ანი ყიფშიძე

საზოგადოება 1776541334

„ის არის ჩემი მეფე, მე მისი დედოფალი“ - ანი ყიფშიძე გათხოვდა

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილის და ნახევარ-ფინალსიტის ანი ყიფშიძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია. როგორც „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, ეს კი მეორე ნახევრის დამსახურებაა.   - ანი, გვიამბე შენს მეორე ნახევარზე, როგორი სიყვარულის ისტორია გაქვთ?- ჩვენი სიყვარულის ისტორია მაშინ დაიწყო, როცა „პრაიმ ჰაუსი“ დამთავრდა. ეს ადამიანი ყველანაირი გზით ცდილობდა, რომ ჩემამდე მოსულიყო და როცა გინდა, ყოველთვის გამოგდის.გადავეკვეთეთ ერთმანეთს. თავიდან თვალები მომეწონა. მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ძალიან მაგარ ადამიანთან მქონდა საქმე.- როგორ გაიცანით ერთმანეთი, პირველი შეხვედრა გაიხსენე...- სოციალურ ქსელში მომწერა, მომესალმა, როგორ ხარო. ვუთხარი, რომ ცუდ ხასიათზე ვიყავი. როგორ შეიძლება ცუდ ხასიათზე ყოფნა, შენი სახლი ვიცი, აქვე ვარ და მოვალო. ჩემს უბანში მოვიდა, მაგრად გამოპრანჭული, თვალებციმციმა... იმ დღის შემდეგ ასე მოვდივართ... პრინცმა მომაკითხა, რაშზე ამხედრებულმა. (იცინის).- მის სახელსა და გვარს სოცქსელებში არ ავრცელებ. ქართველია?- კი, ქართველია. სამჭიდში საქართველოს რამდენიმე გზის ჩემპიონია. ცხოვრებაში, სპორტის მიმართულება აქვს არჩეული. ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობს, ვფიქრობ, დედამიწაზე ყველაზე პატიოსანი, ყველაზე კეთილი ადამიანია. ეს ადამიანი ზუსტად იმ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა მართლა აღარაფერი მაინტერესებდა. რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ღმერთმა გამომიგზავნა...- როგორი ურთიერთობა აქვს შენს შვილთან, ნატალისთან?- სადაც და ვისთან ერთადაც უნდა ვიცხოვრო, ჩემი შვილი ნომერ პირველი იქნება. ნატალისთან რომ ჰქონდა კარგი დამოკიდებულება, ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა. იმდენად გახსნილი, თბილი ურთიერთობა აქვთ, რომ ხანდახან მგონია, ჩემი შვილის ბიოლოგიური მამა ეს არის-მეთქი. ყურადღებას არ აკლებს, ისე ზრუნავს, როგორც საკუთარი მამა იზრუნებდა მასზე. რამე თუ სტკივა, ესეც განიცდის, რამეს თუ დააშავებს, შენიშვნას მისცემს, ოღონდ სწორად, როგორც საკუთარ შვილს. სამომავლოდ ვაპირებთ, რომ საერთო შვილი ჩვენც გვყავდეს...- მას თუ ჰყავს შვილი?- მასაც ჰყავს შვილი და იდეალური ურთიერთობა გვაქვს მასთან მეც და ნატალისაც.- რამდენი ხანია ერთად ცხოვრობთ?- დაახლოებით, 8 თვეა. შეყვარებულობიდან - წელიწადი და 2 თვეა გასული... - ქორწილსაც ხომ არ გეგმავთ?- ჯერჯერობით, ამაზე არ ვფიქრობ. სამომავლოდ შეიძლება, მაგრამ ახლა ჩემს ცხოვრებაში სხვა ეტაპია დაწყებული. ხომ იცით, როგორი ადამიანის გვერდითაც ხარ, შენც ისეთი ხდებიო. სპორტის გზას მეც გავყევი, ფიტნეს ინსტრუქტორი გავხდი. „პრო ფიტნესს“ აქვს 6 ფილიალი, ნებისმიერ ფილიალში იდეალური და უმაგრესი ინსტრუქტორები გვყავს. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შემოტრიალდა. ზუსტად ისე მოხდა, როგორც ზღაპრებში. რაც მთავარია, გვერდით მყავს ადამიანი, რომელსაც მართლა ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ.- აქტიურად გადევნებდა „პრაიმ ჰაუსში“ თვალს, გგულშემატკივრობდა?- სხვათა შორის, ერთხელ მითხრა, ერთადერთი, რის გამოც ვუყურებდი მაგ პროექტს, შენ იყავიო. სულ გულში მქონდა ფიქრები, დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთ დღეს ჩემი გახდებოდიო. - სხვადასხვა ჭორს გიგორებენ... - ამბობენ, რომ ცოტა დრო გავა და მომკლავს, კესარია აბრამიძის გზას გავუყვები. ეტყობა, თვითონ არიან მოძალადეები. რატომ უნდა მომკლას ადამიანმა, რომელსაც ვუყვარვარ? რატომ უნდა უნდოდეს ჩემი დაჩაგვრა და ცემა? ჩემი საყვარელი ადამიანი ქალებს არ ურტყამს...- რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც ნეგატიურად ეხმაურებიან თქვენს ურთიერთობას და ღვარძლიან კომენტარებს წერენ?- ვინც ცუდ კომენტარებს გვიწერს, გვწყევლის და ცუდ აზრებს ავრცელებს ჩვენს მიმართ, ვეტყვი, რომ დეპეშა აღარ მიდის, თქვენი სიტყვები რომ მოდიოდეს ჩვენამდე (იცინის).

ჯავახა და მარიამი

ტაბლოიდი 1771960283

VIDEO: „ჰაუსში“ გამარჯვების შემდეგ, ჯავახა მარიამთან ერთად პარიზში მოგზაურობს

„რუსთავი 2-ის“ რეალითი შოუს „ჰაუსის“ გამარჯვებული 21 თებერვალს გამოვლინდა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, პროექტი ჯავახამ მოიგო.გამარჯვებულმა ტელეკომპანიისგან 40 ათასი ლარი მიიღო.გამარჯვების შემდეგ ჯავახა მარიამთან ერთად საფრანგეთში მოგზაურობს. მარიამი ჰაუსის ერთ-ერთი მონაწილე იყო, წყვილს შორის სასიყვარულო ურთიერთობა პროექტშივე დაიწყო. მარიამს პროექტის დატოვება ფინალამდე ცოტა ხნით ადრე მოუწია.პარიზული არდადეგების ამსახველ კადრები მარიამმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

 ვალერი ზალუჟნი

მსოფლიო 1771860605

უსაფრთხოების ახალი სისტემა თუ არ შეიქმნება, უკრაინა შესაძლოა, კვლავ ახალი ომის წინაშე აღმოჩნდეს - ვალერი ზალუჟნი

გლობალურ მოთამაშეებს შორის არ არსებობს ძალა, რომელიც ომს დამოუკიდებლად დაასრულებს, – ამის შესახებ განცხადება დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა და უკრაინის შეიარაღებულ ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ლონდონში, საერთაშორისო ურთიერთობები სამეფო ინსტიტუტში „ჩეთემ ჰაუსში“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.ზალუჟნი გამოდის მოწოდებით, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი გლობალურ კონფლიქტად განიხილონ. მისივე თქმით, თუ არ შეიქმნება უსაფრთხოების ახალი სისტემა, უკრაინა შესაძლოა, კვლავ ახალი ომის წინაშე აღმოჩნდეს.„მოდი, სიმართლე ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ 2023 წლის დეკემბრიდან ეს უკვე აღარ არის კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის. ეს უკვე არის გლობალური პრობლემა. გლობალური პრობლემა კი მოითხოვს გლობალურ გადაწყვეტას. რას ნიშნავს ეს? უნდა მოიძებნოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ შორეულ ან ახლო მომავალში, ვთქვათ შემდეგი 100 წლის განმავლობაში, რუსეთს არ მისცემს საშუალებას, ახალი ომი დაიწყოს ჩვენ წინააღმდეგ“, – თქვა ზალუჟნიმ.მისივე თქმით, დღეს საერთშორისო ასპარეზზე არც ერთი გლობალური მოთამაშე არ არის მზად ასეთი გადაწყვეტილებების რეალიზაციისთვის.„ბევრ მათგანს აქვს ბირთვული იარაღი, თუმცა არ ჰყავს სამხედროები, რომლებიც მზად იქნებიან წინა ხაზზე საბრძოლველად. ზოგიერთებს აქვს რესურსი, თუმცა არ შეუძლიათ სათანადო რაოდენობით იარაღის წარმოება“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა უფროსმა.„ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ომი შეიძლება, ახლა შეწყდეს, მაგრამ ეს არასაკმარისია. თუ ომი დასრულდება, მაგრამ არ შეიქმნება უსაფრთხოების ახალი სისტემა, ეს მიგვიყვანს ახალ ომამდე“, – თქვა ზალუჟნიმ.

ჯავახა

ტაბლოიდი 1771617969

ჯავახას პირველი კომენტარი „ჰაუსში“ გამარჯვების შემდეგ

„რუსთავი 2-ის“ რეალითი შოუს „ჰაუსის“ გამარჯვებული გამოვლინდა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, პროექტი ჯავახამ მოიგო.გამარჯვებისთვის, ფინალში 3 მონაწილე, ჯავახა, ორი მუზა და ლელუ იბრძოდნენ.გთავაზობთ ჯავახას პირველ კომენტარს:„დაუჯერებელია, არ მჯერა! 21 წლის ბიჭმა იმდენი შევძელი სამი თვის განმავლობაში. ეს ყველა თქვენგანის დამსახურებაა. ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩემ გულშემატკივარს, ვინც ერთი ზარიც კი გამოუშვა“, - განაცხადა ჯავახამ. „ჰაუსის“ გამარჯვებული „რუსთავი 2-სგან“ 40 ათას ლარს მიიღებს.

ფინალისტები

ტაბლოიდი 1771341342

„გამოეთიშებით ფინალს...“ - საგანგებო გაფრთხილება „ჰაუსის“ მონაწილეებს

„რუსთავი 2-ის“ რეალით შოუ „ჰაუსში“ წამყვანი, მალხაზ ქვრივიშვილი შევიდა. როგორც ჩანს, ფინალისტებმა ისეთი რამ ჩაიდინეს, რასაც პროექტის მხრიდან გაფრთხილება მოჰყვა. რა მოხდა „ჰაუსში“ და ვინ შეიძლება გამოეთიშოს ფინალს, ამას მაყურებელი დღევანდელ ეპიზოდში იხილავს. შეგახსენებთ, რეალით შოუში გამარჯვებისთვის სამი ფინალისტი: 2 მუზა, ჯავახა და ლელუ იბრძვის.

ჰაუსი 2

ტაბლოიდი 1771012806

ფინალისტების გამოვლენის შემდეგ, „ჰაუსმა“ განცხადება გაავრცელა

„რუსთავი 2-ის“ რეალით შოუ „ჰაუსში“ 3 ფინალისტი გამოვლინდა. პროექტში გამარჯვებისთვის ბრძოლას, ჯავახა, ორი მუზა და ლელუ გააგრძელებენ.„ჰაუსი“ ანამ და დავითმა დატოვეს. 5 ნახევარ ფინალისტიდან, ფინალში 3 მონაწილე მაყურებლის გადაწყვეტილებით მოხვდა.სამი ფინალისტის გამოვლენის შემდეგ „ჰაუსმა“ განცხადება გაავრცელა. პროექტის გადაწყვეტილებით, ფინალისტების მხარდაჭერას გულშემატკივრები მხოლოდ ფასიანი ზარებით შეძლებენ.„ფინალში მიიღება მხოლოდ ფასიანი ზარები, რაც ნიშნავს იმას, რომ მესინჯერით ხის მიცემა ფინალში არ იქნება“, - განაცხადა „ჰაუსის“ წამყვანმა ნუკა მარგველაშვილმა.

მონაწილეები

ტაბლოიდი 1771010772

„ჰაუსში“ 3 ფინალისტი გამოვლინდა

„რუსთავი 2-ის“ რეალით შოუ „ჰაუსში“ 3 ფინალისტი გამოვლინდა. პროექტში გამარჯვებისთვის ბრძოლას, ჯავახა, ორი მუზა და ლელუ გააგრძელებენ. „ჰაუსი“ ანამ და დავითმა დატოვეს.ცნობისთვის, 5 ნახევარ ფინალისტიდან, ფინალში 3 მონაწილე მაყურებლის გადაწყვეტილებით მოხვდა.

ჰაუსის წამყვანი

ტაბლოიდი 1770998530

დღეს „ჰაუსში“ 3 ფინალისტი გამოვლინდება! - რა კადრებს აქვეყნებს პროექტი

„რუსთავი 2-ის“ რეალითი შოუ „ჰაუსი“ კულმინაციას უახლოვდება. დღეს პირდაპირ ეთერში 3 ფინალისტი გამოვლინდება. ნახევარფინალში ერთმანეთს უპირისპირდებიან: ორი მუზა, დავითი, ჯავახა, ლელუ და ანა. პირდაპირი ეთერი დღეს, 22:00 საათზე დაიწყება.ნახეთ, ვიდეო:

ჰაუსი 2

ტაბლოიდი 1770833309

LIVE: რა ხდება ამ წუთებში „ჰაუსში“

რეალითი შოუ „ჰაუსი“ ამჯერად პირდაპირ ეთერში განსხვავებული ამბებით გადის.ქართული ცეკვა, მუსიკა და გართობა - მონაწილეები დროს სასიამოვნოდ ატარებენ. თვალი ადევნეთ პირდაპირ ეთერს 👇

გოგოები ჰაუსში

ტაბლოიდი 1770743360

მორიგი მწვავე დაპირისპირება „ჰაუსში!“ - პროექტი კადრებს ავრცელებს

„ჰაუსში“ ვითარება ძალიან დაიძაბა. ერთმანეთს ლელუ და მუზები ისევ დაუპირისპირდნენ. რა მოხდა რეალით შოუში, ამას მაყურებელი ვრცლად დღეს, 23:00 საათზე იხილავს.ნახეთ, კადრები:

დავითი

ტაბლოიდი 1770406309

დავითის პირველი კომენტარი „ჰაუსში“ დარჩენის შემდეგ

„რუსთავი 2-ის“ რეალით შოუს დღეს კიდევ ერთი მონაწილე გამოეთიშა. „ჰაუსი“ ლაშამ დატოვა.მაყურებლის გადაწყვეტილებით, ხმის ლიდერი ორი მუზა გახდა, პროექტმა კი დავითი გადაარჩინა.გთავაზობთ დავითის პირველ კომენტარს:„მუზები ძლიერი მონაწილეები არიან, ძალიან დიდი აუდიტორია ჰყავთ და გაოგნებული არ ვიყავი მათი შედეგით. რაც შემეხება მე, ჩემ ძალებში დარწმუნებული ვიყავი და საბრძოლო განწყობაზე ვარ. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩემ გულშემატკივარს, ბრძოლას ვაგრძელებთ, აქ არაფერი დასრულებულა. წინ კიდევ ბევრი გველის, შემდეგ ბრძოლაში გამოჩნდება, ვინ არის უფრო ძლიერი“, - განაცხადა დავითმა.ასევე ნახეთ:ლაშას პირველი კომენტარი „ჰაუსის“ დატოვების შემდეგმუზების პირველი კომენტარი „ჰაუსში“ დარჩენის შემდეგ

ლაშა

ტაბლოიდი 1770405967

ლაშას პირველი კომენტარი „ჰაუსის“ დატოვების შემდეგ

„რუსთავი 2-ის“ რეალით შოუს დღეს კიდევ ერთი მონაწილე გამოეთიშა. „ჰაუსი“ ლაშამ დატოვა.მაყურებლის გადაწყვეტილებით, ხმის ლიდერი ორი მუზა გახდა, პროექტმა კი დავითი გადაარჩინა.გთავაზობთ ლაშას პირველ კომენტარს:„ველოდი, რომ დღეს მუზები გაიმარჯვებდნენ, რაც შეეხება დავითს, მინდა ვუსურვო წარმატება და ლელუს გამარჯვება, ჩემი აზრით, სამართლიანი უნდა იყოს გამარჯვებული“, - განაცხადა ლაშამ.ასევე ნახეთ:მუზების პირველი კომენტარი „ჰაუსში“ დარჩენის შემდეგდავითის პირველი კომენტარი „ჰაუსში“ დარჩენის შემდეგ