გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს
1788723174
5 წლის სოფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება.
„გთხოვთ, გავერთიანდეთ სოფიასთვის ისე, როგორც ჩვენ, ქართველებმა, ყველაზე რთულ დროს ვიცით ხოლმე. ჩემი ახლობელი ოჯახი აღმოჩნდა ამ უმძიმესი განსაცდელის წინაშე და ახლა 5 წლის სოფიას ჩვენი დახმარება სჭირდება.
5 წლის სოფია უნდა გადავარჩინოთ, მეგობრებო. აუცილებლად, უკვე მომავალ კვირას, თურქეთში უნდა გავუშვათ სამკურნალოდ.
უკვე 8 თვეა, ეს პატარა, ანგელოზი გოგონა ნეირობლასტომას ებრძვის - ბავშვთა ასაკში ერთ-ერთ ყველაზე რთულ, აგრესიულ და ავთვისებიან ონკოლოგიურ დაავადებას.
ამ ხნის განმავლობაში სოფიამ გაიარა ქიმიოთერაპიის კურსები, უმძიმესი ოპერაცია და სხივური თერაპია. მან წარმოუდგენლად დიდი გზა გამოიარა და ბოლომდე ბრძოლისთვის მზად არის.
თუმცა, მკურნალობის გასაგრძელებლად ბავშვს უნდა ჩაუტარდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი - Qarziba-ს იმუნოთერაპია, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არ ტარდება.
სოფიამ მკურნალობა სასწრაფოდ უნდა გააგრძელოს. დრო ძალიან ცოტაა და ამ ეტაპზე მკურნალობის შუა გზაში შეჩერება არ შეიძლება. სწორედ ამიტომ არის საჭირო მისი რაც შეიძლება მალე გამგზავრება და იმუნოთერაპიის დაწყება.
მკურნალობისთვის საჭიროა 237 500 დოლარი.
ამ ეტაპამდე ოჯახმა ყველაფერი გააკეთა საკუთარი შესაძლებლობებით. დღეს მათი ფინანსური რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია და სოფიას ჩვენი დახმარება სჭირდება.
ნებისმიერ თანხას სოფიასთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
შეიძლება, ვიღაცისთვის 5, 10 ან 20 ლარი იყოს, მაგრამ ჩვენ ერთად შეგვიძლია, ამ პატარა გოგონასთვის ეს თანხა სიცოცხლის შანსად ვაქციოთ.
დავირაზმოთ ყველა სოფიასთვის!
გთხოვთ, არ ჩავუაროთ გულგრილად — გააზიარეთ ეს პოსტი და მივაწვდინოთ ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს.
მე ადამიანების იმედი მაქვს.
არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ ერთად შეუძლებელსაც ვაკეთებთ“, - წერს სოციალურ ქსელში თათა ცინცაძე.
TBC BANK
#GE97TB7188345064300131
ANASTASIIA KOBAKHIDZE ( mother )
BOG
#GE81BG0000000613358579
ANASTASIIA KOBAKHIDZE ( mother )
Revolut
Tea Tchanturidze (Aunt)
IBAN
FR76 2823 3000 0179 5729 5249 404
https://revolut.me/tchanturidze
PayPal
https://www.paypal.me/AnastasiiaKobakhidze