დახმარების პოსტი

საზოგადოება • 1790793322

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მოზარდს მარჯვენა ფილტვის მძიმე ნეკროზული პნევმონია დაუდგინდა, რის გამოც თურქეთის კლინიკაში გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს. მკურნალობის პირველი ეტაპისთვის 70 000 დოლარია საჭირო, რისი დაფარვის შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს.„მეგობრებო, ძალიან მიჭირს ამ პოსტის დაწერა, მაგრამ დღეს თქვენი დახმარება მჭირდება…ჩემი ძმისშვილი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მკურნალობას საჭიროებს თურქეთის კლინიკაში.მას დაუდასტურდა მარჯვენა ფილტვის მძიმე ნეკროზული პნევმონია, ინფექციამ დააზიანა ფილტვის ქსოვილი, ასევე ბრონხები, საგრძნობლად გაზრდილია ლიმფური ჯირკვლები და ბევრი არასასურველი ცვლილებებია ორგანიზმში, რაც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას და შემდგომ ლაბორატორიულ და მიკრობიოლოგიურ კვლევებს, მათ შორის ბიოფსიას და ბიოქიმიას.მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები ძალიან სოლიდურია, პირველი ეტაპისთვის 70000 დოლარი ჯდება, რასაც ჩვენი ოჯახი ვერ შესწვდება… როგორც ოჯახის წევრი, ყველაზე მეტად ის მაფრთხობს, რომ ფინანსური შესაძლებლობების გამო ბავშვს საჭირო მკურნალობა არ შეეზღუდოს.ამიტომ გადავწყვიტე, დახმარება თქვენთვის მეთხოვა.ნებისმიერი თანხა, თუნდაც მცირე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ფინანსურად დახმარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ, უბრალოდ გააზიაროთ ეს პოსტი - შესაძლოა, თქვენმა ერთმა გაზიარებამ ის ადამიანი მიიყვანოს ჩვენამდე, ვისაც დახმარება შეუძლია.ყველა შემოსული თანხა მოხმარდება მის მკურნალობასა და საჭირო სამედიცინო ხარჯებს.გთხოვთ, არ დაგვტოვოთ მარტო ამ რთულ გზაზე.თქვენი დახმარება ჩვენთვის მხოლოდ თანხა არ არის - ეს არის იმედი, რომ ბავშვს საჭირო მკურნალობისთვის ბრძოლაში გვერდით ადამიანები ეყოლება.დახმარების დეტალები:ანგარიშის ნომრები: საქართველოს ბანკი#GE69BG0000000100954743მიმღები: დედა ია ბურჭულაძეთიბისი ბანკიGE13TB7840545063300003მიმღები: დედა ია ბურჭულაძე.წინასწარ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს“.

დახმარების პოსტი

საზოგადოება • 1790193732

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მოზარდს მარჯვენა ფილტვის მძიმე ნეკროზული პნევმონია დაუდგინდა, რის გამოც თურქეთის კლინიკაში გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს. მკურნალობის პირველი ეტაპისთვის 70 000 დოლარია საჭირო, რისი დაფარვის შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს.„მეგობრებო, ძალიან მიჭირს ამ პოსტის დაწერა, მაგრამ დღეს თქვენი დახმარება მჭირდება…ჩემი ძმისშვილი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მკურნალობას საჭიროებს თურქეთის კლინიკაში.მას დაუდასტურდა მარჯვენა ფილტვის მძიმე ნეკროზული პნევმონია, ინფექციამ დააზიანა ფილტვის ქსოვილი, ასევე ბრონხები, საგრძნობლად გაზრდილია ლიმფური ჯირკვლები და ბევრი არასასურველი ცვლილებებია ორგანიზმში, რაც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას და შემდგომ ლაბორატორიულ და მიკრობიოლოგიურ კვლევებს, მათ შორის ბიოფსიას და ბიოქიმიას.მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები ძალიან სოლიდურია, პირველი ეტაპისთვის 70000 დოლარი ჯდება, რასაც ჩვენი ოჯახი ვერ შესწვდება… როგორც ოჯახის წევრი, ყველაზე მეტად ის მაფრთხობს, რომ ფინანსური შესაძლებლობების გამო ბავშვს საჭირო მკურნალობა არ შეეზღუდოს.ამიტომ გადავწყვიტე, დახმარება თქვენთვის მეთხოვა.ნებისმიერი თანხა, თუნდაც მცირე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ფინანსურად დახმარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ, უბრალოდ გააზიაროთ ეს პოსტი - შესაძლოა, თქვენმა ერთმა გაზიარებამ ის ადამიანი მიიყვანოს ჩვენამდე, ვისაც დახმარება შეუძლია.ყველა შემოსული თანხა მოხმარდება მის მკურნალობასა და საჭირო სამედიცინო ხარჯებს.გთხოვთ, არ დაგვტოვოთ მარტო ამ რთულ გზაზე.თქვენი დახმარება ჩვენთვის მხოლოდ თანხა არ არის - ეს არის იმედი, რომ ბავშვს საჭირო მკურნალობისთვის ბრძოლაში გვერდით ადამიანები ეყოლება.დახმარების დეტალები:ანგარიშის ნომრები: საქართველოს ბანკი#GE69BG0000000100954743მიმღები: დედა ია ბურჭულაძეთიბისი ბანკიGE13TB7840545063300003მიმღები: დედა ია ბურჭულაძე.წინასწარ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს“.  

სოფია

საზოგადოება • 1790011200

5 წლის სოფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

5 წლის სოფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის მძიმე დაავადებას ებრძვის, მკურნალობის გასაგრძელებლად საჭიროა სოლიდური თანხა. როგორც ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს, შექმნილია პატარას დახმარების გვერდიც - Help Sophia, სადაც დახმარების სურვილის და შესაძლებლობის შემთხვევაში საზოგადოებას შეეძლება გაეცნოს ბავშვის მკურნალობის ეტაპებს. ასევე პოსტში მოცემულია ანგარიშის ნომრები, სადაც შესაძლებელია თანხის დარიცხვა. "არასდროს მიფიქრია, რომ ერთ დღეს ასეთი სიტყვებით მომიწევდა თქვენთვის მომართვა… მაგრამ დღეს ჩვენი პატარა სოფიასთვის დახმარებას გთხოვთ.  უკვე 8 თვეა, 5 წლის სოფია ნეირობლასტომას ებრძვის - ბავშვთა ასაკში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და აგრესიულ ონკოლოგიურ დაავადებას.  ამ დროის განმავლობაში მან გაიარა ქიმიოთერაპია, რთული ოპერაცია და სხივური თერაპია. სოფიამ წარმოუდგენლად დიდი გზა გამოიარა, თუმცა მკურნალობის დასრულებამდე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დარჩა - Qarziba-ს იმუნოთერაპია, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არ ტარდება.  მკურნალობისთვის 237 500 დოლარია საჭირო. სახელმწიფოს ჩართულობის დიდი იმედი გვაქვს, თუმცა ეს გარკვეულ პროცედურებსა და დროს მოითხოვს - დრო კი, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა გვაქვს.  ამ ეტაპამდე ოჯახმა საკუთარი შესაძლებლობებით ყველაფერი გავაკეთეთ და ჩვენი ფინანსური რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია. ამიტომ დღეს მთელი გულით გთხოვთ დახმარებას. ნებისმიერ თანხას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ფინანსურად დახმარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ, უბრალოდ გააზიაროთ ეს პოსტი. შეიძლება სწორედ თქვენმა დახმარებამ ან ერთმა გაზიარებამ სოფიასთვის ყველაფერი შეცვალოს. შევქმენით სოფიასთვის გვერდი სადაც გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას მისი მკურნალობის შესახებ - Help Sophia TBC BANK#GE97TB7188345064300131ANASTASIIA KOBAKHIDZE ( mother ) BOG#GE81BG0000000613358579ANASTASIIA KOBAKHIDZE ( mother ) RevolutTea Tchanturidze (Aunt)IBANFR76 2823 3000 0179 5729 5249 404https://revolut.me/tchanturidze PayPalhttps://www.paypal.me/AnastasiiaKobakhidze", - წერს ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში. 

სოფია

საზოგადოება • 1788720000

5 წლის სოფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

5 წლის სოფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება.„გთხოვთ, გავერთიანდეთ სოფიასთვის ისე, როგორც ჩვენ, ქართველებმა, ყველაზე რთულ დროს ვიცით ხოლმე.  ჩემი ახლობელი ოჯახი აღმოჩნდა ამ უმძიმესი განსაცდელის წინაშე და ახლა 5 წლის სოფიას ჩვენი დახმარება სჭირდება.  5 წლის სოფია უნდა გადავარჩინოთ, მეგობრებო. აუცილებლად, უკვე მომავალ კვირას, თურქეთში უნდა გავუშვათ სამკურნალოდ.უკვე 8 თვეა, ეს პატარა, ანგელოზი გოგონა ნეირობლასტომას ებრძვის - ბავშვთა ასაკში ერთ-ერთ ყველაზე რთულ, აგრესიულ და ავთვისებიან ონკოლოგიურ დაავადებას.ამ ხნის განმავლობაში სოფიამ გაიარა ქიმიოთერაპიის კურსები, უმძიმესი ოპერაცია და სხივური თერაპია. მან წარმოუდგენლად დიდი გზა გამოიარა და ბოლომდე ბრძოლისთვის მზად არის.  თუმცა, მკურნალობის გასაგრძელებლად ბავშვს უნდა ჩაუტარდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი - Qarziba-ს იმუნოთერაპია, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არ ტარდება.სოფიამ მკურნალობა სასწრაფოდ უნდა გააგრძელოს. დრო ძალიან ცოტაა და ამ ეტაპზე მკურნალობის შუა გზაში შეჩერება არ შეიძლება. სწორედ ამიტომ არის საჭირო მისი რაც შეიძლება მალე გამგზავრება და იმუნოთერაპიის დაწყება.მკურნალობისთვის საჭიროა 237 500 დოლარი.ამ ეტაპამდე ოჯახმა ყველაფერი გააკეთა საკუთარი შესაძლებლობებით. დღეს მათი ფინანსური რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია და სოფიას ჩვენი დახმარება სჭირდება.ნებისმიერ თანხას სოფიასთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.შეიძლება, ვიღაცისთვის 5, 10 ან 20 ლარი იყოს, მაგრამ ჩვენ ერთად შეგვიძლია, ამ პატარა გოგონასთვის ეს თანხა სიცოცხლის შანსად ვაქციოთ.დავირაზმოთ ყველა სოფიასთვის!  გთხოვთ, არ ჩავუაროთ გულგრილად — გააზიარეთ ეს პოსტი და მივაწვდინოთ ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს.მე ადამიანების იმედი მაქვს.არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ ერთად შეუძლებელსაც ვაკეთებთ“, - წერს სოციალურ ქსელში თათა ცინცაძე.TBC BANK#GE97TB7188345064300131ANASTASIIA KOBAKHIDZE ( mother )BOG#GE81BG0000000613358579ANASTASIIA KOBAKHIDZE ( mother )RevolutTea Tchanturidze (Aunt)IBANFR76 2823 3000 0179 5729 5249 404https://revolut.me/tchanturidzePayPalhttps://www.paypal.me/AnastasiiaKobakhidze

5 წლის სოფია

საზოგადოება • 1788544255

5 წლის სოფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება - ის ნეირობლასტომას ებრძვის

5 წლის სოფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის მძიმე დაავადებას ებრძვის, მკურნალობის გასაგრძელებლად საჭიროა სოლიდური თანხა. როგორც ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს, შექმნილია პატარას დახმარების გვერდიც - Help Sophia, სადაც დახმარების სურვილის და შესაძლებლობის შემთხვევაში საზოგადოებას შეეძლება გაეცნოს ბავშვის მკურნალობის ეტაპებს. ასევე პოსტში მოცემულია ანგარიშის ნომრები, სადაც შესაძლებელია თანხის დარიცხვა. „არასდროს მიფიქრია, რომ ერთ დღეს ასეთი სიტყვებით მომიწევდა თქვენთვის მომართვა… მაგრამ დღეს ჩვენი პატარა სოფიასთვის დახმარებას გთხოვთ.  უკვე 8 თვეა, 5 წლის სოფია ნეირობლასტომას ებრძვის - ბავშვთა ასაკში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და აგრესიულ ონკოლოგიურ დაავადებას.  ამ დროის განმავლობაში მან გაიარა ქიმიოთერაპია, რთული ოპერაცია და სხივური თერაპია. სოფიამ წარმოუდგენლად დიდი გზა გამოიარა, თუმცა მკურნალობის დასრულებამდე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დარჩა - Qarziba-ს იმუნოთერაპია, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არ ტარდება.  მკურნალობისთვის 237 500 დოლარია საჭირო. სახელმწიფოს ჩართულობის დიდი იმედი გვაქვს, თუმცა ეს გარკვეულ პროცედურებსა და დროს მოითხოვს - დრო კი, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა გვაქვს.  ამ ეტაპამდე ოჯახმა საკუთარი შესაძლებლობებით ყველაფერი გავაკეთეთ და ჩვენი ფინანსური რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია. ამიტომ დღეს მთელი გულით გთხოვთ დახმარებას. ნებისმიერ თანხას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ფინანსურად დახმარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ, უბრალოდ გააზიაროთ ეს პოსტი. შეიძლება სწორედ თქვენმა დახმარებამ ან ერთმა გაზიარებამ სოფიასთვის ყველაფერი შეცვალოს. შევქმენით სოფიასთვის გვერდი სადაც გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას მისი მკურნალობის შესახებ - Help Sophia TBC BANK#GE97TB7188345064300131ANASTASIIA KOBAKHIDZE ( mother ) BOG#GE81BG0000000613358579ANASTASIIA KOBAKHIDZE ( mother ) RevolutTea Tchanturidze (Aunt)IBANFR76 2823 3000 0179 5729 5249 404https://revolut.me/tchanturidze PayPalhttps://www.paypal.me/AnastasiiaKobakhidze“, - წერს ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში.

ვანო ფიფია

საზოგადოება • 1787855994

„ნიჭიერის“ გამარჯვებულს, ვანო ფიფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

პროექტ „ნიჭიერის“ 2011 წლის გამარჯვებულის, ვანო ფიფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მომღერლის დედის პოსტს ჟურნალისტი ნანკა ქოქიაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს.„გააზიარეთ, გთხოვთ. ეს ბიჭი ხომ გახსოვთ, ნიჭიერის გამარჯვებული (თუ არ ვცდები 15 წლის წინ) ხო წარმატების შემდეგ რაღაცნაირად ვეღარ ვაკვირდებით ადამიანებს... ვანო ფიფიას ვჭირდებით. გიზიარებთ, დედის პოსტს  ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეს ერთადერთი შანსი ხელიდან გავუშვათ! დედის გულისნადები და თხოვნა სრულიად საქართველოს“, - წერს ნანკა ქოქიაშვილი.„გამარჯობა, ჩემო ძვირფასო ადამიანებო.როგორც დედას, უმძიმესად მიჭირს ამის დაწერა, მაგრამ შვილის მომავლისთვის ყოველგვარ უხერხულობასა და სიამაყეს გვერდზე ვდებ... დღეს ისეთ ზღვარზე ვართ, რომ მარტო ჩემი და ჩემი ოჯახის ძალებით ფონს ვეღარ გავდივართ და თითოეული თქვენგანის თანადგომა გვჭირდება.ჩემს შვილს ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვს. წლებია ვუყურებ მის ყოველდღიურ ბრძოლას, ტკივილს და იმ უდიდეს სურვილს, რომ უბრალოდ დამოუკიდებლად იაროს. 2011 წელს მძიმე ოპერაცია გავაკეთეთ, რასაც კოლოსალური თანხები დასჭირდა, თუმცა იმ მკურნალობამ და მას შემდეგ ჩატარებულმა ათასგვარმა მცდელობამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო...ამ ფიზიკური შეზღუდვის გამო სამუშაოდაც აღარსად იღებენ, რაც ორმაგად უმძიმებს მდგომარეობას, წინ კი ძვირად ღირებული მკურნალობა გველის. მაგრამ დღეს პირველად გაჩნდა ასეთი რეალური იმედი და შანსი!  საქართველოში მყოფმა თურქმა სპეციალისტმა, ექიმმა მუჰამეთ ოზთურქმა (Uzm. Dr. Mehmet ÖZTÜRK) დეტალურად გასინჯა. მან განგვიმარტა, რომ არასწორი დგომა და კოჭლობა, თუ სასწრაფოდ არ გამოსწორდა, ხერხემალს უფრო მეტად დაამრუდებს და სახსრებს საბოლოოდ დააზიანებს.ექიმმა მოგვცა 100%-იანი პირობა და იმედი, რომ სწორი, ინტენსიური რეაბილიტაციით 3 თვეში ჩემი შვილი სრულად შეძლებს ფეხზე დადგომას და დამოუკიდებლად გაივლოს!მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს თურქეთის წამყვან კლინიკაში (İstanbul Medikal Termal - Tuzla). კლინიკამ უკვე გამოგვიგზავნა ოფიციალური ინვოისი და მკურნალობის გეგმა (26-დღიანი რობოტული რეაბილიტაცია, ჰიდროთერაპია, სამკურნალო მასაჟები და სპეციალური ვარჯიშები).მკურნალობისა და განთავსების სრული ღირებულება შეადგენს 8,500 აშშ დოლარს ($8,500 USD).წლების მანძილზე უშედეგო მკურნალობაში დახარჯული უზარმაზარი თანხების შემდეგ, ჩემს ოჯახს ამის რესურსი აღარ გააჩნია. მერწმუნეთ, არაფერია დედისთვის იმაზე მძიმე, როცა იცი, რომ შენი შვილის ფეხზე დადგომას მხოლოდ ეს თანხა აშორებს და შენ ამის საშუალება არ გაქვს...თქვენგან გაღებული თითოეული ლარი, ან უბრალოდ ამ პოსტის გაზიარება და კომენტარი, ჩემი შვილის მომავალს და მთელ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის“. საბანკო რეკვიზიტები:საქართველოს ბანკი (Bank of Georgia): ⁠#GE23BG0000000499074805თიბისი ბანკი (TBC Bank):#GE24TB7056945064300061ლიბერთი ბანკი:#GE05LB0711180805591000მიმღები: აფრიაშვილი ქეთი (პაციენტის და)დანიშნულება: ვანო ფიფიას მკურნალობისთვის / ქველმოქმედებადედობრივი სიყვარულით და უდიდესი მადლიერებით თითოეულ თქვენგანს!

ანა კალანდაძე

საზოგადოება • 1786111862

ჟურნალისტ ანა კალანდაძეს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება

ჟურნალისტ ანა კალანდაძეს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება. სოციალურ ქსელში, მისი კოლეგა და მეგობარი ციცი ომანიძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:„მეგობრებო, ჩემი საუკეთესო მეგობრის - ანა კალანდაძის მხარდასაჭერდ გაერთიანება უნდა გთხოვოთ.მე და ანამ 21 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი. ორივე ჟურნალის „რეიტინგი“ ჟურნალისტები ვიყავით, ორივე დამწყებები... მას შემდეგ ერთად მოვდივართ მუდმივი ჩხუბით, სამყაროზე სხვადასხვა მოსაზრებითა და შეხედულებებით, მაგრამ მუდმივი ერთგულებით და განსაკუთრებული ურთერთობით... აბა, შვილის ნათლიად სხვანაირ ადამიანს ხომ არ ავირჩევდი?!მე კი არა, ანა ვინც გაიცნო და ერთხელ ნახა, ყველაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, დღემდე ისეთი რესპონდნეტები ურეკავენ და კითხულობენ, 10 წლის წინ ერთადერთხელ მხოლოდ ინტერვიუს გამო რომ შეხვდა.. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ „სიტყვის ჯადოქარია“, ყველაზე რთული ამბავიც კი ისე შეუძლია დაწეროს, რომ თვალწინ გაგიცოცხლოს ყველა სურათი და მოქმედება... ამის დასტური მისი პირველი საჯარო პოსტია იმ ვერაგი დაავადების პოვნასა და აღმოჩენაზე, რომლის გამოც ახლა თქვენი შეწუხება მიწევს.არ მეგულება ქვეყნად ისეთი გაწონასწორებული, შინაგანი ძალისა და მყარი ფსიქიკის მქონე ადამიანი, როგორიც ანაა... ცხოვრების მანძილზე ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას დიდი შემართებით და მოთმინებით უმკლავდებოდა... ახლაც ასეა, მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, თავის ტვინში გასული მეტასტაზებით...არ არის ადვილი მოსასმენი ეს დიაგნოზი, თუმცა, თავად ანა ისეთი სიმშვიდისა და მოთმინების მაგალითია ჩვენთვის, რომ სხვაგვარად ფიქრის უფლებაც კი არ გვაქვს.ჰოდა, ამ ბრძოლაში, მეგობრებო, თქვენი დახმარება გვჭირდება... მოგეხსენებათ, რამხელა ფინანსური რესურსი სჭირდება ონკოპციენტის მკურნალობას და ამ დაავდების მართვას.მიუხედავად იმისა, რომ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს, ამის პარალელურად უამრავი, სხვა ფინანსური ხარჯია (მედიკამენტები, არაგეგმიური ანალიზები, დამატებითი და „მოულოდენელი“ პრეპარატები)“...ჩვენ ერთხელ უკვე გავერთიანდით ანასთვის და წარმატებით დავძლიეთ პრობლემა, თუმცა, ამჯერადაც უნდა გთხოვოთ გვერდში დგომა - თქვენი და ანას კეთილი საქმეების იმედი მაქვს...GE91TB7223445064300036მიმღები: ანა კალანდაძეGE08BG0000000813745500 მიმღები: მაია კალანდაძედიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“

ნათია დოლიძე

საზოგადოება • 1784705220

Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების თანადგომა სჭირდება

ნათია დოლიძეს, რომელიც Ambebi.ge-ის მთავარი რედაქტორია, ონკოლოგიური დაავადება დაუდგინდა. მკურნალობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და მას საზოგადოების დახმარება სჭირდება.„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამის დაწერა მომიწევდა. არც კი დამიშვია როდისმე, რომ ერთ დღეს ონკოპაციენტი ვიქნებოდი, თუმცა როგორც ამბობენ, "არასოდეს თქვა არასოდეს"... მოკლედ, თურქეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, დამისვეს მკერდის სადინარული კარცინომის ტრიპელ ნეგატიური (სამმაგად უარყოფითი) ფორმის (მე-2 სტადია) დიაგნოზი. სრულყოფილი მკურნალობის შემთხვევაში ავადობა განკურნებადია, თუმცა ამისთვის საჭიროა ჩემთვის დიდძალი თანხა. დანარჩენად ჩემს ახლობლებსა და გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ სრული სიმშვიდით მივიღე დიაგნოზი და ასეთივე სიმშვიდით ვემზადები მკურნალობისთვის, რომელიც ერთ წელს გასტანს. ვინც მიცნობს, იცის, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლისთვის მიბრძოლია და საკუთრისთვისაც აუცილებლად ვიბრძოლებ. რაც შეეხება თანხას, ჩემი ავადობის შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმუნოთერაპია, რომლის ერთი გადასხმაც საქართველოში 13 000 ლარი ღირს, მჭირდება სულ 16 გადასხმა, რომლიდანაც სახელმწიფო მხოლოდ 2-ს - ექვს თვეში ერთს აფინანსებს. (არსებობს მეორე გზაც თურქეთში ყიდვა შედარებით იაფად, თუმცა ესეც ჩემთვის ძალიან დიდი თანხაა) მოკლედ, რამდენი თანხაა საჭირო სრული კურსის დასაფინანსებლად კი მიხვდებით.ჩემთვის ძვირფასი ადამიანები უკვე დარაზმული არიან ჩემს დასახმარებლად, მადლობა მათ უდიდესი, მაგრამ, სავარაუდოდ, უფრო მასშტაბური დახმარების გარეშე რთულად წარმოსადგენია ამ თანხის შეგროვება. ამიტომ ისევ და ისევ ჩვენი საზოგადოების გულისხმიერების იმედით ვარ. ჩემს ახლობლებსა და ნაცნობებს, მინდა, გთხოვოთ, რომ ჩემი დიაგნოზის შესახებ დედაჩემთან არ ისაუბროთ, მზად ვარ ყველა კითხვაზე მე თვითონ გიპასუხოთ. ასევე შემიძლია დაგპირდეთ, რომ როგორც გამოჯანმრთელების შემდეგ, ასევე მკურნალობის პროცესშიც ვიქნები ონკოპაციენტების უფლებების აქტიური დამცველი, გავაკეთებ ყველაფერს, რომ გაჯანსაღდეს როგორც ონკოლოგიური მიმართულებით არსებული სამედიცინო სისტემა, ასევე დაფინანსების სქემები, რომელიც ხშირ შემთხვევაში პაციენტისთვის ჩინურია...აქვე ვწერ ჩემი საბანკო ანგარიშების ნომრებს:საქ. ბანკი: GE50BG0000000605653748თი-ბი-სი: GE51TB7139845063600037მიმღები მე - ნათია დოლიძეყველას ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ!სიყვარულით, ნათია.“„პრაიმ ტაიმის“ რედაქცია მხარდაჭერას უცხადებს ნათია დოლიძეს და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. 

ხვიჩა კვარაცხელია

საზოგადოება • 1784216640

„დაუჯერებელი დილა გათენდა ალექსანდრესთვის, ამ სიკეთეს უფალი გადაგიხდის“ - 6 წლის ბიჭის დასახმარებლად, ხვიჩა კვარაცხელიამ 15 ათასი ლარი გადარიცხა

6 წლის ალექსანდრე კოშაძეს, რომელსაც საზოგადოების დახმარება ისევ სჭირდება, ხვიჩა კვარაცხელიამ ოჯახს 15 ათასი ლარი გადაურიცხა.„უფალო დალოცე და გაახარე ეს ოქროს ბიჭი ჩემი შვილის თანადგომისთვის. დაუჯერებელი დილა გათენდა ალექსანდრესთვის. ხვიჩა შენ საოცარი ადამიანი ხარ. ამ სიკეთეს უფალი გადაგიხდის“,- წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრეს დედა.„მე მჯერა… მჯერა იმის, რომ ირგვლივ ბევრი კეთილი ადამიანი მყავს. ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რითაც შევძლებთ სიკეთე დაგიბრუნოთ… უფალი დიდია ასმაგად დაგიბრუნდებათ ყველას…სამწუხაროდ ამ ეტაპზე, თანხა ძალიან მცირე რაოდენობით არის შეგროვილი, რაც არასაკმარისია ალექსანდრეს თურქეთში წასაყვანად…ვიცი, შეგაწუხეთ, მაგრამ იცოდეთ და გახსოვდეთ სიკეთე არავის გვაღარიბებს…უფალმა დაგლოცოთ და მოგმადლოთ ყოველივე საუკეთესო… ჩვენ კი გაგვაძლიეროს ამ მძიმე გზაზე…სურვილის შემთხვევაში დახმარება შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:თიბისი- #GE56TB7061245064300046საქართველო- #GE27BG0000000142717200მიმღები დედა - მეგი ხასაიაჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!!!“, - წერს ალექსანდრეს დედა.ალექსანდრეს გადასარჩენად ჩარიცხვები ანგარიშზე გრძელდება.

6 წლის ალექსანდრე

საზოგადოება • 1784189501

„მდგომარეობა რთულია და თითოეული წუთი გადამწყვეტია“ - 6 წლის ალექსანდრეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

6 წლის ალექსანდრე კოშაძეს, რომელსაც ალექსანდრეს ტვინის ორივე მარცხენა და მარჯვენა უბნები დაზიანებული აქვს, საზოგადოების დახმარება ისევ სჭირდება.მიმართვას სოციალურ ქსელში დედა აქვეყნებს:დრო არ გველოდება, მდგომარეობა რთულია და თითოეული წუთი გადამწყვეტია. როგორც დედა, გულით გთხოვთ - ნუ დაგვტოვებთ ამ ბრძოლაში მარტო. ყველა ლარი, ყველა გაზიარება, ყველა გულით გაკეთებული ნაბიჯი არის შანსი ჩემი შვილისთვის — შანსი იცოცხლოს, იბრძოლოს და გამოჯანმრთელდეს…„მე მჯერა… მჯერა იმის, რომ ირგვლივ ბევრი კეთილი ადამიანი მყავს. ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რითიც შევძლებთ სიკეთე დაგიბრუნოთ… უფალი დიდია ასმაგად დაგიბრუნდებათ ყველას…სამწუხაროდ ამ ეტაპზე, თანხა ძალიან მცირე რაოდენობით არის შეგროვილი, რაც არასაკმარისია ალექსანდრეს თურქეთში წასაყვანად…ვიცი, შეგაწუხეთ, მაგრამ იცოდეთ და გახსოვდეთ სიკეთე არავის გვაღარიბებს…უფალმა დაგლოცოთ და მოგმადლოთ ყოველივე საუკეთესო… ჩვენ კი გაგვაძლიეროს ამ მძიმე გზაზე…სურვილის შემთხვევაში დახმარება შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:თიბისი- #GE56TB7061245064300046საქართველო- #GE27BG0000000142717200მიმღები დედა- მეგი ხასაიაჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!!!”,-წერს ალექსანდრეს დედა.ალექსანდრეს გადასარჩენად ჩარიცხვები ანგარიშზე გრძელდება.

გაბრიელი

საზოგადოება • 1781246580

„არ ვიცი, წინ რა გველოდება, თუმცა ის ვიცი, რომ ბავშვი უკეთესად იქნება“ - გაბრიელს საზოგადოების დახმარება სჭირდება

პატარა გაბრიელი მალე გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ერთ-ერთ კლინიკაში გაივლის სამკურნალო პროცესს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაბრიელის დედა, თაკო ბარბაქაძე წერს:„წინასწარ თქმას ვერიდებოდით თუმცა რადგან უკვე 2 დღეა დარჩენილი თქვენც გაგიზიარებთ.. 13-ში გერმანიაში მივდივართ. ორ კლინიკასთან გავგზავნეთ და ორივეს პასუხი ის იყო რომ მიიღებდნენ თუმცა ბავშვი უნდა ენახათ და ასე პასუხს ვერ გაგვცემდნენ.. ბერლინში მივდივართ ყველაზე ძლიერ საუნივერსიტეტო კლინიკაში.. არ ვიცი წინ რა გველოდება თუმცა ის ვიცი რომ ბავშვი უკეთესად იქნება.. ახლა გაბი სრულიად სტაბილურია არანაირი ინფექცია არ აქვს ასე რომ დრო ახლა არის რომ მომავალში არ ვინანო.. ბილეთები ნაყიდი გვაქვს..თქვენ ჩემს ბავშვს მეორე სიცოცხლე უკვე აჩუქეთ და არ ვიცი თქვენ რომ არა ზუსტად ვიცი რომ ახლა ჩემი ბავშვის ლამაზ მოციმციმე თვალებს ვეღარ შევხედავდი.. როგორც კუ ვიმკურნალებთ უკან დავბრუნდებით და როგორც აქამდე გიზიარებდით ისევ ისე გაგიზიარებთ ყოველდღიურობას მიყვარხართ!!! მაქამდე კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ მერე იქ ნერვიულობა არ მომიწიოს ვიცი რომ ბავშვს მაინც დავიტოვებ და უმკურნალებენ მაგრამ მაინც ძალიან დიდი შიში მაქვს. კიდევ ერთხელ დავუდგეთ გვერდით გაბის და ისეთ სასახელო ბიჭს გავზრდი მთელი საქართველო და გერმანიაც რომ იტყვის რომ ყველაფერი გამოვიდა და ჩვენ ეს შევძელითო.პირადი ნომერი: 25101051767მიმღები: დედა თამარ ბარბაქაძე“, - წერს თაკო ბარბაქაძე.

კლინიკა

საზოგადოება • 1781166252

21 წლის გოგოს, რომელიც ქუთაისში მეექვსე სართულიდან გადავარდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილ 21 წლის სტუდენტს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.„ნინოს სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლის მარაგის შევსება. გთხოვთ, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, ჩააბაროთ სისხლი ნებისმიერი ქალაქის სისხლის ბანკში და მიუთითოთ, რომ დონაცია განკუთვნილია ნინო ხვარეშიასთვის, რომელიც მკურნალობს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.შეგიძლიათ ნებისმიერი სისხლის ჯგუფის ჩაბარება;სისხლის ჩაბარება შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან;ჩაბარებისას აუცილებლად დაასახელეთ: ნინო ხვარეშია;კლინიკა: ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.ქუთაისში, ბუკიას ქუჩაზე, 9-სართულიანი კორპუსის მე-6 სართულიდან 21 წლის გოგონა 10 ივნისს გადმოვარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონა სარეცხის გაფენის დროს გადმოვარდა და ეზოში ავტომანქანას დაეცა.

✕