ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1791055627

ირაკლი კობახიძე - ნიკა გვარამიასა და მისი მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა მე ვერ მექნება, რადგან ეს ადამიანები შეგნებულად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მათ მიმართ მე მართლა ნული პოლიტიკური თანაგრძნობა მაქვს

ნიკა გვარამიასა და მისი მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა მე ვერ მექნება, რადგან ეს ადამიანები შეგნებულად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვინც დგას რუსთაველის გამზირზე და გვარამიას მიჰყვება, მათ მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა ნულია.„ვინც დგას რუსთაველის გამზირზე და გვარამიას მიჰყვება, ეს პირობითი გვარამიაა, მათ მიმართ მე მართლა ნული პოლიტიკური თანაგრძნობა მაქვს. მაგრამ როდესაც თქვენ პარალელს ავლებთ სააკაშვილის განცხადებასთან, სააკაშვილმა განცხადება გააკეთა ადამიანების მიმართ, მათ შორის დანაშაულის ჩამდენი ადამიანების მიმართ. ეს სრულიად სხვა რამეა. მარტო ეს განცხადებაც არ იქნებოდა პრობლემა, ქუჩაში რომ არ ჩაეცხრილათ ამ განცხადების მერე ადამიანები. როდესაც რაღაცის ციტირება ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოხდეს ციტირება, მათ შორის კონტექსტი იყოს სწორად წარმოჩენილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი

პოლიტიკა • 1791050836

პრემიერი - გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს, საუბარია უმძიმეს კორუფციულ ფაქტებზე, ბიუჯეტიდან საკუთარი შვილის სწავლას აფინანსებდა ქვეყნის მაშინდელი რეჟიმის ლიდერი, მაშინდელი დაახლოებით 8-მილიარდიანი ბიუჯეტიც კი არ იხარჯებოდა სოციალური პასუხისმგებლობით

იყო უმძიმესი კორუფცია და გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, მაშინდელი 8-მილიარდიანი ბიუჯეტიც კი არ იხარჯებოდა სოციალური პასუხისმგებლობით.„იყო უმძიმესი კორუფცია. გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს. პიჯაკებითაც რომ დავიწყოთ. წარმოიდგინეთ, მე რომ ვიყიდო ჩემი პიჯაკები ბიუჯეტის ხარჯზე, ხომ წარმოგიდგენიათ, ამას რამხელა ამბავი მოჰყვება. წარმოიდგინეთ, საიდან სადამდე შეიცვალა სტანდარტი, როცა საქმე ეხება კორუფციას, პიჯაკებზეც რომ ვილაპარაკოთ. მაგრამ, აქ საუბარი არ არის პიჯაკებზე. საუბარია უმძიმეს კორუფციულ ფაქტებზე,  მაგალითად ჩემი შვილის სწავლა რომ დავაფინანსო ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხომ წარმოგიდგენიათ, მთლიანად საზოგადოებას, ან ოპოზიციას რა რეაქცია ექნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, რომ ბიუჯეტიდან საკუთარი შვილის სწავლას აფინანსებდა ქვეყნის მაშინდელი რეჟიმის ლიდერი. საკუთარ დედას რომ მიჰყიდოს, მაგალითად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 1 ლარად, რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ მასშტაბის კორუფციაზეა საუბარი. რეაქციაც არ იყო იმიტომ, რომ მწვანე შუქი ჰქონდათ ყველაფერზე ანთებული. არ იყო მედიის თავისუფლება. ეს იყო მაშინდელი მდგომარეობა. ამასთან ერთად, პლუს ეკონომიკური პრობლემები უმძიმესი, დემოკრატიის კუთხით არსებული უმძიმესი მდგომარეობა და ნული სოციალური პასუხისმგებლობა. ის ბიუჯეტიც კი, რომელიც გვქონდა მაშინ, დაახლოებით 8-მილიარდიანი ბიუჯეტი, ისიც კი არ იხარჯებოდა სოციალური პასუხისმგებლობით. ამაზე ბევრის თქმა შეიძლება“,  - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა • 1791035357

ირაკლი კირცხალია IRI-ის კვლევაზე: დიდი იმედგაცრუება გამოიწვია აგენტურულ - არასამთავრობო თუ ე.წ. პოლიტიკურ ფლანგზე, დამერწმუნეთ, „ქართულ ოცნებას“ რეალურად მინიმუმ ორჯერ მეტი შედეგი აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მედიასთან IRI-ის კვლევის შედეგები შეაფასა.მისი განცხადებით, სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციამ, რომელიც კვლევის შედეგების გავრცელების შემდეგ გაიმართა, აჩვენა, რომ ის რიცხვებიც კი გადაჭარბებულია, რაც კვლევაში იყო ნაჩვენები.„ის დღე მიუთითებდა, რომ IRI-ს საკმაოდ გაზვიადებული რიცხვები აქვს მინიჭებული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით დედაპარტიისთვის, იქ 100 კაციც ვერ შეიკრიბა, მგონი. სასაცილოა ეს ყველაფერი.რაც შეეხება IRI-ის კვლევას, იმ მონაცემებმა დიდი იმედგაცრუება გამოიწვია აგენტურულ - არასამთავრობო თუ ე.წ. პოლიტიკურ ფლანგზე, დამერწმუნეთ, „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ ორჯერ მეტი შედეგი აქვს რეალურად“, - განაცხადა კირცხალიამ.როგორც ცნობილია, გასულ კვირაში გავრცელდა IRI-ის კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს. პარტიების ნაწილს 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს 2%-იანი. ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა „ლელო“. ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი 36% აქვს.

დავით ჩიხელიძე

პოლიტიკა • 1790964127

დავით ჩიხელიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე: საინტერესოა ხომ არ იქცნენ ისინი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მარიონეტებად და ხომ არ გამოიყენება კონკრეტული ადამიანის ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის? ფაქტია, მათი განცხადებები ერთადერთ მიზანს სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება

ექსპერტი დავით ჩიხელიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშორებით ამბობს, რომ დღის განმავლობაში არაერთი მანიპულაციური ინფორმაცია გავრცელდა.მისი თქმით, არსებობს გარკვეული კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგალითად, ხომ არ უკავშირდება  გარკვეულ პოლიტიკურ გარიგებას?“დღის განმავლობაში პატიმარ დავითაძესთან დაკავშირებით არაერთი მანიპულაციური ინფორმაცია გავრცელდა. მისი ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, მას იცავენ და ეს ბუნებრივია, მაგრამ საქმის სიცხადისთვის აუცილებელია სრული სურათის შექმნაროგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, როდესაც მას შესაბამისი განცხადებით 2025 წლის დეკემბერში მიმართეს, საუბარი იყო პატიმრის მიმართ ძალადობის ფაქტზე, რომელიც, მათი განცხადებით, 2025 წლის 20-21 დეკემბერს მოხდა. სახალხო დამცველმა აღნიშნული საქმე შეისწავლა, თუმცა დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა, რადგან დანაშაული არ ყოფილა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ.გაუგებარია, თუ, საქმე ერთი წლის წინ მომხდარ ფაქტს ეხება, რატომ იყო ამდენი ხნის განმავლობაში დუმილი და რატომ გაახსენდა ეს ამბავი სწორედ ახლა? ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ კითხვებს აჩენს და მათი „სიმართლის“ ხარისხსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.ჩემი ინფორმაციით, აღნიშნული პირისთვის მოქმედი სასჯელი უკვე მესამე ან მეოთხეა,  მას წლების განმავლობაში მუდმივად ჰქონდა პრობლემები კანონთან.  მას დღესაც, პენიტენციურ დაწესებულებაში, ქცევის არაერთი დარღვევა აქვს. ეს გარემოებებიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც კონკრეტული ადამიანის შესახებ სრული სურათის შექმნას ვცდილობთ.ჩემი ინფორმაციით, მისი ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს იწყებდა საკუთარ კარიერას და პროკურორის თანამდებობას იკავებდა. საინტერესოა  ის სპექტაკლი, რომელსაც დღეს დავითაძის ოჯახი დგამს. ხომ არ უკავშირდება  გარკვეულ პოლიტიკურ გარიგებას? ხომ არ იქცნენ ისინი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მარიონეტებად და ხომ არ გამოიყენება კონკრეტული ადამიანის ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის?ფაქტია, მათი განცხადებები ერთადერთ მიზანს სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება!”- წერს ჩიხელიძე.

ნინო ჯღარკავა

საზოგადოება • 1790948436

ნინო ჯღარკავა პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებაზე: არ გეჩვენებათ რომ ეს პოლიტიკური სპექტაკლია? ეს ფილმი ნანახი გვაქვს, გეგმა ბ-ზე გადადით

პატიმარი გიორგი დავითაძე, რომელიც იძახის რომ ბადრაგმა თითით გააუპატიურა, რაც არ ჩანს პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სათვალთვალო, კამერებში, სასჯელს იხდის პოლიციელის დაჭრაზე, საინტერესო წარსული აქვს მის მამას ავთო დავითაძეს, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს ვაკის გამგებელი იყო- წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში.ჯღარკავა აღნიშნავს, რომ დავითაძის საქმე, პოლიტიკური სპექტაკლია, მისი თქმით , პატიმრის მიერ ბადრაგის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში არ დასტურდება. ასევე ჯღარკავა ყურადღებას ამახვილებს გიორგი დავითაძის ოჯახის პოლიტიკურ წარსულზეც და თვლის რომ ეს ყოველივე პოლიტიკური სპექტაკლია.„პატიმარი გიორგი დავითაძე, რომელიც იძახის რომ ბადრაგმა თითით გააუპატიურა, რაც არ ჩანს პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სათვალთვალო, კამერებში, სასჯელს იხდის პოლიციელის დაჭრაზე, საინტერესო წარსული აქვს მის მამას ავთო დავითაძეს, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს ვაკის გამგებელი იყო, მერე  ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს ნაცებმა, მიშა საჯაროდ კიოდა მის გვარს, მერე ოცნების საკრებულოს წევრი იყო გუბაზას პარტიიდან, არ გეჩვენებათ რომ ეს პოლიტიკური სპექტაკლია? თან აკივლდნენ უკვე გადადგეს კობახიძეოო; ეს ფილმი ნანახი გვაქვს, გეგმა ბ ზე გადადით;“-წერს ნინო ჯღარკავა.

ირაკლი ფავლენიშვილი

პოლიტიკა • 1790941740

სიმბოლური აქცია ჩატარდა, სადაც რა სივრცეც იყო ჩვენს მიერ გათვლილი, ის სივრცე ბოლომდე იყო ათვისებულ - ირაკლი ფავლენიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი აქციაზეც გამოჩნდა. მიხეილ სააკაშვილის 5 წელი ციხეში - მისმა პარტიამ თარიღის აღნიშვნა ხალხმრავალი საპროტესტო აქციით სცადა, თუმცა ხალხის სიმცირის გამო დაგვიანებით დაიწყო და ორმოც წუთში დასრულდა. ერთი ამფითეატრი - ეს არის რისი შევსებაც ყოფილმა მმართველმა პარტიამ მოახერხა. "ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთ ჩავარდნილ პროტესტსა და ოპოზიციის კრახზე საუბრობს.პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ მხარდამჭერებისა და წევრებისთვის ყოველი ასეთი შეკრება და აქცია სასიხარულოა."სიმბოლური აქცია ჩატარდა, სადაც რა სივრცეც იყო ჩვენ მიერ გათვლილი, ის სივრცე ბოლომდე იყო ათვისებული. მიუხედავად წვიმისა და ტექნიკური დაბრკოლებისა, ხალხი იყო მოსული.ის, რომ ადამიანები, "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები იკრიბებიან, ის, რომ ატარებენ აქციებს, რა თქმა უნდა, არის გასახარი ყველა "ნაციონალური მოძრაობის" მომხრისთვის და წევრისთვის.რაც შეეხება რაოდენობას, უფრო მეტნი ვიქნებით და აქციები გაგრძელდება", - აცხადებს ფავლენიშვილი. 

თენგიზ შარმანაშვილი

პოლიტიკა • 1790937427

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის ჩავარდნილ აქციაზე: ვიდრე ამ ილუზიებში იქნებიან, რომ ქართველი ხალხის სერიოზული ნაწილი უჭერს მხარს, მანამდე ექნებათ ის სამარცხვინო რეიტინგი, რომელიც IRI-ის გამოკითხვებით აქვთ

ერთხელ და სამუდამოდ გაახილონ თვალი და მიხვდნენ, რომ ქართველ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს მათი არანაირი შეკრება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციის ჩავარდნილ აქციაზე.მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გამოვიდეს ილუზიებიდან და სიმართლეს შეხედოს თვალებში, რომ მისი რეიტინგი განულებულია.„ვიდრე ამ ილუზიებში იქნებიან, რომ ქართველი ხალხის სერიოზული ნაწილი უჭერს მხარს, მანამდე ექნებათ ის სამარცხვინო რეიტინგი, რომელიც IRI-ის გამოკითხვებით აქვთ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.სააკაშვილის მხარდასაჭერად ოპოზიციის აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობა, „ქართული ოცნებისთვის“, ყველაზე კარგად აჩვენებს საზოგადოების მიერ რეალობის სწორად აღქმას. IRI-ის კვლევაში ასახული, ოპოზიციის რეიტინგი, ვიზუალურად დადასტურდა, რიყის პარკში, სადაც ამფითეატრი ვერ შეავსეს.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790932460

შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ რეიტინგზე: კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა

„ლელოს“ რომ ჰგონია, რომ რახან „TV პირველი“ აქვთ ნაყიდი, 24 საათი „ლელოს“ ატრიალებენ და ხალხის მხარდაჭერა აქვთ, კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარე IRI-ის კვლევას გამოეხმაურა.„ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო ხელისუფლებაში 2022 წელს და ყოფილიყვნენ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, საქართველო შევიდოდა ომში. ამის მიმართ ეჭვიც კი არ არსებობს. როდესაც პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს, რომ 14 წელი უწყვეტი მშვიდობაა ამ ქვეყანაში, ხალხის ნდობას აჩვენებს. ერთი მხრივ, IRI-ის და მეორე მხრივ, ევროკომისიის კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ მთავრობის მიმართ ნდობით საქართველო მოწინავეა, ერთმანეთს ემთხვევა. ეს არის კარგი დასტური, რომ როცა ვუყურებთ ობიექტურ კვლევებს, როდესაც ემთხვევა, ერთმანეთს ამყარებს. დამალავდა ოპოზიცია, აბა, რას იზამდა?! „ლელოს“ რომ ჰგონია, რომ რახან „TV პირველი“ აქვთ ნაყიდი, 24 საათი „ლელოს“ ატრიალებენ და ხალხის მხარდაჭერა აქვთ, კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა. სხვა პარტიებია და არ ჩანს საერთოდ. ბოკერიას რომ ჰგონია, რომ დაავიწყდა ხალხს, რა როლი ჰქონდა სააკაშვილის დიქტატორული, მწამებელი რეჟიმის შექმნასა და იდეოლოგიურ გამყარებაში, კვლევამ აჩვენა, რომ ნულია მათი რეიტინგი. სარკეში დაინახეს თავისი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუ სარკეს თვალს აარიდებენ, რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. ბევრჯერ დაეწია მათ რეალობა არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა, ვინც კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.IRI-ის კვლევაში ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს. პარტიების ნაწილს 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს 2%-იანი. ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა „ლელო“. ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი 36% აქვს.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790931513

შალვა პაპუაშვილი IRI-ის კვლევაზე: სარკეში დაინახეს თავისი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუ სარკეს თვალს აარიდებენ, რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. ბევრჯერ დაეწია მათ რეალობა არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა, ვინც კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავა

სარკეში დაინახეს თავისი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუ სარკეს თვალს აარიდებენ, რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. ბევრჯერ დაეწია მათ რეალობა არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა, ვინც კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.პარლამენტის თავმჯდომარე IRI-ის კვლევას გამოეხმაურა.„ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო ხელისუფლებაში 2022 წელს და ყოფილიყვნენ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, საქართველო შევიდოდა ომში. ამის მიმართ ეჭვიც კი არ არსებობს. როდესაც პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს, რომ 14 წელი უწყვეტი მშვიდობაა ამ ქვეყანაში, ხალხის ნდობას აჩვენებს. ერთი მხრივ, IRI-ის და მეორე მხრივ, ევროკომისიის კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ მთავრობის მიმართ ნდობით საქართველო მოწინავეა, ერთმანეთს ემთხვევა. ეს არის კარგი დასტური, რომ როცა ვუყურებთ ობიექტურ კვლევებს, როდესაც ემთხვევა, ერთმანეთს ამყარებს. დამალავდა ოპოზიცია, აბა, რას იზამდა! „ლელოს“ რომ ჰგონია, რომ რახან „TV პირველი“ აქვთ ნაყიდი, 24 საათი „ლელოს“ ატრიალებენ და ხალხის მხარდაჭერა აქვთ, კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა. სხვა პარტიებია და არ ჩანს საერთოდ. ბოკერიას რომ ჰგონია, რომ დაავიწყდა ხალხს, რა როლი ჰქონდა სააკაშვილის დიქტატორული, მწამებელი რეჟიმის შექმნასა და იდეოლოგიურ გამყარებაში, კვლევამ აჩვენა, რომ ნულია მათი რეიტინგი. სარკეში დაინახეს თავისი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუ სარკეს თვალს აარიდებენ, რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. ბევრჯერ დაეწია მათ რეალობა არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა, ვინც კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790931341

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ აქციამ დაგვანახა, რომ გადაჭარბებულია 5%-იც, რომელიც IRI-მ კვლევაში დაუწერა, ქართველი ხალხი ყველაფერს საღად უყურებს

„ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელმა აქცია ის დაგვანახა, რომ ის 5%-იც გადაჭარბებულია, რომელიც IRI-მ დაუწერა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა IRI-ის კვლევის თანაფარდობის სისწორე.„ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომელ მხარეს დგას. ქართველი ხალხი დგას საქართველოს, მისი ინტერესების და მისი ხელისუფლების მხარეს და არა უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრის მხარეს, რომელსაც საქართველოში არეულობა, სისხლისღვრა და ხელისუფლების ძალით ხელში ჩაგდება უნდოდა. დადასტურებულად ვიცით, რომ ამის გამო შემოაპარა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ საქართველოში შემოპარებულ ადამიანს აქციას რომ მიუძღვნი, ჯერ იქ ვინც მივიდა, იმათ რაღა ვუთხარი, მაგრამ, რომ მივიდა რამდენიმე ათეული ადამიანი და არ მივიდა მეტი, ესეც აჩვენებს, რომ ქართველი ხალხი ძალიან საღად უყურებს ყველაფერს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცოტნე ანანიძე

პოლიტიკა • 1790926665

ცოტნე ანანიძე: სულხან თამაზაშვილი 2008 წლის ომში არ გაქცევია სიცოცხლის რისკს საქართველოსთვის, ამასთან, ცნობილია, მთელი ოჯახის ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილის შესახებ "ნეტგაზეთის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც ხაზგასმულია, რომ თამაზაშვილი 2008 წლიდან მუშაობდა შსს-ში და მას 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, სოციალურ ქსელში ეხმიანება.ანანიძე აქვეყნებს 2011 წელს გადაღებულ ფოტოს, სადაც "ქართული ოცნების" დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად სულხან თამაზაშვილის მამა, ჯემალ თამაზაშვილია და წერს, რომ მათი ოჯახის ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ყველასთვის ცნობილია."სულხან თამაზაშვილი, 2008 წლის ომში, არ გაქცევია სიცოცხლის რისკს საქართველოსთვის. ამასთან, ცნობილია, მთელი ოჯახის ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ფოტო: 2011 წელი - ბიძინა ივანიშვილი და ჯემალ თამაზაშვილი. ვერ მოარტყამთ ამ სამიზნეს ვერასდროს!" - წერს ცოტნე ანანიძე.

ლელა რაზიკაშვილი

პოლიტიკა • 1790885040

ლელა რაზიკაშვილი: მახსენდება, 14 წლის წინ ამ დროს რა ხდებოდა საქართველოში. გათენებამდე დავდიოდით ქუჩაში, ვერ შევდიოდით სახლში. ერთმანეთს ვეხვეოდით სრულიად უცხო ადამიანები. ეს არ შეიძლება გამოწვეული იყოს მხოლოდ შენი საყვარელი პოლიტიკური ძალის გამარჯვებით. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ფიზიკურად გადარჩენის სიხარული

მახსენდება, 14 წლის წინ ამ დროს რა ხდებოდა საქართველოში. გათენებამდე დავდიოდით ქუჩაში, ვერ შევდიოდით სახლში. ერთმანეთს ვეხვეოდით სრულიად უცხო ადამიანები. სახლში წასვლა არავის არ უნდოდა, სიხარულით დარბოდნენ ქუჩაში. ეს არ შეიძლება გამოწვეული იყოს მხოლოდ შენი საყვარელი პოლიტიკური ძალის გამარჯვებით. რამ მოიტანა ეს? ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც სიხარულით დადიოდა 14 წლის წინ ამ დროს საქართველოში, ჰქონდა ფიზიკურად გადარჩენის სიხარული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა.მისი თქმით, წნეხი სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან იყო ენით აუწერელი.„მე, მაგალითად, როდესაც დაიწყო სექტემბრის თვე, პირადად ძალიან ჩართული ვიყავი ცენტრალურ ოფისში ღონისძიებებში. უკუთვლა დავიწყე - დამრჩა სიცოცხლის 29 დღე, დამრჩა სიცოცხლის 28 დღე. ეს შეიძლება ახლა ახალგაზრდას გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ სულაც არ იყო გადაჭარბებული იმ სისასტიკის და წნეხის პირობებში, რასაც ჩვენ განვიცდიდით. ძალიან რთულ ბრძოლაში ვიყავით და იმ რევანშის და შურისძიების მოლოდინში, რაც მერე გველოდა, ვინც გავბედეთ და ხორცსაკეპში შევყავით თავი, თუკი ვერ გავიმარჯვებდით“, - განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.მისი თქმით, 2012 წლის პირველ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებით ქართველმა ხალხმა მიიღო სხვა საქართველო.ლელა რაზიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში დასრულდა შიში.„ჩვენ მივიღეთ სხვა საქართველო. ჩვენ გვქონდა საქართველო, რომელმაც მოახერხა მაშინ ყველა ოჯახში შესვლა და შიშის შეტანა. საქართველო შეიცვალა. ჩვენ მივიღეთ საქართველო, სადაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მედროშე ქალბატონი, ნომერი პირველი ერთ-ერთ სიაში იყო საჯარო მოხელე და ის არავის გაუგდია სამსახურიდან. ჩვენ მივიღეთ საქართველო, სადაც 2000-ზე მეტი კერძო ბიზნესი აწერს ხელს ხელისუფლების საწინააღმდეგო პეტიციას და მათ არავინ მივარდნია ჯიბეებში ხელჩაწყობილი - შენ თუ ამას არ გააკეთებ და ა.შ... ჩვენ სხვა საქართველო მივიღეთ“, - განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლებს ქართველი ამომრჩეველი აღარ მიიღებს პოლიტიკაში.ლელა რაზიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს და რადიკალური ფრთა, რომელიც თავს ოპოზიციას უწოდებს, სააკაშვილის რეჟიმის გადმონაშთია.

✕