თეა წულუკიანი

საზოგადოება 1773814020

თეა წულუკიანი: გისამძიმრებთ ყველას! ისღა დაგვრჩენია, ერის მამის წასვლის შედეგად თითოეულ ქართველზე დაკისრებულ მძიმე პასუხისმგებლობებს თვალი ღირსეულად და დინჯად გავუსწოროთ, მისი სახელი არ შევარცხვინოთ

„ვუსამძიმრებ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ეკლესიას თავსდატეხილ უბედურებასა და განსაცდელს... გისამძიმრებთ ყველას!“, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით.„ისღა დაგვრჩენია, ერის მამის წასვლის შედეგად თითოეულ ქართველზე დაკისრებულ მძიმე პასუხისმგებლობებს თვალი ღირსეულად და დინჯად გავუსწოროთ, მისი სახელი არ შევარცხვინოთ და დიდი პატრიარქის საქმე და ხსოვნა წმინდად შევუნახოთ მომავალ თაობებს. სხვაგვარად არც გვეკადრება. მტერიც გვიყურებს და მოყვარეც... დიდია ინტერესი იმის თაობაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ მის გარეშე. ვიქნებით ისევ, თუ არ ვიქნებით. აუცილებლად ვიქნებით და ვიქნებით ისე, როგორც გვიბარებდა კიდეც!მადლობა, ძვირფასო უწმინდესო, ყველაფრისთვის! უსხივო დღე გათენდა და უარესად დაღამდა!“, - წერს თეა წულუკიანი.

თეა წულუკიანი

პოლიტიკა 1772042228

თეა წულუკიანი: იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით. შედეგი ორი არხის მეტი პოპულარობა იქნება - თუ რატომ დავდექით ყველა ხუმრობის ხასიათზე, ვერ გაიგებენ ისინი, ვინც მიტაცებული "ერორით" ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას და დამარცხებულ იქნენ მიკრომედია "მაესტროს" მაყურებლის მიერ

დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შედეგი "იმედისა" და "პოს ტვ"-ის რეიტინგის კიდევ უფრო მეტი ზრდა იქნება.წულუკიანის განცხადებით, იმას, თუ რატომ დადგა ყველა ხუმრობის ხასიათზე, ვერ გაიგებენ ისინი, ვინც მიტაცებული "ერორით" ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას და გაცილებით მცირე რესურსის მქონე "მაესტროს" მაყურებელმა დაამარცხა."იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით. შედეგი ორი არხის რეიტინგის ზრდა და კიდევ მეტი პოპულარობა იქნება. იმას, თუ რატომ დავდექით ყველა ხუმრობის ხასიათზე, ვერ გაიგებენ ისინი, ვინც მიტაცებული ერორით ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას და დამარცხებულ იქნენ მიკრომედია მაესტროს მაყურებლის მიერ," - წერს თეა წულუკიანი.

თეა წულუკიანი

პოლიტიკა 1770910256

იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი, საბჭოთა ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, რომელიც განისვენებს პარიზთან ახლოს, ქუთაისიდან უნდა იყოს და ოჯახს ეძებენ - თეა წულუკიანი

იუწყებიან, რომ იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი, მანამდე უცნობი საბჭოთა ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.თეა წულუკიანი ვარაუდობენ, რომ მელიტონ გოდუაძე შესაძლოა ქუთაისიდან იყოს და ოჯახს ეძებენ.„იუწყებიან, რომ იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი, მანამდე უცნობი საბჭოთა ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე. ის განისვენებს პარიზთან ახლოს, ბანიეს სასაფლაოზე. ვარაუდობენ, რომ ქუთაისიდან უნდა იყოს და ეძებენ ოჯახს“, - წერს თეა წულუკიანი.

თეა წულუკიანი

პოლიტიკა 1770387060

თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლო დავა მოუგო: რაო, ქ-ნო ნანული, ტყუილი ყოფილა, რომ თითქოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მამაჩემმა "დახვრიტა" შენ მიერ გამოქვეყნებული სიის "საწყალი ბიჭები", რომლებზეც მე და ჩემმა ოჯახმა მტკიცებულება წარვადგინეთ, რომ ცოცხლები არიან?!

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლო დავა მოუგო. ამ საკითხზე ვიცე-სპიკერი სოციალურ ქსელში წერს, სადაც მხარე ნანუკა ჟორჟოლიანი იყო.„დღეს, სასამართლო დარბაზში, ამ, ვარსკვლავებიანი შეიდიშის მესაკუთრემ დააღო პირი და თქვა: "ააა", რაზეც სასამართლომ საკადრისი პასუხი გასცა.რაო, ქ-ნო ნანული, ტყუილი ყოფილა, რომ თითქოს, 1990 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მამაჩემმა "დახვრიტა" შენ მიერ გამოქვეყნებული სიის "საწყალი ბიჭები" - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩამდენი კრიმინალები, რომლებზეც მე და ჩემმა ოჯახმა მტკიცებულება წარვადგინეთ, რომ ცოცხლები არიან?! ტყუილი ყოფილა, დიახ.ნანული იმდენად ჩიტისტვინაა, რომ ერთი "დახვრეტილის" არც თუ ისე ძველი საგაზეთო ინტერვიუ მოიტანა მტკიცებულებად - ნახეთ, რა სასტიკი მოსამართლე იყო ავთანდილ წულუკიანი, გიორგობის დღეს გამომიტანა განაჩენიო. "დახვრეტილები" ინტერვიუებს იძლევიან.... გიორგობის დღე როდის გამოცხადდა უქმე დღედ, მაცნეში მაინც ჩაიხედე, გოგო!ყველა განაჩენი მაქვს ხელზე და ერთი კრუტუნი არ გავიგო! ნუ მაიძულებთ, ყველა საქმის ფაბულა გამოვაქვეყნო გვარებით და სახელებით, ვის რა აქვს ჩადენილი. ცოცხლები ხართ, ზოგიერთი ცენტრალურ საჯარო სამსახურებში მუშაობთ, ზოგიც - თბილისის მუნიციპალურში, და თქვენს ოჯახებს ვცემ პატივს! ალბათ, არც კი იციან თქვენი წარსულის შესახებ! და პატივს ვცემ, ასევე, თქვენ მიერ მოკლული და, ზოგჯერ, დახერხილი ადამიანების ოჯახების ტკივილს! ყველას აქვს უფლება, მოინანიოს.ჰოდა, მოინანიეთ, მათ შორის, იმ ერთმა ენაწყლიანმა - გიორგობის დღესასწაულზე!!! მთელი გულით გისურვებთ სიმშვიდეს!ასევე, გირგვლიანის მკვლელი, ბინძური მელნიკოვის ბინძურმა საყვარლებმა შეიკავეთ თავი ცრუ ინტერვიუების მიცემისაგან, თორემ... თორემ... თორემ გიყიდით ვარსკვლავებიან ნიფხავს!(სიტყვა "ნიფხავი" - იხ. ქართული მატერიალური კულტურის ლექსიკონი, 2011 წ.).მადლობას ვეუბნები სასამართლოს და ჩემს ადვოკატს, 2010 წლიდან თანამებრძოლს, შესანიშნავ ქალბატონს, ნათელა თოფურიას!აწი, თუ გინდა ჰააგაში იჩივლე, ჯაგლაგი ფერდი არ ამოიგდო!” - წერს წულუკიანი.

თეა წულუკიანი

პოლიტიკა 1770125940

თეა წულუკიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: გახარიასთან დებატები მოვიგეთ თუ წავაგეთ, მე არ უნდა გადავწყვიტო, ამას ხალხი წყვეტს

ბატონმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ქალბატონ წულუკიანთან დებატებში გახარია გამარჯვებული გამოვიდა და ჩვენ თქვენ უკვე დაგამარცხეთო. მე დიდი ეჭვი მაქვს და ამბიციაც, რომ თქვენზე კარგად ვიცნობ გახარიას და მოვიგეთ თუ წავაგეთ მასთან დებატები ამას ხალხი წყვეტს, ვინც თვალს გვადევნებდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრის გიორგი შარაშიძის განცხადებას.როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე მოსვლას არ აპირებდა, ბრიფინგი ჰქონდათ პარტიაში ჩანიშნული, თუმცა როცა გადაწყვეტილება შეცვალა დაცვის თანხლებით მოსვლა მოითხოვა.„როგორც კომისიის თავმჯდომარემ გადაწყვეტილება მივიღე, რომ თუ ადამიანს შიში თუ შფოთვა ჰქონდა, დაცვასთან ერთად მოსულიყო, არ იყო პრობლემა. ასეთ შემთხვევაში, მე ბატონ გიორგის ადგილზე ცოტა ნაკლებად ომახიანად ვილაპარაკებდი რაღაც ტიპის „უხორცობასა“ და „უშიშრობაზე“. როდესაც დაცვა მოვიდა, შედგა საუბარი იმის თაობაზე, რომ ეს დაცვა იარაღით აპირებდა პარლამენტში შემოსვლას. აქაც კითხვის ნიშანი მიჩნდება - ვისგან ვიცავდით ამ ადამიანს იარაღით? იმიტომ რომ, ცნობილია და მით უმეტეს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრებისთვის უნდა იყოს ცნობილი, რომ მე არ მაქვს გაფორმებული იარაღი, მითუმეტეს, ტარების უფლებით და ასე ვთქვათ „არ ვისვრი“. ასევე იყვნენ კომისიის წევრებიც“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.მისივე თქმით, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რაც კომისიის დასკვნაშიც წერია, რომ გიორგი გახარიამ თავისი ერთპიროვნული და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით საქართველოს ძალიან დიდი ტერიტორია დაუკარგა, რომელსაც დღეს ოკუპანტი სახელმწიფო - რუსეთი აკონტროლებს და რომ არა ეს გადაწყვეტილება, დღეს იქ სხვა ვითარება იქნებოდა.„ბოლოს იმდენი გავაკეთეთ, რომ დებატის შედეგი დადგა - გავაქციე ეს ადამიანი ქვეყნიდან და რომელი დებატის წაგებაზეა საუბარი, არ ვიცი. ამიტომ, ბატონო გიორგი, მე გელოდებით, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან დებატებზე მიბრძანდებით დაცვისა და იარაღის გარეშე და დაუჯდებით ჩვენი პარტიის წარმომადგენელს, თუნდაც გუშინ პოლიტიკაში მოსულს, რომელიც თქვენზე ძლიერი იქნება“, - მიმართა თეა წულუკიანმა გიორგი შარაშიძეს.

თეა წულუკიანი

პოლიტიკა 1769186413

„მე თავად ვცხოვრობდი 12 წელი სტრასბურგში და ხმის მისაცემად დავდიოდი პარიზში. არასდროს დამიჩივლია, სტრასბურგიდან პარიზში ვერ გადავადგილდები-მეთქი“ - თეა წულუკიანი

სტრასბურგის სასამართლომ საიას სასარჩელო მოთხოვნების ნაწილი დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ საუბარია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის გამოგზავნილ ოფიციალურ შეტყობინებაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ქართულ მხარეს წერს, რომ საჩივრების ნაწილი სექციის ვიცე-პრეზიდენტმა დაუშვებლად მიიჩნია.ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა ისაუბრა.„საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, რომ მხარეებს უსვამს ხოლმე სასამართლო შეკითხვებს - როგორც წესი, განხილვის ამ ეტაპზე, მხოლოდ მთავრობას უსვამენ ხოლმე შეკითხვას სტრასბურგიდან. ამ შემთხვევაში, კითხვები ისმის ორივე მხარისადმი. საიას ეკითხება სტრასბურგის სასამართლო: ხართ თუ არა უფლებამოსილი პირი საერთოდ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ ჩივი ჩემს წინაშე საპარლამენტო არჩევნების შესახებ. პირადი მოსაზრებაა, რომ საიას საჩივარი ამ ნაწილშიც დაუშვებელია, ვინაიდან საქმე გვაქვს ე.წ. Actio popularis-თან, - როდესაც ორგანიზაცია ან ადამიანი ჩივის არა საკუთარი, არამედ სხვისი უფლებების დარღვევაზე, რასაც კრძალავს სტრასბურგის ევროპული კონვენცია.4 თუ 5 მომჩივანია ინდივიდის სახით წარმოდგენილი, - ზოგი ცხოვრობს ნიუ-ჯერსიში, ზოგი - მაიამიში, მათ ეკითხება სტრასბურგის სასამართლო: გაქვთ თუ არა რაიმე ტიპის მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ხმის ფარულობა დაირღვა? მე ასევე მიჩნდება კითხვა: თუ ჩივი იმაზე, რომ საარჩევნო უბანი არ მქონდა და ხმა ვერ მივეციო, მაშინ არ მიცემული ხმის ფარულობა რანაირად დაირღვა?! ვვარაუდობ, რომ მათ ამ წუთამდე ვერავითარი მტკიცებულება ჯერ ვერ წარადგინეს და სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ ეკითხება: მომეცით მტკიცებულება იმისა, რომ თქვენი ხმის ფარულობა დაირღვა.რაც შეეხება მთავრობის ნაწილში შეკითხვებს, მხოლოდ ორი კითხვაა, დანარჩენი კითხვები მოხსნილია და დაუშვებლად არის ვიცე-პრეზიდენტის მიერ ცნობილი. ორად-ორი კითხვაა: როგორ იყო მოწყობილი ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა და იძლეოდა თუ არა ის საშუალებას იმისა, რომ ფარულობა ყოფილიყო დარღვეული; მეორე კითხვა არის უცხოეთში მყოფ ოთხ კონკრეტულ მომჩივანზე, რომლებიც ცხოვრობენ სტრასბურგში, ესპანეთში, მაიამიში და ნიუ-ჯერსიში, - ამ ოთხ ადამიანს ჰქონდათ თუ არა ახლომახლო უბანი იმისთვის, რომ ხმა მიეცათ. ამაზეც ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვუპასუხებთ. მე თავად ვცხოვრობდი 12 წელი სტრასბურგში და ხმის მისაცემად დავდიოდი პარიზში. შესაბამისად, არასდროს დამიჩივლია, რომ სტრასბურგიდან პარიზში ვერ გადავადგილდები-მეთქი," - აცხადებს თეა წულუკიანი.

თეა წულუკიანი

პოლიტიკა 1769175679

თეა წულუკიანი: „საია“ მალავს იმას, რაც სტრასბურგის სასამართლოს წერილში წერია, რომ ის ამ სარჩელზე, რომელიც ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ნაწილობრივ უკვე დამარცხდა

საჯარო დოკუმენტში, წერილში ცალსახად წერია, რომ „საიასა“ და სხვათა სასარჩელო მოთხოვნების ერთი დიდი ნაწილი პალატის ვიცე-პრეზიდენტის მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.მისი თქმით, „საია“ მალავს იმას, რაც ამ წერილში წერია, რომ ის ამ სარჩელზე, რომელიც ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ნაწილობრივ უკვე დამარცხდა.„სწორია, რომ სტრასბურგის სასამართლომ „საიასა“ და სხვათა საჩივრის მხოლოდ ერთი ნაწილის განხილვა დაიწყო. მცდარია ის, რომ მათ რაიმე გამარჯვება მოიპოვეს და მცდარია ის, რომ დარჩენილი ნაწილის არსებითი განხილვა დაიწყო. ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის საინტერესოა კითხვების ის ნაწილი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო სწორედ „საიას“ უსვამს. „საიას“ ეკითხება სტრასბურგის სასამართლო, არის თუ არა უფლებამოსილი პირი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ ჩივის მის წინაშე საპარლამენტო არჩევნების შესახებ.საჩივარი ამ ნაწილში დაუშვებელია, ვინაიდან საქმე გვაქვს ისეთ სიტუაციასთან, როდესაც ორგანიზაცია, ან ადამიანი ჩივის არა საკუთარი, არამედ სხვისი უფლებების დარღვევაზე, რასაც კრძალავს სტრასბურგის ევროპული კონვენცია, რომელსაც ეფუძნება სტრასბურგის სასამართლო“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნა, რომლითაც ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჩერებას ითხოვდნენ, არ დააკმაყოფილა. საქმის არსებითი განხილვა სტანდარტული ფორმით დაჩქარების გარეშე იწყება. ერთ-ერთი მოსარჩელე სტრასბურგის სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა“.

თეა

პოლიტიკა 1766005320

თეა წულუკიანი: ამ ხელისუფლებას დიახ, მიჰყავს საქართველო ევროპისკენ, მაგრამ არა საკუთარი ეროვნული ინტერესის და ეროვნული ღირებულებების ხარჯზე

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაგალითად უვიზო რეჟიმის შეზღუდვა და მიუღებლის იარლიყის მოწებება შეეხოს მაგალითად პარლამენტის ვიცე-სპიკერს თუ რომელიღაც მინისტრს, მაგრამ არ შეეხოს ჩემს რომელიღაც მეზობელს, რომელიც ან ბიზნესმენია, ან თავისი პატარა საქმის აწყობას ცდილობს, ახალგაზრდაა და წინ მომავალი აქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა.მან სანქციების პოლიტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ევროპაში იარლიყების ეპოქა დგება.„მე ვარ დასანქცირებული, ვარ მიუღებელი, რადგან მაქვს განსხვავებული აზრი, მაქვს ისეთი რიტორიკა, რომელიც შენ გაწუხებს. მე დღეს ვფიქრობ, რომ რაღაც არ არის კარგად, რომ ორგანიზმში არის ვირუსი - შენ ეს არ მოგწონს და მომაკარი იარლიყი სანქციის სახით. ევროპაში იარლიყების ეპოქა დგება, იარლიყების ეპოქა ყველა ქვეყანაში არის საშიში ეპოქა. ჩვენ ეს ხმამაღლა უნდა ვთქვათ. მე და ჩემნაირი მოქალაქეები ყველაფერს ავიტანთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რისთვის კეთდება ეს და რატომ არ უნდა გვეშინოდეს ამ იარლიყის. ჩვენი ფუნქციაა, რომ თუ ეს იარლიყები მაინც უნდა იყოს, იყოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე და ეს არ გავრცელდეს სხვა მოქალაქეებზე. ამას ჩვენ შევძლებთ მომავალ წელს თუ ვერ, წინასწარ ძნელია ითქვას, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაგალითად უვიზო რეჟიმის შეზღუდვა და გაუქმება და მიუღებლის იარლიყის მოწებება შეეხოს მაგალითად პარლამენტის ვიცე-სპიკერს თუ რომელიღაც მინისტრს, მაგრამ არ შეეხოს ჩემს რომელიღაც მეზობელს, რომელიც ან ბიზნესმენია, ან თავისი პატარა საქმის აწყობას ცდილობს, ახალგაზრდაა და წინ მომავალი აქვს.ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა ბრიუსელი, შესაბამისად დღევანდელ ბრიუსელში, ევროპული მომავალი მათი აზრით თუ ის არის, რომ ჩვენ, საქართველოში მოქმედ საბავშვო ბაღებში გოგონებს და ბიჭუნებს ვკითხოთ - აბა, მითხარი შენი აზრით გოგო ხარ, თუ ბიჭი - ეს ვერ იქნება ევროპული მომავალი. ეს არის ბავშვის უფლებების უხეში დარღვევა და მშობლის უფლების დარღვევა, ეს წერია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში, რომელიც შექმნეს და დაწერეს იმათზე გაცილებით უფრო დიდმა და გაცილებით უფრო ჭკვიანმა ევროპელმა მამებმა, ვიდრე დღეს შეიძლება ვიპოვოთ ბრიუსელის რომელიმე ოფისში. თუ ევროპული მომავალი არის ის, რომ ჩვენ ვიღაცამ გვითხრას - აბა, წავედით ევროკავშირში, მიატოვე შენი სოხუმი და ცხინვალი - დავსვათ კითხვა: ეს ერთი და იგივე ევროპული მომავალია, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენია? თუ გვეტყვიან, რომ ევროპული მომავალი არის ის, რომ საზოგადოება უნდა დაიყოს ორად, უმცირესობა მართავს უმრავლესობას - ეს გვგონია ევროპული მომავალი? ეს არის ის ხელისუფლება, რომელსაც დიახ, მიჰყავს საქართველო ევროპისკენ, მაგრამ არა საკუთარი ეროვნული ინტერესის და ეროვნული ღირებულებების ხარჯზე“, - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

პოლიტიკა 1766004728

თეა წულუკიანი: ძალიან არ მიყვარს მიხეილ სააკაშვილი იმიტომ, რომ მან ძალიან ბევრი რამ დაუშავა ჩვენს ქვეყანას, ძალიან არ მიყვარს მისი ამფსონები, მაგრამ ეს მე ვერ მაიძულებს საქართველოს წინააღმდეგ მივიღო შეთქმულებაში მონაწილეობა

ძალიან არ მიყვარს მიხეილ სააკაშვილი იმიტომ, რომ მან ძალიან ბევრი რამ დაუშავა ჩვენს ქვეყანას, ძალიან არ მიყვარს მისი ამფსონები, მაგრამ ეს მე ვერ მაიძულებს საქართველოს წინააღმდეგ მივიღო შეთქმულებაში მონაწილეობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.მისი თქმით, ქართველი ერის არის ქართველი ერი, საქართველო არის საქართველო და ხელისუფლების რომელიღაც წარმომადგენელს რომ ვერ იტან, ამიტომ შენ არ უნდა ყვიროდე იმას, თითქოს ხელისუფლებამ „კამიტით“ მოწამლა საკუთარი ხალხი.„ეს მორიგი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ ჩაშლილია. არ უნდა ვიყოთ ილუზიებში, მომავალ წელს მორიგი შეთქმულებები კიდევ იქნება და სცენაზე ამ შეთქმულების გათამაშების აქტორები, მსახიობები იქნებიან დღეს რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდნენ, ასეთი ოპოზიციონერები და გარეთ მდგარი ოპოზიციონერები, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ პირველ რიგში და არა იმ ადამიანებს, ვისაც შესაძლოა, „ოცნებაზე“ არ ვიტყვი, ჩემზე ვიტყვი, თეა წულუკიანი სძულდეს. ეს მათი უფლებაა, ეს არის ყველაზე დიდი უფლება ადამიანი არ გიყვარდეს. შესაბამისად, კი მჩვევია, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვარ ცინიკოსი, ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვისაც სძულხარ იმიტომ, რომ ეს პრინციპია, მე შენ მძულხარ. მისაღებია, მაგრამ ჩემი სიძულვილი არ უნდა გადაიზარდოს ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობაში.ეს ორი რამ არის ძალიან დიდი სხვადასხვა რამ. ადამიანის სიძულვილი არ შემიძლია იმიტომ, რომ ისიც ღმერთმა გააჩინა ჩვენსავით, მაგრამ ძალიან არ მიყვარს მიხეილ სააკაშვილი იმიტომ, რომ მან ძალიან ბევრი რამ დაუშავა ჩვენს ქვეყანას, ძალიან არ მიყვარს მისი ამფსონები, ვინც ამ დასკვნაში[საგამოძიებო კომისიის] არიან მავნებლებად, ფაქტებზე დაყრდნობით წარმოდგენილი, მაგრამ ეს მე ვერ მაიძულებს საქართველოს წინააღმდეგ მივიღო შეთქმულებაში მონაწილეობა. ქართველი ერის არის ქართველი ერი, საქართველო არის საქართველო და ხელისუფლების რომელიღაც წარმომადგენელს რომ ვერ იტან, ამიტომ შენ არ უნდა ყვიროდე იმას, თითქოს ხელისუფლებამ „კამიტით“ მოწამლა საკუთარი ხალხი. ეს არის შეთქმულებაში მონაწილეობა ქვეყნის წინააღმდეგ. ასეთი შეთქმულებები ალბათ მომავალ წელსაც იქნება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

პოლიტიკა 1766003220

თეა წულუკიანი: „ბიბისის“ სიყალბე გაკეთდა, მათ შორის, დღევანდელი დღისთვის, რათა ევროპარლამენტარს ეთქვა, რომ უი „ბიბისიმ“ თქვა, ესენი საკუთარ ხალხს წამლავენ და მოდით დავიწყოთ გამოძიება, მაგრამ გამოძიება უკვე ჩატარდა

„ბიბისის“ სიყალბე გაკეთდა, მათ შორის, დღევანდელი დღისთვის, რათა ევროპარლამენტარს ეთქვა, რომ უი „ბიბისიმ“ თქვა, ესენი საკუთარ ხალხს წამლავენ და მოდით დავიწყოთ გამოძიება, მაგრამ გამოძიება უკვე ჩატარდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.მისივე თქმით, სუს-მა ჩაატარა გამოძიება და ეს მორიგი აფერა, სახელად „კამიტი“ ჩაიფუშა.„ახლა ერთმანეთზე არიან გაბრაზებულები, რომ რატომ ვთქვით „კამიტი“, გვეთქვა ზოგადად ქიმიური ნივთიერება და შემდეგ ემართლებინათ თავი, მაგრამ მაშინ წინასწარ უნდა დაფიქრდნენ და შემდეგ ისაუბრონ.ეს იყო მორიგი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც გაახმოვანა „ბიბისიმ“, რომელსაც ტრამპიც კი უჩივის. ეს ხომ არ არის ქართული ახირება, რომ ჩვენ „ბიბისი“ არ მოგვწონს. ტრამპი უჩივის და სერიოზული პრეტენზიები აქვს, დასაბუთებული ისევე როგორც ჩვენ, „ბიბისის“ მიმართ.ეს მორიგი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ ჩაშლილია. არ უნდა ვიყოთ ილუზიებში, მომავალ წელს მორიგი შეთქმულებები კიდევ იქნება და სცენაზე ამ შეთქმულების გათამაშების აქტორები, მსახიობები იქნებიან დღეს რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდნენ, ასეთი ოპოზიციონერები და გარეთ მდგარი ოპოზიციონერები, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ პირველ რიგში და არა იმ ადამიანებს, ვისაც შესაძლოა, „ოცნებაზე“ არ ვიტყვი, ჩემზე ვიტყვი, თეა წულუკიანი სძულდეს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

პოლიტიკა 1766002440

წულუკიანი: სააკაშვილს და ლომაიას გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ სახელმწიფო ენად ინგლისური გამოეცხადებინათ - კომისიის ანგარიშის ინგლისურენოვან ვერსიას, რუსთავში გავაგზავნით, სადაც ამ დასკვნის ფიგურანტი არაერთი მავნებელი იხდის სასჯელს

ბევრი რამ არის ამ დასკვნაში იმ უსამართლობების შესახებ ნათქვამი, რომელიც „იმედის“ დარბევას და მედიის თავისუფლებას ეხება. მთელი თავია ამ დასკვნაში იმაზე, თუ როგორ ეპყრობოდნენ ნაციონალური მოძრაობის დროს მედიას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა. გადაცემის წამყვანმა წულუკიანს კითხვა დაუსვა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშზე, რომელშიც შეფასებულია 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობა.„დღეს რომელიღაც ევროპარლამენტარი იცლის იმისთვის, რომ საქართველოში თითქოსდა მედიათავისუფლების პრობლემებზე ისაუბროს, მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჟურნალისტებს სცემდნენ, ასახიჩრებდნენ, „იმედს“ არბევდნენ, ხურავდნენ გაზეთებს, ტელევიზიებს. მედია თავისუფლება მაშინ პრაქტიკულად არ იყო და ამ პირობებში კრიტიკა არ იყო ევროკავშირიდან, რადგან ქვეყანას მართავდა მათთვის მოსაწონი ხელისუფლება, რომელიც თითის დატკაცუნებით იმართებოდა გარედან“, - აღნიშნა მან.კითხვაზე - დასკვნის ინგლისურენოვან ვერსიას პირველს ვის გაუგზავნით? - წულუკიანმა ასე უპასუხა:„ალბათ რუსთავში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ამ დასკვნაში ფიგურანტი არაერთი მავნებელი იხდის სასჯელს. ინგლისური უნდა გავუგზავნოთ და რატომ: ამ დასკვნაში პირველად არის მოტანილი ფაქტი, რომელიც ასე არ იყო ცნობილი და ჩვენ დავადგინეთ, რომ თურმე როგორც ირკვევა, მიხეილ სააკაშვილს და განათლების მინისტრი რომ ბრძანდებოდა ლომაია, მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ სახელმწიფო ენად ინგლისური გამოეცხადებინათ საქართველოში. ესეც ბევრ სხვა რამესთან ერთად თქვა ამ დასკვნამ ფაქტებზე, გამოძიების საფუძველზე“, - აღნიშნა წულუკიანმა.მისივე თქმით, ბეჭდური სახით გამოცემული საგამოძიებო კომისიის ანგარიში ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს უფასოდ მიეწოდება.

თეა წულუკიანი

პოლიტიკა 1766001540

თეა წულუკიანი: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ წელს ვამთავრებთ კვლავ სტაბილურობაში, კვლავ მშვიდობაში. რთულ წელიწადს ვასრულებთ ისე, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, პრაქტიკულად უკვე ნათელია, მისი ხელისუფლება დგას რთულ, მაგრამ სწორ გზაზე

რთულ წელიწადს ვასრულებთ ისე, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, პრაქტიკულად უკვე ნათელია, რომ მისი ხელისუფლება დგას რთულ, მაგრამ სწორ გზაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა 2025 წლის შეჯამებისას.მისი თქმით, მნიშვნელოვანი წელი იყო ასევე იმით, რომ „ჩვენ წელს ვამთავრებთ კვლავ სტაბილურობაში, კვლავ მშვიდობაში“.„წლევანდელი წელი ძალიან რთული და მნიშვნელოვანი წელი იყო. პარლამენტის გადასახედიდან არის ჩემი უფლება და ვალდებულება, რომ ეს შევაფასო და ალბათ ესეც არის თქვენთვის საინტერესო. არაერთი უმნიშვნელოვანესი კანონია მიღებული, მათ შორის დღესაც. იქნება ეს ბავშვთა უფლებები, საკუთრების უფლება და სხვა. ჩვენ რთულ გარემოში მაინც ვცდილობთ, რომ ვიაროთ წინ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ ადგილას არ ვიყოთ გაჩერებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ რეალურად იმ ოპოზიციამ, რომელიც ბოიკოტს აცხადებდა, იდგა ქუჩაში, აბსოლუტურად ყველაფერი გამოცადა ქვეყნის წინააღმდეგ და ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ, ყველაფერი იკადრეს, სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვათ და საბედნიეროდ, არცერთმა ამ გამოყენებულმა მეთოდმა თუ იარაღმა არ გაჭრა საიმისოდ, რომ ქვეყანაში არეულიყო ვითარება. ბოლოს ერთ-ერთი პარტია, გარეთ მდგარი დესტრუქციული ოპოზიციის ერთი ნაწილი, ბატონ გიორგი გახარიას პარტიას ვგულისხმობ, სიის მეორე თუ მესამე ნაწილის წარმომადგენლები შემოვიდნენ პარლამენტში. მიზეზს კი არ ამბობენ სინამდვილეში რატომ შემოვიდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათ დასჭირდათ ეს იმისთვის, რათა საკუთარი პარტია შეენარჩუნებინათ და საერთოდ უთეთროდ არ დარჩენილიყვნენ. სხვა მიზეზი არ იყო მათი პარლამენტში შემოსვლის. არ დაგიმალავთ, იმედიანად ვიყავი, რომ გარკვეული ტიპის, ასე ვთქვათ, რადიკალური ფრთიდან შემოსული ოპოზიციაც გაჩნდებოდა ისეთი, რომელიც რაღაც გარკვეული ხარისხის სიძლიერეს აჩვენებდა, თუმცა დღევანდელმა მათმა გამოსვლებმაც აჩვენა ჩემთვის, რომ ეს არის ჯერჯერობით სუსტი ჯგუფი, ძალიან სუსტი ჯგუფი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.მისივე თქმით, „დესტრუქციული ოპოზიცია მთლიანად ჩაიფუშა, ჩაფლავდა და აღარ არსებობს, რაც არსებობს აგერ არის და რას ყვირის თვითონ არ იცის“.„მნიშვნელოვანი წელი იყო ასევე იმით, რომ ჩვენ წელს ვამთავრებთ კვლავ სტაბილურობაში, კვლავ მშვიდობაში. მადლობა ღმერთს ამისთვის და იმ ადამიანებს, ვინც „ქართულ ოცნებაში“ ძალიან მაგრად დგანან იმისთვის, რათა ეს რეალობა ასე ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდეს.ასევე ჩვენ რთულ წელიწადს ვასრულებთ ისე, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, პრაქტიკულად უკვე ნათელია, რომ მისი ხელისუფლება დგას რთულ, მაგრამ სწორ გზაზე. დგას შესაძლოა არცთუ ისე პოპულარულ, მარტივ და ლამაზ ვითარებაში იმიტომ, რომ როდესაც გცემენ, გირტყამენ გარედან, არ არის ეს მარტივი, კარგი სანახავი, მაგრამ სწორ გზაზე მიუხედავად ყველაფრისა. აი, ეს მე ვფიქრობ, რომ წლევანდელი წლის ერთ-ერთი მთავარი ნიშანდობლივი მახასიათებელია“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.