სვანაძე

სპორტი • 1791006573

,,მეტოქის პრესინგის გამკლავება გაგვიჭირდა", - სვანაძე მატჩის შემდეგ

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა."საერთო ჯამში, ერთი, რაც აუცილებლად აღსანიშნავია, არის მაღალი და ინტენსიური პრესინგი, რომლის გამკლავებაც ძალიან გაგვიჭირდა.სწორედ ეს იყო ყველაზე მთავარი, იმ პირველ ნახევარ საათში, რის გამოც მეტოქეს უპირატესობა ჰქონდა.ლოგიკური იყო, რომ აქცენტი მარცხენა ფლანგის დაცვაზე ექნებოდათ, რადგან ის გვყავს ხვიჩა კვარაცხელია და უკრაინასთან მატჩის შემდეგ, მეტოქის ეს ტაქტიკა იკითხებოდა.რთული სიტუაციაა, მაგრამ მომავალს იმედიანად უნდა ვუყუროთ. საქართველოს ნაკრების ჩაბარება რთულ პერიოდში მომიწია, თუმცა ყველაფერი გამოსწორდება, რადგან რამაზ სვანაძეს ჯერ არ ჰქონია სამუშაო, სადაც დასახული მიზნისთვის ვერ მიუღწევია", - განაცხადა სვანაძემ.

კვარა

სპორტი • 1790973829

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან 0:1 დამარცხდა

ერთა ლიგის B2 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში უნგრეთის ეროვნულ გუნდს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.„პუშკაშ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში რამაზ სვანაძემ წინა მატჩთან შედარებით, შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა – გიორგი ქოჩორაშვილის ნაცვლად მოედანზე ირაკლი ეგოიანი შეიყვანა.დასაწყისში მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რაც ტაბლოზე 35-ე წუთზე ასახეს. უნგრელებმა მოედნის ცენტრში ლუკა ლოჩოშვილის გადაცემა ჩაჭრეს და კონტრშეტევა მარჯვენა ფლანგზე წამოიწყეს, საჯარიმოში კი მცველებს მილოშ კერკეზმა დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.საქართველოს ნაკრები მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდა. 39-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ორჯერ სცადა გატანა, მაგრამ მეკარემ აჯობა, დამატებაზე კი ხვიჩა კვარაცხელიას მცველები გადაეფარნენ და მასპინძლები გადარჩნენ. ორიოდე წუთში კი ფლანგური გადაცემის დაგვირგვინებას ისევ მიქაუტაძე შეეცადა და მიზანს ააცილა.მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ უპირატესობას მალე ისევ მასპინძლები დაეუფლნენ და სობოსლაის, შაფერისა და ბარანის შეტევების შემდეგ, უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ჩვენმა გუნდმა ბოლოსკენ სცადა თამაშის გადარჩენა, მაგრამ სისწრაფე და იმპროვიზაცია აშკარად არ გვყოფნიდა.საბოლოოდ მძიმე სურათი მივიღეთ – საქართველოს ნაკრები 3 ტურის შემდეგ ერთი ქულით ადგილზეა და ჯერჯეროობით, გოლიც არ აქვს გატანილი.შემდეგ შეხვედრას რამაზ სვანაძის გუნდი 5 ოქტომბერს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს.

კვარა

სპორტი • 1790949049

„ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, იდეალური გარემოა გუნდში“ - ხვიჩა კვარაცხელია უნგრეთთან დაპირისპირებაზე

 დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურში, ბუდაპეშტის "პუშკაშ არენაზე" უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.შეხვედრა საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირველ ოქტომბერს ეროვნულმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში თამაშის მასპინძელ "პუშკაშ არენაზე" გამართა.შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ."სასიამოვნოა აქ დაბრუნება, იმიტომ, რომ კარგად მახსენდება ეს სტადიონი. რთულ გარემოს ველოდებით, ვიცით, რამდენად კარგი გულშემატკივრობა იციან უნგრეთში. ჯგუფში თითქმის თითოეულ გუნდს აქვს შანსი, რომ გავიდეს პირველ ადგილზე, მეორეზე. ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, იდეალური გარემოა გუნდში და ვეცდებით, რომ მაქსიმუმი ჩავდოთ მოედანზე და გავაკეთოთ ის, რაც გვინდა," - აღნიშნა კვარაცხელიამ.

მარკო როსი

სპორტი • 1790885307

„საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, თუმცა...“ - რა თქვა უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა მატჩამდე

მარკო როსიმ საქართველოსთან ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა – უნგრეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებულ დაპირისპირებაზე და მეტოქეზე ისაუბრა.„საქართველოსთან უფრო სწრაფი თამაშია საჭირო, აუცილებელია მეტი ხარისხის ჩვენება შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ ერთა ლიგის პირველი მატჩის შემდეგ მწვრთნელი შეიცვალა, მათი თამაშის სტილი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, რომლის შემადგენლობაშიც არაერთი მაღალი დონის მოთამაშეა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია – ის მოედანზე ყველა მიმართულებით თავისუფლად გადაადგილება და მის წინააღმდეგ განსაკუთრებული ყურადღება გვჭირდება. თუმცა ამ გუნდთან მოგება შეგვიძლია“.ერთა ლიგის გათამაშების მესამე ტურში უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ 2 ოქტომბერს 22:45 საათზე დაიწყება.

სანიოლი - ხვიჩა

Crystalsport • 1790451900

„ერთად ბევრი რამ გავიარეთ“ - ხვიჩა სანიოლს დაემშვიდობა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში ვილი სანიოლს ემოციური პოსტით დაემშვიდობა.„მადლობა, ვილი! ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება და ჩვენი ქვეყნის სახელი ევროპის ჩემპიონატზე გავიტანეთ, ეს შენთან ერთად მოვახერხეთ და ამ წარუშლელი ისტორიის მონაწილეები ერთად გავხდით.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/88294-ertad-bevri-ram-gaviaret---khvicha-saniols-daemshvidoba 

ბუდუ

სპორტი • 1790444620

მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის... - ბუდუ ზივზივაძე ვილი სანიოლს მიმართავს

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხბურთელი ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე ვილი სა­ნი­ოლს ემო­ცი­უ­რი პოს­ტით ემ­შვი­დო­ბე­ბა."მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც ამ ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად გა­მო­ვი­ა­რეთ. ეს იყო სა­ო­ცა­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა. მად­ლო­ბა, რომ მო­მე­ცით შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რით თა­მა­ში­სას არა­ერ­თხელ გა­მე­ხა­რე­ბი­ნა ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. თქვენ გაგ­ვიყ­ვა­ნეთ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რა­ზეც ქარ­თვე­ლე­ბი ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვოც­ნე­ბობ­დით. ამის გამო თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი, ჩემი ჩათ­ვლით, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თქვე­ნი მად­ლი­ე­რი იქ­ნე­ბა. კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის, თქვენ და თქვენს ოჯახს მო­მა­ვალ­ში მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბა­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბას გი­სურ­ვებთ," - და­წე­რა ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.ვილი სანიოლს ემოციური პოსტით ხვიჩა კვარაცხელიაც გამოემშვიდობა.დღეს ცნობილი გახდა, რომ ვილი სა­ნი­ოლ­მა ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის პოს­ტი და­ტო­ვა. ფრანგ სპე­ცი­ა­ლისტს რე­ვაზ სვა­ნა­ძე შეც­ვლის.

კვარა

სპორტი • 1790364900

VIDEO: „ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი“ - ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი მატჩის შემდეგ

ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა.მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა შეაფასა, მარცხის მიზეზებზე ისაუბრა და გულშემატკივრებს გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანის გამო ბოდიში მოუხადა.

ხვიჩა თოკო

სპორტი • 1790317889

„ძალიან ამაყი ვარ ჩემი ძმით... მისი წარმატება ჩემზე ალბათ 100-ჯერ მეტად გამიხარდება“ - ხვიჩა და თორნიკე კვარაცხელიების შეხვედრა

„ძალიან ამაყი ვარ ჩემი ძმით... იმედი მაქვს, საქართველოს ეყოლება ნიჭიერი ფეხბურთელი“ - ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა და ძმასთან, თორნიკესთან შეხვედრის ემოციებზე ისაუბრა. ძმები ერთმანეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდნენ.„ძალიან ემოციური ადამიანი არ ვარ, ხანდახან მიჭირს გამოხატვა, მაგრამ როცა მითხრეს, რომ ახალგაზრდული ნაკრები მოდიოდა, ძალიან გამიხარდა. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი თოკოს. უკვე პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს, სიამაყით ივსები, ხვდები, რომ შენი ძმა სწორად შრომობს, სწორად აკეთებს რაღაცებს და მისი წარმატება ჩემზე ალბათ ასჯერ მეტად გამიხარდება. იმედი მაქვს, საქართველოს ეყოლება ნიჭიერი ფეხბურთელი. ძალიან ამაყი ვარ, ჩემი ძმით,“  - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

ბჯ

ტაბლოიდი • 1790258100

ნიცა თავაძე პატარა დამიანესთან გადაღებულ თბილ ფოტოებს აქვეყნებს

ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახის მიმართ საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდია.დამიანეს ფოტოები და ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გამოჩენისთანავე ვირუსულად ვრცელდება და ათასობით ადამიანის დადებით შეფასებასა და თბილ კომენტარებს იმსახურებს. ახლახან კი ნიცა თავაძემ გამომწერებს კიდევ ერთი ტკბილი მომენტი გაუზიარა.მან სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც დედა-შვილის განსაკუთრებული კავშირი ჩანს.

კვარა

სპორტი • 1790206786

„თუ ოქროს ბურთს მოიგებ, იცი, სად მოათავსებ?“ - ხვიჩას პასუხი, რომელმაც ფრანგი ჟურნალისტი გაახალისა

თუ ოქროს ბურთს მოიგებ, იცი, სად მოათავსებ მას? - ფრანგი ჟურნალისტის ამ კითხვას ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ასე პასუხობს:„არ ვიცი. ახლა ამაზე ფიქრი არ შემიძლია. ალბათ, ჩემს ბავშვს მივცემ სათამაშოდ“.„ოქროს ბურთის“ ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ქართველ გულშემატკივრებს ფეხბურთელის მხარდაჭერა შეუძლიათ.ნახეთ, ვიდეო და დატოვეთ მხარდამჭერი კომენტარი ↓           View this post on Instagram                       A post shared by Ballon d’Or (@ballondorofficial)

ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი • 1790112207

მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა

„ოქროს ბურთის“ ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ქართველ გულშემატკივრებს ფეხბურთელის მხარდაჭერა შეუძლიათ.ნახეთ, ვიდეო და დატოვეთ მხარდამჭერი კომენტარი ↓           View this post on Instagram                       A post shared by Ballon d’Or (@ballondorofficial)

ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი • 1790083969

„ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ვიდეო გამოაქვეყნა

„ოქროს ბურთის“ ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ქართველ გულშემატკივრებს ფეხბურთელის მხარდაჭერა შეუძლიათ.ნახეთ ვიდეო და დატოვეთ მხარდამჭერი კომენტარი ↓           View this post on Instagram                       A post shared by Ballon d’Or (@ballondorofficial)

✕