ბუნიობა

ასტროლოგია • 1790158953

დღეს შემოდგომის ბუნიობაა - რას მოუტანს გარდამტეხი პერიოდი ზოდიაქოს ნიშნებს

დღეს, 23 სექტემბერს, შემოდგომის ბუნიობაა — დღე, როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დღე და ღამე თითქმის თანაბარი ხანგრძლივობისაა და ასტრონომიულად შემოდგომის სეზონი იწყება. ასტროლოგიურ და ეზოთერულ ხედვაში ეს პერიოდი კარდინალურ ჯვარს უკავშირდება. ასტროლოგი და ეზოთერიკოსი ქეთი ოდიშელი განმარტავს, რა მნიშვნელობა აქვს ბუნიობისა და მზებუდობის წერტილებს, რას განასახიერებს კარდინალური ჯვრის ოთხი ნიშანი და როგორ უკავშირდება ის ადამიანის განვითარების სხვადასხვა ეტაპს.„23 სექტემბერს, გვაქვს შემოდგომის ბუნიობა სასტარტო წერტილი 04;22 ზე სთ- ზე საქართველოს დროით.მოდი ვნახოთ რა ხდება სამუაროაი მზებუდობისა და ბუნიობის დღეებში და როგორ აითვლება მათი დასაწყისიკარდინალური ჯვარი, მას ასევე უწოდებენ ქრისტეს ჯვარს.სიტყვა კარდინალური ლათ. cardo გამწევი ძალა, კრიტიკული, შემოვლა წრეზე. თუმცა მოდის ლათინური ფუძიდან hinge- ინგ hung. -დაკიდება, ჩამოხრჩობა ან მარყუჟი. #ანკხიროგორც ამბობენ „ჰაერიც“ იცვლება როდესაც მზე ამ ნიშნებში შედის.(სეზონის ცვლილება).კარდინალური ჯვრის მმართველი ნიშნები, ოთხივე სეზონის სიმბოლოს მდებარეობას ქმნიან. ისინი რაიმე პროცესის განახლებას შემდეგ კი განვითარებას განასახიერებენ, (განვითარების, რომელიც საწყისი იმპულსის ენერგიას საჭიროებს). ეს ენერგია მიმართულია ცენტრიდან გარეთ, (მზის მიერ ზოდიაქოს ნიშნების შემოვლა ) რომლის დასაწყისიც არის გაზაფხულის დღეღამტოლობა.გაზაფხულის ბუნიობა 20 ან 21 მარტი - დღეღამტოლობა (ვერძის ნიშანში) (ნოვრუზ ბაირამი) ასტროლოგიური ახალი წელი.შემოდგომის ბუნიობა 22 ან 23 სექტემბერი - დღეღამტოლობა (სასწორის ნიშანში)ზაფხულის მზებუდობა, 20-22 ივნისს. (იუნონას ზევსის ცოლის სახელიდან) (კირხიბის ნიშანში) ყველაზე დიდი დღე და მოკლე ღამე.ზამთრის მზებუდობა 21 დეკემბერი - ყველაზე მოკლე დღე და ყველაზე ხანგრძლივი ღამე.ასტრონომიულად სწორედ ამ დღეს იწყებენ ზამთრის ათვლას.დედამიწა პერიგეიში (მზესთან ყველაზე ახლო წერტილი_ზამთარში) ცოტა უფრო ჩქარა მოძრაობს, ვიდრე აფელიუმში (მზიდან ყველაზე დაშორებული წერტილი - ზაფხულში).დედამიწის ეკვატორის სიბრტყის მისი ორბიტის სიბრტყესთან დახრის გამო მზე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ჰორიზონტიდან უფრო მაღლა და მაღლა იწევს დეკემბრიდან ივნისამდე, ხოლო ივნისიდან დეკემბრამდე ეშვება ქვევით.მარჯვნივ ყველაზე ქვედა წერტილი შეესაბამება ზამთრის მზებუდობას (ყველაზე მოკლე დღე - 21 ან 22 დეკემბერი), მაშინ მზე სამხრეთის ტროპიკის ზენიტშია. ხოლო მარცხნივ ყველაზე ზედა წერტილი - ზაფხულის მზებუდობას (ყველაზე გრძელი დღე - 21 ან 22 ივნისი), მაშინ მზე ჩრდილოეთის ტროპიკის ზენიტშია.მრუდები გადაიკვეთებიან ცის ეკვატორზე - გაზაფხულისა და შემოდგომის დღეღამტოლობის წერტილებში.გარდა ზოდიაქოს ნიშნების სტიქიად დაყოფისა არსებობს კიდევ დაყოფა კვადრატებად. ვერძის მოპირისპირეა სასწორის ნიშანი, კირჩხიბის - თხის რქა. ამ დაყოფით მიიღება ჯვარი შესაბამისი კვადრატებით.პირველი ასეთი კვადრატი მოიცავს: ვერძსა და სასწორს (ბუნიაობის წერტილები) და კირჩხიბი და თხის რქას. (მზებუდობის წერტილებით) ამ ნიშნებით შექმნილ ჯვარს კარდინალური ჯვარი ჰქვია.თუ რუკაში გამოკვეთილია კარდინალური ჯვარი, მაშინ ასეთი ადამიანი ინიციატივიანია, ხშირად აქტიურ პოზიციას იკავებს. ცეცხლისგან განსხვავებით აქცენტები მოდის არა იმპულსებსა და ტალღებზე, არამედ ქმედებაზე, მოქმედების დაწყებაზე. ინიციატივა შესაძლოა იყოს მშვიდი, საქმიანი, კარდინალურ ნიშნებს უკავშირდებათ საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები, მათ შორის ქვეყნის ისტორიებშიც.კარდინალურობის მაჩვენებლის დეფიციტისას - ვლინდება უინიციატივობა.ეს არის პირველი განვითარების დონე - ფიზიკური სხეული, მისი მდგომარეობა, ბუნებრივი რეაქციები და მოთხოვნილებები.კარდინალური ჯვრის ფსიქოტიპის გაშლა:როდესაც იბადება ბავშვი, ის თავს სამყაროს ცენტრად თვლის. უფრო სწორად თავის სამფლობელოდ, თავის წარმოდგენებში სხვა არავინ არსებობს. ბავშვის ტირილი დაბადებისთანავე გამაყრუებელი და გამაღიზიანებელია, მის იგნორირებას ვერავინ შეძლებს. სცადეთ და აუხსენით ჩვილს, რომ დედა გასულია და ჭამამდე 5 წუთი მოუწევს მოცდა. არაფერი გამოვა, ჩვილი უაპელაციოდ მოითხოვს თავისას! მას სჭირდება დაუყოვნებლივ მოთხოვნის დაკმაყოფილება! ამასთან ერთად ის ვერ ახდენს თავის საჭიროებების დიფერენცირებას - მშიერია, სიცივე აწუხებს, ეძინება თუ სხვა- უბრალოდ დისკომფორტს გრძნობს და მოითხოვს ამისგან დაუყოვნებელ გათავისუფლებას. ამ ეტაპზე ვლინდება ვერძის ენერგია და მძვინვარე პირველი სახლი, რომელიც ასტროლოგიაში „ეგოს“ სიმბოლიზაციაა.რაღაც დროის შემდეგ პატარა უკვე აცნობიერებს რა სურს, ის ძირითადად საჭიროებს კვებას და უსაფრთხოებას. უკვე განასხვავებს თავისიანებს სხვებისგან და თავს შორს იჭერს უცხო ადამიანებისგან ( საკუთარი თავის გადარჩენის ინსტინქტი). სხვა დანარჩენებისგან განსაკუთრებით დედას გამოარჩევს, რადგან დედისგან იღებს საკვებს, დედას სიკეთის სურნელი აქვს. ასე ვლინდება კირჩხიბის ენერგია და ასტროლოგიური მე4 სახლის გავლენა, რომელიც დედის არქეტიპის სიმბოლიზაციას ახდენს და საბაზისო მოთხოვნილებებს უქმნის ადამიანს კვების, სითბოსა და დაცვის სახით.პირველი სერიოზული ძვრები ხდება ჩვილის გონებაში, როდესაც ის აღმოაჩენს სხვა ადამაინებს ირგვლივ (დედა და შინაურები არ ითვლებიან, რადგან მათი აღქმა ხდება ისევე, როგორც საკუთარი თავის) მის ცნობიერში რევოლუცია ხდება, საკმაოდ რთულია იმის წარმოდგენა თუ რას გრძნობს პატარა ჰიპერტროფილებული პირველი სახლით, როდესაც სამყაროში სხვა ადამიანებს დაინახავს. ეს შესაძლოა მოხდეს ნებისმიერ ადგილას, საბავშო ბაღში ან სხვაგან.იმ სხვასაც თავისი სურვილები აქვს, რომელიც ეწინააღმდეგება ბავშვის სურვილებს და საერთოდ ყველაფერი უკვე სხვაგვარადაა, გარშემო ვიღაც ადამიანები არიან, რომლებიც სულ არ ზრუნავენ ბავშვის მოთხოვნების შესრულებაზე, პირიქით, ცდილობენ მასში დათრგუნონ პირადი სურვილები, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ჰორიზონტზე გამოჩნდება მე7 სახლის სასწორისეული ენერგიები.მე7 სახლი ეს არის „სხვა ადამიანების სახლი“ რომელსაც უნდა შეჩვევა და ადაპტირება, მაგრამ როგორ?შემდეგ საქმე უფრო რთულდება. აღმოჩნდება რომ სამყაროში მხოლოდ სიტყვა „მინდა“ არ არის, ასევე არსებობს სიტყვა „უნდა“ (საჭიროება და ვალდებულება). საჭიროა დილით ადრე ადგომა, მაშინ, როცა სულაც არ გვინდა, საჭიროა სათამაშოების დალაგება, ფაფის ბოლომდე ჭამა, კანფეტების განაწილება და საჭიროა..საჭიროა...საჭიროაა... რაც დრო გადის მით მეტი რამაა „საჭირო“, უფრო მეტი შეზღუდვები და ვალდებულებები, რომელსაც საზოგადოება თავს ახვევს ნებისმიერს.თუ გინდა საზოგადოების წევრი იყო, მაშინ კეთილი ინებე და მიყევი მის კანონებს. ასე იწყება თხის რქის მე 10 სახლის ენერგიის გამოვლენა. სოციალური ზრდის სახლი.შეუცნობლისკენ სვლა გვაშინებს, თან გვიზიდავს. ხოლო ოჯახური „ბუდე“ ჩვენთვის უფრო და უფრო ვიწრო ხდება.დაახლოებით 25 წლისთვის ადამიანი საკმაოდ კარგად ითავისებს 1 და მე 7 სახლებს, ითავისებს მათ პრინციპებს, იმას, რომ მისი თავისუფლება და სურვილები სრულდება იქ , სადაც იწყება სხვისი სურვილები და თავისუფლება. მას უკვე თითქმის გადალახული აქვს ეგოიზმი, სწავლობს ურთიერთიობების აწყობას სხვა ადამიანებთან, კომუნიკაციებს, მოლაპარაკებებს, კომპრომისზე წასვლას, პრინციპში მზადაა საქორწინო კავშირისთვის.დაახლოებით 30 წლისთვის (სატურნის პირველი დაბრუნება) ადამიანს უკვე შეუძლია ბოლომდე შეიმეცნოს საკუთარი თავი და საზოგადოებაში ადგილი. გადახედოს დასახულ ამოცანებს და მიზანმიმართულად იმოქმედოს მე10 სახლისკენ. სიზარმაცისა და ბარიერების გადალახვით, რომელიც მრავლადაა დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე.ეს სახლები ასტროლოგიაში ერთგვარი ჯვრის არქეტიპია, რომლის ზიდვაც ყველას უწევს და მაშინ, როდესაც ადამიანი შეეგუება და იტვირთავს მხრებზე ამ „ჯვარს“ რადგან ზიდოს, იქამდე, სადამდეც საჭიროება მოითხოვს, ის დგავს პირველ ნაბიჯს იმისთვის, რომ გახდეს ჭეშმარიტი ადამიანი.ასტროლოგიურ ლიტერატურაში არც ისე დიდი ყურადღებვა ექცევა ამ ჯვრებს (კარდინალური, მუტაბელური და ფიქსირებული) შორის სხვაობას.თითოეული ჯვრის განხილვისას იწყება მსჯელობა ძირითადად ზოდიაქოს ნიშნის დახასიათებაზე, როდესაც ვეცნობით კარდინალური ნიშნის მტკიცე გადაწყვეტილებისა და ქმედების უნარს, შემდეგ კი სასწორის მერყეობაზე მიდგება საქმე, ვხვდებით წინააღდეგობას.კარდნინალური ჯვრის ნიშნები ტრადიციულად უკავშირდება შესაბამისი წლის პერიოდის დასაწყისს, ამიტომაც ითვლება, რომ ეს 4 ნიშანი სტარტსს, დასაწყისს ქმნიან, ისინი ერთგვარი ინიციატორები არიან.კვადრატი მჭიდრო კავშირშია 2 პლანეტასთან.მარსი და სატურნი - ქმედება, შეზღუდვების, ბარიერების გადალახვა. ორივე პლანეტა ძლიერია თხის რქაში და სუსტი კირჩხიბში. ვერძში მარსი ძლიერია, სატურნი კი სუსტი. სასწორში - პირიქით. ამ მოტივით კირჩხიბი ითვლება კარდინალურ სისტემაში ყველაზე სუსტ ნიშნად. თხის რქა კი - ყველაზე ძლიერად.ვერძი - პირდაპირი ქმედება (ძლიერი მარსი); შეზღუდვების იგნორირება ( სუსტი სატურნი) იმპულსური ქმედება.თხის რქა - პირდაპირი ქმედება (ძლიერი მარსი) ექვემდებარება შეზღუდვებს (ძლიერი სატურნი). მკაცრად განსაზღვრული გეგმიური ქმედება.კირჩხიბი - არაპირდაპირი ქმედება (სუსტი მარსი) ; არ ექვემდებარება შეზღუდვებს (სუსტი სატურნი) ; თავიდან აცილების ქმედება.სასწორი - არაპირდაპირი ქმედება (სუსტი მარსი) ექვემდებარება შეზღუდვებს (ძლიერი სატურნი) ურთიერთქმედება.თვითშეზღუდვა გარშემომყოფთა შეზღუდვა:ვერძი არა / არაკირჩხიბი არა / კისასწორი კი / არათხის რქა კი / კივერძი მუდამ მზადაა ცვლილებისთვის, არ ეშინია მათი, პირიქით, მუდამ სიახლეების ძიებაშია, სიახლეები მისთვის ჰაერია, რომლითაც ის სუნთქავს.კირჩხიბი შინაგანად მუდმივ ცვალებადობას განიცდის. ცვლის ყველაფერს რაც მასში შეაღწევს, თუმცა ცუდად რეაგირებს გარემოდან მოსულ ცვლილებებზე, ამიტომ არასდროსაა მათი ინიციატორი. თუმცა საჭიროებისას ბრწყინვალე ადაპტირების უნარით გამოირჩევა.სასწორის შემთხვევაში დასკვნები არასდროსაა ერთმიშვნელოვანი. ცვლილებებთან დაკავშირებიატ არც ისე მარტივადაა საქმე. ერთის მხრივ ნებისმიერი ცვლილება სასწორებისთვის შეტევის განხორვიელებაა მათ სიწმინდეზე- ბალანსსა და ჰარმონიაზე. მეორეს მხრივ კი, სხვა, განსხვავებული, კიდევ ერთი - ანუ ეს ის სიტყვებია, რომელიც თან ახლავს ნებისმიერ ცვლილებას და სასწორი კი, როგორც ცნობილია მუდამ ალტერნატივის ძიებითაა დაკავებული. ამგვარად ცვლილებები მათთვის უცხო არაა.რაც შეეხება თხის რქას, გრანდიოზული ცვლილებები..... თითქოს რიგიდული, კონსერვატორი თხის რქა, რომელიც ზღუდავს ყველასა და ყველაფერს საერთოდ არ უნდა იყოს მზად რაღაც ახლისთვის, მაგრამ, მაშინ, ვერ ვისაუბრებდით თხის რქის ამბიციებზე, მწვერვალებისკენ და სრულყოფისკენ სწრაფვაზე. თხის რქა ყველაზე განვითარებული კარდინალური ნიშანია. მისი ცხოვრება ერთი დიდი, დროში გაწელილი ცვლილებაა. თანდათანობით, მაგრამ მტკიცედ!წყენის დამახსოვრება, მადლიერება:ვერძი არა /არაკირჩხიბი კი / კისასწორი არა / კითხის რქა კი /არაკარდინალური ნიშნების შემოქმედებითობა :ვერძი - შემოქმედებითად იწვის. იდეების გენერატორია. ყველაზე შემოქმედებითი კარდინალური ნიშანი.კირჩხიბი - ორსული ქალის ანალოგიაა: იგი ატარებს და შობს იდეას, რომელსაც სხვისგან იღებს. შემოქმედების სფეროში ის თავად არ ნაყოფიერდება.სასწორი - ერთის მხრივ მართავს ვენერა. მეორე მხრივ მზის დაცემა ვლინდება. საერთო ჯამში სასწორის შემოქმედებითი პროდუქტი განუმეორებელი სინთეზია უკვე სხვის მიერ შობილი იდეებისა.თხის რქა - ყველაზე არაშემოქმედებითი კარდინალური ნიშანი. ის ელოდება იდეას გარშემომყოფთაგან და მზადაა პრაქტიკაში მათი რეალიზება მოახდინოს.კარდნილური შემოქმედების დახშული ციკლი :ვერძი იძლევა იდეას,კირჩხიბი ავითარებს იდეას,სასწორი წონის და აანალიზებს ყოველმხრივ,თხის რქა იღებს გადაწყვეტილებას და იძლევა განკარგულებას (ვერძს) განახორციელოს (გააცოცხლოს) იდეა მატერიაში.მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს ჯვარი - კარდინალური ჯვარი (ასტრო-ეზოთერული ხედვა)1 - ჯვარი, რომელზეც გააკრეს სული - ეს არის ოკულტური პარადოქსი - დროსა და სივრცეში. მისი 4 ენერგია აკონტროლებს და მიმართულებას აძლევს სულის მიძღვნას, რადგან მას აქვს კავშირი ამაღლებულ მდგომარეობასთან.2 - ამ გზით ეს არის თავგანწირვის, „წამოწყების“ ჯვარი. ის ძირეულად უკავშირდება „უსასრულობაში აპოკალიფსის გზის დასაწყისს“,რომელიც იწყება ნირვანას მდგომარეობით და რომლისთვისაც ყველა წინა ევოლუციის საფეხური არის მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპი.„მთელი სილამაზე, მთელი სიკეთე, ყველაფერი, რაც ემსახურება მწუხარებისა და უმეცრების აღმოფხვრას მიწაზე, ეს უნდა ეძღვნებოდეს დიად აღსასრულს. შემდეგ, როდესაც, თანაგრძნობის მეუფეები დედამიწის სულიერ ცივილიზაციას დაიწყებენ და მას აქცევენ სამოთხედ, გაიხსნება უსასრულო გზა, რომელიც სამყაროს გულამდე გრძელდება. ადამიანი, რომელიც ადამიანი აღარ იქნება, ამაღლდება თავის ბუნებაზე და უპიროვნოდ, მაგრამ ცნობიერად გაერთიანებული ყველა გასხივოსნებაში , დაეხმარება უმაღლესი ევოლუციის აღსრულების კანონს, რომლის საწყისიც არის ნირვანა“. ( ტიბეტური იოგა და იდუმალი დოქტრინები. გვ. 12)3 - „ხელგაშლილი, გახსნილი გულისა და უმაღლესი გონის“ ჯვარი. ამ ჯვარზე მყოფნი ტკბებიან რადგან იციან, რას მოიცავს სიტყვა „ყველგან მყოფი“ და „ყოვლისმცოდნე“. ისინი არიან თანამონაწილე იდუმალის ფარდის ახდისა, რომელსაც ჩვენ ვმოსავთ არაადეკვატური სიტყვით „ყოვლისშემძლე“ .4 - კარდინალური ჯვრის ენერგია ერწყმის ენერგიებს, რომელსაც უმაღლეს კოსმიურ ენერგიაზე მეტს ვერ დავარქმევთ. ისინი ატარებენ იმის თვისებებს, რომელზეც ვერაფერი ითქმის და განათებულნი არიან 7 მზის სისტემის ბრწყინვალებით, ერთერთი მათგანი ჩვენია.5 - მასშტაბი და ციკლი მისი გავლენისა გაღებულ სიცოცხლეზე სრულიად უცნობია, თავად ჩვენი პლანეტარული ლოგოსისთვის, რომელიც თავად იმყოფება მის ფართოდ გაშლილ ხელებზე.კარდინალური ჯვარი ეს არის „მამის“ ჯვარი, რომელიც სამების პირველი „სახეა“ რომელმაც გამოგზავნა სულიწმინდა (სუნთქვა), რადგან უფლის გონმა განჭვრიტა მატერიის დანიშნულება. ახლა, როდესაც „მოვიდა დრო“ შვილმა აღასრულა კანონი, სულიწმინდას დახმარებით მამის ნების თანახმად.ამ ჯვრის ოთხივე ნიშანში ქრისტე ავლენს მათ ენერგიას უმაღლეს განვითარებაში. (ადამიანური გაგების თვალსაზრისით) - თუმცა უფრო ირიბად და არა პირდაპირ.ვერძი - დასაწყისი ნიშანი, უზრუნველყოფს იმპულსს, ენერგიას, რომელმაც გახადა შესაძლებელი ქრისტიანული ეპოქის გახსნა. ქრისტეს სახით ვერძი სიყვარულის „საუკუნის ინიცირებას“ ახდენს, რომელიც ამ დროისთვის, მხოლოდ ახლა იწყებს ფორმირებას და რომლის ძალა იმდენად ძლიერია, რომ პარადოქსულად გამოიწვია მიმდინარე „დაყოფა დედამიწაზე.კირჩხიბი - ამ ნიშნის უძლიერესი გამოვლინება ხშირად არასწორადაა წარმოთქმული და გააზრებული სიტყვებში: „ მყავს მე სხვა ცხვრებიც, რომელიც ამ მიდამოდან არ არიან, და სწორედ მათი (მოქცევა) აქ მოყვანაა საჭირო“ ამას უცხადებს მასის (ხალხის, ბრბოს) ცნობიერებას (და არა თავის მოწაფეებს). სწორედ კირჩხიბი არის მასიური (ცნობიერის) გამოხატვის სიმბოლო.სასწორი - ადამიანის ევოლუციის წონასწორობის წერტილზე იდგა ქრისტე. ის იმყოფებოდა ძველსა და ახალს შორის, აღმოსავლეთასა და დასავლეთს შორის (დამყოფი). ქრისტიანობის ეპოქა გულისხმობს „წონასწორობის წერტილს“ , ან „წონასწორობის კრიზისს“ ადამიანების სამეფოში.თხის რქა - აღნიშნავს სოლიდიფიკაციის, კრისტალიზაციის მომენტს. რომელიც ბოლოს და ბოლოს ფორმირებას „აღასრულებს“, სიკვდილის ფაზამდე მიჰყავს პროცესი. დღეს ჩვენ ამის მომსწრენი ვართ. თავის ტრიმფალური სიკვდილითა და აღდგომით ქრისტემ უნიკალური თხის რქისთვის დამახასიათებელი მისტერიის დემონსტრირება მოახდინა.მინიშნებებში უდიდესი იდუმალებაა. სწორედ ეს სამი ჯვარი (კარდინალური, მუტაბელური და ფიქსირებული) არის წარმოდგენილი გოლგოთაზე“, - წერს ქეთი ოდიშელი.

დრო

ასტროლოგია • 1787586992

„დრო არ მყოფნის, საიდან იწყება ეს სინდრომი?“ - რას წერს ასტროლოგი

„უბრალოდ დრო არ მყოფნის!“ – საიდან იწყება ეს სინდრომი?“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში გვიზიარებს:„დღეს ადამიანების უმეტესობას ეჭვქვეშაც არ დაუყენებია 12- თვიანი კალენდარი, რომლითაც ვცხოვრობთ, სისტემა, რომელიც 50-იანი წლების ინდუსტრიალიზაციის ეპოქას უკავშირდება და არათანაბარი თვეების გამო მუდმივ მექანიზებულ სტრესში გვაცხოვრებს. ამბობენ: „როგორც ჰაერია სხეულის ატმოსფერო, ისე დროა გონების ატმოსფერო“- ხოსე არგუელესი.როდესაც დრო მექანიზებული საათებით იზომება, ჩვენი გონებაც არასტაბილურ, მექანიკურ აჩქარებაში ვარდება. დროის ნამდვილი კოდი: კუსა და ხის ამბავი. დიდი ხნის წინ, დედამიწის ყველა შვილი ჩვენს პლანეტას „კუს კუნძულად“ იცნობდა. 13-ის საკრალური ძალა კუს ბაკნის მატრიცაშია მოქცეული.დედამიწას მზის გარშემო ერთი სრული ორბიტის გასავლელად სწორედ 13 მთვარე სჭირდება. ხე კი დროს ინახავს, წელიწადში ზუსტად თითო რგოლით. კუ უცვლელია, ხე კი უძრავად დგას თავის მშვიდ ცენტრში. ეს ორი მცველი ბუნებრივ დროში გვაბრუნებს, რათა ხელახლა გავიაზროთ ჩვენი ჰოლისტური კავშირი კოსმოსთან“, - წერს ქეთი ოდიშელი.

ასტროლოგი

ასტროლოგია • 1786212634

ლომის კარიბჭე - ვიმყოფებით წარსულსა და მომავალს, გუშინდელსა და დღევანდელს შორის - ქეთი ოდიშელის პროგნოზი

„თუ ცუდს ეძებ, მაშინ აუცილებლად იპოვი მას. ჩინური სიბრძნე. დღეს და ხვალ (7-8 აგვისტო) მნიშვნელოვანი დღეებია. ცის კაბადონზე არის 4 წერტილი, რომელსაც ეწოდება ავატარები, იგივე ავატარის კარიბჭეები.ეს წერტილები ფიქსირებული ნიშნების (კურო, ლომი, მორიელი და მერწყულის) ცენტრშია (მე 15 -ე გრადუსში)“, - აღნიშნულის შესახებ ვრცელ პოსტს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გვიზიარებს:„ევროპულ ასტროლოგიაში ისინი ატარებენ 4 მოციქულის : ლუკას, მარკოზის, იოანესა და მათეს სახელს.ინდუიზმში ავატარებად მოიხსენიება ღმერთის განსხეულებები მიწიერ არსებაში, რომელიც ევლინება სამყაროს რათა იხსნას იგი. ცნობილია პრაჯაპატის ავატარები, 28 შივას ავატარი, ვიშნუს მრავალი ავატარი.დეინ რედიარის აზრით სწორედ ეს ფიქსირებული ნიშნების გრადუსები შეესაბამება ცნობილ ავატარების კარიბჭეებს, სიმბოლურად ავატარში მოიაზრება გამოთავისუფლებული კოსმიური ენერგია.ავატარის წერტილი, რომელიც კუროში მდებარეობს (ხარის წერტილში), უკავშირდება ძალას, რომელიც ინდივიდუალური არსების ფორმირებას ახდენს.ლომის წერტილი - აღნიშნავს ძალას, რომელიც გამომდინარეობს ინდივიდუალური არსებიდან;არწივის წერტილი (მორიელის 15°)- აღნიშნავს ძალას, რომელიც უნივერსალური არსების ფორმირებას ახდენს;ანგელოზის წერტილი (მერწყულის 15°)- მეტყველებს ძალაზე, რომელიც ემანირებულია უნივერსალური არსებიდან;ეს წერტილები დაახლოებით ემთხვევა 6-7 მაისს, 7-8 აგვისტოს, 7-8 ნოემბერს, 5-6 თებერვალს. როგორც რედიარი აღნიშნავს, ამ მომენტებში ენერგიის რეალიზაცია თავმოყრილი დღეღამტოლობის წერტილებში ( ხარისა და არწივის წერტილებში) ან მზებუდობის წერტილებში ( ლომისა და ანგელოზის წერტილები) გამოთავისუფლდება და იძლევა თავის შედეგებს.ითვლება, რომ თუ ადამიანის ნათალურ რუკაში რომელიმე პლანეტა (უკეთეს შემთხვევაში მზე) ხვდება რომელიმე ზემოთაღნიშნულ წერტილში, ეს ადამიანი არის უმაღლესი ძალების მფარველობის ქვეშ.ის შესაძლოა დაჯილდოვებული იყოს რაიმე გამორჩეული უნარით.ახლა ჩვენ გავდივართ ლომთა კარიბჭის პერიოდს, ანუ ვიმყოფებით წარსულსა და მომავალს, გუშინდელსა და დღევანდელს შორის, აღმასვლასა და ჩასვლას, დაბადებასა და გარდაცვალებას შორის, მაგრამ გარდაცვალება მუდამ ახალ სიცოცხლესთანაა კავშირში, ლომი როგორც სულიერი და ფიზიკური ძალის სიმბოლო, ასევე მუდამ კავშირშია სიცოცხლის განახლებასთან. სირიუსიდან შემოსული ენერგიის ნაკადი ერთგავრი ინფორმაციული გადატვირთვაა, ის არ შეიძება იყოს გამანადგურებელი.ელენა ბლავაცკაია წერდა, რომ სირიუსზე იმყოფება ჩვენი კარმის მეუფე.სირიუსის ჰელიაკალური ამოსვლა ფიქსირდება გიზის დროის შესაბამისად (საქართველოს დროს 1 სთ-ით ჩამორჩება ).სწორედ ეს წერტილი ითვლება ერთერთ ავატარის კარიბჭედ.გარდა ამისა ლომის მე 15 გრადუსი, ანუ 7-8 აგვისტო უკავშირდება წარმართულ კელტურ ზეიმს ლუგნასადს - „ლუგის ქორწილი“, ლუგი(თარგმ: ბრწყინვალე) ეს არის სინათლის ღვთაება(ტრიქსტერის ბუნება აქვს), წლის 4 (ბორბალი) მნიშვნელოვანი დღესასწაულიდან ერთერთი, პირველი მოსავლის დღესასწაული, შემოდგომის დადგომის დღე, მოცვის ღვეზელებს აცხობდნენ ამ დღეს.სლავურ ტრადიციაშიც ცნობილია ეს დღე სხვადასხვა სახელით.ამ დღეს აქტიურად ატარებდნენ სხვადასხვა რიტუალებს და თვლიდნენ, რომ ძალიან ეფექტურია მომავლის განჭვრეტა.და ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, განეწყვე, რომ დღეს და ხვალ, შენ შეგიძლია შენი ცხოვრება შეცვალო რადიკალურად, უკეთესობისკენ, ყველაფერი კი იწყება შენი პერსპექტივიდან, შენი აღქმიდან!მოძებნე ორი ლომის უახლოესი ქანდაკება, დადექი მათ შორის, დახუჭე თვალები და.....სამყარო გისმენს...“,- წერს ქეთი ოდიშელიძე.

astrologia

ასტროლოგია • 1780683747

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოდიაქოს ნიშნებისთვის

„9 ივნისს კოსმოსში იხსნება ფინანსური, მენტალური და სოციალური ტრიუმფის უიშვიათესი კარიბჭე!“ - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეზოთერიკოსი და ასტროლოგი ქეთი ოდიშელი ავრცელებს.ასტროლოგიის ორი მთავარი კეთილისმყოფელი პლანეტა — ვენერა და იუპიტერი — 12 წელიწადში მხოლოდ ერთხელ ზუსტად უერთდებიან ერთმანეთს კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში.ეს შეერთება ხდება კირჩხიბის ნიშნის იმ უმძლავრეს ზონაში, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის ცხოვრების ფუნდამენტზე, უსაფრთხოებაზე, ემოციურ საყრდენზე, ოჯახსა და სახლზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ზუსტი წერტილი მოქცეულია კოსმოსის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის — პროციონის — უშუალო გავლენის ველში.#პროციონისახელწოდება (ბერძნულიდან Prokyon) პირდაპირ ითარგმნება, როგორც „ძაღლამდე“ ან „ძაღლის წინ“. ცის კაბადონზე ის ყოველთვის სირიუსზე (დიდი ქოფაკის ვარსკვლავზე) ცოტა უფრო ადრე ამოდის. ის არის მაცნე, გზის გამკაფავი, რომელიც სამყაროს აუწყებს უმძლავრესი ძალის — სირიუსის — მოახლოებას.პროციონი ელვისებური წარმატების, ფენომენალური გონებრივი სიმტკიცისა და მომენტალური რეაგირების სიმბოლოა. მას შემოაქვს მერკურისა და მარსის სინთეზი, რაც ნიშნავს: ნებისმიერი კრიზისი და გაურკვევლობა ახლა წამებში შეიძლება შემოაბრუნო შენს სასარგებლოდ და მატერიალურ რესურსად აქციო.ამ კოსმიურ მოვლენას 9 ივნისს კიდევ ერთი უძველესი მისტიკური ისტორია ემატება — ქალღმერთ ვესტას დღესასწაული.#ვესტავესტა რომაული პანთეონის კერიისა და წმინდა ცეცხლის ქალღმერთია, ოჯახის უზენაესი მფარველი. ძველ რომში ამ დღეს დაოჯახებული ქალები ტაძარში საკუთარი ხელით მომზადებული ძღვენით მიდიოდნენ.დღესასწაულის შემდეგ ტაძარს საფუძვლიანად წმენდდნენ, რეცხავდნენ და ხელახლა აღებდნენ — ეს სრული მენტალური და ფიზიკური გადატვირთვის სიმბოლო იყო.კერძო სახლებში ვესტას სწორედ სახლის შესასვლელი ეკუთვნოდა და სწორედ აქედან მოდის სიტყვა „ვესტიბული“.ვესტა გვეუბნება: „შენი სოციალური თუ სხვა გარე წარმატება და ბედნიერება იწყება შენი შინაგანი კერიის სიწმინდიდან და სისუფთავიდან.“ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუ ამ დღეს აღიქვამ, როგორც „ჯადოსნურ ღილაკს“, სადაც სამყარო საჩუქრებს უფასოდ ჩამოგირიგებს. პროციონი ვერ იტანს სიზანტეს, ხოლო იუპიტერი აძლიერებს როგორც შენს შესაძლებლობებს, ისე შენს შეცდომებს. თუ ამ პერიოდში ილუზიებს მიეცემი, შანსი ისევე სწრაფად გაქრება, როგორც გაჩნდა. ამიტომ, ამ ენერგიის მართვას სჭირდება გონების ზუსტი და მჭრელი ინსტრუმენტები.პრაქტიკული რჩევები 9 ივნისისთვის:ქალბატონებო, ჩართეთ ვესტასა და კირჩხიბის არქეტიპი — საფუძვლიანად დაასუფთავეთ თქვენი სახლი და კერა. მოაშორეთ ძველი, ენერგეტიკულად დამძიმებული ნივთები — გაბზარული, გატეხილი და დაზიანებული საგნები.შემოატარეთ სანთელი სივრცეს, დააწყვეთ სუფრაზე ტკბილეული და ხილი. საღამოს კი აღნიშნეთ ეს დღე თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. ამით თქვენს ცხოვრებაში ააქტიურებთ ვენერა-იუპიტერის ფინანსური და ემოციური სიუხვის კოდს.ვინც ფლობს საკუთარი ფსიქიკისა და რუკის საიდუმლო გასაღებებს, ის ყოველთვის მართავს რესურსებს. თქვენი ცხოვრების რომელი სფერო გახდება ამ ოქროს პორტალის მთავარი გამტარი — მე-2 სახლი (პირადი ფული), მე-4 (უძრავი ქონება) თუ მე-10 (კარიერული პროგრესი)?“

ახალი მთვარე

ასტროლოგია • 1778965095

რა გავლენას მოახდენს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე - ქეთი ოდიშელის რჩევა

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი ზოდიაქოს ნიშნებზე ახალმთვარეობის გავლენის შესახებ წერს.„ზუსტად 16-17 მაისის გასაყარზე გვაქვს ახალმთვარეობის პიკი, კუროს ზოდიაქოს ნიშნის 26-ე გრადუსზე.    კურო არის ფიქსირებული ჯვრის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ფუნდამენტს ქმნის და ამყარებს სტაბილიზაციის პროცესს, შესაბამისად ახალმთვარეობა უკვე ახალი შანსების გამოყენების, ახალი გეგმების დასახვის, გამყარებისა და რეალიზების პერიოდია. კუროს მართავს პლანეტა ვენერა, ამიტომ ახლო პერიოდში აქტუალური თემები შეეხება თითოეული ადამიანის ფასეულობების სისტემას, პირად-სასიყვარულო ურთიერთობებს, გადაფასებებს, კომუნიკაციებს (ვენერა ტყუპების ნიშანს გადის), ასევე აქტუალური შესაძლოა იყოს ფინანსების თემა.ყველაფერი ერთი შეხედვით დალაგებულია, მაგრამ...  ალგოლი #Algol - უძველესი დროიდან ასტროლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე, ძლიერ და სახიფათო ფიქსირებულ ვარსკვლავად ითვლება.სწორედ ამ ვარსკვლავზე გვაქვს ახალმთვარეობა!​  ​ალგოლი - მედუზა გორგონას მოკვეთილი თავის სიმბოლიზაციაა.სახელწოდება არაბულიRa's al-Ghul-იდან მოდის და ნიშნავს „დემონის თავს“ (სხვათა შორის აქედან მოდის სიტყვა „ალკოჰოლიც“ - გონების წამლეკავი სუბსტანცია).ხალხურ მითოლოგიაში მას „ეშმაკის ვარსკვლავსაც“ უწოდებდნენ.​  ​ტრადიციულ ასტროლოგიაში (განსაკუთრებით სამედიცინო და მუნდალურ ასტროლოგიაში) ალგოლს უკავშირებდნენ: ​თავის არესთან დაკავშირებულ პრობლემებს. სიტყვასიტყვით ან გადატანითი მნიშვნელობით „თავის დაკარგვას“.​დაუოკებელ, ცხოველურ რისხვას, ისტერიას და აფექტის მდგომარეობას.​ფატალურ მოვლენებს, ძალადობას, მასობრივ კატასტროფებს.​ ალგოლი არის ჩვენი რეპტილიური ტვინის აქტივატორი. ის ასახავს მომენტს, როდესაც ადამიანში იღვიძებს პირველყოფილი შიში, გადარჩენის ინსტინქტი და დაუოკებელი ვნება.სწორედ ამიტომ, მინდა განსაკუთრებით მათ მივმართო, ვისაც გარკვეული ფსიქო-ემოცოური ტიპის პრობლემები აქვს, ასევე მათ ვინც საბრძოლო ვითარებაში არიან ჩართული და ასევე ზოგადად ყველას ვურჩევდი თავი შეიკავონ კონფლიქტებისა და გარკვეული სარისკო ქმედებებისგან.  დიდია განხეთქილებების, კონფლიქტების ალბათობა იმპულსურობის ნიადაგზე, მოსალოდნელია იმედგაცრუებები, ავანტიურული ქმედებები, ამიტომ თავი შეიკავეთ სარისკო ნაბიჯებისგან, ფრენისგან უახლოეს დღეებში.​  თუ უკვე შეშინდი,  მაშინ მოემზადე, შესაძლებელია პიროქითაც მოხდესმედუზას თავი პერსევსმა ფარზე დაამაგრა ბოროტების დასამარცხებლად, ეს ნიშნავს, რომ ალგოლის ენერგია შეიძლება გახდეს ყველაზე ძლიერი დამცავი ფარი, თილისმა შენს ცხოვრებაში!მაგ: თუ შენ მართავ ამ უდიდეს ენერგიასშენს ხელთ იქნება ყველაზე დიდებული "იარაღი" ეს არის უზარმაზარი ჰიპნოტური ძალა და მაგნეტიზმი.ნუ შეგეშინდება შენი ჩრდილების, მთავარია არ დაკარგო „თავი“ (გონიერება) და ეს დიდებული ენერგია მიმართო არა ნგრევისკენ, არამედ შემოქმედებისკენ, აღმშენებლობისკენ და რეალობის ტრანსფორმაციისკენ.  გთავაზობთ პროგნოზს თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის, თუმცა მეტი ყურადღება მიაქციეთ იმ თემას, რომელ სახლშიც ხვდება ეს ახალმთვარეობა თქვენს ნათალურ რუკაში : ამ პერიოდის მთავარი მოთხოვნები - სტაბილურობა, სიმშვიდე და პრაქტიკულობა, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია განავითაროთ ახლებური ხედვა.ვერძი - გარკვეული ახალი შესაძლებლობები, ახალი შემოსავლის წყარო და ზოგადად ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია. ყურადღემა მიაქციეთ კვების რეჟიმს. ქმედებამდე კარგად აწონდაწონეთ ნებისმიერი საკითხი.კურო - მნიშვნელოვანი ძვრები, შესაძლოა რადიკალური ცვლილებები იმიჯის მხრივ, ან სხვა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ნუ იქნებით სულსწრაფი, მაგრამ გამოიჩინეთ ინიციატივა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, (განსაკუთრებით თავის ზონას), ან/და შესაძლოა მოულოდნელი გამოჯანმრთელებაც.ტყუპები - იდუმალება, ფარული საკითხები, ფარული კავშირების აქტუალიზაცია. იდეალური პერიოდია იმისათვის რომ გარკვეული შიშებისგან გათავისუფლდეთ. აკონტროლეთ აზრები და ფიქრები, კარგია ვიზუალიზაციის ტექნიკების ჩატარება.კირჩხიბი - აღიარება, სოციალური კავშირების აქტუალიზაცია, გადახედეთ თქვენს გეგმებს, გადაახალისეთ კავშირები, სამეგობრო წრე. მატულობს თქვენი შარმი და გავლენა, ყურადღების ცენტრში ექცევით.ლომი - ახალი შესაძებლობები კარიერული კუთხით, იყავით მეტად მომთმენი და წინდახედული, წარმატებას მოგიტანთ ინოვაციურ გეგმებზე და პროექტებზე მუშაობა. ყურადღება მაიქციეთ შემოსულ ინფორმაციებს.ქალწული - კარგი დროა ცვლილებებისთვის, გამოიყენეთ ეს პერიოდი ნებისმიერი საქმიანობისთვის, იყავით მტკიცე და მიზანდასახული. კარგია უცხოეთთან, კანონთან, დაკავშირებული პროექტებისა და საქმიანობის განხორციელებისათვის. გათავისუფლდით მოძველებული შაბლონებისგან.სასწორი - ფინანსები, ტრანსფორმაციული პროცესები, მემკვიდრეობასთან და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია. იმუშავეთ თქვენს ფობიებსა და ფსიქოლოგიურ ტრავმებზე.მორიელი - პარტნიორულ ურთიერთობებში გარკვეული გადაფასებები(როგორც პირადი ასევე საქმიანი), პოზიციების მოულოდნელი ცვლა, სიტუაციების არასტანდარტული გზით განვითარება. თქვენ ახლა გადიხართ ქარიშხლის ზონას, რომლის მერეც სიმშვიდე დაისადგურებს.მშვილდოსანი - საქმიანობაში, ყოფით საკითხებში მკვეთრი ცვლილებები, შესაძლოა დაკავდეთ საქმით რომელზეც მანამდე არც კი გიფიქრიათ. შემოსავლის ახალი წყაროების ძიება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. აქტუალურია შინაური ცხოველების თემა.თხის რქა - ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები და თემებია აქტუალური, მეტად ხართ ცხოვრებისეულ სიამეზე კონცენტრირებული. შესაძლოა თქვენმა გეგმებმა ამ ეტაპზე არ გამოიღოს სასურველი შედეგი.მერწყული - სიახლეები ოჯახურ საკითხებში. ახალი, არასტანდარტული სიტუაციების აქტუალიზაცია, მოულოდნელად შესაძლოა აღადგინოთ ურთიერთობები „ყოფილ“ მეგობრებთან ან პარტნიორებთან. უძრავი ქონებასთან დაკავშირებული თემების გადაწყვეტა.თევზები - საინფორმაციო სივრცეს მიაქციეთ ყურადღება. აქტუალურია: არასტანდარტული და დაუგეგმავი მოლაპარაკებები, გეგმები. ყურადღებით იყავით გზებზე. მშვენიერი პერიოდია თვითგანვითარებისთვისა და სოციალური აქტივობებისთვის.

იასამანი

ასტროლოგია • 1777620270

„მოიმარჯვე იასამნის ტოტი...“ - ეს რიტუალი სავსემთავრეობისას სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ

ეზოთერიკოსი ქეთი ოდიშელი საზოგადოებას სავსემთავრეობის რიტუალს უზიარებს, რომელიც სურვილების ასრულებაში დაეხმარებათ. შენ იცი, რომ 5 ფურცელა იასამნის ყვავილი სურვილებს ასრულებს?არა 6, 7ან 8 ფურცელა, არამედ 5 ფურცელა  ხოდა სავსემთვარეობის ღამე ახლოვდება ( 1 მაისს ) მოიმარჯვე იასამნის ტოტი, იპოვნეგადაყლაპე და დააკვირდი.მაგრამ ნურც მთავარი დაგავიწყდება.ვიღაც მხოლოდ სურვილს იფიქრებს, ვიღაც კი ამ სურვილის ასრულებისთვის მოქმედებს  p.s. დამატებითი ჯადოსნობა, იპოვე აქ 5 ფურცელა 20 წმ ში და 1 სურვილი აუცილებლად აგისრულდება“, - წერს ქეთი ოდიშელი. 

ასტროლოგია ფული და სიყვარული

ასტროლოგია • 1777617635

„ეს პერიოდი არის ფინანსებისთვის სტაბილურობისა და პირადი წინსვლის გარანტი...“ - პირველ მაისს გასათვალისწინებელი რჩევა ქეთი ოდიშელისგან

ასტროლოგმა ქეთი ოდიშელმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ პირველი მაისის სავსემთვარეობაზე ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა:„საყურადღებო დღეა 30 რიცხვის ბოლო აკორდები და პირველი დღეები მაისის. კუდიანების ღამეს ეძახიან. დაემთხვა ამ ყველაფერს სავსემთვარეობა რომელიც არის პირველ მაისს. სავსე მთვარე არის მორიელში, კურო-მორიელის ღერძია.კურო არის ფინანსების მმართველი ნიშანი. შესაბამისად პერიოდი არის ფინანსებისთვის დასტაბილურებისა და წინსვლის გარანტი. მორიელი არის მერვე სახლის მმართველი და დიდ ფულთან აქვს კავშირი. ტრანსფორმაციული საკითხებიც აქტუალურია. შეიძლება ამ ყველაფერმა დიდი შემოსავლებისკენ გაგვისხნას კარი.კარგი იქნება სავსემთვარეობას გამოვიყენოთ დამცავი მინერალური ქვები. დამცავი თილისმების დამუხტვა მთვარის ენერგიით. არ არის ასევე აუცილებელი მთვარე ჩანდეს, შეგიძლიათ საფულე დადოთ ფანჯარაზე.ორი თილისმა არის მნიშვნელოვანი: კუროს თილისმა არის სპილო, მორიელის თილისმა თავად მორიელი“, - აღნიშნა ქეთი ოდიშელი.

ოდიშელი

ასტროლოგია • 1777539300

„იდეალური დროა შენი „ფინანსური ალგორითმის“ გადასაწერად“ - ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

ასტროლოგი, ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. „ვაგრძელებთ კუროს ზოდიაქოს ნიშნის შესახებ მითოლოგიურ მოგზაურობას...როგორც უკვე აღვნიშნეთ კურო პირდაპირ კავშირშია მატერიალურ ფასეულობებზე და მასთან დაკავშირებულ თემებზე.ჩაკეტილი ხარ საკუთარი შიშების ლაბირინთში? დროა, დაინახო კუროს ჩრდილოვანი მხარე. კუროს პოტენციალზე და მისი ფსიქოტიპის თავისებურებებზე კიდევ ვისაუბრებთ, მაგრამ არსებობს მითოლოგიური ვერსია, რომელიც მის უარყოფით თვისებებს ხატოვნად წარმოაჩენს. ეს არის მითი მინოტავრისსასტიკი და გაუმაძღარი ურჩხულის შესახებ.მინოტავრი ჩაკეტილია საკუთარი ჯიუტი, ეგოისტური, სურვილებისა და შიშების ლაბირინთში. მას არ სურს ბარიერების გახსნა და რეალობისთვის თვალის გასწორება. ეს მითი არის მკაფიო გაფრთხილება მესაკუთრეობისა და სიჯიუტის შესახებ.​კიდევ ერთი ანალოგია შუმერულ ეპოსში გვხვდება, ენკიდუს სახით. მასში კარგად ვლინდება კუროსეული მესაკუთრეობა და ძლიერი მგრძნობელობა.​მაშ ასე! კუროს ენერგია პირდაპირ კავშირშია მატერიალურ რესურსებთან.​თუ გრძნობ, რომ მინოტავრის მსგავსად, შენც ფინანსური ბლოკების ლაბირინთში ხარ ჩაკეტილი, 3 მაისიდან მე და ვახტანგ ჯაფარიძე დაგეხმარებით ამ ბარიერების მსხვრევაში და შენი ფინანსური პოტენციალია სრულად ათვისებაში!მზე კუროშია, იდეალური დროა შენი „ფინანსური ალგორითმის“ გადასაწერად შენი პირადი რუკის რომელ სახლში ხვდება კუროს ნიშანი? სწორედ მანდ არის ახლა შენი ყველაზე დიდი ენერგეტიკული მუხტი და მატერიალური შესაძლებლობები!მითუმეტეს ახლა, როდესაც სავსემთვარეობა მოგვადგა კარს!",- წერს ოდიშელი.  

ოდიშელი

საზოგადოება • 1777410903

„შემდეგი 7-8 წელი ძალიან საიმედო იქნება...“ – რას მოიტანს პლანეტა ურანის გადანაცვლება ტყუპების ზოდიაქოში

 „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასტროლოგი ქეთი ოდიშელი პლანეტა ურანის ტყუპების ზოდიაქოს გადანაცვლების შესახებ საუბრობს:„მნიშვნელოვანი კვირა გვაქვს. პლანეტა ურანმა შეიცვალა ზოდიაქო და გადავიდა ტყუპების ნიშანში, სადაც დაჰყოფს 7-8 წელიწადს. ურანი რეფორმებს უკავშირდება და ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდება, ტყუპებს დაუკავშირდება. გაცილებით უფრო კეთილსაიმედოა შემდეგი 7-8 წელი. ტყუპები მართავს ტექნოლოგიებს, პიარს, ჟურნალისტიკას, ეს სფეროები ძალიან განვითარდება...ცოტა მტკივნეული მომენტები შეიძლებოდა ყოფილიყო კუროსა და მორიელის ცხოვრებაში, შემდეგ კი ლომებისა და მერწყულებისთვის. რამდენიმედღიანი ციკლი იყო კრიზისული, მაგრამ დასრულდა. თუ იყო მტკივნეული რყევები, კარგი ამბავი ის არის, რომ მალე დასრულდება“. 

ქეთი ოდიშელი

საზოგადოება • 1777321145

პირველი მაისის სავსემთვარეობა: რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს და რას უნდა მოვერიდოთ - ქეთი ოდიშელის რჩევები

 სავსემთვარეობა - რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს და რას უნდა მოვერიდოთ - აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგმა ქეთი ოდიშელმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა:„საყურადღებო დრეა 30 რიცხვის ბოლო აკორდები და პირველი დღეები მაისის. კუდიანების რამეს ეძახიან. დაემთხვა ამ ყველაფერს სავსემთვარეობა რომელიც არის პირველ მაისს. სავსე მთვარე არის მორიელში, კურო-მორიელის ღერძია. კურო არის ფინანსების მმართველი ნიშანი. შესაბამისად პერიოდი არის ფინანსებისთვის დასტაბილურებისა და წინსვლის გარანტი. მორიელი არის მერვე სახლის მმართველი და დიდ ფულთან აქვს კავშირი. ტრანსფორმაციული საკითხებიც აქტუალურია. შეიძლება ამ ყველაფერმა დიდი შემოსავლებისკენ გაგვისხნას კარი.კარგი იქნება სავსემთვარეობას გამოვიყენოთ დამცავი მინერალური ქვები. დამცავი თილისმების დამუხტვა მთვარის ენერგიით. არ არის ასევე აუცილებელი მთვარე ჩანდეს, შეგიძლიათ საფულე დადოთ ფანჯარაზე.ორი თილისმა არის მნიშვნელოვანი: კუროს თილისმა არის სპილო, მორიელის თილისმა თავად მორიელი“, - აღნიშნა ქეთი ოდიშელი.ნახეთ სრულად: 

პლანეტა ვენერა

ასტროლოგია • 1777150878

ამ პერიოდში თავი შეიკავეთ ესთეტიკური პროცედურებისგან! - ასტროლოგის მიმართვა

 ასტროლოგი და ეზოთერიკოსი ქეთი ოდიშელი საზოგადოებას ურჩევს, ამ პერიოდში ესთეტიკური და ინვაზიური ჩარევებისგან თავი შეიკავონ. მისი განმარტებით, 26 რიცხვამდე ვენერას ენერგიები არასასურველ პოზიციაშია, რაც ზრდის გართულებების რისკს ისეთი მინიმალური პროცედურების დროსაც კი, როგორიც ბოტოქსია.„ვენერას ენერგიები ხშირად უკავშირდება ესთეტიკურ მედიცინას და სილამაზის პროცედურებს. ამ პერიოდში, 26 რიცხვამდე, არ არის რეკომენდებული არც ინვაზიური და არც ესთეტიკური ჩარევები - მათ შორის ოპერაციები და მსგავსი პროცედურები.მაშინაც კი, ისეთი მინიმალური ჩარევა, როგორიც არის ბოტოქსი, შეიძლება არასასურველ შედეგებთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ რისკი ყოველთვის ინდივიდუალურია, ამ პერიოდში მსგავსი პროცედურების ჩატარება არ არის მიზანშეწონილი.ასევე, ამ პერიოდში შესაძლოა გართულდეს შაქრიანი დიაბეტის მართვა, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება და კონტროლი არის საჭირო ჯანმრთელობის ამ მიმართულებითაც“, - ამბობს ქეთი ოდიშელი „პრაიმტაიმთან“ საუბროსას. 

ასტროლოგია

ასტროლოგია • 1777146962

მსგავსი ასტროლოგიური მოვლენა 84 წელიწადში ერთხელ ხდება! - ზოდიაქოს 2 ნიშანს სიფრთხილე მართებს

ასტროლოგი და ეზოთერიკოსი ქეთი ოდიშელი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ურანისა და კუროს შეხვედრა ასტროლოგიური ქრონოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა. „ურანისა და კუროს შეხვედრა ასტროლოგიური ქრონოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა. ურანის 84-წლიანი ციკლი (7 წელი თითოეულ ნიშანში) ნიშნავს, რომ პროცესები, რომლებიც ახლა კუროს ზოდიაქოში მიმდინარეობს, საუკუნეში მხოლოდ ერთხელ ხდება. ამჟამად მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა არის კუროსა და ურანის შეერთება, რომელიც გრძელდება დაახლოებით 26–27 აპრილამდე. ეს პერიოდი შეიძლება გამოვლინდეს როგორც დადებითი, ისე რთული ფორმებით.ურანი ასოცირდება მოულოდნელ ცვლილებებთან, გარდაქმნებთან და შოკურ მოვლენებთან. მისთვის დამახასიათებელია სწრაფი, არაპროგნოზირებადი პროცესები — ეტაპობრივი განვითარება ნაკლებად ახასიათებს. სწორედ ამიტომ, ამ პერიოდში მიღებულმა ცვლილებებმა შეიძლება ადამიანების ცხოვრებაში საკმაოდ მტკივნეული ფორმით იჩინოს თავი.განსაკუთრებით ეს გავლენა ეხება: კუროს და მორიელს. ასევე გარკვეულწილად: ლომს და მერწყულს.კუროსა და მორიელის შემთხვევაში, შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებული, „ნალოლიავები“ პირადი ან ოჯახური სცენარები მოულოდნელად დაინგრეს. ეს შეიძლება იყოს რადიკალური გადაწყვეტილებების შედეგი, რომლებიც სწორედ ამ პერიოდში მიიღება.მეორე მხრივ, ეს ცვლილებები ყოველთვის ნეგატიური არ არის. ის, რაც აქამდე „სტაბილურობად“ აღიქმებოდა, შესაძლოა რეალურად შეჩერებული და დამუხრუჭებული მდგომარეობა იყო. ამიტომ ამ პროცესმა შეიძლება ადამიანს მისცეს ბიძგი, გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და დაიწყოს ახალი ეტაპი.დიახ, ეს ცვლილებები შეიძლება იყოს მტკივნეული, მაგრამ შედეგის თვალსაზრისით ხშირად გარდამტეხი და სასარგებლოც აღმოჩნდება“, - ამბობს ქეთი ოდიშელი. 

✕