ზოდიაქოს 3 ნიშანს, 2026 წლის აპრილში განსაკუთრებული იღბალი და წარმატება ელის
1774384140
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი, ერევნის ჩაიკოვსკის სახელობის პროფესიულ მუსიკალურ სკოლაში მასტერკლასებით დაიწყო.
ელისო ბოლქვაძემ, მუსიკალური სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს მოუსმინა და პროფესიული რეკომენდაციები გაუზიარა. მასტერკლასის შემდეგ შეხვედრა გაიმართა სკოლის დირექტორთან მარტუნი კოსტანდიანთან. მხარეებმა ისაუბრეს ბათუმისა და ერევნის მუსიკალურ სკოლებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
ვიზიტის ფარგლებში ელისო ბოლქვაძე შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ასევე კულტურის ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, ლორის ოლქის გუბერნატორთან და ბათუმთან დამეგობრებული ქალაქ ვანაძორის მერთან.
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრისა და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ ,,ბათუმის” მონაწილეობით გაიმართება კონცერტები ,,მუსიკალური ბათუმი” ერევანსა და ვანაძორში, რომლებიც მიეძღვნება საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია lI-ის ხსოვნას.
ვიზიტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმში სომხეთის გენერალური საკონსულოს თანაორგანიზებით, ასევე, სომხეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.