ირმჰილდ ბობფორდი

პოლიტიკა • 1791566100

ევროპარლამენტარი: ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოს დაშინებას. ჩვენ არ ვემხრობით „ქართულ ოცნებაზე“ ბრალდებებს, რომ თითქოს ის პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ცდილობს, მსგავს რამეს ევროპაშიც ვხედავთ

გერმანელი ევროპარლამენტარი, ირმჰილდ ბობფორდი საკუთარ ქვეყანაში, მისი პარტიის, AfD-ს წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას იხსენებს,მისი თქმით, AfD-ს აკრძალვის მოთხოვნაზე ევროპარლამენტს ამ დრომდე არცერთი რეზოლუცია არ მოუმზადებია.„ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოს დაშინებას, ჩვენ არ ვემხრობით „ქართულ ოცნებაზე“ ბრალდებებს, რომ თითქოს ის პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ცდილობს. მსგავს რამეს ევროპაშიც ვხედავთ.ამჟამად ყველა პოლიტიკურ პარტიაში აქტიურად განიხილავენ გერმანული პარტიის AfD აკრძალვის საკითხსაც. AfD ისევე, როგორც „ქართული ოცნება“ ამჟამად გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალაა“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.როგორც მან აღნიშნა, მათ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართული რეზოლუცია არ სჭირდებათ.„ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობა გვჭირდება. ევროკავშირის ყოველთვის ცდილობს გაატაროს საკუთარი პოლიტიკური კურსი და წინ წასწიოს თავისი დღის წესრიგი სანაცვლოდ იმისა, რომ ესაუბროს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1791556620

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი ევროპელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება, ევროპელმა ხალხმა გამოიღვიძა - გერმანიამ, ისლანდიამ, საფრანგეთმა. ბევრ მაგალითს ვიხილავთ, სადაც ითხოვენ მმართველი კლასისგან, რომ გატარდეს მათი ინტერესები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპელ ხალხში ბრიუსელის მმართველი კლასის მიმართ არსებულ დამოკიდებულებებზე ილაპარაკა.მისი შეფასებით, ბრიუსელის ბიუროკრატია დღეს ევროპელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება.„ევროკავშირი ათწლეულები იდგა ღირებულებებსა და ფასეულობებზე, მისი ყველაზე ახლო მოკავშირე, რომელიც გვახსენდება, არის ამერიკის შეერთებული შტატები და დღეს [აშშ-ს] ევროკავშირთან ურთიერთობა არ უნდა. ორი წელია, კაია კალასმა, რომელიც ევროკავშირში საგარეო მიმართულებას ხელმძღვანელობს, ბატონ მარკო რუბიოსთან ერთწუთიანი შეხვედრაც კი ვერ დანიშნა, სერიოზული პრობლემა აქვთ.ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი ევროპელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება. ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, ლგბტ პროპაგანდა, იაფ ენერგორესურსებზე უარის თქმა და ამით დეინდუსტრიალიზაციის გამოწვევა, უკონტროლო არალეგალური მიგრაცია, რომელმაც წალეკა ევროპა. ეს ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის და ევროპელმა ხალხმა გამოიღვიძა - გერმანიამ, ისლანდიამ, საფრანგეთმა. ბევრ მაგალითს ვიხილავთ, სადაც ითხოვენ მმართველი კლასისგან, რომ გატარდეს მათი ინტერესები და დღეს ევროპელი ხალხის ინტერესი არ ტარდება. ეს არის გარედან მოხვეული, ე.წ. დიფ სთეითის - როგორც ბატონ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უწოდებს იმ ძალებს, მიერ თავსმოხვეული პოლიტიკა, რომელსაც ატარებს დღევანდელი მმართველი კლასი, ეს არარჩეული ბიუროკრატები, რომლებიც დღეს არიან და ხვალ არ იქნებიან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1791555300

ლევან მაჭავარიანი: მარტა კოსისა და ბრიუსელის დღევანდელი პოზიციაა, რომ კანდიდატმა წევრებმა უნდა აიკრძალონ ურთიერთობა აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციასთან - ჰკითხონ ევროპელ ხალხს, აწყობთ თუ არა აშშ-სთან დაძაბულობა

ეს არის ქალბატონი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ კანდიდატ წევრ ქვეყნებს პირდაპირ აგვიკრძალა ურთიერთობა აშშ-სთან. ამის შემდეგ არავინ გამოსულა და არ უთქვამს, რომ რაღაც უზუსტობა იყო, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა კოსზე საუბრისას.როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, მარტა კოსისა და ბრიუსელის დღევანდელი პოზიციაა, რომ კანდიდატმა წევრებმა უნდა აიკრძალონ ურთიერთობა აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციასთან.„ჰკითხონ ევროპელ ხალხს, აწყობთ თუ არა აშშ-სთან დაძაბულობა. თვითონ მმართველი კლასი ამბობს, რომ რუსეთი არის ისეთი საფრთხე, რომ ხვალ თუ არა ზეგ ევროპას თავს დაესხმება. როდესაც აშშ-სთან ასეთი გაფუჭებული ურთიერთობა გაქვს, რომელიც არის შენი უსაფრთხოების მთავარი გარანტი, ევროპელ ხალხს ხომ უჩდნება შეკითხვები, თუ რუსეთი თავს უნდა დაგვესხას და აშშ-სთან გვაქვს ასეთი დაძაბული ურთიერთობამ, მაშინ ვინ დაგიცავს უსაფრთხოების კუთხით?!“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1791554640

ლევან მაჭავარიანი: როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში. დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ, რომ შემოხვალთ, რეზოლუციას მხარი დაუჭირეთო

როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში. დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ, რომ შემოხვალთ, რეზოლუციას მხარი დაუჭირეთო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.„გათავხედებულ ადამიანებს ჰგონიათ, სხვა ქვეყანაში რომ გასდით, საქართველოშიც გაუვათ. იმავე რასა იუკნევჩიენემ ჩვენს ამომრჩეველს უწოდა ინფექცია, თუ ბაქტერია. ამაზე შეურაცხმყოფელი რა უნდა იყოს?! ადამიანი, რომელიც მიხეილ როთის ცხოვრებით ცხოვრობს, გამოდის და კიდევ რაღაცებს იმუქრება.ევროპარლამენტარების ნაწილმა ირანი არ იცის, სად არის, ვისზე ვსაუბრობთ საერთოდ?! საქართველოზეც არაფერი იციან. როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში. დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზოლუციას მხარი დაუჭირეთო. ინადგურებენ თავიანთ რეპუტაციას“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1791554460

ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მიზეზზე ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, ეს არის ის, რომ 2022 წლის თებერვალში საქართველომ უარი განაცხადა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებულიყო პროქსისახელმწიფოდ. ზუსტად იმ დღიდან იწყება უსამართლობა, ამდენი სიცრუე, დეზინფორმაცია, რეზოლუციები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა.როგორც მან „დღის ქრონიკასთან“ აღნიშნა, რეზოლუციები, რომელთაც ორკესტრირებული ხასიათი აქვთ, მოჰყვა საქართველოს უარს, გამხდარიყო პროქსისახელმწიფო და გაეხსნა მეორე ფრონტი.„საფუძველზე და მიზეზზე ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, ეს არის ის, რომ 2022 წლის თებერვალში საქართველომ უარი განაცხადა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებულიყო პროქსისახელმწიფოდ, ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა ამ ომისთვის. ამას უკვე ყველა ღიად ამბობს და პირველებმა ეს ყველაფერი შეაფასეს დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ. პირდაპირ თავისი სახელი დაარქვეს. თქვეს, რომ ეს არის პროქსიომი დასავლეთსა და რუსეთს შორის და სატელიტ სახელმწიფოდ გამოვიყენეთ უკრაინა. უნდოდათ საქართველოს გამოყენებაც.ზუსტად იმ დღიდან იწყება უსამართლობა, ამდენი სიცრუე, დეზინფორმაცია, რეზოლუციები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. როდესაც ბრიუსელმა შეაჩერა მოლაპარაკებები საქართველოსთან 2024 წელს, იმ შემთხვევაში მათ საბაბად მოიშველიეს ორი კანონი, ეს არის „გამჭვირვალობის კანონი“, რომელსაც სამარცხვინოდ აშშ-ის იმდროინდელმა ელჩმა და ევრობიუროკრატებმა დაარქვეს „რუსული კანონი“. ხოლო მეორე კანონი არის „ანტილგბტ კანონი“. მთელი ერი შეთანხმებულია, რომ ეს კანონი მისაღები იყო.ამ ყველაფერმა, პირველ რიგში, უარმა ომში ჩართვაზე, მეორე რიგში ამ ბერკეტის გამოცლამ, როგორიც არის მდიდარი „ენჯეოები“, რომლებიც პირდაპირ სახელმწიფო გადაწყვეტილებებში იღებდნენ მონაწილეობას, მათი დღის წესრიგისთვის უარის თქმა იწვევს ჩვენი ქვეყნის მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1791533168

ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი, მთლიანად ევროპული ბიუროკრატია

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ეხებოდა.კობახიძის შეფასებით, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი და მთლიანად ევროპული ბიუროკრატია.„ხშირად მოგვიწოდებენ ხოლმე, რომ განსხვავებული რიტორიკით ვისაუბროთ ევროპულ ინსტიტუტებთან მიმართებით, თუმცა როდესაც ასეთ რეზოლუციას ამტკიცებს ევროპარლამენტი, როდესაც ასეთი შინაარსის დებატები იმართება, ძალიან რთულია რაიმე დადებითი კომენტარი გააკეთო, უფრო მეტიც, არ გააკეთო უარყოფითი კომენტარი. ასეთი ქმედებებით ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. მგონია, რომ უზენაესი საბჭო ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაში იყო 80-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი საკუთარი არსებობის ბოლო წლებს ითვლიდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი, მთლიანად ევროპული ბიუროკრატია არის მძიმე მდგომარეობაში და ამის გამოხატულებაა ასეთი დებატები, ასეთი დოკუმენტები. ქართული საზოგადოებისთვის ეს საერთოდ აღარ არის საინტერესო“, – განაცხადა კობახიძემ.

დანილო დელა ვალე

პოლიტიკა • 1791478860

ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ჩვენ ხმის მიცემისგან თავი შევიკავეთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული სტანდარტების დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. მიგვაჩნია, რომ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა და მათთან ყველა პოლიტიკური ურთიერთობის გაწყვეტა სწორი გზა არ არის

ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას ეხმაურება.საუბარია დოკუმენტზე, რომელიც ევროპარლამენტართა ჯგუფმა მოამზადა, მათ შორის არიან რასა იუკნევიჩიენე და დევიდ მაკალისტერი.რეზოლუცია „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს ეხება და მისი მხარდამჭერები საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების დასანქცირებას ითხოვენ.„ჩვენ ხმის მიცემისგან თავი შევიკავეთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული სტანდარტების დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. მიგვაჩნია, რომ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა და მათთან ყველა პოლიტიკური ურთიერთობის გაწყვეტა სწორი გზა არ არის“, - განაცხადა დანილო დელა ვალემ.

თამთა მეგრელიშვილი

პოლიტიკა • 1791469270

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესების ერთგულია და გარე პოლიტიკური დიქტატი და შანტაჟი ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ სახელმწიფომ უარი თქვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე

„ევროპარლამენტში დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, მათ შორის - სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის იმპერატიულ ნორმას, და ქვეყანა სამართლებრივ ნიჰილიზმამდე მიჰყავს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.მისი თქმით, ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობა, სამართლებრივი პროცესები და კონსტიტუციური წესრიგის დაცვა ექსკლუზიურად ქართველი ხალხისა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების პრეროგატივაა.„ევროპარლამენტში დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, მათ შორის - სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის იმპერატიულ ნორმას, და ქვეყანა სამართლებრივ ნიჰილიზმამდე მიჰყავს.აღნიშნული რეზოლუცია არ ასახავს ქართველი ხალხის უმრავლესობის დემოკრატიულ არჩევანს, რომელმაც მმართველ პარტიას ლეგიტიმური მანდატი მიანიჭა. ხალხის ნება და მის საფუძველზე არჩეული პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაცულია კონსტიტუციური იმუნიტეტით, შესაბამისად, ლიდერების წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნა სამართლებრივი მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით, არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოსა და თანაზომიერების პრინციპებს.„ქართული ოცნების“ ლიდერების პერსონალური სანქცირებისკენ მოწოდება წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებას.ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხზე დოკუმენტში გაკეთებული შეფასებები არის ევროპარლამენტის მცდელობა, წინასწარი პოლიტიკური ვერდიქტითა და სანქციების მუქარით გავლენა მოახდინოს სასამართლო ხელისუფლებაზე, რაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში დარღვევაა.საქართველოს მიმართ ამ უფლების უარყოფა და მსგავსი კრიტიკა შერჩევითი სამართლისა და ორმაგი სტანდარტის პირდაპირი გამოვლინებაა, რადგან ეროვნული უსაფრთხოების, კონსტიტუციური წესრიგისა და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის აღკვეთის მიზნით, კონკრეტული პოლიტიკური ძალების შეზღუდვის სამართლებრივი პრაქტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) მიერ აღიარებულია და აქტიურად გამოიყენება თავად ევროკავშირის წევრ თუ პარტნიორ ქვეყნებში.ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობა, სამართლებრივი პროცესები და კონსტიტუციური წესრიგის დაცვა ექსკლუზიურად ქართველი ხალხისა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების პრეროგატივაა.საქართველო არის საკუთარი ეროვნული ინტერესების ერთგული და გარე პოლიტიკური დიქტატი, შანტაჟი თუ თავსმოხვეული დღის წესრიგი ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ სახელმწიფომ უარი თქვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე.ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი ფურცელზე დაწერილი გზავნილი, რომელიც რეალურ შინაარსს მოკლებულია,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

თამთა მეგრელიშვილი

პოლიტიკა • 1791466440

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს - ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

"ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი, ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოს სუვერენიტეტსა და შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად აფასებს.როგორც მეგრელიშვილი წერს, აღნიშნული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, მათ შორის, სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის იმპერატიულ ნორმას. მისი თქმით, რეზოლუცია არ ასახავს ქართველი ხალხის უმრავლესობის დემოკრატიულ არჩევანს, რომელმაც მმართველ პარტიას ლეგიტიმური მანდატი მიანიჭა.მეგრელიშვილი ასევე ეხმაურება ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით რეზოლუციაში გაკეთებულ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტი წინასწარი პოლიტიკური ვერდიქტითა და სანქციების მუქარით ცდილობს გავლენა მოახდინოს სასამართლო ხელისუფლებაზე.„ევროპარლამენტში დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, მათ შორის — სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის იმპერატიულ ნორმას და ქვეყანა სამართლებრივ ნიჰილიზმამდე მიჰყავს.აღნიშნული რეზოლუცია არ ასახავს ქართველი ხალხის უმრავლესობის დემოკრატიულ არჩევანს, რომელმაც მმართველ პარტიას ლეგიტიმური მანდატი მიანიჭა.ხალხის ნება და მის საფუძველზე არჩეული პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაცულია კონსტიტუციური იმუნიტეტით, შესაბამისად, ლიდერების წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნა სამართლებრივი მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით, არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოსა და თანაზომიერების პრინციპებს."ქართული ოცნების“ ლიდერების პერსონალური სანქცირებისკენ მოწოდება, წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებას.ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხზე დოკუმენტში გაკეთებული შეფასებები არის ევროპარლამენტის მცდელობა, წინასწარი პოლიტიკური ვერდიქტითა და სანქციების მუქარით გავლენა მოახდინოს სასამართლო ხელისუფლებაზე რაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში დარღვევაა.საქართველოს მიმართ ამ უფლების უარყოფა და მსგავსი კრიტიკა შერჩევითი სამართლისა და ორმაგი სტანდარტის პირდაპირი გამოვლინებაა რადგან ეროვნული უსაფრთხოების, კონსტიტუციური წესრიგისა და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის აღკვეთის მიზნით, კონკრეტული პოლიტიკური ძალების შეზღუდვის სამართლებრივი პრაქტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) მიერ აღიარებულია და აქტიურად გამოიყენება თავად ევროკავშირის წევრ თუ პარტნიორ ქვეყნებში.ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობა, სამართლებრივი პროცესები და კონსტიტუციური წესრიგის დაცვა ექსკლუზიურად ქართველი ხალხისა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების პრეროგატივაა.საქართველო არის საკუთარი ეროვნული ინტერესების ერთგული და გარე პოლიტიკური დიქტატი, შანტაჟი თუ თავსმოხვეული დღის წესრიგი ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ სახელმწიფომ უარი თქვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე.ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი ფურცელზე დაწერილი გზავნილი, რომელიც რეალურ შინაარს მოკლებულია.“ - წერს მეგრელიშვილი.

გიორგი შარაშიძე

პოლიტიკა • 1791460300

გიორგი შარაშიძე: პაატა ბურჭულაძემ სიმართლეზე უნდა ისაუბროს, როგორ გამოიწვია ავანტიურაში მისმა თუნდაც უნებლიე მონაწილეობამ „ქართული ოცნების“ გაძლიერება და საპროტესტო მოძრაობის დასუსტება

პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდებ, სიმართლეზე ისაუბროს. არ გამოვრიცხავ, შეცდომაში იყოს შეყვანილი, მაგრამ უნდა შეძლოს და ახსნას, როგორ გამოიწვია მისმა მცდელობამ, ავანტიურაში თუნდაც უნებლიე მონაწილეობამ, „ქართული ოცნების“ ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერება და ოპოზიციის, ზოგადად, საპროტესტო მოძრაობის დასუსტება და ეს ფაქტია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.მისი თქმით, თუ იყო დანაშაული და ამაში განზრახ მიიღო მონაწილეობა – ამის აღიარების გამბედაობაც უნდა ეყოს.„ბატონმა პაატამ უნდა ახსნას, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. ეს თუ იყო შეცდომა, უნდა დაარქვას შეცდომას – შეცდომა, თუ იყო დანაშაული და ამაში განზრახ მიიღო მონაწილეობა – ამის აღიარების გამბედაობაც უნდა ეყოს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.კითხვაზე, არსებობს თუ არა შანსი, პაატა ბურჭულაძემაც გააფორმოს საპროცესო შეთანხმება, გიორგი შარაშიძე პასუხობს, რომ ეს მისი გადასაწყვეტია.„ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფითად ვაფასებთ. არ ვსაუბრობთ იმ ხალხზე, ვინც იქ მართლა შემთხვევით მოხვდა და უპასუხისმგებლო ორგანიზატორების გამო მოხვდა ციხეში, მაგრამ ვინც უშუალოდ ორგანიზატორი იყო და ამბობდა, ოთხში ვიწყებთ, ოთხში ვამთავრებთო და თავისი მოქმედებით ხელი შეუწყო „ქართული ოცნების“ დაგეგმილი ბინძური პროვოკაციის აღსრულებას, ამ ხალხმა ამაზე უნდა ისაუბროს, მათ შორის ბატონმა პაატა ბურჭულაძემაც“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.პაატა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ, პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა. ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში და თავი არ დააღწიონ ამ უკანონობას“.

გიორგი შარაშიძე

პოლიტიკა • 1791457080

გიორგი შარაშიძე: საქართველო ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს არის აცდენილი, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხონ, რატომ დგება დღის წესრიგში მათი დასანქცირების საკითხი

„რეზოლუციას ჩალის ფასი აქვსო“ – ეს „ქართული ოცნების“ ცნობილი ტერმინია, რომელსაც „ოცნების“ ლიდერები თუთიყუშუვით იმეორებენ. ამას იმიტომ ამბობენ, რომ უარი თქვეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.მისი თქმით, ქვეყანას მცირედით მაინც თუ აქვს პოლიტიკური ნება, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს, რაც კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ვალდებულებაა, როგორ შეიძლება იყოს ქვეყნისთვის „ჩალის ფასის მქონე“ იმ ორგანიზაციის რეზოლუციები, რომელში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის ქვეყანა.„შეფასება, რომ ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს, ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს, სამწუხაროდ, არანაირი წინსვლა არ ექნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ეს ფაქტია და თავად ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომდესაც 2024 წლის 28 ნოემბერს გამობრძანდა და განაცხადა, რომ საქართველო წყვეტს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე. შესაბამისად, ყველა ის კრიტიკა, რაც ევროსტრუქტურებიდან ისმის, სამართლიანია. საქართველო, სამწუხაროდ, ევროკავშირის და დემოკრატიული სამყაროს მთავარ, ფუნდამენტურ ღირებულებებს არის აცდენილი და გასაგებია, რატომ ისმის კრიტიკა. რაც შეეხება სანქციებს – „ქარული ოცნების“ ყველა ლიდერმა საკუთარ თავს მოჰკითხოს და დააბრალოს, რატომ დგება დღის წესრიგში მათი პერსონალური დასანქცირების საკითხი. სწორედ ეს ადამიანები არიან პერსონალურად პასუხისმგებელი დემოკრატიულ უკუსვლაზე, ევროპული მომავლის კურსიდან გადახვევაზე და ძალიან ბევრ დანაშაულზე და ნუ უკვირთ, თორემ ჩვენ არავის დასანქცირება არ გვიხარია“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომლის ავტორებს შორის არიან რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ტობიას კრამერი და მალგოჟატა გოშევსკა. მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტარები ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ „ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ. ხაზს უსვამენ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ურყევ მხარდაჭერას და აღნიშნავენ, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს“.

არჩილ გორდულაძე

პოლიტიკა • 1791455582

არჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტმა უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს ფასი არ აქვს.მისი თქმით, ევროპარლამენტში გადაწყვეტილებები მიიღება არა რაიმე საკითხის შესწავლით, არამედ პოლიტიკური მიზნებით.„ევროპარლამენტმა თავისი უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა. ააცილია ქართველი ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას, სუვერენიტეტის დარღვევას და ისევ და ისევ საკუთარ თავზე უფრო მეტს საუბრობს ასეთი რეზოლუციები, ვიდრე საქართველოს შესახებ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას.მაშინ, როდესაც კვლავ ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ახლა საინტერესოა, მანამდე რომ ამბობდნენ, ორი უკურნებელი სენი სჭირსო, ახლა რა განმარტებას გააკეთებენ, ორი უკურნებელი სენი დაამარცხა, თუ არა მიხეილ სააკაშვლმა. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი რეზოლუციები იმ ფურცლის ფასიც კი არ არის, რაზეც ის იბეჭდება. 720-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ ოცამდე ადამიანი როცა ესწრება რეზოლუციის განხილვას, შემდეგ აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ხოლმე, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევროპარლამენტში გადაწყვეტილებები არ მიიღება საკითხის შესწავლით ან რაიმე კონკრეტულ საფუძველზე დაყრდნობილი შედეგებით. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანია, პოლიტიკური მიზანია მათ შორის აგერ ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადება, კონკრეტულად სიპერის, თუ შიფერის, უკაცრავად. არათუ ფაშისტური გამონათქვამია, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ კონკრეტული ევროპარლამენტარები, თუ არარჩეული ბიუროკრატიის წარმომადგენლები ახალისებენ ქსენოფობიას, ახალისებენ ექსტრემიზმსა და ფაშიზმს, არამედ პირდაპირ გამოთქვა კიდეც, თურმე „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები დაიხოცებიან. სიკვდილის მუქარა ახალია ევროპარლამენტის ისტორიაში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.ევროპარლამენტართა ჯგუფმა, მათ შორის რასა იუკნევიჩიანემ და დევიდ მაკალისტერმა, საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი მოამზადა.

✕