ფესტივალი

საზოგადოება 1775150974

„სასკოლო მოხალისეობის ფესტივალი 2026“ დაიწყო

თუ ხარ თბილისის საჯარო სკოლის IX, X, XI კლასის მოსწავლე და გაქვს მოხალისეობრივი ინიციატივა, რომლითაც შეგიძლია საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებები შეიტანო, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა. შექმენი შენივე სკოლის ხუთი მოსწავლისგან შემდგარი გუნდი, შეიმუშავე ინიციატივა, რომელსაც მოხალისეობრივ საწყისებზე განახორციელებ, გაიმარჯვე და გახდი საერთაშორისო სასწავლო ვიზიტის მონაწილე.ფესტივალის ფარგლებში 25 გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდება.განაცხადები მიიღება 2026 წლის 25 აპრილის ჩათვლით.დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია

სოხაძე

საზოგადოება 1775135988

კახეთის რეგიონში საგანმანათლებლო, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან ერთად, კახეთის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელიც 125 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და მოიცავს საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელ სივრცეებს. პარალელურად, ვაჩნაძიანში მიმდინარეობს ახალი, 200 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მინისტრი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ახალი სკოლის მშენებლობის პროექტის განხორციელების ეტაპებსა და ვადებზე. ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მეორე ეტაპი, ზაფხულში დაგეგმილია სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება. ახალი, თანამედროვე სკოლა 800 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს განათლების სამინისტროს შესაბამისი სსიპ-ის გაუქმების შემდეგ გადაეცა.რეგიონში აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაც — თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ფაზაშია. პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის კავშირს და გაზრდის ტურისტულ პოტენციალს.მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ახმეტაში, თელავში, გურჯაანსა და წნორში იგეგმება ან უკვე მიმდინარეობს თანამედროვე სპორტული ობიექტების — მრავალფუნქციური კომპლექსების, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და სტადიონების მშენებლობა.,,კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ჩვენი მიზანია, წლის ბოლომდე ამ მიმართულებით მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს როგორც კახეთში, ისე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში. დაგეგმილია თანამედროვე ტექნიკური სტადიონების მოწყობა, რასაც დაემატება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები - მათი პროექტირება უკვე მიმდინარეობს და წელსვე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. ეს ინფრასტრუქტურა რეგიონების მოსახლეობას მისცემს შესაძლებლობას, სრულფასოვნად ისარგებლონ იმ სერვისებითა და პირობებით, რომელთა განვითარებაშიც საქართველოს მთავრობა ასეულობით მილიონ ლარს დებს''-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.თელავში დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა საცურაო აუზით, ასევე უეფას III კატეგორიის, 4 500 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მოწყობა.გურჯაანსა და წნორში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსები გააერთიანებს სპორტულ, საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეებს, რაც რეგიონში ახალგაზრდებისთვის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის.მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ტექნიკური საფეხბურთო ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს.ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს რეგიონებში ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ერთდროულად აუმჯობესებს განათლების, გადაადგილებისა და ცხოვრების ხარისხს.ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ბაია კვიციანი

განათლება 1775127603

ბაია კვიციანმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა.შეხვედრა პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში გაიმართა და მის  მიზანს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, ინკლუზიურისერვისების განვითარება და ამ პროცესში საზოგადოების, განსაკუთრებით კი მშობელთა ჩართულობის გაძლიერება წარმოადგენდა.როგორც ბაია კვიციანმა აღნიშნა,  აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება და აღნიშნული დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სერვისების განვითარება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული მიმართულებაა.შეხვედრაზე საუბარი შეეხო აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ინდივიდუალური ასისტენტის როლს, საგანმანათლებლო რესურსების ადაპტირების აუცილებლობას და არაფორმალური განათლების სერვისების შემუშავების საკითხს.შეხვედრის ფარგლებში მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ თავიანთი ინიციატივები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.მშობლებთან  შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაია კვიციანმა თბილისის N61 საჯარო სკოლის ინტეგრირებული კლასი დაათვალიერა.შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

ეროვნული ბანკი

საზოგადოება 1775117460

ფულის გლობალური კვირეულის კამპანიის ფარგლებში სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი წეროვანის სკოლას ეწვია

 ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის №3 საჯარო სკოლას ეწვია.ეკატერინე მიქაბაძემ მოსწავლეებს ფინანსური განათლების საკითხებზე ღია გაკვეთილი ჩაუტარა და სკოლის ბიბლიოთეკას ახალი საგანმანათლებლო მასალები გადასცა.სკოლაში სტუმრობა ფულის გლობალური კვირეულის კამპანიის ნაწილია,  რითიც დაიწყო ღია გაკვეთილების მასშტაბური პროექტი  „მოიწვიე ფინედუ კლასში“. 2026 წლის კვირეული დევიზით - „ისაუბრე ფულზე“ - განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდებში ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე ღია საუბარსა და ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობაზე.„ფინანსებზე საუბარი, სწორედ პატარა ასაკიდან, სკოლიდან უნდა დავიწყოთ, ამ ასაკში ეყრება საფუძველი კრიტიკულ აზროვნებას, ყალიბდება პასუხისმგებლიანი ფინანსური ჩვევები და დამოკიდებულებები. ამიტომ ამ პერიოდში მიღებული ინფორმაცია და ცოდნა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ზრდასრულ ასაკში ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.აღსანიშნავია, რომ „მოიწვიე ფინედუ კლასში“, ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ (www.finedu.gov.ge) ინიციატივით, უკვე მეათე ნაკადად ტარდება. ტრადიციულად, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების თანამშრომლები 15 მაისამდე თბილისისა და რეგიონების სკოლებს ეწვევიან და V-XII კლასის მოსწავლეებს საინტერესო და შემეცნებით გაკვეთილებს ჩაუტარებენ.მიმდინარე ნაკადის ფარგლებში სკოლებს კომერციული ბანკებიდან საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, ტერაბანკის,  კრედო ბანკისა და მიკრობანკი ემბისის თანამშრომლები შემოუერთდებიან.ფულის გლობალური კვირეულის აღნიშვნას საქართველო წელს უკვე მეთორმეტედ უერთდება. მისი მიზანია, ახალგაზრდებს გაუძლიეროს თავდაჯერება ფინანსურ გადაწყვეტილებებში, წაახალისოს სწორი კითხვების დასმა და ფინანსური განათლების საშუალებით დაეხმაროს უფრო გონივრული ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებაში.მიუხედავად იმისა, რომ ფულის გლობალური კვირეული 16-22 მარტს აღინიშნა, საქართველოში კამპანია უფრო მასშტაბურად, ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობს და არაერთ მრავალფეროვან საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობას მოიცავს.

თეა წულუკიანი

პოლიტიკა 1775076420

წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს შორის სადავოდ აქცია საკითხი - არიან თუ არა ეს ენჯეოები და ადამიანები საერთოდ მსხვერპლნი გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ. რა თქმა უნდა ისინი ამაზე ბევრს არ საუბრობენ, რადგან არ აწყობთ

მათთვის მთავარია, რომ „ქართული ოცნება“ აღარ არსებობდეს და იყვნენ თვითონ, მაგრამ თვითონ ვერ არიან და ვერ იქნებიან ასე თუ გააგრძელეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა ოპოზიციაზე საუბრისას. წულუკიანის თქმით, ისინი საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ.„უმძიმესი ვითარება რომ არის გარშემო ამას მგონი სკოლის მოსწავლეც კი ხედავს, არამცთუ ზრდასრული ადამიანი, რომელიც პოლიტიკოსად წარმოაჩენს თავს. მაგრამ მათთვის ეს არ არის საინტერესო, მათთვის მთავარია, რომ ქართული ოცნება აღარ არსებობდეს და იყვნენ თვითონ, მაგრამ თვითონ ვერ არიან და ვერ იქნებიან ასე თუ გააგრძელეს და როცა იყვნენ ისიც ვნახეთ, რომ მსოფლიოში ტურბულენტობის დროს საკუთარი ქვეყნის გაწირვას არ ერიდებოდნენ და მეტ-ნაკლები მშვიდობიანობის დროსაც ისე იქცეოდნენ, რომ აქ რუსეთი შემოჭრილიყო. რეალურად პასუხისმგებლობასაც არ გრძნობენ თავიანთი ქვეყნის წინაშე. ეს მათი პოლიტიკური დღის წესრიგია, რომელიც მათ შორს ვერ წაიყვანს“, - აღნიშნა მან.ამასთან, წულუკიანმა უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში ენჯეოების საჩივარს.„არავითარი დაჩქარებული წესით ეს საჩივარი არ იხილება. მთავარი არის ის შეკითხვები, რომელიც მთავრობამ მიიღო და შეკითხვებიდან პირველი კითხვა არის მსხვერპლის სტატუსთან დაკავშირებით. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს შორის სადავოდ აქცია საკითხი - არიან თუ არა ეს ორგანიზაციები და ადამიანები საერთოდ მსხვერპლნი გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ. როგორც წესი, სტრასბურგის სასამართლო ამ კითხვას არ სვამს გარდა იმ შემთხვევისა, თუ თავად არ აქვს კითხვა/ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ, ვინც მას მიმართა, არიან განა ისინი მსხვერპლი იმ კანონისა, რომელზეც ჩივიან. მათი მსხვერპლის სტატუსი არის სადავოდ ქცეული, ამიტომ მთავრობა იდავებს, კერძოდ კი იუსტიციის სამინისტრო და ეს საკითხი გამოირკვევა. ეს არის პირველი სადავო საკითხი, რაც თვითონ სტრასბურგის სასამართლომ წამოჭრა. რა თქმა უნდა, ისინი ამაზე ბევრს არ საუბრობენ, რადგან არ აწყობთ. იქ არის შინაარსობრივი კითხვებიც, სტიგმატიზაციაზე, არის კითხვები პერსონალური მონაცემების ნაწილში, ირღვევა თუ არა კონკრეტული პირების უფლებები. ამ კითხვებზე დათქმულ ვადებში გასცემს მთავრობა პასუხს. შემდეგ მომჩივნებს ექნებათ ვადა, რომ მთავრობის პასუხზე პასუხი გააგზავნონ და უნდა ვივარაუდოთ, რომ 1 წლის შემდეგ, ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილება იქნება სტრასბურგის სასამართლოსგან. წინასწარ, იმის თქმა, რომ ვიღაცას რაღაც უნდა უხაროდეს, რომელმაც ისიც კი ვერ გააგებინა სტრასბურგის სასამართლოს ნამდვილად მსხვერპლია თუ არა, წინასწარ მათ ადგილას არაფერს ვიზეიმებდი“, - განაცხადა წულუკიანმა.

კლინიკა

საზოგადოება 1774947180

ახალი ინფორმაცია ვრცელდება ბიჭზე, რომელსაც მატარებელი დაეჯახა - რას წერს სკოლის დირექტორი

ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში მოზარდს მატარებელი დაეჯახა. პატარა ანდრიამ დაზიანება თავის არეში მიიღო, იგი ჯერ ლანჩხუთის „მედალფაში“ გადაიყვანეს, შემდეგ კი, ქუთაისში მდებარე მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც მე-4 კლასელი ბიჭის ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.ოპერაცია, არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, წარმატებით დასრულდა. მოზარდი, რეამინაციულ განყოფილებაში, ექიმების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ რჩება.„მადლობა უფალს... რაც სიკეთე უკეთებია მის მშობლებს, ოჯახს, ახლობლებს და ჩვენ (მასწავლებლებს), ყველა ერთიანად უკან დაგვიბრუნა“ - წერს სოციალურ ქსელში ანდრიას სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა და ფოტოს აქვეყნებს. 

განათლება

განათლება 1774685216

მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები მე-14 საჯარო სკოლის პედაგოგებს და მშობლებს შეხვდნენ

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგიბიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის მე-14 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და სკოლის მოსწავლეების მშობლებს შეხვდნენ.შეხვედრის ძირითადი მიზანი სკოლაში არსებული გამოწვევების განხილვა და მათი გადაჭრის შესაძლო გზების განსაზღვრა იყო.მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ მათ დეტალურად გააცნო განახლებული ინფორმაცია სკოლის საპროექტო და სამშენებლო პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უწყება არსებული პრობლემების დასაძლევად აქტიურად განაგრძობს მუშაობას, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე.„ფონდი მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს, რათა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის 14-ე საჯარო სკოლის მშენებლობა დროულად დაიწყოს. სკოლის პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის მაისში დასრულდება, რის შემდეგაც გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი“, - განაცხადა ქვარა ჩართოლანმა.

რევაზ სოხაძე

პოლიტიკა 1774615087

რევაზ სოხაძე თბილისის №209 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე თბილისის №209 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ დეტალურად გააცნო ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებული მიმდინარე მდგომარეობა და დაგეგმილი ნაბიჯები. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.თბილისის 209-ე საჯარო სკოლა, რომელიც სოფელ გლდანში მდებარეობს, ამორტიზებული იყო. ძველი სკოლის ნაცვლად ახალი სკოლის მშენებლობის პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს მას შემდეგ გადაეცა, რაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გაუქმდა.ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, რადგან კვლავ არსებობს სამშენებლო ტერიტორიის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები. სკოლის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ასაშენებლად აუცილებელია მომიჯნავე მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა, რომელსაც უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო გამოისყიდის. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების დაწყება.მინისტრმა პედაგოგებისა და მშობლების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ პროექტის დროული დაწყება და ხარისხიანად განხორციელება სამინისტროსთვის პრიორიტეტულია.„ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად ვმუშაობთ, რომ არსებული სირთულეები, მათ შორის ბიუროკრატიული ბარიერები, დავძლიოთ და პროექტი გადავიყვანოთ აქტიურ ფაზაში,“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ. მინისტრმა ასევე ბოდიში მოუხადა დამსწრეებს შექმნილი შეფერხებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ განათლების ინფრასტრუქტურა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება დამოკიდებულია მიმდინარე პროცედურების დროულ დასრულებაზე, მათ შორის პროექტირების ეტაპზეც, თუმცა უწყებები აქტიურად მუშაობენ პროცესის დაჩქარებაზე.მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი თვითმმართველობა კოორდინირებულად იმუშავებენ, რათა საკითხი დროულად გადაიჭრას და №209 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უმოკლეს ვადაში შეძლონ სწავლა შესაბამის გარემოში.შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები ლადო ბოჟაძე და შალვა ოგბაიძე, ასევე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე.

გივი მიქანაძე

განათლება 1774597785

გივი მიქანაძემ ხაშურის N2 საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2  ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.მინისტრი განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 450 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში განახლდა ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, ექიმის კაბინეტი, კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტ დარბაზი. მთლიანად შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები. შენობა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო გარე სპორტული მოედანი.მინისტრთან ერთად, სკოლა დაათვალიერეს სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანმა, პარლამენტის წევრმა ზაალ დუგლაძემ, ხაშურის მერმა პაატა ჩადუნელმა და ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა.საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა და პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონ 821 ათას ლარზე მეტს შეადგენს.

 ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის 124-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პოლიტიკა 1774526236

ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის 124-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის 124-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები და ახალგაზრდებისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სპორტისა და განათლების საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების რეფორმასა და პროფესიულ განათლებაზე.მოსწავლეები ასევე დაინტერესდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საკითხით.ახალგაზრდებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს და საკანონმდებლო ორგანოს ისტორიას გაეცნენ.

კულტურა

კულტურა 1774513364

აჭარის კულტურის მინისტრი სომხეთში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ  სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი, ერევნის ჩაიკოვსკის სახელობის პროფესიულ მუსიკალურ სკოლაში მასტერკლასებით დაიწყო.ელისო ბოლქვაძემ, მუსიკალური სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს მოუსმინა და პროფესიული რეკომენდაციები გაუზიარა. მასტერკლასის შემდეგ შეხვედრა გაიმართა სკოლის დირექტორთან მარტუნი კოსტანდიანთან. მხარეებმა ისაუბრეს ბათუმისა და ერევნის მუსიკალურ სკოლებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.ვიზიტის ფარგლებში ელისო ბოლქვაძე შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ასევე კულტურის ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, ლორის ოლქის გუბერნატორთან და ბათუმთან დამეგობრებული ქალაქ ვანაძორის მერთან.ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრისა და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ ,,ბათუმის” მონაწილეობით გაიმართება კონცერტები ,,მუსიკალური ბათუმი” ერევანსა და ვანაძორში, რომლებიც მიეძღვნება საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია lI-ის ხსოვნას.ვიზიტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმში სომხეთის გენერალური საკონსულოს თანაორგანიზებით, ასევე, სომხეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

ვლადიმერ პუტინი

მსოფლიო 1774509310

The Telegraph: პუტინი ნავთობიდან დღეში 760 მილიონ დოლარს იღებს, რადგან ირანში ომი მას მოულოდნელ შემოსავალს აძლევს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეში არანაკლებ 760 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალს იღებს, რადგან ირანში ომმა რუსულ ნავთობზე ფასი მკვეთრად გაზარდა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.როგორც გამოცემა კიევის ეკონომიკური სკოლის ინსტიტუტზე დაყრდნობით წერს, მიმდინარე თვეში კრემლის მიერ ნავთობისა და გაზის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი გაორმაგდება და 12 მილიარდი დოლარიდან 24 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება და პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაუქმებული სანქციებისა და ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასის წყალობით დიდ შემოსავალს მიიღებს.მიუხედავად იმისა, თუ ომი უახლოეს კვირებში დასრულდება, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ნავთობისა და გაზის გაყიდვით რუსეთის შემოსავალი 218,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს, რაც 63%-ით მეტია, ახლო აღმოსავლეთში მიწოდების ჯაჭვები რომ არ დარღვეულიყო.The Telegraph-ის ინფორმაციით, წელს პუტინი 84 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს მიიღებს, თუ განვითარდება ოპტიმისტური სცენარი და ომი აპრილში დასრულდება, ხოლო მიწოდების ჯაჭვები სწრაფად აღდგება.ხოლო, თუ კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში ექვსი თვით გაგრძელდება, ნავთობისა და გაზის ექსპორტით მიღებული რუსეთის შემოსავლები 386,5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, რაც 188%-ით მეტია, ვიდრე კონფლიქტის დაწყებამდე იყო მოსალოდნელი.