საბა ლაზიშვილის ბავშვობა

სპორტი • 1794600076

„ბიჭი, რომელიც ერთ დღეში გაიცნო მსოფლიომ“ - საბა ლაზიშვილის ბავშვობის ფოტოები და ემოციური ისტორია

მოჭიდავე საბა ლაზიშვილი, რომლის შესახებაც დღეს სოციალურ ქსელებსა და მედიაში აქტიურად საუბრობენ, საზოგადოების ყურადღების ცენტრში, აბუ-დაბიში, მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის დროს, მის დასახმარებლად გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცის გამო მოექცა. სოციალურ ქსელში საბას ბავშვობის ფოტოები და ემოციური პოსტი ვრცელდება.„ბიჭი, რომელიც ერთ დღეში გაიცნო მსოფლიომ, ქართველი საბა ლაზიშვილია, ქობულეთელი და მასზე ახლა მთელი სოც, ქსელები და საინფორმაციო საშუალებები ლაპარაკობენ. გაიცნო, თორემ იგი ასეთია, ასეთად გაიზარდა, ჩამოყალიბდა, ასეთია მისი შინაგანი კონსტიტუცია, არავინ იცის, კონკრეტულ სიტუაციაში ვინ როგორ მოიქცევა, მაგრამ 20 წლის საბამ გასაგიჟებელი თავგანწირვის, ერთგულების, ვაჟკაცობის მაგალითი აჩვენა და ტურებივით თუ აფთრებივით შემოპარულ ავაზაკებს კი არ შეუშინდა, არ დაემალა, არც მობილური ამოუღია, რომ გადაეღო, არც სხვებისთვის უთხოვია შველა. აი, ასე, შევარდა ბრბოში მეგობრის გადასარჩენად, კიი, ახლა მჯერა, რომ სწორედ ასე უსწორდებოდნენ ქართველები მრავალრიცხოვან მტერს და ჯაბნიდნენ, ასე იგებდნენ ომებს და იწერებოდა მცირერიცხოვან ქართველთა თავგანწირვის ისტორია. ფოტოებზე პატარა საბაა, ქობულეთში, მის ეზოში გადაღებული. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ბიჭები, მე ამაყი ვარ! საბა ლაზიშვილს გაუმარჯოს!!!“, - წერს ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.           

საბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება

სპორტი • 1794584700

საბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება

Real American Freestyle-მა (RAF) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი 14 ნოემბერს აბუ დაბიში გასამართ ტურნირზე UFC-ის ყოფილ ვარსკვლავს, იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება.ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში შეხვედრის ოფიციალური პოსტერი გამოაქვეყნა და საბა ლაზიშვილი ამერიკელი მებრძოლის ახალ მეტოქედ წარადგინა.თავდაპირველად ფეიბერს უმარ ნურმაგომედოვთან უნდა ეჭიდავა, თუმცა RAF-ის მიერ გავრცელებული ახალი ინფორმაციით, მის წინააღმდეგ ხალიჩაზე ქართველი სპორტსმენი გავა.შეგახსენებთ, რომ საბა ლაზიშვილი მერაბ დვალიშვილთან ერთად აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა, რის შემდეგაც ორივე ქართველი სამართალდამცველებმა დააკავეს.ქართველმა სპორტსმენებმა საპატიმრო უკვე დატოვეს.RAF-ის ტურნირი 14 ნოემბერს აბუ დაბის „ეტიჰად არენაზე“ გაიმართება – ამავე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილის მეტოქე ბრაზილიელი მარლონ მორაესი იქნება.1TVSPORT

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1794581181

ირაკლი კობახიძე: მადლობა მაკა ბოჭორიშვილსა და სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. ასევე, მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.პრემიერი არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის მადლობას უხდის.„როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ კოორდინაციაში მათი უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. მადლობა მათ, ვინც მერაბისა და საბასთვის საადვოკატო მომსახურებისა და ჯარიმის ხარჯები სრულად დაფარა.ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის. მათ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, ისე იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ სრულიად უღირსი ფორმით დაესხნენ თავს. მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის და ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს სპორტულ კარიერაში!“, - აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი

სპორტი • 1794574860

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან | ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი ავრცელებს.„RAF-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ჩად ბრონშტაინმა მათ გათავისუფლებაზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაუღალავად იმუშავა და თითქმის 48 საათის შემდეგ შედეგიც მიიღო. გათავისუფლების მომენტში ბრონშტაინი თავად იმყოფებოდა დაწესებულებაში.ადგილობრივი წყაროების ცნობით, ჯამში 10 ადამიანი იყო დაკავებული. მათ შორის, ნურმაგომედოვის გუნდის 6 წევრი" - წერს ჰელვანი.

დანა უაითი

სპორტი • 1794571400

დანა უაითი: დარწმუნებული ვარ, საბა ლაზიშვილი ადრე თუ გვიან UFC-ში აუცილებლად მოხვდება

UFC-ის პრეზიდენტი დენა უაითი აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე უსმან ნურმაგომედოვის გუნდის თავდასხმას გამოეხმაურა.უაითმა UFC 334-ის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მომხდარი დაგმო და აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსგავსი ქმედებები სერიოზულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს.ამასთან, უაითმა საბა ლაზიშვილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, საბა ლაზიშვილი ადრე თუ გვიან UFC-ში აუცილებლად მოხვდება.აბუ დაბის პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ სულ 10 ადამიანი დააკავეს – რვა უშუალოდ ჩხუბში მონაწილეობისთვის, ორი კი ინციდენტის გადაღებისთვის.

მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი

სპორტი • 1794567039

მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის ჯარიმებს ორგანიზაცია RAF-ი დაფარავს

მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს დღეს გაათავისუფლებენ. მათზე თავდამსხმელებს უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის ერთ-ერთ წევრს კი სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა. ასევე მოხდება მათი ქვეყნიდან დეპორტაციაც.სასამართლომ, დვალიშვილსა და ლაზიშვილს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის 50 000 დირჰემის გადახდა დააკისრა. ქართველების ჯარიმებს ორგანიზაცია RAF-ი დაფარავს.ცნობისთვის, 11 ნოემბერს, აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი რამდენიმე პირთან ერთად მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს თავს ზურგიდან მიპარვით დაესხა.

saba

სპორტი • 1794562333

ყაზახური MMA ორგანიზაცია NAIZA საბა ლაზიშვილს პირდაპირ საჩემპიონო ბრძოლას სთავაზობს

ყაზახურმა შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ორგანიზაცია NAIZA-მ ქართველი მებრძოლი საბა ლაზიშვილი მიიწვია და მას პირდაპირ საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლის შესაძლებლობა შესთავაზა.ორგანიზაციის ადმინისტრაციამ ლაზიშვილს სოციალურ ქსელში მიმართა და აღნიშნა, რომ მისი გამოსვლა, გამბედაობა და თავდაჯერებულობა შთამბეჭდავი იყო.„გამარჯობა! ჩვენ ვნახეთ შენი გამბედაობა და თავდაჯერებულობა, შენი გამოსვლა ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. გვსურს, ჩვენს პრომოუშენში კონტრაქტი შემოგთავაზოთ. შეგიძლია პირდაპირ ჩემპიონის ტიტულისთვისაც კი იბრძოლო. ველოდებით შენს პასუხს!“,- წერს გვერდის ადმინისტრაცია ლაზიშვილის „ინსტაგრამზე“.

უსმანი- მერაბი

სპორტი • 1794561202

უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის წევრს ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰემის ჯარიმა შეეფარდათ

აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება.გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის ერთ-ერთ წევრს სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰემის ოდენობის ჯარიმა შეეფარდათ.ამავე ცნობით, მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის თითოეულს 50 000 დირჰემის გადახდა დაეკისრა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველების ჯარიმებს ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF) დაფარავს. მანამდე, საბა ლაზიშვილის ძმამ, ზვიად ლაზიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ საბა და მერაბი დღეს, 17:00 საათზე გათავისუფლდებიან.შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 11 ნოემბერს, აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს.  

დვალიშვილი

Crystalsport • 1794558805

„მერაბს მისი ჭიდაობა მოეწონა და ამიტომ წაიყვანა...“ - ინტერვიუ საბა ლაზიშვილის მამასთან

ბოლო ორი დღეა, საქართველოში ყველაზე საამაყო და პოპულარული პიროვნება უდავოდ საბა ლაზიშვილია.21 წლის მოჭიდავე, რომელიც აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის დროს მერაბ დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდა და უსმან ნურმაგომედოვსა და მის მეგობრებს ჩადენილ უღირს საქციელზე სათანადო პასუხი გასცა.როგორ მოხვდა მერაბთან და როგორია მისი სპორტთან დამეგობრების ისტორია, ამის თაობაზე Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საბას და ზვიად ლაზიშვილის მამამ, ანზორ ლაზიშვილმა დეტალურად ისაუბრა.საბა თავისუფალი სტილით მოჭიდავეა. მაპატიეთ, ძალიან ვღელავ, აი ახლა მითხრეს რომ ბექა ღვინიაშვილიც დადებითად გამოეხმაურა ჩემი შვილის საქციელს. გავაგრძელებ, საკმაოდ გვიან დაიწყო ვარჯიში და კადეტებსა და ახალგაზრდებში რამდენიმე ტურნირი აქვს მოგებული.მერე სამწუხაროდ ტრავმა მიიღო ორივე ფეხზე ჯვარედინი იოგების და 2 წელი გაუცდა და ახლა განაახლა ვარჯიშები, ჩხუბით კი ყოველთვის კარგად ჩხუბობდა. პიოტრ იანთან ჩხუბის წინ, ჩემი უფროსი შვილი ზვიად ლაზიშვილი და ალჯამეინ სტერლინგი მერაბ დვალიშვილის სპარინგ-პარტნიორები იყვნენ. ახლა კი, როცა უკვე აბუ-დაბიში RAF-ზე უნდა გამოსულიყო, მერაბმა მოსამზადებლად საბა წაიყვანა, რადგან როდესაც თბილისში იყო ჩამოსული, მისი ჭიდაობა ძალიან მოეწონა.შემდეგ უკვე სთხოვა, რომ ან საჭიდაო ტურნირის დროს მის კუთხეში ყოფილიყო საბა და კარგი ქნა რომ წაიყვანა. გუშინ, ბათუმიდან მოვდიოდით, როდესაც დაგვირეკეს და გვითხრეს, მართალი არის თუ არა, რომ საბას თავს დაესხნენო. შემდეგ უკვე მეუღლემაც წაიკითხა და მალე ბავშვმაც მოგვწერა, პატარა გაუგებრობა მოგვივიდა, მაგრამ ღირსეულად ვიჩხუბეთო.ახლა კონტაქტზე არ არის, ჩემი ვარაუდით დაკითხვაზე იქნება და რამდენინე საათში უნდა შეგვეხმიანოს. შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში RAF-ის ღონისძიებაზე საჭიდაოდ არის ჩასული და მისი მეტოქე მარლონ მორაეში იქნება, რომელსაც რამდენიმე წლის წინ შერეულ ორთაბრძოლებშიც შეხვდა და 2021 წლის 25 სექტემბერს, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. https://www.crystalsport.ge/news/89565-merabs-misi-chidaoba-moetsona-da-amitom-tsaiqvana---interviu-saba-lazishvilis-mamastan 

საბა ლაზიშვილი

საზოგადოება • 1794556369

მამშვიდებს ის, რომ მთავრობა ჩართულია, საქმე პირადად პრემიერის კონტროლზე იქნება - საბა ლაზიშვილის მამა

21 წლის მოჭიდავის საბა ლაზიშვილის მამის ანზორ ლაზიშვილის ინფორმაციით, აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული საქმე პრემიერ-მინისტრის პირადი კონტროლის დონეზეა აყვანილი. როგორც ლაზიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ელის, რომ მისი ვაჟი და მასთან ერთად, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი დღეს თავისუფლები იქნებიან.„დამიკავშირდნენ მთავრობის მაღალი ეშელონებიდან. ვიცი, რომ დღეს პრემიერი ჩამოვა და ჩაერთვება. საქმე პირადად პრემიერ-მინისტრის კონტროლზე იქნება. ვარ იმედიანად, რომ დღეს გარეთ გამოვლენ. როგორც ვიცი, შესაბამისი უწყებებისთვის დავალებები მიცემულია და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი რიგზე იქნება. დღეს გარეთ უნდა გამოვიდნენ. ხვალ აბუ-დაბიში ჭიდაობა ტარდება და ბიჭმა უნდა იჭიდაოს. მამშვიდებს ის, რომ მთავრობა ჩართულია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ანზორ ლაზიშვილმა.

მერაბ დვალიშვილი

Crystalsport • 1794553800

იჭიდავებს თუ არა მერაბი - RAF-ის დამფუძნებლის კომენტარი

RAF-ის დამფუძნებელმა, ჩედ ბრონშტაინმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა, რომელსაც უსმან ნურმაგომედოვი თავს დაესხა.ღონისძიების წინა პრესკონფერენციაზე ბრონშტაინს სწორედ ამაზე ჰკითხეს და მან განაცხადა, რომ ორგანიზაცია მუშაობს, რათა მერაბმა გამოსვლა შეძლოს.„ჩვენ ყველანი მომხდარს კატეგორიულად ვგმობთ. მიგვაჩნია, რომ ჭიდაობა მსოფლიოში საუკეთესო სპორტია და თითოეულმა ჩვენგანმა მისგან სპორტული სულისკვეთება და პატივისცემა ისწავლა. ჩვენი მიზანია, ყოველთვის ამ ღირებულებების პოპულარიზაცია მოვახდინოთ. როდესაც ასეთი ინციდენტები ხდება, ეს სპორტს უკან ხევს. შექმნილია სიტუაცია, რომლითაც RAF-ი კმაყოფილი, რა თქმა უნდა, არ არის. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მდგომარეობა გამოვასწოროთ. როგორ გრძნობს თავს მერაბი? მერაბი კარგადაა. ჩვენი გუნდის წევრებმა მოინახულეს და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებთან ვმუშაობთ. იმედი გვაქვს, ყველაფერი მოგვარდება და, რაც შეეხება უსმან ნურმაგომედოვს, ის ღონისძიებას არ დაესწრება. იმედი გვაქვს, რომ მერაბი მარლონ მორაესის წინააღმდეგ იჭიდავებს. ჩამოფრინდა, ის RAF-ის დაუჯერებელი მონაწილეა და ვიმედოვნებთ, იჭიდავებს“.შეგახსენებთ, რომ ზვიად ლაზიშვილის ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეები, მათ შორის მერაბი და საბა ლაზიშვილიც, დაკავებული არიან. ეს მოგვიანებით ცნობილმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმაც დაადასტურა.https://www.crystalsport.ge/news/89577-vmushaobt-da-imedi-gvakvs-ichidavebs--raf-is-dampudznebeli-merabze 

უსმან ნურმაგომედოვი

სპორტი • 1794552085

RAF-ის ხელმძღვანელობამ უსმან ნურმაგომედოვს ტურნირზე დასწრება აუკრძალა

UFC-ის პრეზიდენტი დენა უაითი აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე უსმან ნურმაგომედოვის გუნდის თავდასხმას გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ ინციდენტში მონაწილე პირები კვლავ პატიმრობაში იმყოფებიან.უაითმა UFC 334-ის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მომხდარი დაგმო და აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსგავსი ქმედებები სერიოზულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს.„ეს სრული სისულელე და აბსურდია. ყველა მათგანი კვლავ დაკავებულია. ეს ის ადგილი არ არის, სადაც მსგავსი საქციელი შეიძლება შეგრჩეს“, – განაცხადა უაითმა.აბუ დაბის პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ სულ 10 ადამიანი დააკავეს – რვა უშუალოდ ჩხუბში მონაწილეობისთვის, ორი კი ინციდენტის გადაღებისთვის.დაკავებულებს შორის არიან მერაბ დვალიშვილი და მისი მეგობარი საბა ლაზიშვილიც, რომლებიც თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ.მომხდარს გამოეხმაურა უსმან ნურმაგომედოვის მენეჯერი ალი აბდელაზიზი, რომელმაც ინციდენტს სამარცხვინო უწოდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოსახლეობას საჯაროდ მოუბოდიშა.ამასთან, RAF-ის ხელმძღვანელობა ადგილობრივ სამართალდამცავებთან თანამშრომლობს და იმედოვნებს, რომ მერაბ დვალიშვილი 14 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებამდე გათავისუფლდება. ორგანიზაციამ უსმან ნურმაგომედოვს ღონისძიებაზე დასწრება აუკრძალა.წყარო

✕