ხატია ბუნიათიშვილ

მსოფლიო 13 მაი 9:30

ხატია ბუნიათიშვილი წლის ყველაზე გავლენიან ცხრა შემსრულებელს შორის დასახელდა

"ხელოვანები, რომლებიც 2025 წელს კულტურას აყალიბებენ" - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია ახლახან მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალმა Elle-მა. გამოცემის მიერ დასახელებულ 9 ყველაზე გავლენიან შემსრულებელს შორის ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილიც აღმოჩნდა."მათ ნიჭზე ლეგენდები დადის, ისინი საკუთარი ხელობის ნამდვილი ოსტატები არიან", — წერს ჟურნალი.ოსტატ ხატია ბუნიათიშვილთან გამოცემამ მცირე ინტერვიუც ჩაწერა და პიანისტს შესრულების გამორჩეულ მანერაზე, გავლენისა და შთაგონების მნიშვნელობაზე და წინასაკონცერტო "რიტუალზე" ჰკითხა."როდესაც სცენაზე ხარ, მნიშვნელოვანია, ყველაფერი გადმოსცე, რასაც იმ მომენტში განიცდი", — ამბობს ხატია, — "სულ ვამბობ ხოლმე, რომ როცა სცენაზე ვარ, ემოციურად ვშიშვლდები, რადგან მუსიკის მიღმა ვერ დაიმალები. მუსიკა შენს ყველა ემოციას და განცდას აღვიძებს. ყოველ კონცერტზე ვამბობ, თითქოს, ეს ჩემი უკანასკნელი კონცერტია, რადგან მინდა, მთლიანად შევიგრძნო ყველაფერი". გასული წელი ხატიასთვის განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა: ოქტომბერში მან თავისი რიგით მეექვსე სოლო ალბომი გამოუშვა, რომელშიც მოცარტის საფორტეპიანო კონცერტები შევიდა, მოგვიანებით კი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის საზეიმო ცერემონიაზეც დაუკრა. ქართველი პიანისტი მომავალ წელს კარნეგი-ჰოლშიც ბრუნდება სოლო კონცერტისთვის."გავლენა შთაგონებისგან განსხვავდება", — ეუბნება ხატია Elle-ს, — "ბევრს შთავუგონებივარ, მაგრამ გავლენებისთვის თავის არიდებას ვცდილობ, რადგან ხელოვნება ინდივიდუალიზმს ემყარება. კითხვის შენეული სტილი უნდა გქონდეს, გავლენა კი ვიღაცისგან მოპარვას ჰგავს".უცხოეთში ცხოვრებისა და მოღვაწეობის მიუხედავად, ხატია საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც აქტიურად ადევნებს თვალს და ეხმაურება. შარშან დეკემბერში პიანისტმა პროტესტის მონაწილეთა მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელა და ძალოვანი უწყებების ძალადობრივი ქმედებებიც დაგმო.ხატია ბუნიათიშვილს სთხოვეს, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი მუსიკით გადმოეცა (ვიდეო)შენს თვალებში დანახულ შინაგან ბავშვთან კავშირი გაწონასწორებაში გეხმარებაო, ეუბნება მუსიკოსი ჟურნალს პასუხად შეკითხვაზე, როგორია მისი წინასაკონცერტო "რიტუალი"."წაძინება მიყვარს", — ამბობს ხატია, — "გონება ძალიან კარგ ფორმაში უნდა გქონდეს და როცა საკმარისად არ გძინავს, მეტად კონცენტრირება გჭირდება. ამას გარდა, უშუალოდ სცენაზე გასვლამდე ჩემთვის საყვარელ ადამიანებს ვეხუტები. და ბოლო, რასაც ვაკეთებ, სარკეში ჩახედვა და იმაზე დაფიქრებაა, რას დავინახავ. [...] დარბაზის ოვაციები მიყვარს, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არაა. მნიშვნელოვანია, ვინ ხარ და საიდან მოდიხარ".

 ხატია ბუნიათიშვილი

შოუბიზნესი 18 ნოე. 2024 • 7:19

ხატია ბუნიათიშვილი ჟურნალ Elle-ს ლუქსემბურგის გამოცემის გარეკანზეა

ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ჟურნალ Elle-ს ლუქსემბურგის გამოცემის ახალი ნომრის გარეკანზეა:

ხატია

საზოგადოება 29 აგვ. 2024 • 16:52

ხატია ბუნიათიშვილი ვენეციის კინოფესტივალზე ანუკი არეშიძის შექმნილ სამოსში გამოჩნდა - ნახეთ, ფოტოები

ვენეციის კინოფესტივალი 2024 გაიმართა, სადაც უმშვენიერესი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი, ანუკი არეშიძის მიერ შექმნილ სამოსში გამოჩნდა და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა. "ხატია ანათებ" "ყველაზე ლამაზი ხარ",-წერენ კომენტარებში. 

gia

ტაბლოიდი 21 ივლ. 2024 • 16:28

"არ იცოდა, არ ელოდა, ვერ ხვდებოდა... და მან თქვა..." - გია ფერაძემ საყვარელ ქალს ხელი სთხოვა

გია ფერაძე უმცროსმა საყვარელ ქალს ხელი სთხოვა. ამის შესახებ მსახიობი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.გიას საცოლე ქსენია ბეზუგლოვაა, რომელზედაც მაისში ამცნო საზოგადოებას, როდესაც პრემიერა ითამაშა და რჩეულს დონ კიხოტის საყვარელი ქალის სახელი - თავისი დულსინია უწოდა. გია ფერაძის უმცროსი ვაჟი ფეისბუქზე ამგვარ ტექსტს აქვეყნებს."მან თქვა - კი! მიყვარხარ!ბოლო მომენტამდე ყველაფერი საიდუმლოდ იყო შენახული. და ეს მოხდა კინოფესტივალის დასკვნით საღამოზე. მან არ იცოდა, არ ელოდა, ვერ ხვდებოდა, თუმცა შინაგანად მზად იყო, ისევე, როგორც მე!ჩვენი პირველი შეხვედრის დღიდან მე ზუსტად ვიცოდი, რომ ის სწორედ ის იქნებოდა, ვისაც ხელს ვთხოვდი. მადლობა ყველას, ვინც გვერდით გვყავდა... მადლობა შენ (გია მიმართავს საქორწინო ბეჭდის იუველირს) იმ შედევრისთვის, რომელსაც ქსენია საერთოდ აღარ იხსნის" - წერს გია ფერაძე.ასევე დაგაინტერესებთ:"სულ მალე ველოდები შვილს... მე და ჩემს მეუღლეს სულ გვინდოდა საერთო შვილი..." - ნინო თოლორდავა"ამ ჯენტლმენმა საკუთარი ფეხსაცმელი მათხოვა და გადამარჩინა“ - რა კადრებს აქვეყნებს ხატია ბუნიათიშვილი"19 ივლისს გონიოში იყო ხოლმე, თევზაობდა, სუფრას შლიდა...“ - მოგონებები ბუბა კიკაბიძეზე, რომელიც დღეს 86 წლის გახდებოდა

ხატია ბუნიათიშვილი

ტაბლოიდი 19 ივლ. 2024 • 9:59

VIDEO: „ამ ჯენტლმენმა საკუთარი ფეხსაცმელი მათხოვა და გადამარჩინა“ - რა კადრებს აქვეყნებს ხატია ბუნიათიშვილი

ხატია ბუნიათიშვილმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, სცენაზე გასვლამდე 20 წუთით ადრეა გადაღებული – როგორც ჩანს, ქუჩებში გადატვირთული მოძრაობის გამო, მან საკონცერტო დარბაზამდე მისვლა ფეხით არჩია, ფეხზე კი, კლასიკურის ნაცვლად, მამაკაცის კომფორტული ფეხსაცმელი მოირგო, რის გამოც ის მადლობას იხდის და ამბობს, რომ ამ ჯენტლმენმა ის საკუთარი წარმოდგენის გამოტოვებისგან გადაარჩინა. 

ხატია ბუნიათიშვილი

ტაბლოიდი 18 მაი. 2024 • 15:59

VIDEO: ხატია ბუნიათიშვილი შვილთან ერთად სეირნობს  რა კადრებს გვიზიარებს პიანისტი

ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.პიანისტი უსაყვარლეს გოგონას ასეირნებს.დედა-შვილი ერთად ძალიან ლამაზად გამოიყურებიან. 

ხატია

ტაბლოიდი 19 აპრ. 2024 • 21:32

„საუკეთესო დედა“ - ხატია ბუნიათიშვილი პატარა შარლოტასთან ერთად პარიზში

ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში პარიზში გამართული კონცერტის კადრებს გვიზიარებს.პიანისტი შვილთან ერთად პოზირებს და დედა-შვილი ძალიან ბედნიერად გამოიყურებიან.,,საოცარი დედა და უნიჭიერესი პიანისტი”…,,ულამაზესი დედა-შვილი”, – ვკითხულობთ კომენტარებში.            Посмотреть эту публикацию в Instagram                       Публикация от Khatia Buniatishvili (@khatiabuniatishvili)

ხაკ

faceამბები 12 აპრ. 2024 • 10:49

ხატია ბუნიათიშვილი შვილთან ერთად პიანინოზე უკრავს – ნახეთ, კადრები

ხატია ბუნიათიშვილმა ჰამბურგში მორიგი საოცარი კონცერტი გამართა.ქართველი პიანისტი კადრებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს, სადაც ჩანს როგორ უკრავს პიანინოზე თავის უსაყვარლეს, პატარა გოგონასთან ერთად.ხატია ულამაზეს შავ კაბაში იყო წარმოდგენილი და როგორც ყოველთვის ბრწყინავდა.

maiko kawkawishvili

ტაბლოიდი 2 თებ. 2024 • 4:58

„უბედნიერესი ვარ...“ - რას წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი

მაიკო კაჭკაჭიშვილის ვაჟმა, დათუნა ლაზარიშვილმა ბერკლის უნივერსიტეტში ჩააბარა. ამის შესახებ კომპოზიტორი სოციალურ ქსელში წერს.„დათუნამ ბერკლში ჩააბარა, 50%-იანი დაფინანსება მიიღო. უბედნიერესი ვარ,“ - წერს კაჭკაჭიშვილი. კომპოზიტორმა უამრავი მილოცვა მიიღო.ასევე ნახეთ:ხატია ბუნიათიშვილი, ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები, რიანა ... - რა ფოტოები ვრცელდება ელისეის სასახლიდანVIDEO: გია სურამელაშვილს დაბადების დღეზე 25 კარატიანი ტოპაზის ბეჭედი აჩუქეს

ხატია ბუნიათიშვილი

საზოგადოება 1 თებ.2024 • 16:20

ხატია ბუნიათიშვილი, ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები, რიანა ... - რა ფოტოები ვრცელდება ელისეის სასახლიდან

ხატია ბუნიათიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში მიიწვიეს, სადაც ყველასთვის ცნობილ და საყვარელ სახეებს შეხვდა.„საღამო ელისეს სასახლეში „ყვითელი მონეტების“ გალას წინ „Opération Peintures jaunes“. - ფრანგული ფონდის რომლის მიზანია ჰოსპიტალიზებული ბავშვებისა და მოზარდების პირობების გაუმჯობესება. გმადლობთ მოწვევისთვის, ბატონო პრეზიდენტო! დიდი პატივი იყო გალაში მონაწილეობა, ქალბატონო პირველო ლედი!ფოტოზეა, ბატონი პრეზიდენტი, საფრანგეთის პირველი ლედი, შოუს კრეატიული პროდიუსერი, ქალბატონი ელენ მერსიე-არნო და ერთადერთი რიანა“, - წერს ბუნიათიშვილი და ფოტოებს აქვეყნებს ↓

ნიკო სალომე

ტაბლოიდი 22 დეკ. 2023 • 5:56

„მინდა იცოდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნიკოსთვის თქვენი გვერდით დგომა...“ - რას წერს სალომე უშხვანი

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილის, ნიკო ქართველის დედის გარდაცვალების შემდეგ, სალომე უშხვანი მათ ახლობლებსა და მეგობრებს გვერდით დგომისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.„ძალიან დიდი მადლობა ყველას, მაპატიეთ, ინდივიდუალურად ვერ გაგეცით პასუხი, მინდა იცოდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნიკოსთვის თქვენი გვერდით დგომა. მინდა, რომ მხოლოდ ბედნიერ დღეებში ვიკვეთებოდეთ ერთად! უფალი იყოს თქვენი მფარველი. მიყვარხართ,“ - წერს რეალითი შოუს ყოფილი მონაწილე.ასევე ნახეთ:„აღარ მყავს დედა...“ - ნიკოლოზ ქართველიხატია ბუნიათიშვილის მსოფლიო ტურნე პატარა შარლოტასთან ერთად – ნახეთ, კადრებიროგორ უნდა ჩავიფიქროთ სურვილი 22 დეკემბრის ღამეს?

ხატია

საზოგადოება 22 დეკ. 2023 • 5:22

ხატია ბუნიათიშვილის მსოფლიო ტურნე პატარა შარლოტასთან ერთად – ნახეთ, კადრები

პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიო მასშტაბით კონცერტებს მართავს.ის კონცერტებზე შვილთან ერთადაა და უსაყვარლეს კადრებს „ინსტაგრამზე“ ავრცელებს.„გმადლობთ ბერლინი, ჰამბურგი, ჰანოვერი, დიუსელდორფი, მიუნხენი...“ – წერს ხატია.ასევე ნახეთ:უმძიმესი ღამე პრაღაში - უნივერსიტეტზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულიაჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა