ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
1791974988
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანანა კობახიძის გადაწყვეტილებამ, ჯერ თვითარიდება მიეცა პოლიტიკური პარტიების საკითხის აკრძალვაზე და შემდეგ, საერთოდ დაეტოვებინა თანამდებობა, აჩვენებს იმ ზეწოლას, რაც ხორციელდება მოსამართლეებზე, რომ მიიღონ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მანანა კობახიძის განცხადებას წინ უსწრებდა ვენეციის კომისიის ძალიან მძიმე დასკვნა.
„ვენეციის კომისიამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არის არა კონსტიტუციური წყობილების დაცვა, როგორადაც ამას ცდილობს, წარმოაჩინოს „ქართული ოცნება”, არამედ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების საფუძვლიანად შერყევის მცდელობა. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს ჰპირდებოდა უფასო ფულს, კეთილდღეობას, განვითარებას, ნაცვლად ამისა, მისი მმართველობის 14 წლის თავზე საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს ტოტალური კორუფცია, სიღარიბე, საერთაშორისო იზოლაცია და ქვეყნიდან ემიგრაციაში გაქცეული საქართველოს მოქალაქეები. ნაცვლად იმისა, რომ ოლიგარქიული რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს ამ პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდეს, ის დღეს მათ სთავაზობს მხოლოდ და მხოლოდ სანახაობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ მაშინ დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც წულუკიანის, რუსული კომისიის მიერ დაწერილი დასკვნის საფუძველზე „ქართული ოცნების“ რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელი წარმოებაში მიიღო, მხარეების განხილვის გარეშე, ფარულად. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს უნდა ესმოდეთ შემდეგი, გადაწყვეტილებას, რომლის მიღებასაც თქვენ გავალებთ რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც დაწერილია კრემლში, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ამ გადაწყვეტილებით თქვენ კრძალავთ არა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ასეულობით ათას მხარდამჭერს, არამედ თქვენ ცდილობთ, მოკლათ თავისუფალი და ევროპული საქართველოს იდეა“, – განაცხადა წითლიძემ.
მისივე განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 14 წელია მთავარი ბასტიონია რუსი ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„თქვენი გადაწყვეტილებით კონსტიტუციურ საფუძველს უქმნით ოკუპანტ სახელმწიფოს რუსეთს 2008 წლის ომთან დაკავშირებით და არა მხოლოდ, ქართველების გენოციდთან დავშირებით აფხაზეთში და ყველა უბედურებაზე, რაც ისტორიულად ჩვენ გამოგვატარა ოკუპანტმა სახელმწიფომ, რუსეთმა. ამ გადაწყვეტილებით თქვენ კრძალავთ არა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, არამედ თქვენ ცდილობთ, აკრძალოთ გიორგი ანწუხელიძის ბრძოლა თავისუფლებისთვის, შინდისის გმირების ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. გურამ გაბესკირიას სიტყვები არა და არასოდეს, როდესაც მან თავი არ დაუხარა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს, თქვენ ცდილობთ აკრძალოთ ჟიული შარტავას ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თქვენ დღეს არჩევანი გიწევთ რუსულ საოკუპაციო რეჟიმსა და სამშობლოს შორის, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა იქნება განუზომელი და თუ თქვენ შეასრულებთ რუსული საოკუპაციო რეჟიმის ამ დავალებას, თქვენ დაექვემდებარებით მკაცრ საერთაშორისო სანქციას. ოლიგარქიული რეჟიმი აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ თქვენი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სანქცია, რომელიც თქვენ აუცილებლად დაგეკისრებათ არ შეიცვლება არასოდეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 14 წელია მთავარი ბასტიონია რუსი ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად არნახულმა რეპრესიებმა, ვერ გატეხა და ვერ დააჩოქა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ჯერ კიდევ 2012 წელს ვაფრთხილებდით საქართველოს მოქალაქეებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოუტანდა ტოტალურ რუსიფიკაციას და გაანადგურებდა საქართველოს სახელმწიფოებრიობას. როგორიც არ უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არა და არასოდეს თავს არ დაუხრის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს და იბრძოლებს ბოლომდე საქართველოს თავისუფლებისთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა წითლიძემ.