1769941637
ხატია ბუნიათიშვილისა და კრისტინა აგილერას ერთობლივი გამოსვლა საფრანგეთში: „15 წლის ვიქნებოდი, როცა ეს სიმღერა პირველად მოვისმინე...“
ახლახან საფრანგეთში გაიმართა piecesjaunes-ის გალაკონცერტი, რომელიც საქველმოქმედო ხასიათის გახლდათ.
მასში მსოფლიო სუპერვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობდა ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი, რომელმაც სცენა გაიზიარა ამერიკელ პოპმომღერალ კრისტინა აგილერასთან და ორკესტრთან ერთად.
შესრულდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა აგილერას რეპერტუარიდან – You Are Beautiful თავის დროზე იმ ადამიანების მანიფესტად იქცა, რომლებსაც გარეგნობის გამო უარყოფითი კომენტარების მოსმენა უწევდათ.
ხატია ბუნიათიშვილმა გააზიარა გამოსვლის ვიდეო და დაწერა, რომ ეს სიმღერა თავის დროზე მისთვისაც მნიშვნელოვანი კომპოზიცია იყო და მაშინ მხოლოდ 15 წლის გახლდათ:
„ალბათ, 15 წლის ვიქნებოდი, როდესაც ეს სიმღერა პირველად მოვისმინე. სიტყვებმა, რომლებიც ახალგაზრდა პოოპვარსკვლავმა წარმოთქვა, მუსიკის ჰანგებთან და ვიზუალთან ერთად, რაც მოვისმინე და ვნახე, აღმაფრთოვანა. „შენ ხარ ლამაზი, იმის მიუხედავად, ვინ რას გეუბნება“. ამან ნამდვილად შეცვალა სილამაზის ჩემეული აღქმა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გავაცნობიერე თავდაჯერების მნიშვნელობა და იმის მიღება, თუ ვინ ხარ, ნაკლებად მნიშვნელოვანი კი ისაა, სხვები რას ამბობენ... ეს ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა ჩემთვის და სხვა თინეიჯერებისთვის მთელ მსოფლიოში.
დიდი მადლობა კრისტინა აგილერას. ძალიან დიდი პატივი იყო ამ სიმღერის შესრულება საქველმოქმედო საღამოზე და ცოტა ბედნიერების შეტანა ჩემი თინეიჯერობის ფერებიდან ამ შესანიშნავ სიმღერაში...“











