 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელშიც მისი საყვარელი კლუბი, „არსენალი“ „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება.როუმ ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და განაცხადა, რომ საკუთარ ანალიტიკოსს გამუდმებით სთხოვს, „კვარას“ ვიდეოები გაუგზავნოს.„რა თქმა უნდა, მინდა, „არსენალმა“ მოიგოს, მაგრამ ასევე მსურს, „პარი სენ-ჟერმენისგან“ ბრწყინვალე თამაში ვნახო. პსჟ-ის შემტევი ტრიო — დემბელე, დუე, კვარაცხელია... სამივე მათგანი გადაწყვეტილების სწრაფად მიღების საოცარი უნარით გამოირჩევა...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

გავი

სპორტი 1779274715

ნიკო უილიამსი ახლო მეგობარია, ვინისიუსი საოცარია, მაგრამ კვარაცხელიას ვირჩევ, ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა - გავი

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელ გავის გამორჩეული ფლანგის შემტევების შედარება სთხოვეს და მან ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. მისი ბლიც-ინტერვიუ „მუნდო დეპორტივოსში“ გამოყვეყნდა.თუცა, საბოლოოდ, ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ვარსკვლავმა საქართველოს ნაკრების ქართველ შემტევზე წინ უსმან დემბელე და ლამინ იამალი დააყენა.– ხვიჩა კვარაცხელია თუ ადემოლა ლუკმენი?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ალეხანდრო გარნაჩო?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ლუის დიასი?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ჯამალ მუსიალა?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ენტონი გორდონი?– კვარაცხელია.-კვარაცხელია თუ ნიკო უილიამსი?– ნიკო ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, მაგრამ კვარაცხელია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, ასე რომ კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ვინისიუს ჯუნიორი?– ჰმ… კვარაცხელია. მიუხედავად იმისა, რომ ვინისიუსი საოცარია, კვარაცხელიას ვირჩევ, რადგან ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა.– კვარაცხელია თუ ბუკაიო საკა?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ დეზირე დუე?– კვარაცხელია.– კვარაცხელია თუ ჟოაო პედრო?– კვარაცხელია.-კვარაცხელია თუ უსმან დემბელე?– დემბელე.– დემბელე თუ ლამინ იამალი?– ვერ ვარჩევ – ორივეს.

ნაკრები

სპორტი 1779267168

ვილი სანიოლმა ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 25 მაისს დაიწყებს.ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი ორ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს. 5 ივნისს, ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – ნიდერლანდული ექსელსიორის 22 წლის ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი.საქართველოს ნაკრების შემადგენლობამეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო)ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი)მატჩების განრიგი2 ივნისი, 21:00 | საქართველო – რუმინეთი5 ივნისი, 20:00 | საქართველო – ბაჰრეინი

ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი 1779176465

კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც ბოლო წლებში მინახავს - რეი პარლორი

ხვიჩა კვარაცხელია ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და 30 მაისს, პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მისი ფაქტორი მაფიქრებს, მაგრამ, იმედია, „არსენალის“ მწვრთნელი, მიკელ არტეტა მის შესაჩერებლად ეფექტურ ტაქტიკას მოიფიქრებს – ამის შესახებ Goal.com-თან ინტერვიუში ლონდონური კლუბის ლეგენდამ, რეი პარლორმა განაცხადა.პარლორი ლონდონურ კლუბში 1992-2004 წლებში თამაშობდა, „მეთოფეთა“ ფორმით 339 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. 1999-2000 წლებში ინგლისის ნაკრებში 10 მატჩი ჩაატარა.„ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე „არსენალს“ ტრავმების გამო მარჯვენა მცველებიმ, იურიენ ტიმბერი და ბენ უაითი ვერ დაეხმარებიან. როგორ უნდა გაუმკლავდნენ „მეთოფეები“ ამ პრობლემას, როდესაც მათ წინააღმდეგ კვარაცხელია ითამაშებს? ჩემთვის ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც ბოლო წლებში მინახავს. ამიტომ მისი ფაქტორი მაშფოთებს.მარჯვენა მცველად ვინც არ უნდა ითამაშოს, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ის შეტევაში ხშირად ვერ წავა, რადგან კვარაცხელიას წინააღმდეგ უფრო დაცვითი ფუნქციების შესრულება მოუწევს იმის გათვალისწინებით, რომ იციან, ქართველ თავდამსხმელს რისი გაკეთება შეუძლია. „არსენალი“ შეტევაში კარგად გამოიყურება, კონტრშეტევებზეც კარგად გადადის, დარწმუნებული ვარ, მიკელ არტეტა ფრანგების წინააღმდეგ ეფექტურ ტაქტიკას გამოიყენებს“.

კვარაცხელია

Crystalsport 1779023940

„ჩრდილიდან საჭირო მომენტში გამოვიდა“ - Le Parisien ხვიჩას თამაშზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025/26 წლების სეზონის დასკვნით მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ პარიზულ დერბიში „პარიზს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. ლუის ენრიკეს გუნდი 55-ე წუთზე ბარკოლას მიერ გატანილი გოლით 1:0 იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში მეტოქისგან 2 უპასუხო ბურთი გაუშვა.რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 58 წუთი გაატარა. ხვიჩა ჩვეულად აქტიური არ ყოფილა, თუმცა „სენ-ჟერმენის“ გოლის ეპიზოდში თავისი წვლილი მაინც შეიტანა და პრე-ასისტი შეასრულა.შეხვედრის დასრულების შემდეგ პარიზულმა გამოცემა Le Parisien-მა ხვიჩას თამაში შეაფასა:განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარაცხელია

Crystalsport 1778954880

თორნიკე კვარაცხელიას დებიუტი - დინამომ იბერია 1999 დაამარცხა

Crystalbet ეროვნული ლიგის მორიგ ტურში თბილისის დინამომ იბერია 1999-ს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. თემურ ქეცბაიას გუნდის გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ლეგიონერებმა შეიტანეს.ანგარიში 33-ე წუთზე დონკორმა გახსნა, რასაც 45-ე წუტზე იორომ უპასუხა და მატჩის საბოლოო შედეგი 2:0 დააფიქსირა.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/84279-tornike-kvaratskhelias-debiuti---dinamom-iberia-1999-daamartskha 

კვარა

Crystalsport 1778954820

კასანო: მუნდიალი რომ არა, ოქროს ბურთს იმსახურებს - კვარას ყველაფერი შეუძლია

ანტონიო კასანომ Twitch-ის პოდკასტში „Viva el Futbol“, სადაც მისი თანაწამყვანები დანიელე ადანი და ნიკოლა ვენტოლა არიან, რაფაელ ლეაუ კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა. ამ კონტექსტში მან ხვიჩა კვარაცხელია ახსენა და ის უმაღლესი დონის, შედეგიანი მოთამაშის მაგალითად მოიყვანა.„ამ მომენტში რომ მომიწიოს არჩევანის გაკეთება კვარასა და ლუკმანს შორის, თვალდახუჭული ავირჩევდი ნებისმიერს, რადგან ორივე მათგანი შედეგიანობის დიდ გარანტიას მომცემდა. მაგრამ თუ მაინცდამაინც მცირე უპირატესობა უნდა მივანიჭო ერთ-ერთს, მაშინ ჩემს ხმას კვარას მივცემდი, რადგან ყველას ნამდვილად არ შეუძლია იმის გაკეთება, რაც მან სერია A-ში თავის პირველივე წელს შეძლო”.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/84266-kasano-mundiali-rom-ara-okros-burts-imsakhurebs---kvaras-qvelaperi-sheudzlia 

ბუდუ

Crystalsport 1778874283

მენტალიტეტი, მაინცთან მატჩი, კვარა და ბაიერნთან დუბლი | ბუდუს ინტერვიუ

 „ჰაიდენჰაიმის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ, ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა. ზივზივაძემ „მაინცთან“ მოახლოებულ შეხვედრაზე, „ბაიერნთან“ გამართულ მატჩსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.„კვირიდან კვირამდე პოზიტიურად ვფიქრობდით. კონცენტრირებულები ვართ ჩვენს მატჩებზე, ჩვენს შეხვედრებში გამარჯვებაზე, თითოეული ბრძოლის მოგებაზე და, ვფიქრობ, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ჯერ არ გავვარდნილვართ და ბუნდესლიგაში დარჩენის შანსს ვინარჩუნებთ“.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/84244-mentaliteti-maintstan-matchi-kvara-da-baierntan-dubli--budus-interviu 

კვარა

Crystalsport 1778874162

„ლიგა 1 არ აინტერესებს, მაგრამ მისი გაკრიტიკება შეუძლებელია“ - რიოლო კვარაზე 

ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ში ნაჩვენებ თამაშზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და პარალელი ჩემპიონთა ლიგაზე მის შედეგიან გამოსვლასთან გაავლო.„ლანსის წინააღმდეგ პსჟ სუსტად გამოიყურებოდა, რადგან შემადგენლობა საგრძნობლად იყო შეცვლილი. ლანსმაც რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე სათადარიგოთა სკამზე დატოვა, მაგრამ გუნდები თანაბრად თამაშობდნენ. ანგარიში მაინცდამაინც არ ასახავს ძალთა იმ ბალანსს, რაც მოედანზე ვიხილეთ. გარდა ამისა, ფაქტია, რომ პსჟ-ს ჰყავს გარკვეული საერთაშორისო კლასის მოთამაშეები, რაც მათ ბურთის დაბრუნების შემდეგ კარგი მომენტების შექმნის საშუალებას აძლევთ. და თავდამსხმელი, რომელიც მანამდე ცუდად გამოიყურებოდა, რადგან ლიგა 1 აშკარად საერთოდ არ აინტერესებდა – კვარაცხელიაზე ვსაუბრობ, ეს ბიჭი მაინც საოცრებაა.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/84238-liga-1-ar-ainteresebs-magram-misi-gakritikeba-sheudzlebelia---riolo-kvaraze 

კვარაცხელია

Crystalsport 1778592948

„არსენალი კვარაცხელიაზე ოცნებობს“ - ინგლისელი ჟურნალისტი

ლონდონის „არსენალი“ მარცხენა გარემარბის პოზიციის გაძლიერებაზე მუშაობს და ზაფხულში ამ მიმართულებით დიდი თანხის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი წერს.  მისი ინფორმაციით, დიდია იმის ალბათობა, რომ ზაფხულში „მეთოფეები“ გაბრიელ მარტინელის ან ლეანდრო ტროსარს დაემშვიდობებიან. არაა გამორიცხული ორივე ზემოხსენებული გარემარბის ტრანსფერიც.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე